განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002085396 (№3ბ/2114-19)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ჭაბუკიანი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ა-–------------ა
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
წარმომადგენელი - ნ-----–--------–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ-----–-----------ე
წარმომადგენელი - მ-------------ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათლად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. აპელანტ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
1.2. აპელანტ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ-----–-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანება მ-----–------------ის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანება მ-----–-----------ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----–-----------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველოს) უფროსის ან მის ტოლაფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მ-----–-----------ეს აუნაზღაუროს მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობითვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2013 წლის 4 ივლისის №289 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემის სამმართველოს დებულება. აღნიშნული დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლება- მოვალეობას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მითითებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, შინაგან საქმეთა მინისტრის და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების მე-4 მუხლის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო (შემდეგში - სამმართველო) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტებთან შეთანხმებით: ა) სახელმწიფო საზღვარზე; ბ) სასაზღვრო ზოლში; გ) კომპეტენციის ფარგლებში - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ამავე დებულების მე-6 მუხლის თანახმად, სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. სამმართველოს უფროსსა და სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.
სამმართველოს უფროსი - ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს დებულებაში, სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატების თაობაზე; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მომსახურეებს შორის, რომელთაც დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს; დ) აკონტროლებს სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების მუშაობას, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და დისციპლინის დაცვას; ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, ჩამოქვეითების, წოდების მინიჭებისა და წახალისების ან დისციპლინარული დევნის დაწყების შესახებ; ვ) ხელს აწერს ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე; თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებიდან, კომპეტენციის ფარგლებში - სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდანაც; ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო - სამობილიზაციო მზადყოფნას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2013 წლის 4 ივლისის №289 ბრძანება (ს.ფ. 171-183).
2.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მომსახურებებს 2017 წლის 7 მარტიდან შეუწყდათ შვებულებები. ამავე ბრძანებით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მომსახურეებს 2017 წლის 7 მარტიდან შეუწყდათ მივლინებები. ამავე ბრძანებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განყოფილებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანება (ს.ფ.47).
2.1.3. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 5 აპრილის M---------------- ბრძანების თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2013 წლის 4 ივლისის №289 ბრძანება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში - სასაზღვრო პოლიცია) საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (შემდგომში - ბიურო) (მთავარი სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას, სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებასა და აწესრიგებს საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველოს) საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ამავე დებულების მე-3 მუხლის თანახმად, ბიურო (მთავარი სამმართველო) საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს მთავრობის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის (შემდგომში - სასაზღვრო პოლიციის უფროსი) აქტების შესაბამისად. დებულების მე-4 მუხლის თანახმად ბიურო (მთავარი სამმართველო) ანგარიშვალდებულია სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) შემადგენლობაშია: 1.1. I სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფორმაციის მართვის სამსახური, შემადგენლობით - ა.ა) ოპერატიული მართვის განყოფილება (ცენტრი); ა.ბ) რადიოკავშირების მართვის განყოფილება; 1.2. II სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ბ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამსახური შემადგენლობით - ბ.ა) ტექნიკური უზრუნველყოფის და კავშირგაბმულობის მომსახურების განყოფილება; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამსახური; დ) საქმისწარმოების ჯგუფი.
დებულების მე-9 მუხლის თანახმად, ბიუროს (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი ანგარიშვალდებულია სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე. ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) საქმიანობას; ბ) ანაწილებს ბიუროში (მთავარი სამმართველო) შემოსულ კორესპონდენციას ბიუროს (მთავარი სამმართველო) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ბიუროში (მთავარი სამმართველო) მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა და ხელმოწერას; დ) უზრუნველყოფს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ე) ბიუროს (მთავარი სამმართველო) შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, ჩამოქვეითების, წოდების მინიჭების და წახალისების შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებს, მითითებების, დავალებების შესრულებას; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიუროს (მთავარი სამმართველო) ამოცანების შესასრულებლად; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 5 აპრილის M---------------- ბრძანება (ს.ფ. 187-197).
2.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო) და
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შსს კადრების განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 13).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის
„დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- და 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ხოლო
24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სასამართლო აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ასევე მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველოს) უფროსის ან მის ტოლაფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. ასევე, განაცდური სარგოს ანაზღაურებაზე.
2.2.2. სასამართლომ მიუთითა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება“ აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----–-----------ეს გათავისუფლებამდე ეკავა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკის თანამდებობა.
2.2.3. სასამართლომ განმარტა, რომ - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანებით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ:
0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განყოფილებაში.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
2.2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია - სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო.
დებულების მე-15 მუხლის თანახმად, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო: ა) სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო მონიტორინგის განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ინფორმაციის მართვას, შემოსული ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებასა და კრებსითი ინფორმაციის მომზადებას; ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით აღჭურვის დაგეგმვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს; გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას; დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებას, ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2013 წლის 4 ივლისის №289 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემის სამმართველოს დებულებაზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლება- მოვალეობას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის თანახმად, სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. სამმართველოს უფროსსა და სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს. სამმართველოს უფროსი ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს დებულებაში, სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატების თაობაზე; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მომსახურეებს შორის, რომელთაც დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს; დ) აკონტროლებს სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების მუშაობას, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და დისციპლინის დაცვას; ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, ჩამოქვეითების, წოდების მინიჭებისა და წახალისების ან დისციპლინარული დევნის დაწყების შესახებ; ვ) ხელს აწერს ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე; თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებიდან, კომპეტენციის ფარგლებში - სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდანაც; ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო-სამობილიზაციო მზადყოფნას.
სასამართლო მიუთითებს ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 5 აპრილის M---------------- ბრძანებაზე, რომლის თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2013 წლის 4 ივლისის №289 ბრძანება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) შემადგენლობაშია: 1.1. I სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფორმაციის მართვის სამსახური, შემადგენლობით - ა.ა) ოპერატიული მართვის განყოფილება (ცენტრი); ა.ბ) რადიოკავშირების მართვის განყოფილება; 1.2. II სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ბ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამსახური შემადგენლობით - ბ.ა) ტექნიკური უზრუნველყოფის და კავშირგაბმულობის მომსახურების განყოფილება; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამსახური; დ) საქმისწარმოების ჯგუფი.
დებულების მე-9 მუხლის თანახმად, ბიუროს (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი ანგარიშვალდებულია სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე. ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) საქმიანობას; ბ) ანაწილებს ბიუროში (მთავარი სამმართველო) შემოსულ კორესპონდენციას ბიუროს (მთავარი სამმართველო) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ბიუროში (მთავარი სამმართველო) მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა და ხელმოწერას; დ) უზრუნველყოფს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ე) ბიუროს (მთავარი სამმართველო) შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, ჩამოქვეითების, წოდების მინიჭების და წახალისების შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებს, მითითებების, დავალებების შესრულებას; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიუროს (მთავარი სამმართველო) ამოცანების შესასრულებლად; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
2.2.5. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლომ აღნიშნა, რომ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, მის კადრების განკარგულებაში აყვანას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებებით დგინდება, რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველს, რომელსაც შემდგომი მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა, წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო, საიდანაც გათავისუფლებული იქნა მოსარჩელე რეორგანიზაციის შედეგად გარდაიქმნა და ეწოდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო). ხოლო ახლად შექმნილ სამმართველო შედგებოდა I და II სამმართველოსგან. I სამმართველო მოიცავდა: ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფორმაციის მართვის სამსახურს, შემადგენლობით - ა.ა) ოპერატიული მართვის განყოფილება (ცენტრი); ა.ბ) რადიოკავშირების მართვის განყოფილება; ხოლო II სამმართველო მოიცავდა ბ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამსახურს შემადგენლობით - ბ.ა) ტექნიკური უზრუნველყოფის და კავშირგაბმულობის მომსახურების განყოფილება; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამსახური; დ) საქმისწარმოების ჯგუფი.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული დებულებებით გათვალისწინებული სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსისა და სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსის ფუნქცია-მოვალეობების შედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ მათი ფუნქცია-მოვალეობები არსებითად, შინაარსობრივი დატვირთით მსგავსია. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ სასაზღვრო პოლიციაში რეორგანიზაციის შემდეგ იმ ფუნქციის მატარებელი შტატი აღარ არის, საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე მხარე. სასამართლო მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ შეეთავაზა მსგავსი ფუნქციების მატარებელ თანამდებობაზე დანიშვნა.
ამასთან, სასამართლომ განმარტა თავად რეორგანიზაციის ჩატარების არსი და მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ იმ ფუნქციის მატარებელი შტატი აღარ უნდა იქნას გათვალისწინებული, რომელიც გაუქმდა, ან უნდა შეიქმნას რადიკალურად განსხვავებული ფუნქციის მატარებელი შტატი, ან კიდევ უნდა შეიქმნას ახალი საშტატო ერთეული გაუქმებული შტატის ნაცვლად, რომლის ფუნქციის განხორციელების შესაძლებლობაც არ აქვს გაუქმებული შტატის პოზიციაზე მომუშავე მოსამსახურეს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონოა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები.
2.2.6. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან კანონმდებელი, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სადავო აქტების გამოცემისას ზემოაღნიშნული კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რაც იწვევს გამოცემული გასაჩივრებული აქტების - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- „მ-----–-----------ის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ „მ-----–-----------ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ ბრძანებების ბათილად ცნობას.
2.2.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----–-----------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველოს) უფროსის ან მის ტოლაფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
2.2.8. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით შსს კადრების განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში და ვინაიდან სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები, ამდენად, მ-----–-----------ე უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი აღნიშნული პერიოდიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს მ-----–-----------ის მიმართ ყოველთვიური იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც მიიღებდა ის შესაბამის ანაზღაურებას, რომ არ მომხდარიყო მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა და შემდეგ დათხოვნა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილება არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბათილად ცნობილი 2017 წლის 7 მარტის N5----- და 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. აღნიშნული ბრძანების თანახმად მ-----–-----------ე აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დათხოვნილ იქნა სამინისტროდან. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაცია. აპელანტი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა რეორგანიზაციის რამდენიმე სახეს იცნობს. შესაძლებელია რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებული სუბიექტები ფუნქციური დანიშნულებით არსებითად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან თუმცა, მიუხედავად ამისა, მითითებული ფაქტი რეორგანიზაციის ჩატარების საჭიროებას ან მართლზომიერებას არ გამორიცხავს.
აპელანტი აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცის თუდაც მართლზომიერი და საჭიროებისამებრ ჩატარებული, ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ლეგიტიმურ საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმერი საფუძვლად შტატების შემცირება შეიძლება იქნეს მიჩნეული. გარდა შტატების შემცირებისა, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად შეიძლება დასახელდეს ფუნქციების მატება და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებულის კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით, ამ ბრძანების 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკაგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მისი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. ზემოთხსენებული მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა თავისთავად გულისხმობს საშტატო ერთეულის გაუქმებას. ამდენად, ის საშტატო ერთეიული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე, გაუქმდა და შესაბამისად შემცირდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რაც დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება სრულად გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტის მოსაზრებით, გამომდინარე იქედან, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, შესაბამისად უსაფუძვლოა მოთხოვნები აღდგენისა და განაცდურის დაკისრების ნაწილშიც.
3.2. აპელანტ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი უსწორობაა სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ფაქტობრივი უსწორობაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ მ-----–-----------ის მიერ დაკავებული შტატი ფუქნციური დატვირთვით არ გაუქმებულა, რომ სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უსაფუძვლოა და მოკლებულის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ შეფასებას.
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ გვერდი აუარა იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლითაც დასტურდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორიგნის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის შტატის გაუქმება. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა აღნიშნული სტრუქტურულ ერთეულში განხორციელებული ფუქნციური ცვლილებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) ქვეპუნქტების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განყოფილებაში. ხოლო 2017 წლის 11 ივლისის N1------ ბრძანებით, საქართველოს შიგანა საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუწლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსი მ-----–-----------ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მოსამსახურის სამსხურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს. როგორც ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურის გავლის წესის“ ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლი განსაზღვრავს ამ საფუძვლებს, კერძოდ: აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს. რასაც თან სდევს შტატების შემცირება. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ დამოუკიდებელ საფუძვლად 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლას. კერძოდ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გავლის წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.
აპელანტი მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილებას ანიჭებს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ გაათავისუფლოს კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომელი, თუკი მის შრომითი მოწყობის საკითხს დადებითაც ვერ გადაწყვეტს. რომლის გადაწყვეტაც მთლიანად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებაზეა დამოკიდებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ?? ???????? 32-? ან 34-? ?????? გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ნათელია, რომ სარჩელისთ გათვალისწინებულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს აქტის ბათილად ცნობის არცერთი წინაპირობა, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების არაკანონიერებაზე უსაფუძვლოა. მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანა, ხოლო შემდგომ მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებულ რეორგანიზაციას. ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული რეორგანიზაციით მოხდა შტატების შემცირება, სტრუქტურული ქვედანაყოფის სტატუსის და ფუქნციონალური დატვირთვის ცვლილება. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს გაუქმების შედეგად ჩამოყალიბდა სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლობიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო.
აპელანტს მიაჩნია, რომ არ მომხდარა მოსარჩელის მიმართ შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონოა 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება და უნდა გაუქმდეს, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიერ დაკავეული თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შემდგომ მის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალა გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მ-----–-----------ის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. რაც შეეხება იძულებით განაცდურს, სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამ ნაწილზეც ხელახლა უნდა იმსჯელოს, კერძოდ ვინაიდან პირველი და მეორე სასარცელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ უნდა დაკმაყოფილდეს მესამე სასარჩელო მოთხოვნაც. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს მ-----–-----------ის სამსახურში აღდგენის საფუძველი, ასევე არ არსებობს მისთვის განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების საფუძველი. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის N3/6265-17 გადაწყვეტილება სრულად. მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სააპელაციო პალატა, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- და 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პალატამ უნდა იმსჯელოს ასევე მოსარჩელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველოს) უფროსის ან მის ტოლაფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. ასევე, განაცდური სარგოს ანაზღაურებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მესამე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობაა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „?????? ????????? ????????? ????? ???????“ ??????????? ??????? განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია და მასში მუშაობენ საჯარო მოსამსახურეები;
ამავე კანონის მე-4 მუხლი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება“ აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----–-----------ეს გათავისუფლებამდე ეკავა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკის თანამდებობა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
აღნიშნული განმტკიცებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
ამავე წესის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ხოლო 37-ე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანებით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ: 0----------) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრების განყოფილებაში.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა: ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუქნტის „ბ“ ქვეპუნქტების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტები.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, პოლიციელის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძვლებს ამომწურავად განსაზღვრავს.
ამასთანავე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუქნტის მიხედვით, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება. ასევე, აღნიშნული კანონის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია - სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო.
დებულების მე-15 მუხლის თანახმად, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო: ა) სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო მონიტორინგის განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ინფორმაციის მართვას, შემოსული ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებასა და კრებსითი ინფორმაციის მომზადებას; ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით აღჭურვის დაგეგმვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს; გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას; დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებას, ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2013 წლის 4 ივლისის №289 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემის სამმართველოს დებულებაზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლება- მოვალეობას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის თანახმად, სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. სამმართველოს უფროსსა და სამმართველოს უფროსის მოადგილეს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს. სამმართველოს უფროსი ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს დებულებაში, სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებებისა და დამატების თაობაზე; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მომსახურეებს შორის, რომელთაც დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს; დ) აკონტროლებს სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების მუშაობას, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და დისციპლინის დაცვას; ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, ჩამოქვეითების, წოდების მინიჭებისა და წახალისების ან დისციპლინარული დევნის დაწყების შესახებ; ვ) ხელს აწერს ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე; თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებიდან, კომპეტენციის ფარგლებში - სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდანაც; ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო-სამობილიზაციო მზადყოფნას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 5 აპრილის M---------------- ბრძანებაზე, რომლის თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოაღნიშნული - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2013 წლის 4 ივლისის №289 ბრძანება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) შემადგენლობაშია: 1.1. I სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფორმაციის მართვის სამსახური, შემადგენლობით - ა.ა) ოპერატიული მართვის განყოფილება (ცენტრი); ა.ბ) რადიოკავშირების მართვის განყოფილება; 1.2. II სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია: ბ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამსახური შემადგენლობით - ბ.ა) ტექნიკური უზრუნველყოფის და კავშირგაბმულობის მომსახურების განყოფილება; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამსახური; დ) საქმისწარმოების ჯგუფი.
დებულების მე-9 მუხლის თანახმად, ბიუროს (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი ანგარიშვალდებულია სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე. ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) საქმიანობას; ბ) ანაწილებს ბიუროში (მთავარი სამმართველო) შემოსულ კორესპონდენციას ბიუროს (მთავარი სამმართველო) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ბიუროში (მთავარი სამმართველო) მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა და ხელმოწერას; დ) უზრუნველყოფს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ე) ბიუროს (მთავარი სამმართველო) შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს (მთავარი სამმართველო) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, ჩამოქვეითების, წოდების მინიჭების და წახალისების შესახებ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებს, მითითებების, დავალებების შესრულებას; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ბიუროს (მთავარი სამმართველო) ამოცანების შესასრულებლად; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, მის კადრების განკარგულებაში აყვანას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებებით დგინდება, რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველს, რომელსაც შემდგომი მისი სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა, წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეორგანიზაცია, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის (საქმე №ბს-449-442(კ-15)) გადაწყვეტილებაზე, სადაც აღინიშნა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო, საიდანაც გათავისუფლებული იქნა მოსარჩელე რეორგანიზაციის შედეგად გარდაიქმნა და ეწოდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო). ხოლო ახლად შექმნილ სამმართველო შედგებოდა I და II სამმართველოსგან. I სამმართველო მოიცავდა: ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და ინფორმაციის მართვის სამსახურს, შემადგენლობით - ა.ა) ოპერატიული მართვის განყოფილება (ცენტრი); ა.ბ) რადიოკავშირების მართვის განყოფილება; ხოლო II სამმართველო მოიცავდა ბ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამსახურს შემადგენლობით - ბ.ა) ტექნიკური უზრუნველყოფის და კავშირგაბმულობის მომსახურების განყოფილება; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამსახური; დ) საქმისწარმოების ჯგუფი.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული დებულებებით გათვალისწინებული სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსისა და სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსის ფუნქცია-მოვალეობების შედარების საფუძველზე მათი ფუნქცია-მოვალეობები არსებითად, შინაარსობრივი დატვირთით მსგავსია.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების პოზიციას, რომ სასაზღვრო პოლიციაში რეორგანიზაციის შემდეგ იმ ფუნქციის მატარებელი შტატი აღარ არის, საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე მხარე. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ შეეთავაზა მსგავსი ფუნქციების მატარებელ თანამდებობაზე დანიშვნა.
ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სტრუქტურული დანაყოფისა და შტატების მხოლოდ დასახელების შეცვლა, საჯარო მოხელეთა უსაფუძვლო გათავისუფლების რისკებს შეიცავს, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწვეტილების მიღებისას ზემოაღნიშნული რისკების არსებობა უნდა გამორიცხოს კანონიერი და დასაბუთებული აქტის მიღებით. მოსარჩელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას). დაწესებულების რეორგანიზაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს (სტრუქტურული ერთეულების სახელის ან/და დაქვემდებარების შეცვლა, შეერწყმა, გაყოფა და ა.შ.), მაგრამ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულის გაუქმებას.
მოცემულ საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული აქტებით შეიზღუდა მოსარჩელის - მ-----–-----------ის კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლება, რამდენადაც დადასტურებულია, რომ უფლებაში ჩარევას არ ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი, რაც განაპირობებს მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების საფუძვლიანობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უკანონოა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მ-----–-----------ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №5----- ბრძანება მ-----–------------ის შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანება მ-----–-----------ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-----–-----------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს (მთავარი სამმართველოს) უფროსის ან მის ტოლაფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის №1------ ბრძანებით შსს კადრების განკარგულებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს ყოფილი უფროსი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი - მ-----–-----------ე (პ/ნ: 0----------) დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში და ვინაიდან სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები, ამდენად, მ-----–-----------ე უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი აღნიშნული პერიოდიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას უნდა დაევალოს მ-----–-----------ის მიმართ ყოველთვიური იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც მიიღებდა ის შესაბამის ანაზღაურებას, რომ არ მომხდარიყო მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა და შემდეგ დათხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მ-----–-----------ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად აპელანტები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან .
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 34.11,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქ.#6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი