განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210018002595697
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-332-2019 23 დეკემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - ს-------- გ---------ა
წარმომადგენელი - ნ-----------–---–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ--- ქ-----
წარმომადგენელი - ხ-----------------
დავის საგანი - განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ--- ქ-----ს სარჩელი ს-------- გ---------ას მიმართ დაკმაყოფილდა. განქორწინების საფუძველზე შეწყდა ქორწინება ნ--- ქ-----სა (დაბ. 2--------- წ, პ/ნ 1----------) და ს-------- გ---------ას (დაბ. 0--------- წ, პ/ნ 6----------) შორის, რეგისტრირებული 04.10.2010 წ (აქტის ჩანაწერი #2----------, ქორწ. მოწმ. #2----------, გაც. განმეორებით 06.08.2018 წ, სსგს ზ---------- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ). ს-------- გ---------ას ნ--- ქ-----ს სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა. ს-------- გ---------ას სარჩელი ნ--- ქ-----ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ--- ქ-----ს მისი არასრულწლოვანი შვილების - დ--- ქ-----ს (დაბ. 2--------- წ, პ/ნ 0----------) და რ---- ქ-----ს (0--------- წ, პ/ნ 3----------) სასარგებლოდ /კანონიერი წარმომადგენელი ს-------- გ---------ა/ სარჩელის აღძვრის დღიდან (19.09.2018 წ) დაეკისრა ყოველთვიური სარჩო - ალიმენტი თითოეულ ბავშვზე თვეში 150 ლარის ოდენობით. ნ--- ქ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდი. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ნ--- ქ-----ს სასარჩელო მოთხოვნა: განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება ნ--- ქ-----სა (დაბ. 2--------- წ, პ/ნ 1----------) და ს-------- გ---------ას (დაბ. 0--------- წ, პ/ნ 6----------) შორის, რეგისტრირებული 04.10.2010 წ (აქტის ჩანაწერი #2----------, ქორწ. მოწმ. #2----------, გაც. განმეორებით 06.08.2018 წ, სსგს ზ---------- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ). 2.2. ნ--- ქ----- (დაბ. 2--------- წ, პ/ნ 1----------) და ს-------- გ---------ა (დაბ. 0--------- წ, პ/ნ 6----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 04.10.2010 წ-დან (აქტის ჩანაწერი #2----------, ქორწ. მოწმ. #2----------, გაც. განმეორებით 06.08.2018 წ, სსგს ზ---------- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ). 2.3. მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები - დ--- ქ----- (დაბ. 2--------- წ, პ/ნ 0----------) და რ---- ქ----- (0--------- წ, პ/ნ 3----------). 2.4. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ მათი ოჯახური მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია, რადგან მოპასუხეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი. 2.5. ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობენ ფართში, რომელიც მამის ნათესავებს ეკუთვნით. სხვა მზრუნველობას ბავშვების მიმართ მამა არ იჩენს. ის არ ზრუნავს ბავშვების რჩენა-აღზრდაზე. 2.6. ნ--- ქ----- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, თუმცა რაიმე დადასტურებული ინფორმაცია მისი რეალური შემოსავლების შესახებ საქმეში არ არის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი უშვებს განქორწინების საფუძველზე ქორწინების შეწყვეტას, ხოლო 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების დანაწესებით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ბავშვისა და მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე და 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილისსაფუძველზე თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. მოცემული შემთხვევისთვის ალიმენტის შესახებ სარჩელის აღძვრის თარიღია - 19.09.2018 წ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს-------- გ---------ამ ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. ფაქტობრივი საფუძვლები და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლომ 2019 წელის 22 თებერვალს №0-----------------(№2/1622-18) საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტის შესახებ. აპელანტი გარქოწინების წინაღმდეგია ჰყავს არასრულწლოვანი შვილები. სინამდვილეში სიძნელეები ოჯახში გარდაუვალია, მაგრამ სავსებით დასაძლევია. ურთიერთგაგება – ეს, ამავე დროს ურთიერთ დათმობაც არის; ბევრად უფრო იოლია ოჯახის დანგრევა, ვიდრე ოჯახის შენარჩუნება. ყველა ამ ჭეშმარიტებას დროთა განმავლობაში ღრმად სწვდებიან მეუღლეები, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას არ ყოფნის მოთმინება, რაც მთავარია, ისინი უნდა ჩაწვდნენ. უნდა მოხდეს მეუღლეთა შორის საერთო ენის გამონახვა და ოჯახის შენარჩუნება შვილების გამო. 3.2. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს საქმეზე №0-----------------(№2/1622-18), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ; ქორწინების შეწყვეტის შესახებ , და ქ. ქუთაისის საპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოგვცეთ ექვსთვიანი ვადა ოჯახის შენარჩუნება მიზნით 3.3. ს-------- გ---------ა და მოპასუხე ნ--- ქ----- დაქორწინდნენ 2010 წლის 04 ოქტომბერს. 3.4. 2----–-–---------------ლს შეეძინათ ვაჟიშვილი დ--- ქ-----. 20---–-–----- მარტს შეეძინათ ვაჟიშვილი რ---- ქ-----. 3.5. მეუღლეებს შორის ხშირი კინკლაობის გამო, მოსარჩელემ ოჯახი მიატოვა და მოითხოვა განქორწინება. აპერლანტს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი არსებული ქორწინების შეწყვეტა, რათა შენარჩუნებულ და განმტკიცებულ იქნას ყოფილ მეუღლეთა მიერ ფაქტობრივად შექმნილი ოჯახი. ნ--- ქ-----მ მიმართა სასამართლოს განცხადებით განქორწინების შესახებ, მას მიაჩნია ს-------- გ---------ასთან მისი ქორწინება უნდა შეწყდეს, მაგრამ ოჯახში ჰყავთ ორი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი. როდესაც განქორწინების საფუძველი უმნიშვნელოა, შესაძლებელი იყო სასამართლოს მიერ შერიგების ვადის დადგენა. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაძლებელია მეუღლეთა შერიგება, რაც არ გაითვალისწინა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. პალატამ დაადგინა, რომ ს-------- გ---------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1-2.10. პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნულიდან გამოყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეს და ამასთან დამატებით მიუთითებს შემდეგს: 4.2. 2010 წლის 04 ოქტომბრდან მოსარჩელე ნ--- ქ----- და მოპასუხე ს-------- გ---------ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 4.3. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი დ--- ქ----- (დაბ. 2--------- წ, პ/ნ 0----------) და რ---- ქ----- (0--------- წ, პ/ნ 3----------). 4.4. მეუღლეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. 4.5. მოსარჩელე ნ--- ქ-----მ თავის სააპელაციო შესაგებელში განმარტა, რომ დაახლოებით ორი წელია, რაც ერთად არ ცხოვრობენ. ამ დროის მონაკვეთში არ ყოფილა არანაირი შერიგების მცდელობაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მეუღლეებს შორის რაიმე მოლაპარაკებას შერიგებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ჩემი მარწმუნებელი ნ--- ქ----- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვა ქალთან და განქორწინების შემდეგ სურს მასთან ქორწინების რეგისტრაცია, რაც მოსამართლემ მიიღო მხედველობაში და მიიღო განქორწინების გადაწყვეტილება ყოველგვარი შესარიგებელი ვადების გარეშე. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.7. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.
4.8. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება განსახილველ სარჩელთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების 2.7-2.10. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს:
4.9. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 04 ოქტომბრდან მოსარჩელე ნ--- ქ----- და მოპასუხე ს-------- გ---------ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, დ--- ქ----- (დაბ. 2--------- წ, პ/ნ 0----------) და რ---- ქ----- (0--------- წ, პ/ნ 3----------). მოსარჩელე და მოპასუხე ფაქტობრივად დაშორებულნი არიან ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე ფატობრივ ქორწინებაშია სხვა ქალთან.
4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამდენად, ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამდენად, ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.
განსახილველ შემთხვევაში საქორწინო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს, მოსარჩელე ნ--- ქ-----ს არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არარსებობა მოპასუხესთან-აპელანტ ს-------- გ---------ასთან ქორწინების შენარჩუნებისა, ნათლად და კატეგორიული ფორმითაა წარმოდგენილი მოცემული საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს.
4.13. ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის 16 დეკემბრის, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად: 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
4.15. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება ოჯახის ერთერთი საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, ქორწინება განსაზღვრულია, როგორც მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირი, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი“. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.
4.16. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაცმხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა დადგენილია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივ ქორწინებაშია სხვა ქალთან, დაახლოებით ორი წელია მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. ქორწინების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა.
4.17. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, მხოლოდ მოპასუხე მხარის -აპელანტ მადონა ძნელაძის სურვილი - არ შეწყდეს ქორწინება - არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე მხარე გამორიცხავს და არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას,კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა, ერთ ოჯახად ცხოვრებისა.
4.18. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია, რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის დამატებით შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
4.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.20. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ--- ქ-----ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. ს-------- გ---------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.
6.2. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დააგდინა
1. ს-------- გ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლაურა მიქავა