განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002048476
საქმე №3ბ/1252-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ნა-- ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრი
წარმომადგენელი - ა-- მჭ----–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მა----- მა---------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა -თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მა----- მაისურაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017–2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21–17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის ივლისის №8 სხდომის ოქმი მა----- მაისურაძის ნაწილში და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, და--რთი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა გა--ცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - htts://app.iec.gov.ge, ელექტრონული გა--ცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.
მითითებული ბრძანების №1 და--რთის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა გა--გრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმა--თლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; გა--თლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებანი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.
ამავე და--რთის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული გა--ცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ გა--ცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
და--რთით ასევე დადგენილია, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული გა--ცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. გა--ცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული გა--ცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული გა--ცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა (ს.ფ. 70-79).
სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (10 კომისიის წევრი), განისაზღვრა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი (ს.ფ. 80-83).
სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 28 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით გა--ცხადი გადაგზავნილი ჰქონდა 208 კონკურსანტს, მათ შორის, მა----- მა---------ს (დიდი ბრიტანეთი, Queen Mary University of London, სამართალი).
მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 და--რთის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული №2 და--რთი მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ა--ლიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ, როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტულობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში (ს.ფ. 84-120).
სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 12 ივლისის სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა და დაფინანსების გამოყოფის საკითხი.
კომისიის მითითებული სხდომის ოქმით (ოქმი №8) დგინდება, რომ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, კომისიამ მესამე - გასაუბრების ეტაპზე მოიწვია: აგრარული მეცნიერებანი - 8 კონკურსანტი; გა--თლება - 9 კონკურსანტი; ინჟინერია - 6 კონკურსანტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - 2 კონკურსანტი; სოციალური მეცნიერებანი - 25 კონკურსანტი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი - 13 კონკურსანტი; სამართალი - 20 კონკურსანტი; არქიტექტურა - 9 კონკურსანტი; საჯარო მმართველობა - 7 კონკურსანტი; მენეჯმენტი - 10 კონკურსანტი.
ამასთან, ვინაიდან კონკურსანტთა უმეტესი ნაწილი სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ასა--ზღაურებლად ითხოვდა გაცილებით დიდი ოდენობის თანხას, ვიდრე რეალურად ესაჭიროებოდა სტუდენტური ცხოვრებისათვის, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ემდმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის გაზიარება და ყოველი ქვეყნისათვის საცხოვრებელი ხარჯების ზღვრული ოდენობის დადგენა. კერძოდ, დადგინდა სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ასა--ზღაურებლად ელ. გა--ცხადში მითითებული ყოველი ქვეყნისთვის შემდეგი ზღვრული ოდენობა (კონკურსანტების მიერ მოთხოვნილი ვალუტის გათვალისწინებით): უნგრეთი - 8000 ევრო, ესტონეთი - 8000 ევრო; საფრანგეთი - 10000 ევრო, დანია 8000 ევრო, აშშ - 12000 აშშ დოლარი, დიდი ბრიტანეთი - 10000 გირვანქა სტერლინგი, ესპანეთი - 8000 ევრო, ჩეხეთი - 8000 ევრო, კა--და - 15500 კა--დური დოლარი, გერმანია - 8000 ევრო, შვედეთი - 90000 შვედური კრონა, ნორვეგია - 80000 ნორვეგიული კრონა, იტალია - 10000 ევრო, ნიდერლანდები - 8000 ევრო.
ამავე სხდომაზე სასტიპენდიო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ ფარგლებში გამარჯვებულებად გამოვლინდნენ რეიტინგით საუკეთესო შედეგების მქონე კონკურსანტები, მიმართულებების მიხედვით: აგრარული მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 6 კონკურსანტი; გა--თლება - საუკეთესო შედეგის მქონე 6 კონკურსანტი; ინჟინერია - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 2 კონკურსანტი; სოციალური მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი; არქიტექტურა - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; საჯარო მმართველობა - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 5 კონკურსანტი.
სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმის და--რთით დგინდება, რომ მა----- მაისურაძის შეფასება შეადგენდა 65,8 ქულას და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით მე-17 ადგილზე იყო (ს.ფ. 121-128).
დადგენილია, რომ მა----- მა---------ს არ მიუღია არცერთი დამატებითი ბონუს ქულა, სპეციალური სტატუსის არარსებობის გამო, კონკურსის მე-2 ეტაპზე მიიღო 37,6 ქულა, ხოლო მე-3 გასაუბრების ეტაპზე - 28,2 ქულა. ამასთან, მან შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, მის მიერ მიღებული საშუალო ქულები თითოეულ კრიტერიუმში მერყეობდა 2,5-დან 4-ის ჩათვლით (ს.ფ. 129-131).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- მა--------- მონაწილეობას იღებდა სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ განხორციელების მიზნით გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში, სამართლის მიმართულებით და კონკურსში მონაწილეობის მიზნით, „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის“ ელექტრონულ მისამართზე წარდგენილი ჰქონდა ელექტრონული გა--ცხადი, თანდართული დოკუმენტაციით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადალახა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი, რაც გულისხმობდა როგორც ელექტრონული გა--ცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ასევე, ელექტრონული გა--ცხადის შინაარსობრივ შეფასებას შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3.გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები.
დადგენილია, რომ კომისიის წევრებმა გა--ხორციელეს მა----- მა---------სთან გასაუბრება და იგი შეაფასეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, შეფასების თითოეულ კრიტერიუმში კონკრეტული ქულით. შესაბამისად, მა----- მა--------- შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ა--ლიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონკურსის მე-3 ეტაპზე მა----- მა--------- შეფასდა 28,2 ქულით, ხოლო საბოლოოდ მისმა შეფასებამ შეადგინა 65,8 ქულა, რითაც სამართლის მიმართულების რეიტინგში დაიკავა მე-17 ადგილი. შესაბამისად, მან ვერ მოიპოვა სასწავლო დაფინანსება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტროო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. იგი დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის დაცვით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით. ამდენად, შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს, საბოლოო შედეგების შეჯამებამდე.
სასამართლო აღნიშნა, რომ სასამართლო კონტროლი მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში არ არის აბსოლუტური. საკონკურსო კომისია, მისი შექმნის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა აღნიშნული პრინციპი არ გულისხმობს კომისიის მოქმედებების უკონტროლობას და მის საქმიანობაზე სასამართლო ზედამხედველობის გამორიცხვის შესაძლებლობას. სასამართლო, სარჩელის პირობებში, ვალდებულია შეამოწმოს არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თა--სწორობის პრინციპი, კონკურსის ჩატარებისას დაირღვა თუ არა კანონით დადგენილი წესი, მოხდა თუ არა გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობა, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობა, ობიექტურობის საყოველთაო მასშტაბის დარღვევა, რამაც მოსარჩელესთან მიმართებაში გა--პირობა გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება. სასამართლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს გადაწყვეტილების ამ უკა--სკნელ პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და არც სადავო გამხდარა საკონკურსო კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმის კანონიერება არსებული რეალობის არაობიექტურად ასახვის მოტივით. მოსარჩელის განმარტებით, გასაუბრების ეტაპზე შეკითხვები მისთვის არ დაუსვამთ იმგვარად, რომ კომისიის წევრებს მიეცემოდაათ შესაძლებლობა წინასწარ შეეფასებინათ, ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებით. მისივე განმარტებით, საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ისაუბრა მხოლოდ სამაგისტრო პროგრამასა და მოლოდინებთან დაკავშირებით, ასევე, იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენებდა მიღებულ ცოდნას.
სასამართლომ განმარტა, რომ პროცესის მხარე წარმოადგენს იმ პირს, რომელიც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის უშუალო მონაწილეა, ამიტომ მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა საქმისათვის. ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობს კანონმდებელი, როდესაც მხარეთა ახსნა-განმარტებას მიიჩნევს მტკიცებულებად, მტკიცების ერთ-ერთ დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან საშუალებად. ამავე დროს, მხარეები და მესამე პირები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან. ამ გარემოებამ კი შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მათი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე, მაგრამ, ასეთი ვითარება მხარეთა ახსნა-განმარტებას კი არ ართმევს მტკიცებულებით ძალას და მნიშვნელობას, არამედ ავალებს სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასოს მხარის ახსნა-განმარტება.
იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი დოკუმენტი, რომელიც ცხადად ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის მატარებელი გასაუბრების ოქმი, რომელიც ფაქტობრივად არ იძლევა გასაუბრების პროცესის ა--ლიზის შესაძლებლობას, ართმევს რა სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და იმის დადგენის შესაძლებლობას, მოსარჩელეს მართლა დაუსვეს თუ არა ის შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობდა უფლებამოსილი პირის მიერ წინასწარ დადგენილი ყველა კრიტერიუმით პრეტენდენტის შეფასებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ოქმის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ სხდომის მსვლელობის სრულყოფილი აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებულ ნორმებსა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სასწავლო დაფინანსების მიზნით გამართული კონკურსის მე-3 ეტაპის, გასაუბრების მიმდინარეობის (პროცესის) ამსახველი მტკიცებულებები უნდა გააჩნდეს სწორედ არა მოსარჩელე, არამედ მოპასუხე მხარეს. შესაბამისად, ამ უკა--სკნელს გააჩნდა შესაძლებლობა მეტი მტკიცების საშუალებებით, მათ შორის, აუდიო თუ ვიდეო ჩა--წერის ან სხვა საშუალებების დახმარებით, რომელსაც „ძლიერი“ უტყუარი მტკიცებულების ხასიათი ექნებოდა, გაებათილებინა მეორე მხარის (მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები.
სასამართლო დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ ერთ შეკითხვაზე გაცემული პასუხით შესაძლებელია კომისიის წევრს შეექმნას შინაგანი რწმენა და პრეტენდენტი შეაფასოს სხვადასხვა კრიტერიუმით, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა გააჩნია როგორც შეკითხვის ფორმულირებას, ასევე, შეფასების კრიტერიუმებს. მით უმეტეს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები ისეთი სახით არის ჩამოყალიბებული, რაც საჭიროებდა კონკრეტული შეკითხვის დასმას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მისთვის სრულიად უცნობია კომისიის წევრის მიერ რა სახით იყო შეკითხვა დასმული, შეუძლებელია შინაგანი რწმენის შექმნა, გასაუბრების შედეგად იყო თუ არა შესაძლებლობა კანდიდატის შეფასება ყველა კრიტერიუმით, ხოლო ასეთის არ არსებობის პირობებში დაუსაბუთებელია როგორ მოხდა მა----- მაისურაძის ყველა კრიტერიუმით შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მა----- მა---------სთან მიმართებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმი მა----- მაისურაძის ნაწილში და დაევალა მოპასუხეს ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების მისაღებად დასმული შეკითხვების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და არ ფასდება კანონთან მიმართებით. კანონდებელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შეფასაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღებას მას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების, სამუშაო პროცესში დასმული შეკითხვების შინაარსისა და მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი, საკონკურსო კომისიისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს არაეფექტურობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, საკონკურსო პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩაწერა ან ოქმში დაფიქსირება, რომ განხორციელებულიყო სასამართლო არ იქნებოდა უფლებამოსილი შეემოწმებინა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტისათვის დასმული კითხის რელევანტურობა შესაფასებელ კრიტერიუმთან და კითხვის შინაარსისა თუ ფორმულირების მიზანშეწონილობა.
აპელანტის მითითებით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი შემოწმოს გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა უფლებამოსილი და ვალდებულია შეამოწმოს დისკრეციის განხორციელების მართლზომიერება და დაასაბუთოს რატომ არის დისკრეციის ფარგლებში გამოცემული გადაწყვეტილება არამართლზომიერი.
საკონკურსო კომისია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, რომელიც თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის დაცვით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით. შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გდაწყვეტილების პროცესში გამოთქმული მოსაზრებებისა და დასმული კითხვების მიზანშეწონილობა, შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს, საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. აპელანტის მითიტებით, აღნიშნული მსჯელობაც ადასტურებს, რომ კონკურსანტის შეფასება დადგენილი კრიტერიუმებით წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ნაწილს.
აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მა----- მა---------სთან მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონკურსო კომისიამ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, დადგენილი წესით შეაფასა საკონკურსო გა--ცხადი, ჩაატარა გასაუბრება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლო ადასტურებს, რომ კონკურსანტის შეფასება მოხდა შეფასების წინასწარ დადგენილი ფორმის დაცვითა და შესაბამისი ქულობრივი სპექტრის ფარგლებში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს დაშვებული შეცდომა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება. ის ფაქტი, რომ ცენტრის მხრიდან არ ხდება საკონკურსო პროცედურის აუდიო და ვიზუალური ჩაწერა, ან კონკურსანტისათვის დასმული შეკითხვების საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში ასახვა, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო აქტის ბათლობას, მაშინ როდესაც აღნიშნულის განხორციელების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. აპელანტის მითითებით, სასაართლოს მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რომელ პრინციპთან მიმართებით იქნა დარღვეული კონკურსანტის უფლებები, არ უთითებს თუ რაში გამოიხატა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, რატომ არის დარღვეული თა--სწორობის პრინციპი ან მოხდა თუ არა გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობა ან არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობა. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში ციტირებს მხოლოდ ნორმებს, თუმცა არ ასაბუთებს აღნიშნული ნორმების დარღვევის საფუძვლების არსებობას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლია--დ ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის №14-17 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“, და--რთი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა გა--ცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - htts://app.iec.gov.ge, ელექტრონული გა--ცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. მითითებული ბრძანების №1 და--რთის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმა--თლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს შორის იყო სამართალი, ხოლო დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოში საერთაშორისო გა--თლების ხარისხის, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო აკადემიური თა--მშრომლობის განვითარების, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა სპეციალური ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ქვეყნის საერთაშორისო საგანმანთლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცდა თანდართული სსიპ – გა--თლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში სსიპ – გა--თლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი და პირობები.
აღნიშნული დადგენილების და--რთის - „სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლესი გა--თლების მე-2 და მე-3 საფეხურის საგანმა--თლებლო პროგრამებზე გა--თლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თა--მშრომლობას. იმავე და--რთის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ცენტრისა და შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისიის მეშვეობით.
სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 28 აპრილის N14-17 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“-ის №1 და--რთის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თა--ხმად, პროგრამის სამიზნე ჯგუფად განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმა--თლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმა--თლებლო პროგრამებზე, სოციალური ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. კერძოდ, პირი, რომელიც: 1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხს; 2. სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; 3. სწავლობენ უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა 2017-2018 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები და მათ შორის იყო სოციალური მეცნიერებები.
ამავე და--რთის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული გა--ცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; კომისიის მიერ გა--ცხადების შეფასებისა და კონკურსანტებთან გასაუბრების გზით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. და--რთით ასევე განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული გა--ცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. გა--ცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 3 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული გა--ცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული გა--ცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.
სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტროო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №1 ოქმით კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 და--რთის შესაბამისად.
დადგენილია, რომ №2 და--რთი მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები) და კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ა--ლიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე). აღნიშნულ ეტაპზე პირველი 6 კომპონენტის შეფასება ხდება ქულობრივი სპექტრით 0-5, მე-7 კომპონენტის შეფასება - ქულობრივი სპექტრით - 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა----- მა--------- მონაწილეობას იღებდა ზემოაღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში, სამართლის მიმართულებით და კონკურსში მონაწილეობის მიზნით, „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის“ ელექტრონულ მისამართზე წარდგენილი ჰქონდა ელექტრონული გა--ცხადი, თანდართული დოკუმენტაციით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადალახა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი, რაც გულისხმობდა როგორც ელექტრონული გა--ცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ასევე, ელექტრონული გა--ცხადის შინაარსობრივ შეფასებას შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოტივაცია, 2. მიმართულების/დარგის ცოდნა, 3. გამოცდილება, 4. საზოგადოებრივი ხედვა, 5. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები.
დადგენილია, რომ კომისიის წევრებმა გა--ხორციელეს მა----- მა---------სთან გასაუბრება და იგი შეაფასეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად, შეფასების თითოეულ კრიტერიუმში კონკრეტული ქულით. შესაბამისად, მა----- მა--------- შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოტივაცია (მოგვიყევით შერჩეულ მიმართულებაზე/პროგრამაზე სწავლის მიზნებზე და მისი შერჩევის საფუძველზე; განგვიმარტეთ უკვე მიღებული აკადემიური ხარისხის ან/და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების კავშირი შერჩეულ აკადემიურ პროგრამასთან); 2. ა--ლიზის, ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტაციის უნარი (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდეგ თქვენი მოლოდინების შესახებ როგორც აკადემიური/კარიერული განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ამ სასტიპენდიო პროგრამის მიმართ); 3. ტოლერანტობა, კეთილგანწყობა (გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში შექმნილი კონფლიქტური/სტრესული სიტუაცია და თქვენ მიერ შეთავაზებული გადაჭრის გზა; მოგვიყევით თქვენი მთავარი პიროვნული ფასეულობ(ებ)ის შესახებ); 4. თვითშეფასება (დაგვისახელეთ და აღგვიწერეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები); 5. საზღვარგარეთ სწავლისათვის მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა (რა სირთულეებს და გამოწვევებს მოელით საზღვარგარეთ სწავლისას უცხო გარემოში ცხოვრების პერიოდში), 6. საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიურად პოპულარიზაციის ინტერესი და მზაობა (რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოს და შერჩეული ქვეყნის ურთიერთობების შესახებ? სად ხედავთ თქვენს როლს ამ ურთიერთობაში, როგორც საერთაშორისო სტუდენტი?), 7. აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნები (მოგვიყევით სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში, აკადემიურ სფეროში მოღვაწეობის მიზნების თაობაზე).
დადგენილია, რომ კონკურსის მე-3 ეტაპზე მა----- მა--------- შეფასდა 28,2 ქულით, ხოლო საბოლოოდ მისმა შეფასებამ შეადგინა 65,8 ქულა, რითაც სამართლის მიმართულების რეიტინგში დაიკავა მე-17 ადგილი. შესაბამისად, მან ვერ მოიპოვა სასწავლო დაფინანსება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტროო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. იგი დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის დაცვით, მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით. ამდენად, შეფასების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს კომისიის მიერ კონკურსის ჩატარება დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოთქმული მოსაზრებების ერთობლიობა და ამ მოსაზრებების შესაბამისი ქულის ასახვა თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებაში წარმოადგენს კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესის ელემენტს, საბოლოო შედეგების შეჯამებამდე.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმის კანონიერება იმ მოტივით, რომ იგი არასწორად ასახავს რეალობას. მოსარჩელის განმარტებით, გასაუბრების ეტაპზე მისთვის შეკითხვები არ ყოფილა იმ სახით დასმული, რითაც კომისიის წევრებს შესაძლებლობა ექნებოდათ შეეფასებინათ წინასწარ, ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებით. მისივე განმარტებით, საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ისაუბრა მხოლოდ სამაგისტრო პროგრამასა და მოლოდინებთან დაკავშირებით, ასევე, იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენებდა მიღებულ ცოდნას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საკონკურსო კომისია, მისი შექმნის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, სარგებლობს ფართო დისკრეციით და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაამოწმოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, თუმცა აღნიშნული პრინციპი არ გულისხმობს კომისიის მოქმედებების უკონტროლობას და მის საქმიანობაზე სასამართლო ზედამხედველობის გამორიცხვის შესაძლებლობას. სასამართლო, სარჩელის პირობებში, ვალდებულია შეამოწმოს არის თუ არა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში, რამდენად დასაბუთებულია ამ უფლებამოსილების გამოყენება, ხომ არ არის დარღვეული კანონის წინაშე თა--სწორობის პრინციპი, კონკურსის ჩატარებისას დაირღვა თუ არა კანონით დადგენილი წესი, მოხდა თუ არა გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობა, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობა, ობიექტურობის საყოველთაო მასშტაბის დარღვევა, რამაც მოსარჩელესთან მიმართებაში გა--პირობა გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება. ამდენად, სასამართლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს გადაწყვეტილების ამ უკა--სკნელ პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ პროცესის მხარე წარმოადგენს იმ პირს, რომელიც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის უშუალო მონაწილეა, ამიტომ მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებსაც აქვთ მნიშვნელობა საქმისათვის. ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობს კანონმდებელი, როდესაც მხარეთა ახსნა-განმარტებას თვლის მტკიცებულებად, მტკიცების ერთ-ერთ დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან საშუალებად. ამავე დროს, მხარეები და მესამე პირები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან. ამ გარემოებამ კი შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მათი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე, მაგრამ, ასეთი ვითარება მხარეთა ახსნა-განმარტებას კი არ ართმევს მტკიცებულებით ძალას და მნიშვნელობას, არამედ ავალებს სასამართლოს განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასოს მხარის ახსნა-განმარტება. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იქნა არცერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავდა გასაუბრების მიმდინარეობას, დასმულ შეკითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს, სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილია მშრალი, არაინფორმაციული ხასიათის გასაუბრების ოქმი, რომელიც არ იძლევა გასაუბრების პროცესის ა--ლიზის შესაძლებლობას, სასამართლოს ართმევს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და იმის დადგენის შესაძლებლობას, მოსარჩელეს მართლა დაუსვეს თუ არა ის შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობდა უფლებამოსილი პირის მიერ წინასწარ დადგენილი ყველა კრიტერიუმით შეფასებას. პალატა მიუთითებს, რომ მართალია, ოქმის წარმოების პროცედურა მკვეთრად გაწერილი არ არის შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგრამ ოქმის დანიშნულებას და მისი წარმოების სამართლებრივ მიზანს წარმოადგენს სწორედ სხდომის მსვლელობის აღწერა და იმ ფაქტების დეტალიზაცია, რასაც ადგილი ჰქონდა სხდომაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თა--ხმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამასთან, ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თა--ხმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასწავლო დაფინანსების მიზნით გამართული კონკურსის მე-3 ეტაპის, გასაუბრების მიმდინარეობის (პროცესის) ამსახველი მტკიცებულებები უნდა გააჩნდეს სწორედ არა მოსარჩელეს, არამედ მოპასუხე მხარეს. შესაბამისად, ამ უკა--სკნელს გააჩნდა შესაძლებლობა მეტი მტკიცების საშუალებებით, მათ შორის, აუდიო თუ ვიდეო ჩა--წერის ან სხვა საშუალებების დახმარებით, რომელსაც „ძლიერი“ უტყუარი მტკიცებულების ხასიათი ექნებოდა, გაებათილებინა მეორე მხარის (მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები.
სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ ერთ შეკითხვაზე გაცემული პასუხით შესაძლებელია კომისიის წევრს შეექმნას შინაგანი რწმენა და პრეტენდენტი შეაფასოს სხვადასხვა კრიტერიუმით, თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა გააჩნია როგორც შეკითხვის ფორმულირებას, ასევე, შეფასების კრიტერიუმებს. მით უმეტეს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმები ისეთი სახით არის ჩამოყალიბებული, რაც საჭიროებს კონკრეტული შეკითხვების დასმას. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ ვინაიდან სრულიად უცნობია კომისიის წევრის მიერ რა სახით იყო შეკითხვა დასმული, შეუძლებელია შინაგანი რწმენის შექმნა, გასაუბრების შედეგად იყო თუ არა შესაძლებლობა კანდიდატის შეფასება ყველა კრიტერიუმით, ხოლო ასეთის არ არსებობის პირობებში დაუსაბუთებელია, თუ როგორ მოხდა მა----- მაისურაძის ყველა კრიტერიუმით შეფასება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მა----- მა---------სთან მიმართებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემულ იქნა საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის ჩატარებისათვის დადგენილი წესის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად სცნო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სსიპ „გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 09 ივნისის №21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 12 ივლისის №8 სხდომის ოქმი მა----- მაისურაძის ნაწილში და სწორად დაევალა სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრს ზემოხსენებული გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ა--ლიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები
აპელანტი სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ გა--თლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები : თეა ძიმისტარაშვილი
ნა-- ჭიჭილეიშვილი