განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018002440035
საქმე №2/ბ-837-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მოსამართლეები თეიმურაზ სიხარულიძე თამარ სვანიძე ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი ლ-- ტ------–-–---–ი
წარმომადგენელი ზ---- ი------ი
მოწინააღმდეგე მხარე თ------ ხ-----
წარმომადგენელი რ----- მ-----–-ა
დავის საგანი თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ან/და საქმის სენაკის რაიონულ სასამართლოს განხილვის ეტაპზე დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ-- ტ------–-–---–ის სარჩელი თ------ ხ-----ს მიმართ, უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზნით წაღებული თანხის 16800 ევროს გადახდის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ლ-- ტ------–-–---–ი და თ----- ხ----- 2005 წლიდან იცნობენ ერთმანეთს. გაცნობის დღიდან ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, შემდგომ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა, ჰქონდათ დალაგებული ნორმალური ურთიერთობა. ურთიერთობისა და სამომავლო ოჯახის შექმნის შესახებ იცოდნენ ოჯახებმა და ნათესაობამ. 2.2. 2006 წლიდან მოსარჩელე ლ-- ტ------–-–---–ს მოუწია სამუშაოდ საბერძნეთში გამგზავრება. წასვლის შემდეგაც მათ შორის გაგრძელდა მიმოწერა, სატელეფონო საუბრები. 2008 წლიდან თ----- ხ----- თბილისში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ბინის ქირას 100 ევროს მოსარჩელე უგზავნიდა. 2006 წლიდან 2009 წლამდე გადმოუგზავნა სხვადასხვა ოდენობის თანხები. 2.3. 2009 წელს, მოპასუხემ მოსარჩელეს სთხოვა საბერძნეთში წაყვანა, მოსარჩელე დაეთანხმა და 3000 ევრო გადმოუგზავნა მას. საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ ორ თვეში თ------ ხ-----მ დაიწყო მუშაობა. მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ცხორობდნენ და თ------ ხ-----ს ხარჯებს მოსარჩელე ფარავდა. 2.4. თ----- ხ-----ს ოჯახი: დედ-მამა ითხოვდა ლ-- ტ------–-–---–ისა და თ------ ხ-----ს შორის არსებული ურთიერთობის რეგისტრაციას ქორწინებით და როგორც რძალი ისე შესულიყო ლ-- მათ ოჯახში; საქართველოში ჩასულებს კი გადაეხადათ ქორწილი. თ------ს დედა ითხოვდა წესისა და ადათის მიხედვით გაეცვალათ ოქრო- ნიშნობის ბეჭედი. მოსარჩელის მიერ დედის სახელზე გადმოგზავნილ იქნა ოქროს საყიდელი თანხა, რომლითაც ნამდვილად იქნა შეძენილი საქორწინოდ გასაცვლელი ოქრო. თ----- ხ-----მ აღნიშნული ნივთები ჩაიტანა საბერძნეთში. 2.5. თ------ ხ-----მ მოსარჩელე ლ-- ტ------–-–---–ს თხოვა, რომ შეგროვილი თანხით მამას შეუძენდა მანქანას, მართლაც, თ------ ხ-----მ მამას უყიდა მანქანა და 200 ევრო, რომელიც აკლდებოდა მანქანის საყიდლად, მოსარჩელეს დაამატებინა. 2.6. 2010 წლის 12 მარტს მოპასუხის ბიძაშვილმა მოპასუხეს შეატყობინა, რომ თ------ს გარდაეცვალა დედა. იმ პერიოდში თ------ უმუშევარი იყო, სამგზავრო თანხა და დაკრძალვის ხარჯებიც 2000 ევრო, ლ-- ტ------–-–---–მა გადასცა თ----- ხ-----ს, რომელმაც განუცხადა, რომ აღნიშნული თანხა არ ეყოფოდა მას, ლ-- ტ------–-–---–მა 600 ევრო ავტობუსის მძღოლის მეშვეობით გაუგზავნა თ----- ხ-----ს, რომელმაც გზავნილი მიიღო მისი ბიძაშვილის მეშვეობით. 2.7. თ------ ხ-----ს დედის გასვენებაში იყვნენ ლ-- ტ------–-–---–ის ნათესავებიც, როგორც რძლის ოჯახის წევრები. თ------ 40 დღის გასვლის შემდეგ აპირებდა უკან მობრუნებას, მოსარჩლეს ეუბნებოდა, რომ მის მეტი აღარავინ დარჩა, აქ ვეღარ გავჩერდებიო. ორმოცის გადასახდელი თანხაც 450 ევრო, რომელიც მან სთხოვა მოსარჩელეს, გადაუგზავნა თ------ს ბიძას-ზ------ ქ--------ს, რომლის მეუღლემ თ------ს გადასცა აღნიშნული თანხა. 2.8. პერიოდულად თ----- ხ-----ს მამა ელაპარაკებოდა მოსარჩელეს, როგორც რძალს და თხოვდა ოჯახისთვის მიხედვას; ავადმყოფობის მომიზეზებით რამდენჯერმე თხოვა თანხა ექიმთან წასასვლელად. 2.9. ლ-- ტ------–-–---–მა მოიძია ოქროს ნივთები, რომლებიც სახლში არ აღმოჩნდა. იგი ჩუმად წაუღია მოპასუხე თ------ ხ-----ს საქართველოში. მოსთხოვა მათი დაბრუნება, თუმცა თ----- ხ-----ს დღემდე, არც მისთვის და არც მოსარჩელის დედისთვის 30 გრამიანი ოქროს ჯაჭვი და 14 გრამიანი ბერძნული ოქროს ჯაჭვი არ დაუბრუნებია. 2.10. მოგვიანებით ლ-- ტ------–-–---–მა შეიტყო, რომ თ------ ხ----- დაქორწინებულა. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ შეიტყო მოსარჩლის ახლობლისაგან. ამ ფაქტის შეტყობინების შემდეგ მოსარჩელის ჯანმრთელობა შეირყა, ცხოვრება და ფსიქიკა ფაქტიურად დაენგრა. დღემდე უწევს მკურნალობა, ნერვიულობის ნიადაგზე დაუდგინდა დიაბეტი და დღემდე იღებს მკურნალობს. ასევე დაემართა არტერიული ჰიპერტენზია და საჭიროებს რეგულარულ მეთვალყურეობას. 2.11. უსაფუძვლოდ წაღებული თანხებით, იმ მოტივით, რომ ერთი ოჯახი უნდა შეექმნათ, თ----- ხ-----მ მოიწყო ცხოვრება. თ----- ხ-----მ იცოდა, რომ ლ-- ტ------–-–---–ი საბერძნეთში იმიტომ მუშაობდა, რომ უნდა ეყიდა ბინა, რადგან ლ-- ტ------–-–---–ის ოჯახი დღემდე არის უბინაოდ, თ----- ხ----- კი არ აბრუნებს უსაფუძვლოდ მითვისებულ თანხებს, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა. მოსარჩლე მოითხოვს 16800 ევროს ოდენობით, რაც თ------ ხ-----სათვის მიცემული აქვს გზავნილების სახით, სხვადასხვა პიროვნებების მეშვეობით. ესენია ნ---- ქ--------, თ-----ა ქ--------, ვ---- ჯ-------, ვ------- ქ--------, დ-------- პ---------. 2.12. მოპასუხის განმარტებით, ლ-- ტ------–-–---–ის მითითება თ----- ხ-----ს სურვილის შესახებ მასთან ოჯახის შექმნის თაოაბზე, მოსარჩელის მოგონილი და გავრცელებულია, რითაც მას სურდა ახლობლებთან ამ ურთიერთობის შენიღბვა. ქორწინებაზე სერიოზულად არასდროს ყოფილა საუბარი. 2.13. ლ-- ტ------–-–---–ს თ------ ხ-----სთვის რაიმე თანხა არ გადმოუგზავნია. თ------ ხ-----ს მამამ მანქანა იყიდა თავისი სახსრებით, ხოლო თუ მოსარჩლემ მისი სურვილით მას რამე აჩუქა, მისთვის უცნობია. დედის გასვენების ხარჯები მთლიანად გაიღო მამამ და ძმამ. დედის ორმოცის ხარჯებიც ოჯახმა გაიღო, გასვენებაში ახლობლების მიერ შემოწირული თანხებით. 2.14. თ------ ხ-----ს ლ-- ტ------–-–---–ისაგან ოქროს ნივთები არ წამოუღია; თ------ ხ-----ს დაოჯახების შესახებ ლ-- ტ------–-–---–მა მის დაოჯახებამდე იცოდა და როგორც ახლო მეგობარმა მიულოცა კიდეც. წლების განმავლობაში თ------ ხ-----სათვის ლ-- ტ------–-–---–ს მთლ--ნობაში ჯამში დაახლოებით 600 ევრომდე აქვს გადმოგზავნილი. თანხას ლ-- ტ------–-–---–ი ყოველთვის მისი სურვილით და ინიციატივით აგზავნიდა 30, 40 და ა.შ. ევროს ოდენობით. 2.15. სარჩლზე თანდართული სვეტლანა გუჯეჯიანის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ სვეტლანა თ------ს იცნობს, როგორც სასიძოს. თ----- ხ----- ყოველ დღე კონტაქტობდა და სთხოვდა ლ--ს საბერძნეთში წაყვანას, რაზედაც ლ-- უარზე იყო. თ------მ გამოიყენა ლ--ს კეთილი გული, მისი ადამიანობა და მიიღო მისგან ფულადი თანხები, მოძრავი ნივთები, დააფარინა დედის დაკრძალვის ხარჯები, ავტომანქანის შესაძენი თანხა. ამაში ჩართული იყო თ----- ხ-----ს სანათესაოც, შედეგად თ----- ხ----- ლ--ს ხარჯზე გამდიდრდა. 2.16. 2018 წლის 20 თებერვალს ზოგადი პროფილის ექიმის - ე-–--- მ-----------ს მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ლ-- ტ------–-–---–ი ავადაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით, ანტიდიაბეტური მკურნალობა დაიწო 2011 წლის სექტემბერს. პაციენტი აგრეთვე, ავადაა არტერიული ჰიპერტენზიით და მკურნალობს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით. 2.17. სარჩელზე თანდართულია ბერძნულ, ინგლისურ ენაზე ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან დასტურდება გზავნილები სხვადასხვა პირის სახელებზე. 2.18. 2017 წლის 22 აგვისტოს ლ-- ტ------–-–---–ის დედამ, ე-–---- გ---------მ საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით. ე-–---- გ--------ის მიმართ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გ--–-------- ჯ----ს მიერ შედგენილი წერილით ირკვევა, რომ ე-–---- გ--------ის განცხადების საფუძველზე არ დაიწყება გამოძიება, საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების არ არსებობის გამო. 2.19. 2018 წლის 14 ნოემბერს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოდან სენაკის რაიონულ სასამართლოში საოქმო განჩინების საფუძველზე წარდგენილ იქნა თ----- ხ-----ს გასაუბრების ოქმი. გასაუბრების ოქმის მიხედვით, 2005 წელს ქალაქ თბილისში, თ----- ხ-----მ გაიცნო ლ-- ტ------–-–---–ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2006 წელს ლ-- გაემგზავრა საბერძნეთში სამუშაოდ. ურთიერთობას ინარჩუნებდა ტელეფონის საშუალებით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლ-- ტ------–-–---–ი მას ეხმარებოდა ფინანსურად საკუთარი ინიციატივით, უგზავნიდა გარკვეულ თანხებს. კონკრეტულად რა ოდენობის თანხა აქვს ლ--ს გადმოგზავნილი, თ----- ხ-----ს არ ახსოვს, რადგან დიდი დროა გასული. 2009 წელს ლ-- ტ------–-–---–ის ინიციატივით გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც უნდა დაეყო მუშაობა. 2010 წლამდე იყო უმუშევარი და ცხოვრობდა ლ--სთან ბინაში. 2010 წლის მარტის თვის ბოლოს გარდაიცვალა თ----- ხ-----ს დედა - დ-------- ქ-------- და სასწრაფოდ ჩამოვიდა საქართველოში. გასვენებაში ასევე ჩამოსული იყვნენ ლ-- ტ------–-–---–ის დედა - ე-–---- გ--------- ნათესავებთან ერთად. აღნიშნულის შემდეგ, ლ-- ტ------–-–---–თან ჰქონდა სატელეფონო კავშირი, რა დროსაც ლ--მ მას მოსთხოვა საბერძნეთში დაბრუნება; ვინაიდან ვ------- ხ-----, თ----- ხ-----ს მამა დარჩა მარტო, მოპასუხემ გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა, რის გამოც გაბრაზდა ლ-- ტ------–-–---–ი და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. თ----- ხ-----მ არსებული უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, რამაც გამოიწვია ლ--ს უკმაყოფილება და იგი თ----- ხ-----ს ემუქრებოდა, რომ უჩივლებდა პოლიციაში. სატელეფონო საუბრისას, ლ-- ტ------–-–---–ი თ----- ხ-----ს თხოვდა მის მიერ გამოგზავნილი თანხების დაბრუნებას. გამოკითხვის ოქმის თანახმად, თ----- ხ----- განმარტავს, რომ ვინაიდან ლ-- ტ------–-–---–მა გარკვეული თანხები გამოაგზავნა თავისი ნებით და აღნიშნულის სანაცვლოდ მისთვის არანაირი დაპირება არ მიუცია, იგი არ აპირებს მოთხოვნის შესრულებას. 2012 წელს თ----- ხ-----მ შექმნა ოჯახი და ამჟამად ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ლ-- ტ------–-–---–ი ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდა მის მეუღლეს-თ----- ქ--------ს, გალანძღა თ----- ხ----- და მეუღლეს მოუყვა მათი ურთიერთობის შესახებ, რის გამოც ოჯახში ჰქონდა გარკვეული პრობლემები. რაც შეეხება ოქროს ყელსაბამს, ოქროს ყელსაბამი 2009 წელს საბერძნეთში ჩასვლისთანავე მას აჩუქა ლ-- ტ------–-–---–მა თვითონ და მისივე თანხმობით 2010 წელს ყელსაბამი წამოიღო საქართველოში. ახსნა-განმარტებაში მოპასუხე უთითებს, რომ მას ლ-- ტ------–-–---–ისთვის არასდროს მიუცია პირობა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.20. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 131-ე, 132-ე მუხლები. 2.21. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. საკითხის გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავოა ლ-- ტ------–-–---–ის მიერ თ------ ხ-----სათვის გადარიცხული მითითებული თანხით, მის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოება. 2.22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 2.23. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლ-- ტ------–-–---–ს მოპასუხე თ------ ხ-----სათვის, სხვადასხვა დროს გაგზავნილი აქვს თანხები, სადავოა ამ თანხების მოცულობა და მიზნობრიობა. თ------ ხ-----, ოჯახის შექმნამდე, მინიმუმ 2012 წლამდე ინარჩუნებდა სატელეფონო კავშირს ლ-- ტ------–-–---–თან. 2.24. 2018 წლის 10 მაისს ლ-- ტ------–-–---–მა სასარჩელო წარმოების წესით თ------ ხ-----ს მოსთხოვა მის მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი თანხების უკან დაბრუნება და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა მხარეებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობაზე, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა მიღებული თანხები. 2.25. თ------ ხ-----მ შესაგებლით დაადასტურა ლ-- ტ------–-–---–ის მიერ საკუთარი სურვილს შესაბამისად თანხის გამოგზავნის ფაქტი, თუმცა არა იმ ოდენობით, რასაც მოსარჩელე მიუთითებდა და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ახლო მეგობრული ურთიერთობა საფუძველი იყო მოსარჩელისვე ინიციატივით თანხის გადმოცემისა, იქვე განმარტა, რომ მათ შორის ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე საუბარი არ ყოფილა. სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა კი გასულია. 2.26. სასამართლომ მიუთითა, რომ როგროც სარჩელში, ასევე, მოწმეთა ჩენებებში არაერთხელ არის გაჟღერებული მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძვლად ლ-- ტ------–-–---–ისა და თ------ ხ-----სათვის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებზე სასესხო ვალდებულებების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად და სამართალწარმოების ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით, რომლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე ლ-- ტ------–-–---–ი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე თ------ ხ-----სთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი). 2.27. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის საბერძენთიდან გადმოგზავნის გზით თ------ ხ-----სათვის, ასევე სხვადასხვა პირისთვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება და ასევე თანხის ოდენობა (სამართალურთიერთობის კვალიფიაციისათვის) მხოლოდ თ------ ხ-----ს სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნა და თ------ ხ-----ს მიერ ამ თანხის მიღების ფაქტი, ვერ დაადასტურებს მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობას. სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. 2.28. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე ამავე კოდექსის 991-ე მუხლებზე მითითებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ არავის აქვს სხვის ხარჯზე გამდიდრების უფლება. უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან წარმოშობილი უფლების მარტივი შემადგენელი ნაწილებია მოპასუხის გამდიდრება, ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონების შემცირება, ქონების ერთო პირიდან მეორეზე გადასვლა. ამასთან, გადამწყვეტია მესამე ელემენტი, თუ რა წინაპირობის გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ ერთი პირიდან ქონების მეორეზე გადაცემა გამართლებული არ არის. 2.29. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების მტკიცების ტვირთი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ეკისრება მოსარჩელეს, შესაბამისად, მოსარჩელე ლ-- ტ------–-–---–ს წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა იმ გარემოების დამტკიცება, რომ მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვა მოხდა უსაფუძვლოდ, შეცდომის საფუძველზე, რაც მან ვერ უზრუნველყო. მოსარჩელის მიერ მხოლოდ ზეპირი მითითება თანხის ჩარიცხვის თაობაზე არ წარმოადგენს ჯეროვან, სათანადო მტკიცებულებას მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. 2.30. სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ-- ტ------–-–---–მა ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო ვალდებული იყო, სარჩელის მიღებისას შეემოწმებინა იგი როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისით. თუ მოსარჩელის მიერ არ იყო რომელიმე მოთხოვნა გათვალისწინებული, სასამართლოს არ უნდა მიეღო წარმოებაში სარჩელი, ვინაიდან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა იყო. ან სასამართლოს მხარეთათვის, მოსამზადებელ ეტაპზე, უნდა მიეცა მითითება, სწორად განესაზღვრა სასარჩელო მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები, რაც მხარეს არ წაართმევდა უფლებას, ხელახლა მიემართა სასამრთლოსათვის მისი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი სასამართლომ შეზღუდა მხარის ეს უზენაესი უფლება. 3.2. სასამართლო თავადვე აღნიშნავს, რომ თუ კი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა, რაც უნდა გამხადარიყო სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში - მოსარჩელე - უზრუნველყოფდა ისეთი სარჩელის წარდგენას, რომელიც სამართლებრივად გაამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მიერ არასწორი სამართლებრივი საფუძვლების მითითება, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, არ უნდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ვინაიდან სასამართლო არამარტო უფლებამოსილ--, არამედ ვალდებულია დაადგინოს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა და მხარის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ, რათა მხარეს არ წაერთვას დარღვეული უფლებების სასამართლოს გზით აღდგენის უფლება. 3.3. სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოების გარდა მსჯელობს ასევე სასესხო ვალდებულების არსებობაზე, სადაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ თ----- ხ-----სათვის გარკვეული თანხების გადარიცხვას. მაშინ, როდესაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მხარის - მოსარჩელის მიერ - დავის საგანი არასწორად იქნა განსაზღვრული. სასესხო ვალდებულებაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, რასაც არასაკმარისად მიიჩნევს, არაფერს საუბრობს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც საქმეზეა წარმოდგენილი - თანხების გადარიცხვის დამადასტურებელ ქვითრებზე და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე. ასევე, ყურადღებას არ ამახვილებს თავად თ----- ხ-----ს დაკითხვის ოქმზე, სადაც იგი ადასტურებს, რომ 2009 წელს ლ-- ტ------–-–---–თან გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც უნდა დაეწყო მუშაობა და 2010 წლის მარტამდე არ მუშაობდა და ცხოვრობდა ლ-- ტ------–-–---–ის ბინაში (როგორც საცხოვრებელი სახლით იყო უზრუნველყოფილი, ასევე საარსებო მინიმუმით) ასევე ადასტურებს, რომ ლ-- ტ------–-–---–ი სთხოვდა მას თანხების უკან დაბრუნებას. მოსამართლე მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე არ ამახვილებს ყურადღებას და მხოლოდ თ----- ხ-----ს სიტყვიერ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოაქვს გადაწყვეტილება. მოსარჩელის მიერ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად წარდგენილი იქნა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეთა ერთობლიობაში ადასტურებს თანხის არსებობის ვალდებულებას. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვალის არსებობას მოპასუხეც აღიარებს, თუმცა სადაოს ხდის მის ოდენობას. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლ-- ტ------–-–---–ის ოჯახი არის სოციალურად დაუცველი ოჯახი და ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, თავად კი ემიგრაციაშია წლების განმავლობაში და ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და ამავე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გამოტანილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნება სასამართლო სხდომაზე განხილული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური განხილვის შედეგად გამოტანილ დასკვნას. სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა საქმეში არსებული მხარეთა ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები. 3.5. სასამართლო გადაწყვეტილება ფაქტობრივად არ შეიცავს სამართლებრივ შეფასებას, სასამართლომ მისი გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს კონკრეტული გარემოებებიდან, სამართლებრივი ნორმებიდან და სასამართლო მსჯელობიდან გამომდინარე, და არა მხოლოდ კანონის რომელიმე კონკრეტული ნორმის გადმოწერით. შესაბამისად სასამართლოს მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმების გამოყენება დასაბუთებული არ არის საამისოდ ფაქტობრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური შეფასება სახეზე არა გვაქვს, რითაც მოხდა მხარეთა საპროცესო უფლებების დარღვევა. 3.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით არის საკმაოდ დაუსაბუთებელი შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით უნდა დაკამაყოფილდეს ლ-- ტ------–-–---–ის მოთხოვნა, ან და საქმე უკან უნდა დაუბრუნდეს სასამართლოს განხილვის ეტაპზე. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რა დროსაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვლებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს საერთოდ არ უნდა მიეღო სარჩელი წარმოებაში, თუ აღნიშნული სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. 3.7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის საფუძველზე ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე ყველა ადამიანისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. 3.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე რომელზდაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას. თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ვინაიდან მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. 3.9. მოპასუხე ადასტურებს, რომ მას ნამდვილად უგზავნიდა მოსარჩელე თანხას, სადავოდ ხდის მხოლოდ თანხის ოდენობას და 600 ევრომდე მიღების ფაქტს აღიარებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტი კეთილსინდისიერების პრინციპს ემყარება, რომლის მიზანს წარმოადგენს საფუძვლის გარეშე შეძენილი ნამატის უკან დაბრუნება, ანუ სამართლიანობის აღდგენა. ამ ინსტიტუტის უმთავრესი ნიშანია ვითომ კრედიტორის მიერ ქონების მიღება და შესაბამისად მისი გამდიდრება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ლ-- ტ------–-–---–ი და თ----- ხ----- 2005 წლიდან იცნობენ ერთმანეთს. გაცნობის დღიდან ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის შესახებ იცოდნენ ოჯახებმა და ნათესაობამ. 4.2. 2006 წლიდან მოსარჩელე ლ-- ტ------–-–---–ი სამუშაოდ საბერძნეთში გაემგზავრა. მოსარჩელის მითითებით 2008 წლიდან თ----- ხ----- თბილისში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში, ბინის ქირას 100 ევროს მოსარჩელე უგზავნიდა. 2006 წლიდან 2009 წლამდე გამოუგზავნა სხვადასხვა ოდენობის თანხები. 4.3. 2009 წელს, მოპასუხემ ლ-- ტ------–-–---–ს სთხოვა საბერძნეთში წაყვანა, მოსარჩელე დაეთანხმა და წასასვლელად თანხა გამოუგზავნა მოპასუხეს. საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ მოპასუხე მოსარჩელესთან ცხოვრობდა და თ------ ხ-----ს ხარჯებს მოსარჩელე ფარავდა. 4.4. 2010 წლის მარტის თვეში მოპასუხეს საქართველოში დედა გარდაეცვალა. მოსარჩელის მითითებით, საქართველოში სამგზავრო თანხა და დაკრძალვის ხარჯებიც 2000 ევრო, ლ-- ტ------–-–---–მა გადასცა თ----- ხ-----ს, მისივე მოთხოვნით მოგვიანებით, ლ-- ტ------–-–---–მა 600 ევრო ავტობუსის მძღოლის მეშვეობით გაუგზავნა თ----- ხ-----ს, რომელმაც გზავნილი მიიღო მისი ბიძაშვილის მეშვეობით. მოსარჩელის მითითებით, თ------ ხ-----ს დედის დაკრძალვაზე იყვნენ ლ-- ტ------–-–---–ის ოჯახის წევრებიც. ორმოცის გადასახდელი თანხაც 450 ევრო, მოსარჩელემ მოპასუხის თხოვნით, გადაუგზავნა ამ უკანასკნელის ბიძას-ზ------ ქ--------ს, რომლის მეუღლემ მოპასუხეს გადასცა ეს თანხა. პერიოდულად მოსარჩელესთან კომუნიკაციას ახდენდა თ----- ხ-----ს მამა, რომელმაც ავადმყოფობის მომიზეზებით მოსარჩელეს რამდენჯერმე სთხოვა თანხა ექიმთან ვიზიტის გადასახდელად. 4.5. დადგენილია, რომ მოსარჩლის მოთხოვნაა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 16800 ევროს გადახდა, რაც თ------ ხ-----სათვის გადაცემული აქვს გზავნილების სახით, სხვადასხვა პიროვნებების მეშვეობით. მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელისგან 600 ევრომდე ოდენობის თანხის მიღებას, თუმცა არა როგორც სესხს, არამედ მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე გადაცემულ საჩუქარს. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.8. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ ლ-- ტ------–-–---–მა თავისი მოთხოვნა ვერ დაამტკიცა. 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილი საფუძველზე, იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხადა თანხა, ეკისრებოდა მოსარჩელეს (აპელანტს). აღნიშნულის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება ლ-- ტ------–-–---–ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. 4.10. ძირითადი მტკიცებულებები, რომლებზეც აპელანტი თავის მოთხოვნას აყრდნობს, არის აპელანტისა და მისი ახლობლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუდასტურებია, პირიქით, უარყო ამ მოწმეთა მიერ მითითებული ფაქტების ნამდვილობა. 4.11. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს და დასკვნებს ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულელების წარმოშობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. 4.12 პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ოდენობით თანხების გადაცემის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებითა და ამონაწერებით (რომლებიც შედგენილია არასახელმწიფო (არაქართულ) ენაზე) შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის ვალდებულების წარმოშობის საფუძველად ვარგისი და საკმარისი ფაქტების ერთობლიობა. კერძოდ, გადარიცხული თანხების მიზნობრიობა, უშუალოდ მხარეთა ურთიერთობის თვალსაზრისით (აღნიშნული შესახებ მხოლოდ მოწმეების ახსნა-განმარტებებშია საუბარი), თანხები გადარიცხულია სხვადასხვა პირებისთვის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვერ დგინდება ამ პირთა კავშირი მოპასუხესთან და თანხების გადაცემის ფაქტობრივი მხარე. თუმცა, წარმოდგენილი ქვითრებითა და ამონაწერებით, მოპასუხის კანონისმიერი ვალდებულება რომ დგინდებოდეს, ამ ქვითრებით დადასტურებული თანხების ოდენობა ჯამში გაცილებით ნაკლებია, არ შეესაბამება სასარჩელო მოთხოვნას (16800 ევრო). შესაბამისად, მითითებულმა ფაქტებმა და შესაბამისმა მტკიცებულებებმა ვერ შექმნეს საფუძველი იმისთვის, რომ იურიდიულად გაემართლებინათ სასარჩელო მოთხოვნა. 4.13. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე სესხის ხელეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ და, ამის შესაბამისად, ის ფაქტი, რომ გადარიცხვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოხდა, საქმის მასალებით არ მტკიცდება. 4.14. რაც შეეხება უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ მოპასუხის ვალდებულებას, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. 4.15. მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება ქონებრივი სიკეთის მოპასუხისთვის გადაცემის მომენტში. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელემ საკუთარი ნებით, მოპასუხისგან მისთვის სავარაუდო საპასუხო ვალდებულების შესრულებისთვის მზადყოფნის საკითხის გარკვევის გარეშე, ამ უკანასკნელს სხვადასხვა დროს გადასცა სხვადასხვა ოდენობის თნხები, რომელთა ოდენობა, მოპასუხის მითითებით არ აღემატება 600 ევროს. მოსარჩელე არ უარყოფს, რომ თანხების გადაცემა ნამდვილად მისი სურვილითა და ნების შესაბამისად განხორციელდა, მაგრამ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ამ თანხების ოდენობა და სარჩელში მითითებული მიზნობრიობა, რაც თავის მხრივ მოპასუხის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. თავის მხრივ მოპასუხემ გადაცემული თანხები, მხარეთა ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩუქრად მიიჩნია. 4.16. პალატა განმარტავს, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრებით მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმას, ვინც ვითომ კრედიტორს თანხას არარსებული ვალდებულების შესასრულებლად გადასცემს. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. 4.17. პალატის აზრით, მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და საქალაქო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა იგი. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. 6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-- ტ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. დარჩეს უცვლელი სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მოსამართლეები თეიმურაზ სიხარულიძე თამარ სვანიძე ირმა პერანიძე