განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.02.2020
საქმის ნომერი
330310019003015394
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019003015394

საქმე №3ბ/169-20

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი გ------ი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ------ი თ-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო;

 

წარმომადგენელი - თ--------------

 

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი - ა--------------–---–-

 

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანო

წარმომადგენელი - ტ------–----–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ------ი თ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფლდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელე გ------ი თ-----–---–ი დაიბადა 1994 წლის 19 აპრილს და იგი 2008 წელს იყო არასრულწლოვანი.

 

გ------ი თ-----–---–ის მამას - ბეჟან თ-----–---–ს 2012 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი და აღნიშნულის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილი სტატუსი მიენიჭა ასევე გ------ი თ-----–---–ს, როგორც არასრულწლოვანს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის მარტის ბრძანებით, მოსარჩელე გ------ი თ-----–---–ის მამას - ბეჟან თ-----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ახალგორში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მითითებული ბრძანება ძალაშია.

 

ნოტარიულად დამოწმებული 2017 წლის 20 ივნისისა და 2017 წლის 23 ივნისის განცხადებებით ზურაბ თ-----–---–ი, ვლადიმერ თათარაშვილი, თამაზ თ-----–---–ი, ბესიკ შერმადინი და მერაბ ოდიშვილი ადასტურებენ 2008 წლის აგვისტოს ომამდე გ------ი თ-----–---–ის ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 23 ივნისის N30 ცნობით მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნოტარიულად დამოწმებული მეზობლების განცხადებების საფუძველზე ადასტურებს, რომ გ------ი თ-----–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნამდვილად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 13 აპრილს მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და წარუდგინა დასკვნა მოსარჩელე გ------ი თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მიზანშეწონილობის შესახებ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა მოსარჩელე გ------ი თ-----–---–ს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, გ------ი თ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/781-18) გ------ი თ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ------ი თ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №703 ბრძანება გ------ი თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო პალატის მითითებით, გ------ი თ-----–---–ისათვის, როგორც არასრულწლოვანი პირისათვის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება განხორციელდა მამის დევნილის სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე და მას ეს სტატუსი ჩამოერთვა ავტომატურად, მამის - ბეჟან თ-----–---–ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველზე. სადავო 2017 წლის 21 აპრილის N703 ბრძანებაში დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, კერძოდ, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა ემსჯელა და დაედგინა გ------ი თ-----–---–ის ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რადგან გასაჩივრებული აქტის მიღებისას მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო, სავარაუდოდ იგი აკმაყოფილებდა სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, მიუთითებდა რა მნიშვნელოვან გარემოებებზე: პაპის მოვლის საჭიროება, დედის მძიმე ავადმყოფობა და მისი, როგორც არასრულწლოვნის გარიდების საჭიროება, მოწმეთა განმარტებები და სხვა (ს.ფ. 14-23, 67-74);

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2019 წლის 18 მარტს N04/13981 წერილით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლას და მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების საჭიროებიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიეწოდებინათ შემდეგი სახის ინფორმაცია: რომელ წლებში სწავლობდა გ------ი თ-----–---–ი (დაბ.: 19.04.1994წ.) ქ. თბილისის N70 საჯარო სკოლაში.

 

სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებელი) 2019 წლის 21 მარტის MES 2 19 00331853 წერილობითი ინფორმაციის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მისი 2019 წლის 18 მარტის N04/13981 წერილის საფუძველზე ეცნობა შემდეგი: 1. გ------ი თ-----–---–ი ჩაირიცხა ქ. თბილისის ფუნდამენტურ მეცნიერებებზე პროფილირებულ N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის 1გ კლასში 25.09.2000წ. N23 ბრძანებით; 2. გ------ი თ-----–---–ი ამოღებულია თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებებზე ორიენტირებულ პროფირირებულ N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის მე-5 კლასის სიიდან იკოთის საშუალო სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით 28.02.2005წ. N54 ბრძანებით; 3. გ------ი თ-----–---–ი ჩაირიცხა თბილისის N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის მე-6 კლასში 29.09.2005წ. N06 ბრძანებით; 4. 22.05.2012წ. N2-111 ბრძანებით გ------ი თ-----–---–მა დაამთავრა სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის მე-12 კლასი და დაძლია საშუალო საფეხური (ს.ფ. 55-56);

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2019 წლის 18 მარტს N04/13982 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოქალაქე გ------ი თ-----–---–ისა და მისი მშობლების (ბეჟან თ-----–---–ი და ნატო იობაშვილი) საცხოვრებელი ადგილის (ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით) შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსის 2019 წლის 2 მაისის MIA 0 19 01116501 წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მისი 2019 წლის 18 მარტის N04/13982 წერილის პასუხად გაეგზავნა მოქალაქე გ------ი თ-----–---–ისა და მისი მშობლების (ბეჟან თ-----–---–ი და ნატო იობაშვილი) საცხოვრებელი ადგილის (ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით) შესახებ შედგენილი გასაუბრების ოქმები.

 

გასაუბრების ოქმების თანახმად (წარმოდგენილია მაიდენთიფიცირებელი მონაცემების გარეშე), მათ მეზობლად, ქ. თბილისში, ფონიჭალა 3, კორპუსი 30, ბინა 28 დაახლოებით 2006-2007 წლიდან ცხოვრობდა გ------ი თ-----–---–ი მშობლებთან - ბეჟან თ-----–---–თან და ნატო იობაშვილთან ერთად. აღნიშნული პირები მითითებულ მისამართზე სამი წელია აღარ ცხოვრობენ (ს.ფ. 57-62);

 

გ------ი თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, დამუშავებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად არ დადასტურდა ახალგორის რაიონში გ------ი თ-----–---–ის მუდმივად ცხოვრების ფაქტი 2008 წლამდე, შესაბამისად, მასთან მიმართებაში არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული გ------ი თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 6 მაისის N04-7966 მოხსენებითი ბარათის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნა დასკვნა გ------ი თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. ამასთან, მოთხოვნილ იქნა შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისათვის ბრძანების პროექტის მომზადების დავალება (ს.ფ. 50-54);

 

,,იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 7 მაისის №04-916/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 6 მაისის N04-7966 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, გ------ი თ-----–---–ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე (ს.ფ. 13).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ------ი თ-----–---–ი დაიბადა 1994 წლის 19 აპრილს და იგი 2008 წელს იყო არასრულწლოვანი.

 

ასევე დადგენილია, რომ გ------ი თ-----–---–ის მამას - ბეჟან თ-----–---–ს 2012 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი და აღნიშნულის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილი სტატუსი მიენიჭა ასევე გ------ი თ-----–---–ს, როგორც არასრულწლოვანს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე გ------ი თ-----–---–ის მამას - ბეჟან თ-----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ახალგორში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მითითებული ბრძანება ძალაშია. ამასთან, ვინაიდან, გ------ი თ-----–---–ს დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა როგორც არასრულწლოვანს, მამის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/781-18) გ------ი თ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №703 ბრძანება გ------ი თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა ემსჯელა და დაედგინა გ------ი თ-----–---–ის ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რადგან გასაჩივრებული აქტის მიღებისას მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო, სავარაუდოდ იგი აკმაყოფილებდა სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, მიუთითებდა რა მნიშვნელოვან გარემოებებზე: პაპის მოვლის საჭიროება, დედის მძიმე ავადმყოფობა და მისი, როგორც არასრულწლოვნის გარიდების საჭიროება, მოწმეთა განმარტებები და სხვა.

 

საქმის მასალების თანახმად, ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული იქნა ინფორმაცია ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

 

დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებელი) 2019 წლის 21 მარტის MES 2 19 00331853 წერილობითი ინფორმაციის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მისი 2019 წლის 18 მარტის N04/13981 წერილის საფუძველზე ეცნობა შემდეგი: 1. გ------ი თ-----–---–ი ჩაირიცხა ქ. თბილისის ფუნდამენტურ მეცნიერებებზე პროფილირებულ N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის 1გ კლასში 25.09.2000წ. N23 ბრძანებით; 2. გ------ი თ-----–---–ი ამოღებულია თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებებზე ორიენტირებულ პროფირირებულ N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის მე-5 კლასის სიიდან იკოთის საშუალო სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით 28.02.2005წ. N54 ბრძანებით; 3. გ------ი თ-----–---–ი ჩაირიცხა ქ. თბილისის N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის მე-6 კლასში 29.09.2005წ. N06 ბრძანებით; 4. 22.05.2012წ. N2-111 ბრძანებით გ------ი თ-----–---–მა დაამთავრა სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის მე-12 კლასი და დაძლია საშუალო საფეხური.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსის 2019 წლის 2 მაისის MIA 0 19 01116501 წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მისი 2019 წლის 18 მარტის N04/13982 წერილის პასუხად გაეგზავნა მოქალაქე გ------ი თ-----–---–ისა და მისი მშობლების (ბეჟან თ-----–---–ი და ნატო იობაშვილი) საცხოვრებელი ადგილის (ცხოვრების ფაქტთან) დაკავშირებით შედგენილი გასაუბრების ოქმები (წარმოდგენილია მაიდენთიფიცირებელი მონაცემების გარეშე), რომელთა თანახმად, მათ მეზობლად, ქ. თბილისში, ფონიჭალა 3, კორპუსი 30, ბინა 28 დაახლოებით 2006-2007 წლიდან ცხოვრობდა გ------ი თ-----–---–ი მშობლებთან - ბეჟან თ-----–---–თან და ნატო იობაშვილთან ერთად. აღნიშნული პირები მითითებულ მისამართზე სამი წელია აღარ ცხოვრობენ.

 

ამდენად, საქმის მასალების თანახმად, 2005-2012 წლებში გ------ი თ-----–---–ი უწყვეტად სწავლობდა ქ. თბილისის N70-ე საჯარო სკოლაში, ამასთან 2006-2007 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, სასამართლოს შეფასებით ნაკლებ სარწმუნოა მოსარჩელის განმარტება, რომ 2005 წლიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ახალგორი, სოფელი კორინთა წარმოადგენდა და მისი ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა გამოწვეული იყო ოჯახის წევრის, კერძოდ, პაპის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას და მოვლას საჭიროებდა და ასევე, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობით (დაავადებულია შიზოფრენიით), რის გამოც, იგი, როგორც არასრულწლოვანი გარიდებული იქნა აღნიშნულ სიტუაციას).

 

ამასთან, რაც შეეხება გ------ი თ-----–---–ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ დედის - ნატო იობაშვილის სახელზე გაცემულს დოკუმენტს საპენსიო მოწმობის ასლს (II ჯგუფის ინვალიდი, მნიშვნელოვნად გამოხატული, შეზღუდვის სტატუსი დადგინდა -უვადოდ), მოწმეთა დასტურებს, ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოსა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობებს, აღნიშნულ დოკუმენტებს სასამართლომ ერთხელ უკვე მისცა შეფასება, რაც ასახულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ------ი თ-----–---–ი ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში მუდმივად ცხოვრობდა 2005 წლიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმამდე სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორად შეაფასა მტკიცებულებები. ამდენად, სადავო აქტით მოსარჩელე მხარისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის დაცვით.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის №04-916/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალების შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის - გ------ი თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანების თანამდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია და მისი უკანონობა დადასტურებული არ არის, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოთხოვნა მოსარჩელისთვის მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

 

გ------ი თ-----–---–ი სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, გ------ი თ-----–---–ს არ გამგეობის და არც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ არ ეცნობა თუ სად და როდის გაიმართებოდა სხდომა სარჩელში მითითებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ უნდა ეცნობოს იმ დაინტერესებულ მხარეს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს აღნიშნული ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აპელანტის მითითებით, მართალია, მას დევნილის სტატუსი მიენიჭა, როგორც არასრულწლოვანს, მაგრამ სასამართლო პროცესზე დადგინდა მისი ახალგორში მუდმივი ცხოვრების ფაქტი და გ------ი თ-----–---–ის მიერ მოთხოვნილ იქნა არა დევნილის სტატუსის მინიჭება, არამედ აღდგენა, რადგან მოსარჩელეს წარსულში უკვე ჰქონდა დევნილის სტატუსი მინიჭებული. აპელანტის მითითებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე იგი მუდმივად ცხოვრობდა სოფელ კორინთოში, 2009 წელს მიენიჭა დევნილის სტატუსი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილი N703 ბრძანებით აპელანტს შეუწყდა დევნილის სტატუსი, რაც გასაჩივრებული იქნა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის N7 ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოპასუხე მხარისათვის მოთხოვნილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება გ------ი თ-----–---–ის მონაწილეობით, თუმცა აპელანტის მითითებით, მონაწილეობის მიღება მოპაუხემ არც კი ჩათვალა საჭიროდ მოსამართლის (დავალების შესრულება, არანაირი ადმინისტრაციულ წარმოება არ ჩაატარა), ისე მიიღო გადაწყვეტილება და გამოსცა ბრძანება დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. აპელანტის მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოსული წერილი თანდართულ გაურკვეველი ფორმის ბინაზე გამოცხადების შესახებ ოქმებით, სადაც არ ჩანს, თუ ვის მიერ იქნა გამოკითხვა ჩატარებული და კონკრეტულად ვინ იქნა გამოკითხული, რაც ბადებს ეჭვს რომ ამ გამოკითხვის ჩამტარებელი იყო არაკომპენტური, ან დოკუმენტები გაყალბდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ (იხ. საქმეში არსებულ გამოკითხვის ოქმები). ყოველივე ზემოაღნიშნული აპელანტის მოსაზრებით ქმნის იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადმინისტრაცული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულ იქნა კონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”.

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტი გ------ი თ-----–---–ი დაიბადა 1994 წლის 19 აპრილს და იგი 2008 წელს იყო არასრულწლოვანი.

 

დადგენილია, რომ გ------ი თ-----–---–ის მამას - ბეჟან თ-----–---–ს 2012 წელს მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი და აღნიშნულის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილი სტატუსი ასევე მიენიჭა გ------ი თ-----–---–ს, როგორც არასრულწლოვანს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანებით, მოსარჩელე გ------ი თ-----–---–ის მამას - ბეჟან თ-----–---–ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი სტატუსი, იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა ახალგორში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი. მითითებული ბრძანება ძალაშია. ამასთან, ვინაიდან, გ------ი თ-----–---–ს დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა როგორც არასრულწლოვანს, მამის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/781-18) გ------ი თ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის №703 ბრძანება გ------ი თ-----–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ახალი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა ემსჯელა და დაედგინა გ------ი თ-----–---–ის ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რადგან გასაჩივრებული აქტის მიღებისას მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო, სავარაუდოდ იგი აკმაყოფილებდა სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, მიუთითებდა რა მნიშვნელოვან გარემოებებზე: პაპის მოვლის საჭიროება, დედის მძიმე ავადმყოფობა და მისი, როგორც არასრულწლოვნის გარიდების საჭიროება, მოწმეთა განმარტებები და სხვა.

 

საქმის მასალების თანახმად, ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოძიებული იქნა ინფორმაცია ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებელი) 2019 წლის 21 მარტის MES 2 19 00331853 წერილობითი ინფორმაციის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მისი 2019 წლის 18 მარტის N04/13981 წერილის საფუძველზე ეცნობა შემდეგი: 1. გ------ი თ-----–---–ი ჩაირიცხა ქ. თბილისის ფუნდამენტურ მეცნიერებებზე პროფილირებულ N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის 1გ კლასში 25.09.2000წ. N23 ბრძანებით; 2. გ------ი თ-----–---–ი ამოღებულია თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებებზე ორიენტირებულ პროფირირებულ N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის მე-5 კლასის სიიდან იკოთის საშუალო სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით 28.02.2005წ. N54 ბრძანებით; 3. გ------ი თ-----–---–ი ჩაირიცხა ქ. თბილისის N70-ე საშუალო სკოლის ქართული სექტორის მე-6 კლასში 29.09.2005წ. N06 ბრძანებით; 4. 22.05.2012წ. N2-111 ბრძანებით გ------ი თ-----–---–მა დაამთავრა სსიპ ქალაქ თბილისის N70 საჯარო სკოლის მე-12 კლასი და დაძლია საშუალო საფეხური.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების უფროსის 2019 წლის 2 მაისის MIA 0 19 01116501 წერილით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მისი 2019 წლის 18 მარტის N04/13982 წერილის პასუხად გაეგზავნა მოქალაქე გ------ი თ-----–---–ისა და მისი მშობლების (ბეჟან თ-----–---–ი და ნატო იობაშვილი) საცხოვრებელი ადგილის (ცხოვრების ფაქტთან) დაკავშირებით შედგენილი გასაუბრების ოქმები (წარმოდგენილია მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე), რომელთა თანახმად, მათ მეზობლად, ქ. თბილისში, ფონიჭალა 3, კორპუსი 30, ბინა 28 დაახლოებით 2006-2007 წლიდან ცხოვრობდა გ------ი თ-----–---–ი მშობლებთან - ბეჟან თ-----–---–თან და ნატო იობაშვილთან ერთად. აღნიშნული პირები მითითებულ მისამართზე სამი წელია აღარ ცხოვრობენ.

 

ამდენად, საქმის მასალების თანახმად, 2005-2012 წლებში გ------ი თ-----–---–ი უწყვეტად სწავლობდა ქ. თბილისის N70-ე საჯარო სკოლაში, თუ არ ჩავთვლით 2005-06 სასწავლო წლის ერთ სემესტრს. ამასთან, ის 2006-2007 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ნაკლებსარწმუნოა აპელანტის განმარტება პაპისა და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2005 წლიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის რაიონის სოფელი კორინთაში მისი მუდმივად ცხოვრების შესახებ.

 

რაც შეეხება გ------ი თ-----–---–ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ დედის - ნატო იობაშვილის სახელზე გაცემულს დოკუმენტს საპენსიო მოწმობის ასლს (II ჯგუფის ინვალიდი, მნიშვნელოვნად გამოხატული, შეზღუდვის სტატუსი დადგინილი - უვადოდ), მოწმეთა დასტურებს, ახალგორის მუნიციპალიტეტის კორინთის თემის ტერიტორიული ორგანოსა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობებს, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებს სასამართლომ ერთხელ უკვე მისცა შეფასება, რაც ასახულია სასამართლოს ზემომითითებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გ------ი თ-----–---–ის მიერ ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი 2005 წლიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმამდე სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და სწორად შეაფასა მტკიცებულებები. ამდენად, სადავო აქტით გ------ი თ-----–---–ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის დაცვით.

 

რაც შეეხება გ------ი თ-----–---–ის სასარჩელო მოთხოვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შედეგად აპელანტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალების თაობაზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავოდ ქცეული აქტის ბათილად ცნობის თანამდევ შედეგს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეულ იქნა კანონიერად, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებით მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სარჩელი ამ ნაწილშიც მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------ი თ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი