მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა
თავი IV — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ქონების მმართველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.
თავი V
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.06.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (09.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა 1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით დადგენილი წესით ა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ ებსამინისტრ ქოს შნესაბამის მა სტრუქტურულმა ერთვეულებმაი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას ახორციელებენ სამინისტროს სახელით. თავი V. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(19)
საქმე №ბს-164(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
…გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გასაჩივრებული ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო. ამასთან, სამინისტრომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-5 და 23-ე მუხლებზე, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“…
საქმე №ბს-619(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…მიუთითებს,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა“ და,,დ“ ქვეპუნქტებზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის,,დ“ ქვეპუნქტზე, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე,,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის…
საქმე №ბს-1410(4კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
…რომლის შემდგომ საკუთრების უფლება გადავიდა სახელმწიფოზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 184-ე, 3111, 312-ე მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქათველოს კანონის მე-5, მე-9 და მე-14 მუხლებზე,,,სახელმწიფო ქონების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე,,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10…
საქმე №ბს-123(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2022
…საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, ქონების მართვა და განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, რასაც იმპერატიულად განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური…
…ქონება განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე (მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტი). კანონის 23-ე მუხლით (გარიგების დადების დროს მოქმედი რედაქციით) დადგენილია, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო…