განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.09.2019
საქმის ნომერი
820310118002592966
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310118002592966

საქმე N3/ბ-293-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტები – ირ---–---------ე, ცი-------------ე, გე-–---------ე, გი--------------ე

წარმომადგენლები – მა--------------–--ე, მი------------–--ე

მოწინააღმდეგე მხარეები:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი – ნა-------–----ე

2. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

წარმომადგენელი – ლ---------ე

3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – მუ--------–-----ე

 

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი – მი----------------ე

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ირ---–---------ის, ცი-------------ის, გე-–---------ისა და გი--------------ის სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2018 წლის 16 აგვისტოს ირ---–---–-----------–- და გი--------------ეებმა სარჩელით მიმართეს ხელავაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის N8-------------5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩ--------–- მდებარე 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთა თანასაკუთრებად დაარეგისტრირების შესახებ;

- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის N------- წერილის ბათილად ცნობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება დაადგინოს კომლისათვის გამოყოფილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩ--------–- მდებარე 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და შპს ,,ე-------------“ -ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს მომზადებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იდენტურობა;

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N------- ბრძანების ნაწილობრივ (ხელვაჩაურის რაიონში, სოფ, ჩ--------–- მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ცნობა.

 

სარჩელის მიხედვით, გე-–---------ეს, გი--------------ეს, ირ---–---------ეს და ცი-------------ეს 2005-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით მართლზომიერ მფლობელობაში აქვთ გამოყოფილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩ--------–- მდებარე 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა. კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვთ 2509 კვ.მ. და 1781 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ანუ კომლს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებელი დარჩა 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

2018 წლის 05 აპრილს ირ---–---------ემ კომლის მართზომიერ მფლობელობაში 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რომელმაც 2018 წლის 12 აპრილის N------- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 03 მაისის N------- წერილში აღნიშნა, რომ ,,არ არის იდენტური მოქალაქე ირ---–---------ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია და შპს ,,ე-------------“-ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა“. აღნიშნული წერილის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 10 მაისს მიიღო N8-------------5 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოსარჩელეების აღნიშვნით, ირ---–---------ემ 1997 წელს იყიდა შენობა-ნაგებობა, შემდგომში 2006 წელს მის კომლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელშიც ასევე შედიოდა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო უკვე ირ---–---------ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა. ირ---–---------ემ მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა დაანგრია 2015 წელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N------- ბრძანებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩ--------–- მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. შპს ,,ე-------------“-ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს მომზადებული 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე დღეისათვის არ არის განლაგებული და არც 2016 წელს იყო განლაგებული შენობა-ნაგებობა. როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე ის რეალურად არ არსებობდა, ანუ არ არსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია მოხდა სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო რომც არსებულიყო ის არ იყო სახელმწიფოს საკუთრება, რადგან ირ---–---------ეს ის უკვე შეძენილი ჰქონდა 1997 წელს.

 

მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ირ---–---------ის, ცი-------------ის, გე-–---------ის, გი--------------ის სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა; ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ჩ--------ი, ს/კ. 2-----------.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ხელვაჩაურის არქივის 29.06.2017წ. №---------- საარქივო ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის მ-----–ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ჩ--------ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ირ---–----------------------ე არის კომლის უფროსი და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ირ---–----------------------ე - ოჯახის უფროსი; ც-------------–--------–---------ე - მეუღლე; გ--–--------–-------------ე - შვილი; გ--------------–-------------ე - მ-------------–--------–---------ე - შვილები. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის რაოდენობა შეადგენს 2001წ. 0.26 ჰა-ს, ხოლო 2005-2006წ.წ. – 0.50 ჰა. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი 100 კვ.მ. ფართის ოდენობით;

 

2.1.2. მ-----–ის თემის საკრებულოს სოფელ ჩ--------ის მიწის სარეფორმო კომისიის 2002 წლის 08 სექტემბრის N18 სხდომის ოქმით ირ---–---------ის კომლს შეევსო მიწის ფართი 0.50 ჰა, სოფელ ჩ--------–- მაღაზიის გვერდით გამოეყო 0.24 ჰა მიწის ნაკვეთი;

 

2.1.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხელვაჩაურის არქივის 29.06.2017წ. №---------- საარქივო ცნობის საფუძველზე მოსარჩელეთა მოთხოვნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 23 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილებით, ირ---–---------ისა და თანამესაკუთრეთა თანასაკუთრების უფლება აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ჩ--------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2509 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 297 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ს/კ. 2-----------, ხოლო 2017 წლის 19 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღირიცხა 1781 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე;

 

2.1.4. მოსარჩელე ირ---–---------ემ 2018 წლის 05 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში წარადგინა №------------ სარეგისტრაციო განაცხადი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჩ--------ი, 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართზე. სარეგისტრაციო განაცხადს თან დაურთო ხელვაჩაურის არქივის 29.06.2017წ. №---------- საარქივო ცნობა, შპს ,,ე-------------“-ის მიერ 04.04.2018 წელს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითის ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია;

 

2.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 13 აპრილს №------ მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2018წ. №------- წერილის თანახმად, მოქალაქე ირ---–---------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია - ხელვაჩაურის არქივის ცნობა №----------, 29.06.2017წ, არ არის იდენტური შპს ,,ე-------------“-ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა.

 

გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 აპრილს მომზადებული სიტუაციური ნახაზის თანახმად, №------------ სარეგისტრაციო წარმოებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონულ ვერსიაზე მიმდინარე თარიღისათვის ფიქსირდება ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება 2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №------- მიმართვისა და მასზე დართული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალირების №----- ოქმის საფუძველზე 2018 წლის 10 მაისს მიღებული იქნა №8-------------5 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ;

 

2.1.6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N------- ბრძანებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩ--------–- მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ. 2-----------, დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად;

 

2.1.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სოფელ ჩ--------ის კომერციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის მიხედვით, ,,1997 წლის 10 სექტემბერს მოხდა საწყობის დათვალიერება, რომელიც აშენებულია და ექსპლუატაციაში შესულია 1962 წელს. მისი საბალანსო ღირებულება შეადგენს 628 ლარს, მისი ცვეთა არის 382 ლარი, ნარჩენი ღირებულება 146 ლარი. საწყობი გამოიყენებოდა აზოტის, ფოსფორის და შხამქიმიკატების შესანახად. კომისიის დათვალიერებით დადგინდა, რომ კედლები და იატაკი ცემენტით დაგებული წყობილებიდან გამოსულია. მისი ვარგისიანობა არის მხოლოდ სახურავის მასალა. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შენობა შეფასდეს 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული შენობა მიეყიდოს სოფელ ჩ--------ის მცხოვრებ ირ---–----------------------ეს. აღნიშნულ აქტზე თანდართულია გადახის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ ირ---–---------ეს ზემოთ აღნიშნული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ გადახდილი აქვს 300 ლარი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია რეგისტრაციის ცნება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით კი სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 18.1 მუხლის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

2.2.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები და წესი. მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა; ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი; გ) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან მათი სუბიექტი ან ობიექტი აღარ არსებობს ან სარეგისტრაციო ან/და სხვა დოკუმენტი ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი; დ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. კანონის 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით.

 

2.2.3. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სპორადული რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ითვლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებად. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს საკომლო წიგნიდან ამონაწერი. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.

 

ამავე კანონის 4.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი", რომლის 4.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან).

 

ამ წესის 4.2 მუხლის მიხედვით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) გამოთხოვის შესახებ და სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი), ხოლო 4.4. მუხლის შესაბამისად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) დოკუმენტაცია/ინფორმაცია გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ არის საკმარისი დაინტერესებული პირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის დანაწესი ითვალისწინებს სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას - საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ირ---–---------ის კომლს 2001 წელში ერიცხებოდა 0.26 ჰა. მიწის ნაკვეთი, ხოლო მ-----–ის თემის საკრებულოს სოფელ ჩ--------ის მიწის სარეფორმო კომისიის 2002 წლის 08 სექტემბრის N18 სხდომის ოქმით ირ---–---------ის კომლს შეევსო მიწის ფართი 0.50 ჰა, სოფელ ჩ--------–- მაღაზიის გვერდით გამოეყო 0.24 ჰა. მიწის ნაკვეთი.

 

ასევე დადგენილი იქნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 23 აგვისტოს №--------------- გადაწყვეტილებით, ირ---–---------ისა და თანამესაკუთრეთა თანასაკუთრების უფლება აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ჩ--------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2509 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 297 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკადასტრო კოდი 2-----------; ხოლო 2017 წლის 19 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №--------------- გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღირიცხა 1781 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

 

მოსარჩელემ სადავო 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა 2018 წლის 05 აპრილის №------------ სარეგისტრაციო განაცხადით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2018წ. №------- წერილის თანახმად, ირ---–---------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია - ხელვაჩაურის არქივის ცნობა №----------, 29.06.2017წ. არ არის იდენტური შპს ,,ე-------------“-ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა. აღნიშნულ წერილს საფუძვლად დაედო სოფ. ჩ--------–- გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 06 სექტემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N----- ოქმი. იმის გათვალისწინებით, რომ არ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №8-------------5 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

სასამართლოს მსჯელობით, აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებისათვის საჭიროა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის უკანონობა, რომლითაც უარყოფილი იქნა (შეჩერდა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სასამართლო კანონიერად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე და არ არსებობს ტერიტორიული სამსახურის დავალდებულების სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2.5. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს, რომლის მიხედვით:

1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით;

გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

სოფელ ჩ--------–- გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 06 სექტემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N----- ოქმით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის არქივის მიერ გაცემული ცნობა №----------. 29.06.2017წ. და შპს ,,ე-------------“-ის მიერ საკადასტრო აზომვითი ნახაზში დაფიქსირებული 711 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი არ იყო ერთმანეთის იდენტური. აღნიშნული ოქმის საფუძველზე გაიცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2018წ. №------- წერილი, რომლის ბათილად ცნობასა და მერიაზე 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების დავალდებულებას ითხოვს მოსარჩელე.

 

დათვალიერების ოქმის შემდგენი პირის - მ-----–------–--ის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვით დადგინდა, რომ ირ---–---------ის კომლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ მთლიან, 5000 კვ.მეტრზე დადასტურებული იქნა იდენტურობა, თუმცა შემდგომ რატომ მოხდა ნაკვეთების ცალ-ცალკე რეგისტრაცია უცნობია, ხოლო ბოლოს მოთხოვნილი 711 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური, რამდენადაც ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად.

 

2018 წლის 11 აპრილს ე---–-----------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მფლობელი ან მოსარგებლე ირ---–---------ის ოჯახი არასოდეს არ ყოფილა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები ადასტურებდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკითხი შესწავლილი იყო სრულყოფილად, 03.05.2018წ. №------- წერილი არ იყო მიღებული კანონის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 

2.2.6. სასარჩელო მოთხოვნაზე - ნაწილობრივ (ხელვაჩაურის რაიონში, სოფ, ჩ--------–- მდებარე 56კვ.მ. შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ყოფილიყო ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N------- ბრძანება, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულია აფხაზეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემის წესი:

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას ახორციელებენ სამინისტროს სახელით.

 

2.2.7. ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შეასახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის N70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებები, ასევე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურდიული პირები. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შეასახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 01 მაისის N44 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მართვა.

 

აჭარის ა/რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, უფლებამოსილი იყო მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისათვის და მოეთხოვა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩ--------–- მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია. მოსარჩელე რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სოფელ ჩ--------ის კომერციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის მიხედვით, მან შეისყიდა სასაწყობე შენობა 300 ლარად, რომელიც თვითონ დაშალა 2015 წელს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N------- ბრძანებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩ--------–- მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ. 2-----------) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. მოსარჩელე ითხოვდა სახელწიფო საკუთრებასთან ზედდებაში არსებული 1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 710 კვ მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, რომელიც მოიცავს 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობასაც. რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც ირ---–---------ის კომლის სარგებლობაში ირიცხებოდა 0.50 ჰა მიწის ნაკვეთი. არც საარქივო ცნობაში და არც შემდგომ სარეფორმო კომისიის ოქმში, რომლითაც კომლს შეევსო მიწის ნაკვეთი, არ იყო აღნიშნული, რომ მასზე განთავსებული იყო 56 კვ. მეტრი ფართის შენობა ნაგებობა. ჩ--------ის კომერციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის მიხედვით, ვერ დგინდება რა ფართის შენობა-ნაგებობა შეისყიდა ირ---–---------ემ და ნამდვილად არის ის შენობა, რომელიც დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო მოსარჩელე ითხოვდა 710 კვ.მ. სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას.

 

ამდენად რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მოცემულ შემთხვევაში კანონისმიერი უფლებამოსილების განხორციელების დროს მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით დადგენილი წესით, შესაბამისად ადამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიჩნია კანონიერად და სარჩელი ამ ნაწილშიც არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ირ---–---–-----------–- და გი--------------ეებმა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტების განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საუბარია, რომ „ვერ დგინდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მონაცემების იდენტურობა, შესაბამისად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N8-------------5 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი (გადაწყვეტილება 7.5)“. აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა რადგან, სასამართლომ ერთის მხრივ აღიარა, რომ მოსარჩელეებს მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნიათ 710 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორეს მხრივ არ აკმაყოფილებს სარჩელს, ვინაიდან მისი აზრით ვერ დგინდება მოსარჩელეებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვითი ნახაზზე დატანილი მონაცემების იდენტურობა. თუ სასამართლო ამბობს გამოეყო მიწის ნაკვეთი, მაგრამ სად არ ვიცი, კეთილი უნდა ენება გამოეთხოვა მტკიცებულებები შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან და დაედგინა ცალსახად, რომ მოთხოვნილ ადგილზე არაა გამოყოფილი მოსარჩელეებისათვის მიწის ნაკვეთი რადგან, თუ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა მისი გამოყოფა სხვა ადგილას, მხოლოდ ეს იქნებოდა იმის დასტური, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილ ადგილას მიწის ნაკვეთი არ გამოყოფილა, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს უბრალოდ ვარაუდია (რომ მიწა სხვა ადგილასაა გამოყოფილი). თუ სასამართლომ ასეთი მტკიცებულებები არ გამოითხოვა ეს იმას ნიშნავს, რომ ის არც არსებობს, შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე, მტკიცების ტვირთის მოსარჩელეებისათვის დაკისრება არ მიაჩნიათ სწორად;

 

3.1.2. აპელანტების მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში (7.7 პუნქტი) სასამართლო ეყრდნობა მოწმის მ-----–--------–--ის ჩვენებას და აღნიშნავს, რომ „ირ---–---------ის კომლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ მთლიან 5000 კვ.მ. იქნა დადასტურებული იდენტურობა, თუმცა შემდგომ რატომ მოხდა ნაკვეთების ცალ-ცალკე რეგისტრაცია უცნობია, ხოლო ბოლოს მოთხოვნილი 711 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური, რამდენადაც ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად“. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ აპელანტები განმარტავენ, რომ სასამართლო მტკიცებულებების გარეშე დაეყრდნო აღნიშნული მოწმის ჩვენებას, კერძოდ მოწმე აცხადებს, რომ მის მიერ მოხდა 5000 კვ.მეტრზე იდენტურობის ცნობის გაცემა. რაც შეეხება მოწმის მეორე არგუმენტს, აქ ნათელია, რომ მან ცნობა მხოლოდ იმიტომ არ გასცა, რომ მიწის ნაკვეთი უკვე საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად იყო რეგისტრირებული. მოწმის წარმოდგენით მიწა თუ სახელმწიფოს საკუთრებადაა რეგისტრირებული, იქ დამთავრებულია ფიზიკური პირს ჰქონდეს მასზე რაიმე სახის პრეტენზია, შესაბამისად მხოლოდ მიწის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტი წარმოადგენდა მისთვის დაბრკოლებას, რომ არ გაეცა შესაბამისი ცნობა და არა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებისათვის გამოყოფილი და საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მონაცემები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. მოწმის ჩვენებიდან ნათლად ჩანს, რომ მას იდენტურობაზე არც კი უმსჯელია, როდესაც აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად იყო რეგისტრირებული;

 

3.1.3. აპელანტების განმარტებით, მათ კიდევ ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ნაწილობრივ (ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ჩ--------–- მდებარე 56 კვ.მ შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ყოფილიყო ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N------- ბრძანება. აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობას იმიტომ ითხოვენ, რომ სადავო შენობა-ნაგებობა რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად, რომელიც ნაყიდია ირ---–---------ის მიერ, ანუ სახელმწიფომ მის საკუთრებად დაარეგისტრირა ირ---–---------ის მიერ ნაყიდი ქონება. ამაზეც სასამართლოც საუბრობს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რომ ვერ დგინდება იდენტურობა. აქ ჩნდება შეკითხვა, კიდევ რა დოკუმენტი უნდა წარედგინა მოსარჩელეებს სასამართლოსათვის (რომელიც ბუნებაში არსებობს), რომ დაედგინა იდენტურობა. ასევე ფაქტია, რომ შენობა-ნაგებობა რეგისტრაციის დროს უკვე არ არსებობდა, რადგან ის დანგრეული იყო მოსარჩელეების მიერ?!

 

3.1.4. აპელანტების მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმეNბს-898-880(კ-12) აღნიშნულია, რომ „.. მიწის ნაკვეთის მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ.კ-ის ქონებრივი მდგომარეობის განსაზღვრის სამართლებრივი დოკუმენტები იურიდიული ძალის მქონეა და არ გაუქმებულა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას გასაჩივრებული აქტების კანონიერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ასევე, ქვედა ინსტანციის სასამართლოები განსახილველ საკითხს ფორმალურად მიუდგნენ და არ იმსჯელეს მოსარჩელის არგუმენტებზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, ის ერთის მხრივ აღიარებს მიწის ნაკვეთის მოსარჩელისადმი კუთვნილებას ფორმალურად, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო თავის გადაწყვეტილებით გამორიცხავს, ფაქტობრივად უარყოფს საკუთრებას, ვინაიდან არც სასამართლო და არც საჯარო რეესტრის სამსახური არ უთითებს გ. კ-ის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გატარებული ზომების შედეგად პირის უძრავი ქონება გამოუყენებადი ხდება. საკასაციო სასამართლოს სურს ყურადღება მიაქციოს კანონით დეკლარირებულუფლებაზე და თვლის, რომ სარჩელის უარყოფის შემთხვევაში, ცალსახად უნდა გამოირიცხოს საკუთრების უფლების ხელყოფის შესაძლებლობა“. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ზუსტად ასახავს წინამდებარე საქმეში შექმნილ ვითარებას და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, რომ შეესწავლა საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ანალოგიური ტიპის დავებზე, სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა;

 

3.1.5. აპელანტების განმარტებით, ისინი (მოსარჩელეები) არიან სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები, შესაბამისად ჯერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და შემდეგ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს პირველ რიგში უნდა ემსჯელათ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იყო თუ არა მოსარჩელეები მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები, ჰქონდათ თუ არა მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭირო კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი სარეგისტრაციოდ/სასამართლოში, სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ თხოვს ფიზიკურ პირებს „იდენტურობის“ დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, როგორ ადგენს მიწის ნაკვეთის იდენტურობას და ბოლოს როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსჯელობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღიაროს თუ არა ფიზიკური პირის საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში ის მოქმედებს არა მხოლოდ „საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მარეგისტრირებელი ორგანო, არამედ საკუთრების უფლების ამღიარებელი ადმინისტრაციული ორგანო და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მან აუცილებლად უნდა ჩაატაროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ ჩაატარა, უფრო მეტიც ადმინისტრაციული წარმოება დაიყვანა სოფელ ჩ--------ის სოფლის რწმუნებულის ჩვენებაზე, რომლის სასამართლოში დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გასცა იდენტურობის დამადასტურებელი ცნობა, რომ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებად.

 

აპელანტები მიიჩნევენ, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის N------- წერილი, ვინაიდან გაუგებარია თუ რაზე დაყრდნობით ვერ დაადგინა მუნიციპალიტეტის მერიამ მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აქვე აღსანიშნავია, რომ მათ (აპელანტებს) საერთო ჯამში მართლზომიერ მფლობელობაში გამოყოფილი აქვთ 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, საიდანაც დასარეგისტრირებელი დარჩა მხოლოდ სადავო 710 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. თუ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო აპელანტებს ეუბნება, რომ მათ მიერ ასაღიარებლად მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს იქ სადაც მოითხოვეს მისი რეგისტრაცია, მაშინ მოპასუხეებმა/სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თუ სად მდებარეობს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რადგან ფაქტია, რომ აღნიშნული მიწა აპელანტებს გამოყოფილი აქვთ;

 

3.1.6. აპელანტების განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N------- ბრძანებით განხორციელდა 2016 წელს არარსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მე-4 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ჩ--------ი, ქ------–---ი და ქვედა ქ------–---ი) მუ---------–-----ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ „შპს „ე-------------“-ის (ს/ნ 4-------5) მიერ 2018 წლის 04 აპრილს მომზადებული 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე დღეისათვის არ არის განლაგებული და არც 2016 წელს იყო განლაგებული შენობა-ნაგებობა“. ე.ი. 2016 წელს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, ის რეალურად არ არსებობოდა, ანუ არარსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია მოხდა სახელმწიფოს საკუთრებად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაიონული სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში საერთოდ გვერდს უვლის აღნიშნულ მტკიცებულებას და არ ახსენებს;

 

3.1.7. აპელანტების აღნიშვნით, ამ მიწის ნაკვეთზე 2015 წლამდე მართლაც იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც იყო აპელანტების საკუთრება და არა სახელმწიფოს საკუთრება. სოფელ ჩ--------ის კომერციული მეურნეობის კომსიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ „1997 წლის 10 სექტემბერს მოხდა საწყობის დათვალიერება, რომელიც აშენებულია და ექსპლუატაციაში შესულია 1962 წელს. მისი საბალანსო ღირებულება შეადგენს 628 (ექვსასოცდარვა) ლარს, მისი ცვეთა არის 382 (სამასოთხმოცდაორი) ლარი, ნარჩენი ღირებულება 146 (ასორმოცდაექვსი) ლარს". საწყობი გამოიყენებოდა აზოტის, ფოსფორის და შხამქიმიკატების შესანახად. კომისიის დათვალიერებით დადგინდა, რომ კედლები და იატაკი ცემენტით დაგებული წყობილებიდან გამოსულია. მისი ვარგისიანობა არის მხოლოდ სახურავის მასალა. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შენობა შეფასდეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული შენობა მიეყიდოს სოფელ ჩ--------ის მცხოვრებ ირ---–----------------------ეს". აღნიშნულ აქტზე თანდართულია გადახდის ქვითარი, რომლითაც დასტურდება, რომ ირ---–---------ეს ზემოთ აღნიშნული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ გადახდილი აქვს 300 (სამასი) ლარი. ე.ი. ირ---–---------ემ იყიდა 1997 წელს შენობა-ნაგებობა, შემდგომში 2006 წელს მას/კომლს მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელშიც ასევე შედიოდა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო უკვე ირ---–---------ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა. ირ---–---------ემ მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა დაანგრია 2015 წელს, ხოლო სახელმწიფომ დაარეგისტრირა 2016 წელს არარსებული შენობა, რომელიც არ იყო სახელმწიფოს საკუთრება, რადგან ირ---–---------ეს ის უკვე შეძენილი ჰქონდა 1997 წელს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე ჯერ ერთი არარსებული შენობა-ნაგებობის და მეორეც ირ---–---------ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას ჰქონდა მხოლოდ ერთი მიზანი - არ მომხდარიყო მასზე აპელანტების საკუთრების უფლების აღიარება, რადგან როგორც მოგეხსენებათ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამ გზით ჩათვალა, რომ აპელანტებს წაართმევდა საკუთრების უფლებას მათ უძრავ ქონებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ ირ---–---–-----------–- და გი--------------ეების სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილისა და მისი დანართის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოპასუხეზე დავალების შესახებ; დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას - გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად სააპელაციო პალატა უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციისათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ დავაზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.

 

ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ირ---–---------ემ 2018 წლის 05 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში წარადგინა №------------ სარეგისტრაციო განაცხადი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჩ--------ი, 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართზე. სარეგისტრაციო განაცხადს თან დაურთო ხელვაჩაურის არქივის 29.06.2017წ. №---------- საარქივო ცნობა, შპს ,,ე-------------“-ის მიერ 04.04.2018 წელს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის „გ’’, „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) სისტემური რეგისტრაციის მიზნებისათვის, ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, აგრეთვე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, თუ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან და მისგან შესაბამისი პასუხის მიღებამდე მიიღოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.

 

ამ ნორმების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 13 აპრილს №------ მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულება იმის დასტურია, რომ ირ---–---------ის მიერ წარდგენილი საარქივო ცნობა წარმოადგენდა საკუთრების უფლებით ასაღიარებელ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტს, თუმცა წარდგენილი მონაცემები არ იყო საკმარისი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ მონაცემებთან იდენტურობის დასადგენად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს საკადასტრო აღწერის შედეგების სისწორე მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით, რა უფლებამოსილებაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

კანონის მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელში იგულისხმება - მუნიციპალიტეტის მერი ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირს ან მოხელეს.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2018წ. №------- წერილის თანახმად, მოქალაქე ირ---–---------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია - ხელვაჩაურის არქივის ცნობა №----------, 29.06.2017წ, არ არის შპს ,,ე-------------“-ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტური.

 

აღსანიშნავია, რომ მითითებული წერილი დაეყრდნო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ადგილზე დათვალიერების №----- ოქმს, რომელიც წარმომადგენელმა (მ-----–--------–--ე) შეადგინა ორი მოწმის: თ------------------ის და დავით გორაძის მონაწილეობით (იხ.ტომი 1, ს.ფ.120-121). საყურადღებოა ის გარემოება, რომ მითითებულ ოქმში არ იკვეთება, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა წარმომადგენელი ამგვარ დასკვნამდე. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარმომადგენელი მის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ შედეგს ამართლებს სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციით, რაც არ შეესაბამება ზემოთ მოხმობილი კანონის მიზნებსა და პროცედურებს. ისიც საგულისხმოა, რომ იმავე დოკუმენტებზე დაყრდნობით ამავე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს (მ-----–--------–--ე) სხვა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში (რომელიც ასევე მოიცავდა სადავო მიწის ნაკვეთს) დადგენილი აქვს იდენტურობა შესაბამისი დათვალიერების ოქმით (იხ.ტომი 1, ს.ფ.161-163), რომელზეც ერთ-ერთი ხელმომწერი (თ------------------ე) ასევე ხელს აწერს №----- ოქმზეც, რაც ურთიერთშეუსაბამოა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ რადგანაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გამოკვლეულა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნები წარმომადგენლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ აკმაყოფილებს. შესაბამისად იმის გათვალიწინებით, რომ საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ შედგენილ დაუსაბუთებელ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაეყრდნო, სააგენტოს წარმომადგენლის მიერაც დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალიწინებული მოთხოვნები. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რა ვალდებულებაც სააგენტოს მიერ არ შესრულებულა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის N------- წერილისა და მისი დანართის - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 26 აპრილის N----- ოქმის ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალიწინებული წინაპირობები, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის N8-------------5 გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი და სააგენტოს უნდა დაევალოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალიწინებით კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ირ---–---------ის 2018 წლის 05 აპრილის N------------ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება აპელანტების მოთხოვნის საფუძვლიანობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N------- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--------–- მდებარე 1600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და 56 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობა 2016 წლის 27 აპრილს საჯარო რეეტრში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით ს/კ 2-----------.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინფორმაცია უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების შესახებ აისახება საკადასტრო მონაცემთა ბანკში, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის გარეშე. მე-2 პუნქტის მიხედვით, უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების შესახებ ინფორმაციის საკადასტრო მონაცემთა ბანკში ასახვა წარმოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და დგინდება უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდება, სააგენტო წერილობით აცნობებს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საკადასტრო მონაცემთა ბანკში ინფორმაციის ასახვის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ. მე-4 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო მონაცემთა ბანკში აღრიცხული უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილება წარმოებს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე ან უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეეტრში რეგისტრაცია არ წარმოადგენს ამ ნივთზე ან მის ნაწილზე აპელანტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას, შესაბამისად ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას (დამატებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-504-501 (კ-17)).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტებმა ნაწილობრივ შეძლეს წარმოედგინათ დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც, რა გარემოებაც სახეზეა, ამდენად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს უნდა დაეკისროს გი--------------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით სულ 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება, თანაბარწილად, თითოეულს 150-150 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ირ---–---–-----------–- და გი--------------ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ირ---–---–-----------–- და გი--------------ეების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

- ბათილად იქნას ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის N------- წერილი და მისი დანართი - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 26 აპრილის ოქმი N-----;

 

– სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის N8-------------5 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ირ---–---------ის 2018 წლის 05 აპრილის N------------ განცხადებასთან დაკავშირებით;

 

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაეკისროს გი--------------ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით სულ 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება, თანაბარწილად, თითოეულს 150-150 ლარი;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი