განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.02.2020
საქმის ნომერი
240210016001650163
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210016001650163

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-114 18 თებერვალი 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძემ

 

სხდომის მდივანი: თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი (მოპასუხე): მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები: ე---------- წ--–------, ბ------- თ----------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ი.მ. ი----- ო---–-----

წარმომადგენელი: ა---------– ბ--–-------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1. ი.მ. ი----- ო---–-----მ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითა და მოპასუხისათვის მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების 8000 ლარის და პირგასამტეხლოს 5000 ლარის დაკისრება ითხოვა.

2. მოსარჩელის განმარტებით 2013 წლის 30 დეკემბერს, მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს ქვედა უბნის გაზიფიკაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 15 497 ლარს, რომელიც საბოლოოდ გაფორმდა 11 012 ლარზე. N4-- და N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სოფლის მხარდამჭერი პროგრამის პროექტის შესაბამისად ჩატარებული სამუშაოები მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას, რის შესახებაც 2014 წლის 05 სექტემბერს ეცნობა მუნიციპალიტეტის მერს, მოსარჩელემ ითხოვა შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისი თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, 2014 წლის 08 მაისს და 05 სექტემბერს შედგა ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტები. კერძოდ მოსარჩელის მიერ N4-- და N1-- ხელშეკრულებებით, სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული გაზიფიკაციის სამუშაოები შესრულებული იქნა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხ---–-ს პირველი, მე-2, მე-3, მ-4, მე-5, მე-6 და მე-7 უბნებში (შესახვევებში), შესრულებული სამუშაოების თანხის დარჩენილი ნაწილი 8000 ლარი მოსარჩელეს არ აუნაზღაურდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებისა და მითითებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველია.

4. მოსარჩელემ ასევე ითხოვა მოპასუხისათვის, ვალდებულების დრღვევისათვის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება 5000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხის წარმომადგენელმა, მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლის წარდგენით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხის განმარტებით, მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიამ ი.მ. ი----- ო---–-----ს ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული აქვს, მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას;

 

სარჩელის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

6. მ--------–ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ი----- ო---–-----ს სარჩელი მოპასუხე - მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. დაეკისრა მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ი----- ო---–-----ს სასარგებლოდ 7002.82 ლარის გადახდა.

7. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს ი/მ ი----- ო---–-----სა და მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მერია) შორის დაიდო “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №4-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბნის გაზიფიკაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

8. №4-- ხელშეკრულების თანახმად, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენდა 15 497 ლარს. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-

მოვალეობები. მომსახურების ხარისხსა და ვარგისიანობაზე, სამუშაოთა დროულ შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იყო შემსყიდველი ორგანიზაცია (ხელშეკრულების 5.1- 5.4. პუნქტები).

9. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის გაწევა ევალებოდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მიმწოდებელსა და ინსპექტირების ჯგუფს შორის სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მე-6 და მე-7 მუხლები).

10. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილების ინიციატორის მხრიდან მეორე მხარისათვის შეტყობინებისა და ნებისმიერი ცვლილების ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმების ვალდებულებაზე (მე-11 მ).

11. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 მაისი (ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად 2014 წლის 10 მარტი (18.1 და 18.2 მუხლები).

12. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების 15.1. პუნქტი).

13. 2014 წლის 8 მაისს მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 14 თებერვლის №36 ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფსა და ი/მ ი----- ო---–-----ს შორის, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ ი/მ ი----- ო---–-----მ ჩააბარა, ხოლო მ--------–ის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა (ჯგუფის 9 წევრიდან 8 წევრის ხელმოწერით) მიიღო 2013 წლის 31 დეკემბრის №4---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–ში, ქვედა ხ---–-ს უბანში I,II,III,IV,V,VI,VII, შესახვევის გაზიფიკაციაზე შესრულებული სამუშაოები. იმავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002232814 დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმა N2-ის თანახმად (გარდა მცირედი გადაცდომებისა,რომელიც უნდა განხორციელდეს სამუშაოს მეორე ეტაპის დასრულების შედეგ და რომელსაც ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე გავლენა არ მოუხდენია) ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია. 2013 წლის 31 დეკემბრის №4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულებულია.

14. №4---ე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საფასური შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადახდილ იქნა ეტაპობრივად, კერძოდ, 2014 წლის 6 მარტს მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ი/მ ი----- ო---–-----ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 4 428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №16), 2014 წლის 13 მარტს - 4428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №17) და 3014 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №22), ჯამში -11870 ლარი.

15. 2014 წლის 23 მაისს ი/მ ი----- ო---–-----სა და მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მერია) შორის დაიდო “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №1-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის ქვედა ხ---–-ს უბნის შესახვევებში გაზის მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების შესყიდვა.

16.ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 11 012 ლარით.

17.ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების ხარისხსა და ვარგისიანობაზე, ასევე დროულად შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იყო შემსყიდველი ორგანიზაცია (ხელშეკრულების 5. 5.4. პუნქტები).

18.ამ ხელშეკრულების ფარგლებშიც ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მიმწოდებელსა და ინსპექტირების ჯგუფს შორის სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მე-6 და მე-7 მუხლები).

19. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 28 ივლისი (ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად 2014 წლის 10 სექტემბერი (18.1 და 18.2 მუხლები).

20. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1%-ის პირგასამტეხლოს სახით გადახდა (ხელშეკრულების15.1. პუნქტი).

21. 2014 წლის 14 ივლისს, მხარეებმა №1-- ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება,რაც გააფორმეს დანართი 1-ის სახით. კერძოდ, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 11819 ლარით. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა ი/მ ე----–-–---–ის 2014 წლის 11 ივლილის №205 წერილისა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. №1-- ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

22. 2014 წლის 30 მაისს მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა №576 წერილით მიმართა ი/მ ე----- ხ--–-–---–ს და ითხოვა სოფელ ხ---–-ს გაზიფიკაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა.

23. 2014 წლის 28 ივლისს იმავე ხელშეკრულებაში (№1--) მხარეებმა შეიტანეს ცვლილება,რაც გააფორმეს დანართი 2-ის სახით. კერძოდ,მომსახურების ვადა განისაზღვრა - 2014 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა ი/მ ი----- ო---–-----ს 2014 წლის 8 ივლისის №1975 და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 25 ივლისის №226 წერილების საფუძველზე. №1-- ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

24. 2015 წლის 10 თებერვალს, მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №370 ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფსა და ი/მ ი----- ო---–-----ს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ ი/მ ი----- ო---–-----მ ჩააბარა, ხოლო მ--------–ის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა (ჯგუფის 9-ვე წევრის ხელმოწერით) მიიღო 2014 წლის 23 მაისის №1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–ში, ქვედა ხ---–-ს უბნის შესახვევებში გაზის მაგისტრალის გაყვანის სამუშაოები.იმავე მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №007063314 დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმა №2-ის თანახმად: ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულება შეუძლებელი გახდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზების გამო.

25.სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ №4-- და №1-- ხელშეკრულებების ფარგლებში ი/მ ი----- ო---–-----ს მიერ შესრულებულია 18 872.82 ლარის ღირებულების სამუშაო.მოპასუხის მიერ გადახდილია 11 870.00 ლარი. შესაბამისად,მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშკრულებებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება - 7002.82 ლარის ოდენობით.

26. დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს ი/მ ი----- ო---–-----სა და მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მერია) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- ხელშეკრულება მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბნის I,II,III,IV,V,VI,VII, შესახვევებში გაზიფიკაციის სამუშაოების შესყიდვაზე, ხოლო იმავე პირებს შორის, 2014 წლის 23 მაისს, დაიდო №1-- ხელშეკრულება იმავე სოფლის იმავე უბანში გაზის მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების შესყიდვაზე.

27. შესაბამისად, ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბანში გაზის მაგისტრალის მშენებლობის დაწყებას და დასრულებას. მხარეებმა როგორც ერთი, ისე მეორე, ხელშეკრულებების მე-7 პუნქტით განსაზღვრეს, რომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.

28. საქმის მასალების მიხედვით, №4-- ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 14 თებერვლის №36 ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი 9 კაცის შემადგენლობით, ხოლო №1-- ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით-მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №370 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი ასევე 9 კაცის შემადგენლობით.

29. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4-- და №1-- ხელშეკრულებების 1.6. პუნქტების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულად ჩაითვლებოდა სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

30. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 8 მაისს ი/მ ი----- ო---–-----მ ჩააბარა, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა მიიღო №4---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო იმავე პირებს შორის №1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების და ინსპექტირების ჯგუფის მიერ, მისი მიღების ფაქტი სასამართლომ დაადგინა - 2015 წლის 10 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით.

31. სასამართლოს მითითებით №4---ე და №1---ე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტს არ უარყოფს მოპასუხე მხარეც, თუმცა უთითებს, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურა მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ღირებულება, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

32. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საინჟინრო ექსპერტიზის №002232814 და №002432315 დასკვნებისა და ფორმა 2-ის მიხედვით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--------–ის მუნიციპალიტეტის ხ---–-ს უბნის ქვედა ხ---–-ს უბნის 1-7 შესახვევებში, გაზიფიკაციის სამუშაოსა და გაზიფიკაციის სამუშაოების გაგრძელების შესახებ №4---ე და №1---ე ხელშეკრულებების ფარგლებში ი----- ო---–-----ს მიერ შესრულებულია 18 872.82 ლარის ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. უფრო კონკრეტულად, საინჟინრო ექსპერტიზის №002232814 დასკვნითა და ფორმა-2-ის მიხედვით, №4---ე ხელშეკრულების ფარგლებში მ--------–ის მუნიციპალიტეტის ხ---–-ს უბნის ქვედა ხ---–-ს 1-ლ შესახვევში შესრულებულია 1707,28 ლარის, მე-2 შესახვევში-1707,28 ლარის, მე-3 შესახვევში-1735.44 ლარის,მე-4 შესახვევში-1707,28. ლარის,მე-5 შესახვევში-1707,28. ლარის, მე-6 შესახვევში - 1722.43 ლარის და მე-7 შესახვევში - 1722.43 ლარის (სულ 12009.42 ლარი) ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. №1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავდა ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე, №1---ე ხელშეკრულების ფარგლებში, ი----- ო---–-----ს მიერ, საინჟინრო ექსპერტიზის №002432315 დასკვნისა და ფორმა 2-ის მიხედვით, 1-ელ შესახვევში შესრულებულია 540.76 ლარის, მე-2 შესახვევში-338.05 ლარის, მე-3 შესახვევში-351.79 ლარის,მე-4 შესახვევში-442.70 ლარის, მე-5 შესახვევში-720.37 ლარის, მე-6 შესახვევში-429.33 ლარის და მე-7 შესახვევში-631.40 ლარის (ჯამში 3454.40 ლარი) ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე 1-ელ შესახვევში შესრულებულია 254.40 ლარის, მე-2 შესახვევში-568.32 ლარის, მე-3 შესახვევში-419.75 ლარის,მე-4 შესახვევში-84.60. ლარის,მე-5 შესახვევში-434.33 ლარის, მე-6 შესახვევში-4606,28 ლარის და მე-7 შესახვევში-1041.31 ლარის (ჯამში 3409 ლარი) ღირებულების სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები.

33. სასამართლოს მითითებით, რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მოსარჩელის მტკიცებულებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, პირიქით, დადგენილი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში სამშენებლო ობიექტი მიღებული იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის მიერ, რაც ობიექტის მიღება ჩაბარების აქტებით დადასტურდა.

34. სასამართლომ მიუთითა ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”შ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, აფიდავიტი (მიღება-ჩაბარების აქტი), არის

წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.

35. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გარკვეული გარემოების ან ინფორმაციის არსებობა და შესაბამისად, მისი უტყუარობა, და რასაც თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ ხელშემკვრელი მხარეები, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ორმხრივ (ან მრავალმხრივ) შესასრულებელ დოკუმენტს, რომელიც ფორმდება ხელშეკრულების მხარეებს შორის და რომლითაც დასტურდება სამუშაოების (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების) ფაქტობრივად შესრულება, ხოლო სადავოობის შემთხვევაში იგი წარმოადგენს დამადასტურებელ მტკიცებულებას ვალდებულების შესრულების თაობაზე.

36. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ №1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიღების აქტის მიხედვით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულება შეუძლებელი გახდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზების გამო. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზი არანაირად არ უკავშირდება მიმწოდებლის ბრალეულობას, აღნიშნულის მოწესრიგება დამკვეთის პრეროგატივაა და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მისი გამოსწორებაც მისსავე ვალდებულებას წარმოადგენს. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 30 მაისს მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა №576 წერილით მიმართა ი/მ ე----- ხ--–-–---–ს და ითხოვა სოფელ ხ---–-ს გაზიფიკაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, საქმის მასალებით ასევე დადასტურდა ხარჯთაღრიცხვის გასწორების მიზნით №1---ე ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით, ცვლილებების შეტანის ფაქტი.

37. სასამართლოს მითითებით: მოსარჩელემ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მისი წილი მტკიცების ფარგლებში დაადასტურა მის მიერ ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 872.82 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი----- ო---–-----სათვის, №4---ე და 1---ს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის ჯამში -11870 ლარის ჩარიცხვის ფაქტი, კერძოდ, ი/მ ი----- ო---–-----ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა ეტაპობრივად: 2014 წლის 6 მარტს - 4 428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №16), 2014 წლის 13 მარტს - 4428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №17) და 3014 ლარი (საგადახდო მოხოვნა №22). წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით, №4---ე და №1---ე ხელშეკრულებების ფარგლებში ი----- ო---–-----ს მიერ ჯამში შესრულებულია 18 872.82 ლარის ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ხოლო შემსყიდველისგან მიღებული აქვს 11870 ლარი, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 7002.82 ლარით ნაკლებია, რაც გახდა ამავე თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

38. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისათვის პირგასამტეხლოს 5000 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ის შემდეგი საფუძვლით: დადგენილი იქნა, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს და 2014 წლის 23 მაისს დადებული ხელშეკრულებებით მხარეები №4-- და №1-- ხელშეკრულებების 15.1 პუნქტებით, შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა.

39. მითითებული ხელშეკრულებებით მხარეთა შეთანხმება მოიცავდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მხარეები არ შეთანხმებულან.

40. სასამართლოს მითითებით: ვინაიდან მხარეები დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე არ შეთანხმებულან, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე საფუძველს მოკლებულია.

41. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 639-ე, 641, 408-ე, 992-ე, 411-412-ე მუხლები.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

42. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

43. აპელანტის განმარტებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ ი.მ. ი----- ო---–-----ს მიერ, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული იქნა 18872.82 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო მერიის მიერ გადახდილია 11870.00 ლარი. მაშინ, როცა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნებით დასტურდება, რომ N16 საგადასახადო დავალების ქვითრით ი----- ო---–-----ს ანგარიშზე ჩაირიცხა - 4428 ლარი, N17 საგადასახადო ქვითრით, ჩაირიცხა- 4428 ლარი, N22 საგადასახადო ქვითრით- 3014 ლარი და N90 საგადასახადო ქვითრით - 3452 ლარი, ანუ ჯამში მოსარჩელეს ჩაერიცხა 15 322 ლარი. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილეის მიღებისას არ იქნა გაანგარიშებული N90 საგადასახადო დავალებით გადახდილი თანხა, რომლითაც დასტურდება მოსარჩელისათვის 3452 ლარის გადახდა.

44. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავდა ორ ეტაპს. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დამკვეთის მიერ ი.მ. ი----- ო---–-----სათვის დაკვეთილ იქნა ერთ ეტაპად. N1-- ხელშეკრულების 9.3. მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს შუალედური სამუშაოს შესრულების მიღებას ფორმა N2-ის მიხედვით, ანგარიშსწორების განხორციელებას არაუმეტეს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 50%-ის ფარგლებში, ი.მ. ი----- ო---–-----ს მიერ მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილ იქნა 24.07.2014 წელს. კერძოდ მოსარჩელემ მერიას წარუდგინა შუალედური ფორმა N2, რომლის თანახმადაც, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3454.4 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე 01 აგვისტოს მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ი.მ. ი----- ო---–-----ს ჩაურიცხა 3452 ლარი N90 საგადასახადო დავალებით. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული საინჟინრო ექსპერტიზის N002432315 დასკვნა მას შუალედურის ანგარიშსწორების დროს არ წარმოუდგენია, რადგან ი.მ. ი----- ო---–-----ს N1-- ხელშეკრულების პირობები არ ავალდებულებდა შუალედური ანგარიშსწორებისას საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენას. საინჟინრო ექსპერტიზის N002432315 დასკვნა გაცემულია 30.04.2015 წელს, ხოლო შუალედური ანგარიშსწორება მოხდა 01.08.2014 წელს. საინჟინრო ექსპერტიზის N007063314 დასკვნისა და საბოლოო ფორმა N2-ის შესაბამისად, ი.მ. ი----- ო---–-----ს მიერ, N1-- ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებული იქნა ჯამში -3409 ლარის სამუშაოები, რაც 43 ლარით ნაკლებია მის მიერ შუალედური ფორმა N2-ით წარმოდგენილ შუალედურად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებაზე და 01.08.2014 წლის N90 საგადასახადო დავალებით გადახდილ 3452 არზე.

45. აპელანტის მითითებით უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით არ უნდა დაკმაყოფილდეს ი.მ. ი----- ო---–-----ს სარჩელი.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გაადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვეტოს იგი.

48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციიო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

49. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიას ი.მ ი----- ო---–-----ს სასარგებლოდ, ნაცვლად 7002.82 ლარისა უნდა დაეკისროს 6251 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო დიდწილად იზიარებს 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

50. დადგენილია, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს, ი/მ ი----- ო---–-----სა და მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მერია) შორის დაიდო “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №4-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბნის გაზიფიკაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. №4-- ხელშეკრულების თანახმად, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენდა 15 497 ლარს. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება - მოვალეობები. მომსახურების ხარისხი და ვარგისიანობა. ხელშეკრულების დროულად შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იყო შემსყიდველი ორგანიზაცია (ხელშეკრულების 5.1- 5.4. პუნქტები) (ტ.1. ს.ფ.22-25).

51. ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მიმწოდებელსა და ინსპექტირების ჯგუფს შორის სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მე-6 და მე-7 მუხლები).

52. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილების ინიციატორის მხრიდან, მეორე მხარისათვის შეტყობინებისა და ნებისმიერი ცვლილების ხელშეკრულების დანართის სახით გაფორდებოდა (მე-11 მ).

53. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 მაისი (ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად 2014 წლის 10 მარტი (18.1 და 18.2 მუხლები).

54. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების 15.1. პუნქტი).

55. საქმეში განთავსებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2014 წლის 05 მაისის N002232814 დასკვნა, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ 2014 წლის 03 აპრილს ი.მ. ი----- ო---–-----მ განცხადებით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რათა მას დაედგინა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს 7 ჩიხის გაზმომარაგების სამუშაოების მოცულობა. ამავე დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა ი.მ. ი----- ო---–-----ს მიერ მ--------–ის მუნნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხ---–-ს უბნების გაზიფიკაციის შესრულებული სამუშაოების მოცულობა. (ტ.1. ს.ფ.232-241);

56. დადგენილია, რომ 2014 წლის 8 მაისს მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 14 თებერვლის №36 ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფსა და ი/მ ი----- ო---–-----ს შორის, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ ი/მ ი----- ო---–-----მ ჩააბარა, ხოლო მ--------–ის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა (ჯგუფის 9 წევრიდან 8 წევრის ხელმოწერით) მიიღო 2013 წლის 31 დეკემბრის №4---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–ში, ქვედა ხ---–-ს უბანში I,II,III,IV,V,VI,VII, შესახვევის გაზიფიკაციაზე შესრულებული სამუშაოები. იმავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002232814 დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმან 2-ის თანახმად (გარდა მცირედი გადაცდომებისა,რომელიც უნდა განხორციელდეს სამუშაოს მეორე ეტაპის დასრულების შედეგ და რომელსაც ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე გავლენა არ მოუხდენია) ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია. 2013 წლის 31 დეკემბრის №4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულებულია. (ტ.1. ს.ფ.87);

57. №4---ე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საფასური შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადახდილ იქნა ეტაპობრივად, კერძოდ, 2014 წლის 6 მარტს მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ი/მ ი----- ო---–-----ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 4 428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №16), 2014 წლის 13 მარტს - 4428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №17) და 3014 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №22), ჯამში -11870 ლარი.(ტ.1. ს.ფ.254-256);

58. 2014 წლის 23 მაისს ი/მ ი----- ო---–-----სა და მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მერია) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №1-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის ქვედა ხ---–-ს უბნის შესახვევებში გაზის მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების შესყიდვა.ელშეკრულების ფასი განისაზღვრა 11 012 ლარით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების ხარისხი და ვარგისიანობა. ხელშეკრულების დროულად შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იყო შემსყიდველი ორგანიზაცია (ხელშეკრულების 5. 5.4. პუნქტები).

59. ამავე ხელშეკრულების ფარგლებშიც ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მიმწოდებელსა და ინსპექტირების ჯგუფს შორის სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მე-6 და მე-7 მუხლები).(ტ.1. ს.ფ.26).

60. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 28 ივლისი (ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად 2014 წლის 10 სექტემბერი (18.1 და 18.2 მუხლები).

61. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 ივლისს, იმავე მხარეებმა 2014 წლის 23 მაისს ი/მ ი----- ო---–-----სა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას (ამჟამად მერია) შორის გაფორმებული “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №1-- ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება,რაც გააფორმეს დანართი 1-ის სახით. კერძოდ, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა - 11819 ლარით.აღნიშნული ცვლილება განხორციელდა ი/მ ე----–-–---–ის 2014 წლის 11 ივლილის №205 წერილისა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. №1-- ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.(ტ.1. ს.ფ.27);

62. 2014 წლის 30 მაისს მ--------–ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა №576 წერილით მიმართა ი/მ ე----- ხ--–-–---–ს და ითხოვა სოფელ ხ---–-ს გაზიფიკაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა. 2014 წლის 28 ივლისს იმავე ხელშეკრულებაში (№1--) მხარეებმა შეიტანეს ცვლილება,რაც გააფორმეს დანართი 2-ის სახით.კერძოდ, მომსახურების ვადა განისაზღვრა-2014 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა ი/მ ი----- ო---–-----ს 2014 წლის 8 ივლისის №1975 და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 25 ივლისის №226 წერილების საფუძველზე. №1-- ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

63. საქმეში განთავსებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2014 წლის 23 დეკემბრის N007063314 დასკვნა, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ 2014 წლის 23 ოქტომბერს, ი.მ. ი----- ო---–-----მ განცხადებით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რათა მას დაედგინა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–ში გაზიფიცირების სამუშაოების მოცულობა. ამავე დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა ი.მ. ი----- ო---–-----ს მიერ მ--------–ის მუნნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხ---–-ს გაზიფიკაციისათვის შესრულებული სამუშაოების მოცულობა. (ტ.1. ს.ფ. 167-175);

64. დადგენილია, რომ 2015 წლის 10 თებერვალს, მ--------–ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №370 ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფსა და ი/მ ი----- ო---–-----ს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ ი/მ ი----- ო---–-----მ ჩააბარა, ხოლო მ--------–ის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა მიიღო 2014 წლის 23 მაისის №1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–ში, ქვედა ხ---–-ს უბნის შესახვევებში გაზის მაგისტრალის გაყვანის სამუშაოები. იმავე მიღება - ჩაბარების აქტის მიხედვით ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №007063314 დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმა №2-ის თანახმად (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულება შეუძლებელი გახდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზების გამო).(ტ.1. ს.ფ.86).

65. მითითებული N1-- ხელშეკრულების ფარგლებში, მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიამ, ი.მ. ი----- ო---–-----ს, N90 საგადასახადო დავალებით ჩაურიცხა 3452 ლარი. (ტ.1. ს.ფ. 211);

66. საქმეში განთავსებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2015 წლის 30 აპრილის N002432315 დასკვნა, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ 2015 წლის 11 მარტს, ი.მ. ი----- ო---–-----მ განცხადებით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რათა მას დაედგინა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს 7 ჩიხის გაზმომარაგების სამუშაოების მოცულობა. ამავე დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა ი.მ. ი----- ო---–-----ს მიერ მ--------–ის მუნნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხ---–-ს უბნების გაზიფიკაციის შესრულებული სამუშაოების მოცულობა. (ტ.1. ს.ფ.91-103);

67. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განჩინებით, განსახილველ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. სასამართლოს მითითებით საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც მხოლოდ შესრულებული სამუშაოს მოცულობა დგინდება, თუმცა მისი ღირებულების განსასაზღვრად პალატას სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, რის გამოც, ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი საკითხი: მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხ---–-ს უბნების გაზიფიკაციის რა ღირებულების სამუშაო იქნა შესრულებული ი----- ო---–-----ს მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის თითოეული დასკვნის შესაბამისად ცალ- ცალკე? (ტ.2. ს.ფ.336-338);

68. მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 29 ივლისის დასკვნის თანახმად: მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხ---–-ს გაზიფიკაციაზე ი----- ო---–-----ს მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს ექსპერტიზის დეპარტამენტის თითოეული დასკვნის შესაბამისად ცალ - ცალკე შეადგენს: ექსპერტიზის დასკვნა N002432315 - დანართი N1 - 4056.2 ლარს; ექსპერტიზის დასკვნა N007063314 - დანართი N2 - 4777,31 ლარს; ექსპერტიზის დასკვნა N002232814 - დანართი N3 - 12739.77 ლარს;

69. მითითებული დასკვნის თანახმად უტყუარად დასტურდება, რომ ი.მ. ი----- ო---–-----ს მიერ №4-- და №1-- ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებულია 21 573,28 ლარის ღირებულების სამუშაო (12739.77 + 4777,31 + 4056,2 =21 573,28 ლარს);

70. საქმეში განთავსებული საგადასახადო დავალების ქვითრებით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოსათვის, რაც როგორც გაირკვა არის 21 573,28 ლარის ღირებულების მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიამ, ი.მ. ი----- ო---–-----ს N16 საგადასახადო დავალების ქვითრით ჩაურიცხა - 4428 ლარი, N17 საგადასახადო ქვითრით - 4428 ლარი, N22 საგადასახადო ქვითრით- 3014 ლარი და N90 საგადასახადო ქვითრით - 3452 ლარი, ანუ ჯამში მოსარჩელეს ჩაერიცხა 15 322 ლარი.

71. შესაბამისად დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი ნაწილი 6251 ლარის ოდენობით (21 573 – 15322 = 6251ლარს).

 

სამართლებრივი დასაბუთება:

72. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

73. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეების ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.

74. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

75. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1. მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 648-მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.

76. დადგენილია, რომ ი/მ ი----- ო---–-----ს მიერ №4-- და №1-- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მის მიერ ჯამში შესრულებულია 21 573,28 ლარის სამუშაო, ხოლო მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამავე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდის შესახებ სრულად არ არის შესრულებული, სახელდობრ: საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ქვითრებით დადგენილია, რომ ი/მ ი----- ო---–-----სათვის გადახდილია ჯამში 15 322 ლარი (N16, N17, N22 და N90 საგადასახადო ქვითრებით), ამასთან საქმეში განთავსებული სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 ივლისის დასკვნის თანახმად ი----- ო---–-----ს მიერ შესრულებულია ორივე ხელშეკრულების ფარგლებში 21 573,28 ლარის სამუშაო. შესაბამისად, მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიას ი/მ ი----- ო---–-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის გადახდა, რაც შეადგენს გადასახდელ 21 573,28 - 15 322 = 6251 ლარს.

 

საპროცესო ხარჯები

77. მოდავე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. მ--------–ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას ი.მ ი----- ო---–-----ს სასარგებლოდ, ნაცვლად 7002.82 ლარისა დაეკისროს 6251 ლარის გადახდა;

3. მოდავე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-4-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე