განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2020
საქმის ნომერი
330100119003248816
ინსტანცია
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1ბ/466-20წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

02 აპრილი 2020 წ ქ. თბილისი

მოსამართლე:გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: სუ-–-------------------------–---–-- დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–----------------------–-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

სასჯელი: ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 თებერვლის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა ვ----------------–---–-- და ითხოვა მსჯავრდებულ ს---–------------–---–-------- უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა;

 

დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში ს---–------------–---–- ა-----–----------- სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, პირადად და მობილური ტელეფონის საშუალებით, ემუქრებოდა მას განადგურებითა და ძალადობით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამავე პერიოდში ს---–------------–---–- ა------–------- სისტემატიურად უთვალთვალებდა სამსახურთან, მდებარე - ქ-------–-----------–-------–------------------–- და საცხოვრებელ სახლთან, მდებარე - ქ-------–-------–---------------–-----------------------------------–-, რამაც ა-----–-----ის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ადევნებას, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალს და არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის საშუალებით, ასევე სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.

 

დაზარალებულ ა-----–-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ს---–------------–---–- იცნობს დიდი ხანია, რომელთანაც ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ევროპაში იყვნენ ერთად სამოგზაუროდ, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა და გადაწყვიტა ურთიერთობის დასრულება. აღნიშნულ ფაქტს არ დაეთანხმა ს---–------------–---–-, იყო ძალიან გაღიზიანებული, სწერდა შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, პერმანენტულად სთხოვდა შეხვედრას და საუბარს, რაზეც პასუხობდა რომ შეხვედრაზე თანახმა იყო, ოღონდ შერიგებაზე არ უნდა ესაუბრათ. შერიგებაზე უარის მიღების შემდგომ, მსჯავრდებული ხდებოდა აგრესიული, აგინებდა, ლანძღავდა და ემუქრებოდა რომ გაამწარებდა და გახდიდა ყველაზე უბედურს. აღნიშნულის გამო, 2019 წლის მაისის დასაწყისში იძლებული გახდა მიემართა პოლიციის განყოფილებისათვის შემაკავებელი ორდერის გაცემის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. ს---–------------–---–- არ დაურღვევია შემაკავებელი ორდერის პირობები, თუმცა აგრძელებდა შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. კერძოდ: „ჯერ შენთვის არ მცალია და ერთ მშვენიერ დღეს სადმე სადარბაზოში გიპოვნიან თავგაჩეხილს“; „მე ვიცი შენი სუსტი წერტილები, განსაკუთრებით ერთი და ერთ დღესაც ძალიან უბედური ადამიანი გაიღვიძებ,“„ბავშვი ხომ გყავს ჯანმრთელად?“ ეს მისთვის მინიშნება იყო შვილთან დაკავშირებით და ძალიან შეშინდა. შემდეგ, გავიდა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა და მიაკითხა სამსახურში, სადაც მშვიდად ისაუბრეს, თუმცა კვლავ გააგრძელა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და სადარბაზოში დიდი ასოებით დაწერა „ა-----–-----ე (სასქესო ორგანოს სახელს იყენებს) ხარო.“ მან კვლავ მიმართა პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გაცემაზე, ხოლო შემდეგ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემაზე. ს---–------------–---–-ს ქცევით მნიშვნელოვნად შეიცვალა მისი ცხოვრების წესი, სამსახურში ვეღარ დადიოდა თავისუფლად, სახლში შეშინებული მიდიოდა, მანქა--- სახლთან ვერ აჩერებდა, ცდილობდა ისე ემოძრავა, რომ მსჯავრდებულს ვერ დაენახა, სამსახურში ცდილობდა ადრე მოსულიყო ან დაეგვიანა, მარტო გადაადგილების ეშინოდა და მამის მეგობარს - ნ-----–-------------- სთხოვა დახმარება, რომელიც აკითხავდა სამსახურში და აცილებდა სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

 

მოწმე ნ-----–--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის აპრილის თვეში მისი შვილისგან გაიგო, რომ მისი მეგობრის შვილს - ა-----–-----ეს ჰქონდა პირადი პრობლემა. იმის გამო, რომ ა--- მამა გარდაცვლილი ჰყავს დაუკავშირდა და დაინტერესდა რა ხდებოდა. ა-----–-----ე მოუყვა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ვინმე „----–----------- რომელთანაც დაშორების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნული პირი სწერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ხვდებოდა სამსახურთან და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულ მუქარას ა-----–-----ე სერიოზულად აღიქვამდა, იყო ისტერიკაში და გარეთ გასვლის ეშინოდა, რის გამოც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში თავად აცილებდა სახლიდან სამსახურში და პირიქით. მან ურჩია ა-----–-----ეს პოლიციის განყოფილებისათვის მიემართა და ეთხოვა დახმარება.

 

მოწმე ე-–----------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში ა-----–-----ე სამსახურში მივიდა აფორიაქებული და დაძაბული სახით, რომელიც არ საუბრობდა. ჰკითხა თუ რა მოუვიდა და რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში, რომელიც მოუყვა, რომ ს---–------------–---–---- დაშორების შემდეგ მსჯავრდებული იყო აგრესიული, სწერდა ცუდი შინაარსის მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ამის გამო იყო ძალიან განერვიულებული. ამასთან, ს---–---- ა--- აკითხავდა სამსახურში, რაც მას კიდევ უფრო ძაბავდა და თანამშრომლებს სთხოვდა გასულიყვნენ გარეთ და ენახათ ხომ არ ელოდებოდა ს---–----. ა-----–-----ე მანქა--- სამსახურიდან მოშორებით აჩერებდა, რათა ს---–------------–---–- ვერ მიმხვდარიყო, რომ სამსახურში იყო. იგი რამდენიმე დღე სამსახურში არ დადიოდა სტრესის გამო, შემდეგ კი ახლობელი აცილებდა, რადგან დაზარალებულს მარტო სიარულის ეშინოდა.

 

მოწმე დ------------- ჩვენებით დადგინდა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა.

 

2019 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N007316419 დასკვნით დადგენილია, რომ ა-----–-----ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნა სრულად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ თ--------------- მიერ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებ ულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ს---–------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან. უფლება, იცხოვროს მშვიდ გარემოში. ამსრულებელია ნებისმიერი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში. სახეზეა რამდენიმე ალტერნატიული ქმედება, საიდანაც თითოეული განხორციელებული უნდა იყოს სისტემატურად, ანუ მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით.

 

ამდენად, სახეზეა ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით. ეს ქმედებებია: ა) დაზარალებულის ან მისი ოჯახის წევრის ან დაზარალებულის ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, რაც შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულზე სისტემატურ ადევნებაში თვალთვალის მიზნით საცხოვრებელ ბინასთან თუ სამუშაო ადგილას ე.ი. იმ მიზნით, რათა დამნაშავისათვის ცნობილი გახდეს მსხვერპლის თითოეული ნაბიჯი; ბ). მათთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რაშიც იგულისხმება შემთხვევა, როცა დამნაშავე პირისპირ, ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით სისტემატურად ემუქრება, ლანძღავს და შეურაცხყოფს პირს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში აპირებდა თუ არა დამნაშავე ამ მუქარის განხორციელებას. ზემოთ მითითებული ქმედებები იწვევს რამდენიმე ალტერნატიულ შედეგს, საიდანაც ერთ-ერთის დადგომა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის. ამდენად, განსახილველი ნორმა წარმოადგენს ერთიან დანაშაულს როგორც ალტერნატიული ქმედებებით, ისე ალტერნატიული შედეგებით. კერძოდ, იგი იწვევს შემდეგ შედეგებს: ა) პირის ფსიქიკურ ტანჯვას და დადგა თუ არა ეს შედეგი, საკითხი უნდა გადაწყდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე; ბ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს; გ) ყველაფერი ეს კი თავის მხრივ პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან უქმნის მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას, რაშიც იგულისხმება შემთხვევა, როცა დაზარალებული იძულებული ხდება იშვიათად გავიდეს სახლიდან, ან გავიდეს მხოლოდ სხვა პირთა თანხლებით, შეცვალოს ტელეფონის ნომერი და ა.შ. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა შეიცვალა თუ არა დაზარალებულმა ცხოვრების წესი. როგორც ვხედავთ, სახეზეა შედეგიანი დანაშაული, რომლის დასჯადობის საკითხი (და არა დამთავრებულად ცნობის საკითხი) დაკავშირებულია ამ მუხლში მითითებული რომელიმე შედეგის დადგომასთან.სუბიექტური მხრივ, დანაშაულის მოტივსა თუ მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი შეიძლება იყოს შურისძიება, ეჭვიანობა, დაზარალებულთან ურთიერთობის აღდგენის მიზანი, დაზარალებულის შეშინების მიზანი და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. კერძოდ, ა-----–-----ემ მსჯავრდებულის ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, რასაც ადასტურებს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ დადიოდა სამსახურში, შემდეგ კი ნ-----–-------------- აცილებდა. ამასთან, ავტომანქა--- აჩერდებდა ყოველთვის მოშორებით იმ ადგილიდან სადაც იმყოფებოდა, რათა ს---–------------–---–- არ სცოდნოდა მისი ადგილსამყოფელი.

 

მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ის ფაქტი რომ 2019 წლის მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში ს---–------------–---–- ა-----–----------- სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, პირადად და მობილური ტელეფონის საშუალებით, ემუქრებოდა მას განადგურებითა და ძალადობით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამავე პერიოდში ს---–------------–---–- ა------–------- სისტემატიურად უთვალთვალებდა სამსახურთან, მდებარე - ქ-------–-----------–-------–------------------–- და საცხოვრებელ სახლთან, მდებარე - ქ-------–-------–---------------–-----------------------------------–-, რამაც ა-----–-----ის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადასტურდა დაზარალებულ ა-----–-----ის ჩვენებით, მოწმეების ნ-----–---------------, ე-–-----------, დ-------------, ექსპერტიზის დასკვნით და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, აღნიშნული მტკიცებულებები თანხვედრილია და ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებ ულებათა ერთობლიობა ს---–------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს---–------------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს---–------------–---–-------- სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში, ს---–------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 26 სექტემბრიდან 2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით), ს---–------------–---–- დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამასთან, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად რჩება, რაც სერიოზული პრობლემაა და ამ ტიპის მსჯავრდებულებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, მსხვერპლის დაცვა, როგორც ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, ს---–------------–---–-- განახორციელა ადევნება - ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს; მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სასჯელი (ჯარიმა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა არის თანაზომიერი, პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ამასთან პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის მკაცრი ზომა, ვერ იქნება სამართლიანი და ადეკვატური.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები(არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი,ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 თებერვლის განაჩენი, ს---–------------–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ ვ----------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. ს---–-------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 26 სექტემბრიდან 2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით), ს---–------------–---–- დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს---–------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას დ--------------–---–-- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თბილისი, ნ-----–----------–--------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------ რომელიც დაყადაღებულია 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი