გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 8203101--002592966 (3-87/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფია კობახიძე
მოსარჩელე: ირ---–--------ძე, ცი------------ძე, გე-–---------ე, გი------ გ------ე
წარმომადგენელი: მი------------–-ძე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: მა-----------ე,მოპასუხე: აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი: ლი--------ე
მოპასუხე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.
მესამე პირი: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტების გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის N892018290269-05 გადაწყვეტილება.
1.2. დავალდებულდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩი-------ში მდებარე 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაარეგისტრიროს მოსარჩელეთა თანასაკუთრებად.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის N05/3628 წერილი და დაევალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაადგინოს კომლისათვის გამოყოფილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩი-------ში მდებარე 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და შპს ,---------------“ -ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზზე დატანილი 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იდენტურობა.
1.4. ნაწილობრივ (ხელვაჩაურის რაიონში, სოფ, ჩი-------ში მდებარე 56კვ.მ. შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
გე-–---------ეს, გი------ გ------ეს, ირ---–--------ძეს და ცი------------ძეს საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით მართლზომიერ მფლობელობაში აქვთ გამოყოფილი 2005-2006 წლების ჩანაწერების მიხედვით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩი-------ში მდებარე 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა. კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვთ 2509 კვ.მ. და 1781 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ანუ კომლს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებელი დარჩა 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2018 წლის 05 აპრილს ირ---–--------ძემ კომლის მართზომიერ მფლობელობაში 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რომელმაც 2018 წლის 12 აპრილის N1666131 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 03 მაისის N05/3628 წერილში აღნიშნა, რომ ,,არ არის იდენტური მოქალაქე ირ---–--------ძის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია და შპს ,,ე-------------“-ს მიერ 2018 წლის 04 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა“. აღნიშნული წერილის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 10 მაისს მიიღო N892018290269-05 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
ირ---–--------ძემ იყიდა 1997 წელს შენობა ნაგებობა, შემდგომში 2006 წელს მას კომლის მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა 5000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელშიც ასევე შედიოდა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო უკვე ირ---–--------ძის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა. ირ---–--------ძემ მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა დაანგრია 2015 წელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩი-------ში მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. შპს ,,ე-------------“-ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს მომზადებული 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე დღეისათვის არ არის განლაგებული და არც 2016 წელს იყო განლაგებული შენობა-ნაგებობა. როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე ის რეალურად არ არსებობდა, ანუ არ არსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია მოხდა სახელმწიფოს საკუთრებად, ხოლო რომც არსებულიყო ის არ იყო სახელმწიფოს საკუთრება, რადგან ირ---–--------ძეს ის უკვე შეძენილი ჰქონდა 1997 წელს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიიჩნევს რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან ისინი არ ეწინააღმდეგება კანონს და მათი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №05/3628 მიმართვისა და მასზე დართული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00043 ოქმის საფუძველზე 2018 წლის 10 მაისს მიღებული იქნა №892018290269-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. არ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, შესაბამისად, 2018 წლის 10 მაისის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №892018290269-05 გადაწყვეტილება კანონიერია, არ არსებობს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან ისინი დაფუძნებულია უფლების დამდგენ/სარეგისტრაციო დოკუმენტზე და არ ეწინააღმდეგება კანონს და მათი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები.
2.2. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სასარჩელო მოთხოვნას- ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანება, არ ეთანხმება და წარმომადგენელმა განმარტა, რომ უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე არ არის მოქცეული ს/კ 22.--.--.1-- საზღვრებში, რადგან 2016 წლის 21 აპრილს, რეგისტრაციის დროს 1600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწი ნაკვეთზე ს/კ 22.--.--.1-- მდებარეობდა 56 კვ.მ. ამორტიზებული შენობა ნაგებობა. მოსარჩელეს არ აქვს დაზუსტებული რამდენი კვ. მეტრი ფართის შენობა-ნაგებობა შეისყიდა კოპერაციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის საფუძველზე, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე არ ირკვევა, რომ აქტის საფუძველზე გაფორმდა თუ არა მხარეთა შორის ყიდვა გაყიდვის ხელშეკრულება ან/და მიღება ჩაბარების აქტი. ამასთანავე საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა წარმოადგენდა და არა მის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია. მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მიღებული სამართლებრივი აქტები კანონიერია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.3. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და პოზიცია არ დაუფიქსირებია.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. საქმეზე მესამე პირად ჩართული სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს, თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე მხარე სარჩელში აღნიშნავს, რომ 2005-2006 წლებში საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით მათ ოჯახს გამოყოფილი აქვს სოფელ ჩი-------ში მდებარე 5000 კვ.მ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა. აღნიშნული ქონების ნაწილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვთ საკუთრებად, 710 კვ.მ. მეტრი კი დარჩა დასარეგისტრირებელი, რომელიც საკუთრებაში დაირეგისტრირა სახელმწიფომ.
იმის გათვალიწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. რაც შეეხება 1600 კვ მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას, ვინაიდან სადავო ქონებაზე არ ფიქსირდებოდა კანონმდებლობით დადგენილი კერძო პირთა საკუთრების უფლება და არ არსებობდა რეგისტრაციის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, განხორციელდა ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ხელვაჩაურის არქივის 29.06.2017წ. №01-20/1824 საარქივო ცნობის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის მა----–-ს თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ჩი-------ის 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ირ---–----------ს ძე გ------ე არის კომლის უფროსი და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ირ---–----------ს ძე გ------ე - ოჯახის უფროსი; ცი------------–ის ას გ------ე - მეუღლე; გე-–--------–-ს ძე გ------ე - შვილი; გი------ ირ---–-ს ძე გ------ე - მ------ ირ---–-ს ასული გ------ე - შვილი. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის რაოდენობა შეადგენს 2001წ. 0,26ჰა-ს, ხოლო 2005-2006წ.წ. – 0,50ჰა-ს კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი 100კვ.მ. ფართის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელვაჩაურის არქივის 29.06.2017წ. №01-20/1824 საარქივო ცნობა
4.1.2. მა----–-ს თემის საკრებულოს სოფელ ჩი-------ის მიწის სარეფორმო კომისიის 2002 წლის 8 სექტემბრის N18 სხდომის ოქმით ირ---–--------ძის კომლს შეევსო მიწის ფართი 0.50 ჰა, სოფელ ჩი-------ში მაღაზიის გვერდით გამოეყო 0.24 ჰა მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელვაჩაურის არქივის 10.01.2014წ. №01-17/129 საარქივო ცნობა
-სარეფორმო კომისიის 2002 წლის 8 სექტემბრის N18 სხდომის ოქმი.
4.1.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხელვაჩაურის არქივის 29.06.2017წ. №01-20/1824 საარქივო ცნობის საფუძველზე მოსარჩელეთა მოთხოვნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 23 აგვისტოს №882017506348-09 გადაწყვეტილებით, ირ---–--------ძისა და თანამესაკუთრეთა თანასაკუთრების უფლება აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ჩი-------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2509კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 297კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკადასტრო კოდი 22.--.--.088; ხოლო 2017 წლის 19 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №882017506371-15 გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღირიცხა 1781კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეგისტრაციის შესახებ №882017506371-15 და №882017506348-09 გადაწყვეტილებები.
4.1.4. მოსარჩელე ირ---–--------ძემ 2018 წლის 05 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში წარადგინა №892018290269 სარეგისტრაციო განაცხადი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჩი-------ი, 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართზე.
სარეგისტრაციო განაცხადს თან ერთვის ხელვაჩაურის არქივის 29.06.2017წ. №01-20/1824 საარქივო ცნობა, შპს ,,ე-------------“-ის მიერ 04.--.2018 წელს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითის ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– ირ---–--------ძის განცხადება თანდართული მასალებით.
4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 13 აპრილს №166131 მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან და მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2018წ. №05/3628 წერილის თანახმად, მოქალაქე ირ---–--------ძის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია - ხელვაჩაურის არქივის ცნობა №01-20/1824, 29.06.2017წ, არ არის იდენტური შპს ,,ე-------------“-ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა.
გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 აპრილს მომზადებული სიტუაციური ნახაზის თანახმად, №892018290269 სარეგისტრაციო წარმოებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ელექტრონულ ვერსიაზე მიმდინარე თარიღისათვის ფიქსირდება ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება 22.--.--.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №05/3628 მიმართვისა და მასზე დართული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალირების №00043 ოქმის საფუძველზე 2018 წლის 10 მაისს მიღებული იქნა №892018290269-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აპრილს №166131 მიმართვა.
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2018წ. №05/3628 წერილი.
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 მაისის №892018290269-05 გადაწყვეტილება
4.1.6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩი-------ში მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 22.--.--.1--, დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანება,- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
4.1.7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სოფელ ჩი-------ის კომერციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის მიხედვით, ,,1997 წლის 10 სექტემბერს მოხდა საწყობის დათვალიერება, რომელიც აშენებულია და ექსპლუატაციაში შესულია 1962 წელს. მისი საბალანსო ღირებულება შეადგენს 628 ლარს, მისი ცვეთა არის 382 ლარი, ნარჩენი ღირებულება 146 ლარს. საწყობი ხმარებაში იყო აზოტის, ფოსფორის და შხამქიმიკატების შესანახად. კომისიის დათვალიერებით დადგინდა, რომ კედლები და იატაკი ცემენტით დაგებული წყობილებიდან გამოსულია. მისი ვარგისიანობა არის მხოლოდ სახურავის მასალა. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შენობა შეფასდეს 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული შენობა მიეყიდოს სოფელ ჩი-------ის მცხოვრებ ირ---–----------ს ძე გ------ეს.
აღნიშნულ აქტზე თანდართულია გადახის ქვითარი, რომლთაც დასტურდება, რომ ირ---–--------ძეს ზემოთ აღნიშნული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ გადახდილი აქვს 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოფელ ჩი-------ის კომერციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტი.
- 300 ლარის გადახდის ქვითარი.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
-,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“;
-,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
-„აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულება“.
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები და განკარგულებებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
7.2. საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლო განმარტავას, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თ) პუნქტით განსაზღვრულია რეგისტრაციის ცნება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
ამავე მუხლის ი) პუნქტის მიხედვით კი სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
7.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულია სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები და წესი:
მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:
ა) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა;
ბ) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;
გ) სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან მათი სუბიექტი ან ობიექტი აღარ არსებობს ან სარეგისტრაციო ან/და სხვა დოკუმენტი ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი;
დ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას;
ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.
კანონის 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით.
7.4. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სპორადული რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად.
ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ითვლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებად. ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტს წარმოადგენს საკომლო წიგნიდან ამონაწერი.
ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი", რომლის 4.1 მუხლის ,,დ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან).
ამ წესის 4.2 მუხლის მიხედვით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელშიც მიეთითება დოკუმენტაციის/ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) გამოთხოვის შესახებ და სააგენტოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი), ხოლო 4.4. მუხლის შესაბამისად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან) დოკუმენტაცია/ინფორმაცია გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ან სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ არის საკმარისი დაინტერესებული პირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის დანაწესი ითვალისწინებს სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას - საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ამ კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე.
7.5. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ირ---–--------ძის კომლს 2001 წელში ერიცხებოდა 0.26 ჰა მ იწის ნაკვეთი, ხოლო მა----–-ს თემის საკრებულოს სოფელ ჩი-------ის მიწის სარეფორმო კომისიის 2002 წლის 8 სექტემბრის N18 სხდომის ოქმით ირ---–--------ძის კომლს შეევსო მიწის ფართი 0.50 ჰა, სოფელ ჩი-------ში მაღაზიის გვერდით გამოეყო 0.24 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 23 აგვისტოს №882017506348-09 გადაწყვეტილებით, ირ---–--------ძისა და თანამესაკუთრეთა თანასაკუთრების უფლება აღირიცხა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ჩი-------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2509კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 297კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე საკადასტრო კოდი 22.--.--.088; ხოლო 2017 წლის 19 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №882017506371-15 გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღირიცხა 1781კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
მოსარჩელემ სადავო 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა 2018 წლის 05 აპრილის №892018290269 სარეგისტრაციო განაცხადით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2018წ. №05/3628 წერილის თანახმად, ირ---–--------ძის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია - ხელვაჩაურის არქივის ცნობა №01-20/1824, 29.06.2017წ, არ არის იდენტური შპს ,,ე-------------“-ის მიერ 2018 წლის 04 აპრილს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზისა. აღნიშნულ წერილს საფუძვლად დაედო სოფ. ჩი-------ში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 6 სექტემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N00023. იმის გათვალისწინებით, რომ არ დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №892018290269-05 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
აქტის გამოცემის შესახებ ადმინსტრაციული ორგანოს დავალდებულებისათვის საჭიროა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის უკანონობა, რომლითაც უარყოფილი იქნა/შეჩერდა/უარი ეთქვა მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
ვინაიდან სასამართლო კანონიერად მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე და არ არსებობს ტერიტორიული სამსახურის დავალდებულების სამართლებრივი საფუძვლები.
7.7. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს, რომლის მიხედვით;
1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი:
ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;
ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით;
გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.
3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
სოფ. ჩი-------ში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 6 სექტემბრის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N00023 -ით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის არქივის მიერ გაცემული ცნობა №01-20/1824. 29.06.2017წ. და შპს ,,ე-------------“-ის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი 711 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი არ არის ერთმანეთის იდენტური. აღნიშნული ოქმის საფუძველზე გაიცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 03.05.2018წ. №05/3628 წერილი, რომლის ბათილად ცნობასა და მერიაზე 710 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურების დავალდებულებას ითხოვს მოსარჩელე.
დათვალიერების ოქმის შემდეგინი პირის - მი----–------–-ძის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვით დადგინდა, რომ ირ---–--------ძის კომლის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ მთლიან, 5000 კვ მეტრზე იქნა დადასტურებული იდენტურობა, თუმცა შემდგომ რატომ მოხდა ნაკვეთების ცალკ-ცალკე რეგისტრაცია უცნობია, ხოლო ბოლოს მოთხოვნილი 711 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი არ არის იდენტური, რამდენადაც ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად.
2018 წლის 11 აპრილს ედ-–--- გ------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მფლობელი ან მოსარგებლე ირ---–--------ძის ოჯახი არასოდეს არ ყოფილა.
დასახელებული გარემოებები ადასტურებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკითხი შესწავლილია სრულყოფილად, 03.05.2018წ. №05/3628 წერილი არ არის მიღებული კანონის მოთხოვნათა დარღვევით და სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
7.8.სასარჩელო მოთხოვნაზე - ნაწილობრივ (ხელვაჩაურის რაიონში, სოფ, ჩი-------ში მდებარე 56კვ.მ. შენობა-ნაგებობის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანება, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.
1-ლი მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულია აფხაზეთის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემის წესი:
1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას ახორციელებენ სამინისტროს სახელით.
7.9. ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შეასახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის N70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს ცენტრალური აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებები, ასევე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურდიული პირები. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შეასახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 01 მაისის N44 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა და მართვა.
აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, უფლებამოსილი იყო მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისათვის და მოეთხოვა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩი-------ში მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია. მოსარჩელე რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სოფელ ჩი-------ის კომერციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის მიხედვით, მან შესყიდა სასაწყობე შენობა 300 ლარად, რომელც თვითონ დაშალა 2015 წელს.
დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის 21 აპრილის N01-3/51 ბრძანებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჩი-------ში მდებარე 56 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1600 კვ.მ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 22.--.--.1--) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად. მოსარჩელე ითხოვდა სახელწიფო საკუთრებასთან ზედდებაში არსებული 1600 კვ მეტრი მიწის ნაკვეთიდან 710 კვ მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, რომელიც მოიცავს 56 კვ მეტრ შენობა ნაგებობასაც. რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც ირ---–--------ძის კომლის სარგებლობაში ირიცხებოდა 0. 50 ჰა მიწის ნაკვეთი. არც საარქივო ცნობაში და არც შემდგომ სარეფორმო კომისიის ოქმში, რომლითაც კომლს შეევსო მიწის ნაკვეთი, არ არის აღნიშნული, რომ მასზე განთავსებული იყო 56 კვ. მეტრი ფართის შენობა ნაგებობა. ჩი-------ის კომერციული მეურნეობის კომისიის 1997 წლის 10 სექტემბრის აქტის მიხედვით, ვერ დგინდება რა ფართის შენობა ნაგებობა შეისყიდა ირ---–--------ძემ და ნამდვილად არის ის შენობა, რომელიც დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო მოსარჩელე ითხოვდა 710 კვ მეტრი სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მოცემულ შემთხვევაში კანონისმიერი უფლებამოსილების განხორციელების დროს მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით, გამოცემული ადამინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მის ბათილად ცნობის საფუძველი.
7.10. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რადგან ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი შედეგი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა აღნიშნული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%, არანაკლებ 100 ლარისა.
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარცელის აღძვრისა და უზრუნველყოფისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ჩი-------ი, საკადასტრო კოდი 22.--.--.1--. უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კდოექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ირ---–--------ძის, ცი------------ძოს, გე-–---------ის, გი------ გ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მდებარე ხელვაჩაური, სოფ. ჩი-------ი, საკადასტრო კოდი 22.--.--.1--. გაუქმდეს.
3. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358/.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე