გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017001822488
საქმე №3-115/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - მე---- ბე----ე
წარმომადგენელი - რ---- შა---ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი - მ--- დუ----ე
მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი -ხ----- გო-----–--ე
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი -ლ-- გა----ე
მესამე პირი - თე------- ბე----ე
წარმომადგენელი - ტ----- ჭე-–--ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება, აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1.1. სასაჩელო მოთხოვნა
მე---- ბე----ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 6 ივლისის 0------- წერილის (მე---- ბე----ის ნაწილში) და 2009 წლის 26 აგვისტოს №1-- წერილის, ბათილად ცნობა.
აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- წერილის ბათილად ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 16 მარტის №8---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
1.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში სასამართლოს მიერ 20-8 წლის 22 აპრილის განჩინებით მესამე პირად იქნა ჩაბმული, თე------- ბე----ე.
1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2008 წლის 20 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიის მიერ მე---- ბე----ეს საკუთრებაში უღიარდა წინაპრების მიერ დანატოვარი, კანონიერ სარგებლობაში არსებული 2 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მა----------ში.
სარჩელზე თანდართული საკუთრების მოწმობით დასტურდება, რომ მე---- ბე----ეზეა კომისიის მიერ გაცემული 2008 წლის 20 მაისის №8--- საკუთრების უფლების მოწმობა და შეუძლებელია შეტანილ იქნეს ეჭვი იმაში, რომ ის არ არის გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რადგანაც, მასზე დატანილია ყველა ის აუცილებელი რეკვიზიტები, რაც უნდა ჰქონდეს აღიარების კომისიის მიერ გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობას. შესაბამისად, მე---- ბე----ეს კანონიერი ნდობა გააჩნდა ხელვაჩაურის აღიარების კომისიის მიერ გამოცემულ საკუთრების უფლების მოწმობაზე. ამასთან, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი დოკუმენტებითაც არაფრით დასტურდება, რომ საკუთრების უფლების მოწმობა არ არის გაცემული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 6 ივლისის №0------- წერილით, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ კომისიის სახელით შედგენილი რამოდენიმე საკუთრების უფლების მოწმობა, არ იყო გაცემული ხელვაჩაურის აღიარების კომისიის მიერ.
აღნიშნულ წერილში გასაუქმებელ საკუთრების მოწმობათა ჩამონათვალში, თავდაპირველად არ იყო აღნიშნული მე---- ბე----ეზე გაცემული №8--- საკუთრების უფლების მოწმობა, მის ნაცვლად წერილში მითითებულ-- №8--- საკუთრების უფლების მოწმობა, ანუ, აღიარების კომისია ითხოვდა არა №8--- საკუთრების უფლების მოწმობით რეგისტრირებული უფლების გაუქმებას (რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმდა), არამედ N8--- საკუთრების უფლების მოწმობით რეგისტრირებული უფლების გაუქმებას.
ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა ძალადაკარგულად გამოაცხადა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მე---- ბე----ის საკუტრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის №0------- (06.07.2009) მიმართვაში საკუთრების მოწმობის ნომერი არასწორად იყო მითითებული, ხოლო ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 10.07.2009 წლის №1----- გადაწყვეტილება უფრო ადრე იქნა მიღებული, ვიდრე კომისიის ახალი, 2009 წლის 26 აგვისტოს №1-- მიმართვით, მე---- ბე----ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ნომერი შესწორდებოდა.
ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩათვალა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, თითქოს მე---- ბე----ის სახელზე 2008 წლის 20 მაისის №8--- საკუთრების მოწმობა გაცემული არ იყო, უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
სადავო აქტები არის დაუსაბუთებელი, ისინი არ პასუხობს მოსარჩელის სამართლ--ნ პრეტენზიას, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აღიარების კომისიის მიმართვით დაყენებულ მოთხოვნასთან მიმართებაში.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მის უსწორო გადაწყვეტილებას ამართლებს იმ გარემოებით, რომ ვინაიდან, მოგვიანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა საკუთრების უფლების მოწმობის ნუმერაციასთან დაკავშირებით. სააგენტოს ამგვარი მსჯელობა ვერ აღჭურვავს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, კანონიერად.
გარდა ამისა, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის ნორმა, რომელიც ავალებდა მას ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩაება მე---- ბე----ე, რაც არ გაუკეთებია.
20-7 წლის 13 თებერვალს მე---- ბე----ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ საჩივრით და მოითხოვა სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მისი მიღების დღიდან, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 16 მარტის უკანონო გადაწყვეტილებით (№8----) არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, როგორც ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილება, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და ეს აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
მე---- ბე----ეზე საკუთრების უფლების გაუქმების შემდგომ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო მოგვიანებით გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და დღეისათვის აღნიშნული სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს, სახელმწიფოს საკუთრებას.
მე---- ბე----ეზე უკანონოდ განხორციელდა საკუთრების უფლების გაუქმება, შესაბამისად, უკანონოდ განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთის როგორც სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, ასევე, შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად დარეგისტრირება.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 24 ნოემბერს №8--- წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების წერილში ჩამოთვლილი მოწმობები არ არის გაცემული, ამ კომისიის მიერ და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში. წერილის ჩამონათვალში იყო, მე---- ბე----ეც.
კომისიამ მიიჩნია, რომ ჩამოთვლილი საკუთრების უფლების მოწმობები არ იყო მის მიერ გაცემული იმ პირებზე, რომლებიც ჩამოთვლილი იყვნენ ამ სიაში და რომ არ უნდა განხორციელებულიყო „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტების ბათილად ცნობის კანონით დადენლი წინაპირობები არ არსებობს, რადგან მათი მომზადებით და მიღებით არ არის დარღვეული ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ მომხდარა ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევა, კომისიის მოქმედება შესაბამისობაში მოდიოდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.
2.2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და აჭარის რეგიონული ოფისის წარმომადგენლის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
საჯარო რეესტრი:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 06 ივლისის №0------- წერილით სარეგისტრაციო სამსახურმა გარკვეულად ჩათვალა, რომ 2008 წლის 20 მაისის №8--- საკუთრების უფლების მოწმობა არ იყო გაცემული, ამ კომისიის მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტარაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
,,საჯარო რეეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54–ე და 61–ე მუხლების შესაბამისად ხელვაჩურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 10 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №8----------- №8----------- №8----------- №8----------- №8----------- №8----------- №8----------- გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. შესაბამისად 2009 წლის 09 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურის N8----------- გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმებული იქნა მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი 2--2-.0-.0--).
2009 წლის 9 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის N8----------- განაცხადი, რომლითც მოთხოვნილი იქნა მა----------ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში, ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თანდართული ჰქონდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ამონაწერი შესაბამისი (საგადასახადო/იუსტიციის) რეესტრიდან, ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ 2009 წლის 09 ნოემბრის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული, №0--------- მიმართვა. 2009 წლის 1- ნოემბრის რეგიისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე 2987.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №8----------- სარეგსტრაციო განაცხადის საფუძველზე, 20-1 წლის 03 იანვრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით 2987.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება.
20-3 წლის 09 სექტემბრს ამონაწერის მომზადებისას განხორციელდა საკადასტრო კოდის ცვლილება და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდო: 0--3-.2-.1--.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაცი სამსახურის მიერ 2009 წლის 10 ივლისს მიღებული №1----- გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული 1----- (10.07.2009) გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლით გათვალისწინებული ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები და 20-7 წლის 16 მარტს სააგენტოს მიერ მიღებული იქნა №8---- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ..
2.3. მოპასუხე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 06 ივლისის №0------- და 2009 წლის 26 აგვისტოს №1-- წერილების შინაარსიდან ირკვევა, კომისიას არ უღიარებია საკუთრების უფლება მე---- ბე----ისათვის და 2008 წლის 20 მაისს არ გაუცია მისთვის №8--- საკუთრების უფლების მოწმობა. შესაბამისად, ამ წერილების საფუძველზე საჯარო რეესტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება, უძრავი ქონების მე---- ბე----ის საკუთრებად რეგისტრაციის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
სადავო უძრავ ქონებაზე მე---- ბე----ის საკუთრების რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა, შესაბამისად, აჭარის ა.რ. ფინანსთაა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილი იყო, მოეხდინა სადავო უძრავი ქონების ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია.
სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიმართა განცხადებით კომისიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ასევე არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ კომისიაში წარადგინა ყველა ის დოკუმენტები რაც აუცილებელი იყო საკუთრების უფლების აღიარებისათვის. შესაბამისად, დადგენილი ფაქტია, რომ მე---- ბე----ეს არ მიუმართავს კომისიისათვის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, შესაბამისად კომისია ვერ იმსჯელბდა და ვერ გასცემდა 2008 წლის 20 მაისს №8--- საკუთრების უფლების მოწმობას.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N5-- ბრძანებულებით დამტკიცებული წესის თანახმად, გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იღებს კომისია, შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილებით, რაც მე---- ბე----ის სარჩელს თან არ ერთვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ კომისიას არ უმსჯელ-- მე---- ბე----ისათვის მიწის ნაკვეთის აღიარების თაობაზე და ვერც მიწის ნაკვეთზე მე---- ბე----ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება იარსებებს.
უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციაც კანონიერია, რადგანაც, სადავო უძრავი ქონება საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილი იყო, მიემართა საჯარო რეესტრის შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისათვის და მოეთოხვა უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაცია.
2.4. მესამე პირის, თე------- ბე----ის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
მე---- ბე----ის მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი საკუთრების აღიარების კომისია, იმ ფაქტთან დაკავშირებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც დავა მიმდინარეობს, იმყოფებოდა მის მფლობელობაში. სინამდვილეში, მე---- ბე----ეს ამ მიწის ნაკვეთთან არვითარი შემხებლობა არ აქვს, ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა თე------- ბე----ის წინაპრებს, საიდანაც კომუნისტების დროს გაასახლეს კიდეც მისი დიდი ბაბუა და ჩამოართვეს ქონება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რეალურად ამ მიწის ნაკვეთის ფლობას განაგრძობდა თე------- ბე----ის ოჯახი. დღეის მდგომარებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის ჩათვლით, ფლობს და განკარგავს სწორედ თე------- ბე----ე.
სადავო ქონება წარმოადგენს თე------- ბე----ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლსა და მასზე დამაგრებული საკარმიდამო ნაკვეთს, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ფლობს ეს ოჯახი.
„სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ 20-7 წლის 18 აგვისტოს №1- მომართვით, ჩატარებული სამუშაოებისა და მოკველეული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, რეკომენდაცია გაეწია თე------- ბე----ის ოჯახს, 2987 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ 2-1,35 კვ.მ შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (საკადასტრო კოდით 0--3-.2-.1--)
აღნიშნული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი არის სწორედ ის საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც თე------- ბე----ის ოჯახის საკუთრებაა და რასაც ის ფაქტობრივად ფლობს დღემდე, მაგრამ მის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში ხელი ეშლება მე---- ბე----ის მიერ დაწყებული სასამართლო დავის გამო.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის 5 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩურის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა მე---- ბე----ის (პირადი ნომერი 6----------) სარეგისტრაციო განაცხადი №8------------03, რომლითაც მოითხოვა საკუთრებად აღიარებულ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, 2 987 კვ.მ. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. მა----------ი.
მე---- ბე----ის სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადზე თანდართული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 მაისს გაცემული, №8--- საკუთრების უფლების მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №8------------03 სარეგისტრაციო განაცხადი;
- 2008 წლის 20 მაისს გაცემული, №8--- საკუთრების უფლების მოწმობა;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2008 წლის 1- ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე 2987.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) დარეგისტრირდა მე---- ბე----ის (პირადი ნომერი 6----------) საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეგიისტრაციის შესახებ 2008 წლის 1- ნოემბრის გადაწყვეტილება;
- საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 6 ივლისის №0------- წერილი, რომლითაც სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა 7 ფიზიკურ პირზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების ჩამონათვალი, რომლებიც ამ წერილის თანახმად, არ იყო გაცემული კომისიის მიერ.
ჩამონათვალში მითითებულ-- მე---- ბე----ეზე 2008 წლის 20 მაისს გაცემული №8--- საკუთრების უფლების მოწმობა.
წერილში აღნიშნულ--, რომ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში.
გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების მიზნით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76–ე მუხლის შესაბამისად ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 6.07. №0------- წერილი;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.4. ხელვაჩურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 6 ივლისის №0------- წერილში მითითებული გარემოების გამო, ვინაიდან 2007 წლის 26 დეკემბრის №1---, 2007 წლის 1- დეკემბრის №1---, 2007 წლის 14 დეკემბრის №1-3--, 2008 წლის 20 მაისის №8---, 2008 წლის 20 მაისის №8--- და 2008 წლის 20 მაისის №8--- საკუთრების უფლების მოწმობა არ იყო გაცემული კომისიის მიერ, 2009 წლის 10 ივლისს მიღებული იქნა №1----- გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №8----------- №8----------- №8----------- №8----------- №8----------- №8----------- №8----------- გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
შესაბამისად, 2009 წლის 9 ნოემბერს სარეგისტრაციო სამსახურის №8----------- გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმებული იქნა მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი 2--2-.0-.0--) საჯარო რეესტრში და ჩანაწერში აღინიშნა - რეგისტრაცია გაუქმებულ--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელვაჩურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
- საჯარო რეესტრის 2009 წლის 09.1-. ამონაწერი;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2009 წლის 9 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელის, მურმან გვიანიძის №8----------- განაცხადი, რომლითც ის მოთხოვდა ს. მა----------ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას. განაცხადს თანდართული ჰქონდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ამონაწერი შესაბამისი (საგადასახადო/იუსტიციის) რეესტრიდან, ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- მიმართვა.
აღნიშნულ მიმართვაზე დაყრდნობით, 2009 წლის 1- ნოემბრის რეგიისტრაციის შესახებ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2987.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წ. 09.1-. №8----------- განაცხადი;
- აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წლის 9.1-. №0--------- მიმართვა;
- საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.6. 20-0 წლის 28 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩურის სარეგისტრაციო სამსახურს კვლავ წარედგინა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელის №8----------- სარეგსტრაციო განაცხადი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ს. მა----------ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე: სოფელი მა----------ი, კერძოდ წარმოდგენილი იქნა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20-0 წლის 22 დეკემბრის №0--------- მიმართვა, 20-0 წლის 2- დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი №1, 20-0 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
რეგისტრაციის შესახებ 20-1 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2987.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება.
20-3 წლის 09 სექტემბრს ამონაწერის მომზადებისას განხორციელდა საკადასტრო კოდის ცვლილება და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდო: 0--3-.2-.1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20-0 წ. 28.12. №8----------- განაცხადი;
- აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20-0 წლის 2--12. №0--------- მიმართვა;
- საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაცი სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილება მე---- ბე----ის მიერ გასაჩივრებული იქნა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 16 მარტის №8---- გადაწყვეტილებით მე---- ბე----ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 16 მარტის №8---- გადაწყვეტილება;
- მხარის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მე---- ბე----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
- „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ფუნქციები და უფლებამოსილებები სადავო აქტების გამოცემის დროისათვის, განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით:
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) რეგისტრაცია;
ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მეთოდური და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება;
დ) საგადასახადო ორგანოსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ცალკეული სახეების განხორციელება;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების დამისამართება, ნუმერაცია და მათი მისამართების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა;
ვ) უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომ − ინსტრუქცია) დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით.
31. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სააგენტოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სააგენტო იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს.
5. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს სააგენტოსა და სასამართლოს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
6. მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
61. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
62. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
7. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს თავის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების, ასევე თავისთან დაცული სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.
8. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის ასლს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.
9. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე დოკუმენტის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება ??????????? .
10. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, მომსახურების ვადები, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
რეგისტრაციის დამატებით პირობებს განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლით დადგენილი წესებით.
ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“ განსაზღვრულია, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და წესები.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის, როგორც ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებაა, სწორედ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და მის საჯარო წესრიგთან და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
სასამართლო ამასთან მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის სამსახური წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზრვრულ ადმინიტრაციულ ორგანოს და მასზე ვრცელდება ზოგადად მმართველობითი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით ამავე კოდექსით დადგენილი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის საკითხის კომპეტენციის ფარგლებში განხილვის და გადაწყვეტის, კანონიერების და სხვა პრინციპები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კ) პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს, ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2008 წლის 5 ნოემბერს ხელვაჩურის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა მე---- ბე----ის სარეგისტრაციო განაცხადი, ს. მა----------ში მდებარე, 2 987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ხოლო განაცხადზე თანდართული იყო მე---- ბე----ეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 მაისს გამოწერილი №8--- საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ №8--- საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო ნახაზი მიჩნეულ იქნა უფლების დამდგენ დოკუმენტად და ამის საფუძველზე, რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 1- ნოემბრის გადაწყვეტილებით 2987.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა, მე---- ბე----ის საკუთრების უფლება.
6.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2009 წლის 06 ივლისს №0------- წერილით საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ მე---- ბე----ის (და სხვა ექვსი ფიზიკური პირის) მიერ სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარდგენილი საკუთრების უფლების მოწმობები, მათ შორის 2008 წლის 20 მაისს მე---- ბე----ეზე გამოწერილი №8--- საკუთრების უფლების მოწმობა, არ ყოფილა ამ კომისიის მიერ გაცემული. კომისია თავის შემდეგომ, 2009 წლის 26 აგვისტოს №1-- წერილში, რომელშიც დაზუსტებული აქვს მე---- ბე----ის საკუთრების მოწმობის ნომერი, სარეგისტრაციო სამსახურს თხოვს, რომ მითითებული საკუთრების მოწმობის საფუძველზე არ განახორციელოს მე---- ბე----ეზე „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა (რომელიც კომისიის პირველი, 2009 წლის 06 ივლისს №0------- წერილის გაგზავნის დროისათვისაც უკვე გაუქმებული იყო) და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (ასევე, გაუქმებული) გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 06 ივლისის №0------- წერილის საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურმა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54–ე და 61–ე მუხლებით დადგენილი წესის გამოყენებით, უკვე 2009 წლის 10 ივლისს, ანუ კომისიის მეორე, დამაზუსტებელი წერილის მიღებამდე გამოსცა №1----- გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრში მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ №8----------- გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რის შესაბამისადაც 2009 წლის 09 ნოემბრიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერებში გაუქმებული იქნა მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--).
6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა არასწორად შეაფასა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 06 ივლისის №0------- წერილი, როგორც მიწის ნაკვეთზე მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
აღნიშნული წერილის შინაარსის თანახმად, კომისიას გააჩნდა ეჭვი და მიაჩნდა, რომ საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც კომისიის სახელით არის გამოწერილი, ხელმოწერილია კომისიის თავმჯდომარის მიერ და დადასტურებულია კომისიის ბეჭდით, არ ყოფილა კომისიის მიერ გამოცემული, თუმცა ეს ფაქტი შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე არ ჰქონია გამოკვლეული და დადასტურებული თავად კომისიას და არ ყოფილა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, უკვე გაცემული, 2008 წლის 20 მაისის №8--- საკუთრების მოწმობის გაუქმების თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროისათვის მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №5-- ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი, ხოლო მე-17 მუხლის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, საკუთრების უფლების მოწმობას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო საკუთრების უფლება აღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი მოწმდება კომისიის ბეჭდით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მე---- ბე----ის მიერ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადზე თანდართული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 20 მაისს გაცემული, №8--- საკუთრების უფლების მოწმობა, ხელმოწერილი კომისიის თავმჯდომარის მიერ და დამოწმებული კომისიის ბეჭდით, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ასევე, კომისიის ბეჭდით დამოწმებული.
საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის პოზიციას იმ გარემოებაზე ამყარებს, რომ კომისიაში არ მოიპოვება მე---- ბე----ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალები, თუმცა სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ თავად კომისიას არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება საკუთრების მოწმობის კანონიერების გადასინჯვის თაობაზე, რაზედაც ის უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამასთან, დღემდე არც სხვა რომელიმე საჯარო დაწესებულების მიერ არის გამოკვლეული აღნიშნული გარემოება. საჯარო რეესტრი გადაუმოწმებლად და საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე დაეყრდნო მხოლოდ წერილის იმ მითითებას, რომ მე---- ბე----ის საკუთრების მოწმობა არ ყოფილა კომისიის მიერ გაცემული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გაუქმებულად მიეჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, საკუთრების მოწმობა, მაშინ როცა, თავად უფლებამოსილი ორგანოს, კომისიის მიერ არ ყოფილა ის ცნობილი ბათილად და სარეგისტრაციო სამსახურმა ისე გამოაცხადა ძალადაკარგულად, მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტლება. სარეგისტრაციო სამსახურს და შემდეგ, მე---- ბე----ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეს მნიშვნელოვანი გარემოება უნდა შეეფასებინათ შინაარსობრივი, ფაქტობრივ-სამართლებრივი მხარის გათვალისწინებით, იმ ლეგიტიმური უფლების ფარგლებში, რაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით აქვს მინიჭებული სარეგისტრაციო სამსახურს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით რეგულირდება რეგისტრაციის გაუქმების წესი, რომლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ:
ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;
ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა;
ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა და რაიმე საფუძველი, მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისათვის, ამ შემთხვევაში არ არსებობდა.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მტკიცებით, რამოდენიმე ფიზიკურ პირსა და მათ შორის მოსარჩელე მე---- ბე----ეზე გამოწერილი საკუთრების უფლების მოწმობები არ იყო გაცემული კომისიის მიერ და არც ამ პირების საკუთრების უფლება ყოფილა აღიარებული მიწის ნაკვეთებზე, რის გამოც მიმართა საჯარო რეესტრს, რომ არ გახორციელებულიყო საკუთრების მოწმობის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული „სამართლებრივი ღონისძიებები“. წერილში მოცემული კომისიისვე განმარტებით, ამ საკითხებზე მიმდინარეობდა სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ დღემდე მოსარჩელე მე---- ბე----ის მიმართ და მასზე გამოწერილი საკუთრების მოწმობის შესახებ რომელიმე სამართალდამცავ ორგანოში, რაიმე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
სასამართლო მიიჩნევს, ასეთ შემთხვევაში, თუ კომისიას ეჭვი გაუჩნდა მე---- ბე----ის (ან, სხვა პირთა) საკუთრების უფლების აღიარების გადაწყვეტილებათა კანონიერების, ან საკუთრების მოწმობათა ნამდვილობის თაობაზე, თავად მას უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები და თუ ექნებოდა ამის საფუძველი, მიეღო გადაწყვეტილება, საკუთრების უფლების მოწმობისა და კომისიის გადაწყვეტილების არაკანონიერად და ბათილად ცნობის შესახებ, რის შემდგომაც საჯარო რეესტრს გაუჩნდებოდა კანონიერი საფუძველი, უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის გამო, ძალადაკარგულად მიეჩნია, ბათილად ცნობილი აქტრის საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგი, მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე; ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა, ყველა ეს აღნიშნული გარემოება, რაც მოპასუხის მიერ უგულებელყოფილი იქნა.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილება, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 16 მარტის №8---- გადაწყვეტილება, მე---- ბე----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, წინააღმდეგობაში მოდის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, ამასთან ამ აქტების შედეგად სახეზეა, მოსარჩელე მე---- ბე----ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისადმი პირდაპირი და უშუალო ზიანი, რაც ამ აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მე---- ბე----ის სარჩელი ამ აქტების ბათილად ცნობის ნაწილში დასაბუთებული და სამარტლებრივი საფუძვლის მქონეა, ის უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილება, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 16 მარტის №8---- გადაწყვეტილება, მე---- ბე----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
6.7. სასამართლო განმარტავს, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1-ლი მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და მართვა.
აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, ზოგადად უფლებამოსილი იყო მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურისათვის და მოეთხოვა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, სახელმწიფოს საკუთრებად და ამასთან დაკავშირებით გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- მიმართვა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავოა არა აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული მიმართვის ფორმალური კანონიერება, მისი გამომცემი ორგანოს უფლებამოსილების მხრივ, არამედ ამ აქტის არსებითი, მატერიალური თვალსაზრისით კანონშესაბამისობა, იმ ნიშნით, რომ სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვა შეეხებოდა თუ არა, თავისუფალ მიწის ნაკვეთს და ამ აქტის შედეგად ხომ არ შეილახა, ან დაირღვა მოსარჩელე მე---- ბე----ის კანონიერი უფლება და ინეტერესი, ამასთან, დღეის მდგომარეობით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სამინისტროს 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- მიმართვა არის თუ არა, ლეგიტიმური.
აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვალდებული იყო, გამოეკვლია და შეესწავლა მონაცემები იმ მიწის ნაკვეთის შესახებ, რომელზედაც საჯარო რეესტრისადმი 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- მიმართვით მოთხოვნილი იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სამინისტროს მიერ, უპირველესად უნდა დადგენილიყო საჯარო რეესტრის მიმართვაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთი იყო თუ არა, თავისუფალ მდგომარეობაში, ხომ არ იყო ის სხვა პირის სარგებლობასა თუ მფლობელობაში, უნდა გამოკვლეულიყო ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობა, ნაკვეთის საზღვრები და ფართობის ზუსტი ოდენობა, ასევე, ხომ არ იყო მასზე განთავსებული სხვა პირის კუთვნილი შენობა-ნაგებობა და ა.შ.
ამასთან, რაც უმთავრესია, სამინისტროს უნდა შეედგინა მიწის ნაკვეთის ისეთი აზომვითი საკადასტრო ნახაზი, რომელშიც დატანილი იქნებოდა მხოლოდ თავისუფალ მდგომარეობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მისი რეალური მონაცემები, მხოლოდ ამის შედეგად უნდა წარედგინა სარეგისტრაციო სამსახურისათვის, ამ ნაკვეთის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო რეესტრისადმი გაგზავნილი 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- მიმართვის შედგენის დროისათვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე მე---- ბე----ის საკუთრების უფლება უკვე გაუქმებული იყო საჯარო რეესტრში, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილებით, ხოლო, რაც შეეხება ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში არსებობის საკითხს, აშკარაა, რომ აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი იგი, რაზედაც ის გარემოებაც მიუთითებს, რომ ამ ნაკვეთზე დღემდე შენობა-ნაგებობა გააჩნია საქმეში მონაწილე მესამე პირს, თე------- ბე----ეს, რომელიც ამ ნაკვეთის ნაწილის ფაქტობრივ სარგებლობასაც ამტკიცებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, რითაც მოსარჩელეს უბრუნდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ამ უძრავ ნივთზე და აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო საკუთრებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის აღრიცხვასთან დაკავშირებით, ეცლება სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც მიწის ნაკვეთზე მე---- ბე----ის საკუთრების უფლება გამორიცხავს, ამავე უძრავ ნივთზე სხვა სუბიექტის, თუნდაც სახელმწიფოს საკუთრებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრისადმი გაგზავნილი 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- მიმართვის გარდა, სხვა რაიმე გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციისათვის უფლების დამდგენ დოკუმენტად, სწორედ ეს მიმართვა ჩათვალა საჯარო რეესტრმა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა დაევალოს, ძალადაკარგულად ცნოს საჯარო რეესტრისადმი გაგზავნილი, 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- წერილი, როგორც სამინისტროს გადაწყვეტილება ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ და როგორც ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის უფლების დამდგენი დოკუმენტი.
სასამართლო მე-3 პირის, თე------- ბე----ის ინტერესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმართ განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისია უფლებამოსილია, თავად გადასინჯოს მე---- ბე----ეზე გამოწერილი საკუთრების მოწმობის და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების კანონიერების საკითხი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, დაინტერესებულ პირს, მათ შორის თე------- ბე----ესაც გააჩნია კანონისმიერი უფლება, სადავოდ გახადოს ეს საკითხი.
6.8. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 6 ივლისის №0------- და 2009 წლის 26 აგვისტოს №1-- წერილების, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კნონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.ასევე გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აღნიშნული წერილები ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, ეს წერილები ჩაითვლება ამ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებად (რეალაქტი), რაც სასამართლოს მიერ სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებული იქნა წინამდებარე გადაწყვეტილებით, თუმცა მოსარჩელე მხარე მათ ბათილად ცნობას მოითხოვს, როგორც კანონსაწინააღმდეგო აქტებისა, რისი პროცედურულ-სამართლებრივი საფუძველი, არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანაბარწილად უნდა გადახდეთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-250-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მე---- ბე----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 10 ივლისის №1----- გადაწყვეტილება, ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ს. მა----------ში მდებარე, 2987 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 2--2-.0-.0--) მე---- ბე----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-7 წლის 16 მარტის №8---- გადაწყვეტილება, მე---- ბე----ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
2. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალოს, ძალადაკარგულად ცნოს საჯარო რეესტრისადმი გაგზავნილი, 2009 წლის 9 ნოემბრის №0--------- წერილი.
3. მოპასუხე მხარეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანაბარწილად გადახდეთ მე---- ბე----ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე