განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2020
საქმის ნომერი
820210016001491486
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210016001491486

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-768-19 30 მარტი, 2020 წელი

ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლაურა მიქავა

მოსამართლეები- ინდირა მაშანეიშვილი

თეიმურაზ სიხარულიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ხ---–----------–----–-----------------ა თ-------- კ---–--- შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“ გ---- ა--–---, რ----- ჯ----------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“- ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- მოპასუხე ხ---–--- მინიციპალიტეტის გ-------ას (ს/კ.: 2--------) მოსარჩელე შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“ (ს/კ.: 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხდელი თანხის 116469,19 (ასთექვსმეტიათას ოთხას სამოცდაცხრა ლარი 19 თეთრი) ლარის ანაზღაურება;

- მოპასუხეს ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას (ს/კ.: 2--------) შპს ,,ლ------ის წ--------------–---ა ს----------–--–-“ (ს/კ.: 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 3494 (სამიათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა;

- მოპასუხეს ხ---–----------–----–-----------------ას (ს/კ.: 2--------) შპს ,,ლ------ის წ--------------–---ა ს----------–--–-“ (ს/კ.: 4-------- სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების საფასურის 2329 (ორიათას სამას ოცდაცხრა) ლარის გადახდა;

- სხვა ნაწილში სარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2016 წლის 14 აპრილს ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ასა და შპს ,,ა-------–---------ს" შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,ა-------–---------ს" კურორტ ბ-–---ის შიდა საავტომობილო გზების რეაბილატაციის სამუშაობზე უნდა განეხორციელებინა ტექნიკური ზედამხედველობა. ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელი შპს ,,ა-------–---------ი" ღებულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო კონტროლი საპროექტო გადაწყვეტილებების დაცვაზე და ნორმატიული დოკუმენების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ასევე შესრულებული სამუშაოების, გამოყენებული კონსტრუქციების, წესების მოთხოვნებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან კონტროლი; საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრისათვის საკითხის დროულად დაყენება და შესრულებაზე კონტროლი;

 

2.2. 2016 წლის 21 აპრილს, მოსარჩელე შპს „ლ---------–--------------–----------------–ოში“-სა და მოპასუხე - ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება №8-, ხ---–--- მ----–----–------ის კურორტ ბ-–---ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 892791,58 (რვაას ოთხმოცდა თორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდა თერთმეტი ლარი და 58 თეთრი) ლარი. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2016 წლის 10 მაისს და უნდა დამთავრებულიყო 80 (ოთხმოცი) კალენდარულ დღეში, 2016 წლის 28 ივლისის ჩათვლით;

 

2.3. ხელშეკრულების 4.6 მუხლის შესაბამისად I - ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეში, სახელშეკრულებო ღირებულების 10 % - ის ოდენობით, II - ეტაპის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში, სახელშეკრულებო ღირებულების 30 % - ის ოდენობით, III - ეტაპის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 25 (ოცდახუთი) კალენდარულ დღეში, სახელშეკრულებო ღირებულების 40 % - ის ოდენობით და IV-ეტაპის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 10 (ათი) კალენდარულ დღეში, სახელშეკრულებო ღირებულების დარჩენილი 20 % - ის ოდენობით;

 

2.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო სს ,,ბ--------------–---“-ს მიერ 2016 წლის 21 აპრილს გაცემული საბანკო გარანტია - 6----------) 26 783,97 ლარის საბანკო გარანტიით;

 

2.5. მიმწოდებლის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები და გაიცა ანაზღაურება 848-5,20 ლარის ოდენობით;

 

2.6. 2016 წლის 28 ივნისის ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის მიერ შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ს დირექტორის სახელზე გაგზავნილი იქნა მიმართვა N0-------, რომლის მიხედვით, კურორტ ბ-–---ში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაობის მეორე ეტაპი უნდა დასრულებულიყო 23 ივნისს, უნდა წარმოედგინა სახელშეკრულებო ღირებულების 30% შესრულება, მიღება-ჩაბარების აქტი დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ, რაც მიმდინარე ეტაპამდე არ წარმომდგარა, თუ კონკრეტული ეტაპის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ იქნება შესრულებული ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების 90% ავტომატურად წყდება ხელშეკრულება;

 

2.7. 2016 წლის 01 ივლისს შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ს დირექტორის მიერ ხ---–--- მ----–----–------ის გამგებელს გაეგზავნა მიმართვა და შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2, გადახდის სერთიფიკატი N2 და ფარულ სამუშაოების აქტები დამოწმებული ტექ. ზედამხედველის მიერ, დანართით 59 ფურცელზე, მიმწოდებელი ითხოვს მოხდეს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების 267854,14 ლარის გადახდა;

 

2.8. შპს ,,ა-------–---------ი’’-ს დირექტორის მიერ 2016 წლის 1 ივლისის ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის მოადგილეზე გაგზვნილი იქნა N59 წერილი, სადაც აღნიშნულია, ,,წარმოგიდგენთ შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ს მიერ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის შესრულებულ სამუშაოებს. პირველი ივლისის შემოწმების შედეგად დადგინდა მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება 7 დღიანი დაგვიანებით, პირგასამტეხლო შეადგენს 945 ლარს. გთხოვთ უზრუნველყოთ შესრულებული სამუშაოს დაფინანსება“;

 

2.9. 2016 წლის 25 ივლისს გაიმართა „ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 14 იანვრის N9 ბრძანებით შექმნილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების..მონიტორინგის და..ანგარიშსწორების კომისიის სხდომა რომელმაც...განიხილა ხ---–---...მ----–----–------ის გ-------ასა და შპს „ლ---------–--------------–----------------–ოში’’-ს შორის 2016 წლის 21 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №8- ხელშეკრულების ირგვლივ არსებული საკითხები და გადაწყვიტა შპს „ლ------ის წ--------------–---ას საქართველო’’-ში ცალმხრივად შეუწყდეს მხარეთა შორის მიმდინარე წლის 21 აპრილის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8- ხელშეკრულება კურორტ ბ-–---ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებით და დაეკისროს მეწარმეს ხელშეკრულების - 9.11 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 26 783.75 (ოცდაეექვსიათას შვიდასოთხმოცდასამი ლარი დარ 75 თეთრი) ლარს. გარდა ამისა დაეკისროს ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოების ვადის გასვლიდან (2016 წლის 23 ივნისი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული ეტაპის ღირებულების 0.05% ოდენობით პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 133.92X10=1339,20 (ათას სამასოცდაცხრამმეტი ლარი და 20 თეთრი) ლარს;

 

2.10. ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 27 ივლისის N5-- ბრძანებით ცალმხრივად შეუწყდა 2016 წლის 05 ივლისიდან შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ს 2016 წლის 21 აპრილის ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8- ხელშეკრულება და დაეკისრა ხელშეკრულების მე-9-ე მუხლის 9.1 და 9.11 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ჯამში 28-22,95 ლარის ოდენობით;

 

2.11. ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის 2016 წლის 28 ივლისის N0------- მომართვის საფუძველზე ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნა მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების მოცულობებისა და ხარისხის შემოწმების საინჟინრო ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზის 2016 წლის 02 აგვისტოს №5--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში”-ის მიერ ხ---–--- მ----–----–------ში კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს სულ 267854.14 ლარს. (მიმდინარე მიღება ჩაბარების აქტით ფორმა N2-ით) 2016 წლის 30 ივლისს ჩემს მიერ მოხდა გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე შესწავლა. ხილულ სამუშაოებზე ჩატარდა აზომვები. იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, (ხარჯთაღრიცხვა N1-ში საავტომობილო გზა N1 პუნქტების 1;2;3;9; და ხარჯთაღრიცხვა N3-ში სასავტომობილო გზა N4 პუნქტები 1;2;3;4;5;), რომელთა გაზომვაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში შეუძლებელი იყო და მათთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი ფარულ სამუშაოთა აქტები. ექსპერტიზის მიერ გაზიარებული იქნა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული მოცულობებიბი, რომელთა ჩათვლა არ ჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივაა;

 

2.12. ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 17 აგვისტოს N6-- ბრძანებით შეიქმნა ,,ფ-------------–-------–-----– სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფი’’, რომელმაც განახორციელა კურორტ ბ-–---ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაობზე ფ-------------–-------–-----– სამუშაო მოცულობათა განსაზღვრა და 2016 წლის 18 აგვისტოს შეადგინა დასკვნა, სადაც აღნიშნულია რომ ,,ვიზუალური დათვალიერებისა და აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ვადგენთ, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 246646,16 ლარს. დასკვნას ერთვის კომისიის მიერ კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციაზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დანართი”;

 

2.13. 2016 წლის 23 აგვისტოს ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის მიერ შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში”-ის დირექტორს გაეგზავნა N0------- წერლი, რომლითაც აცნობა, რომ გ-------ა ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 17 აგვისტოს N6-- ბრძანებით შექმნილი ,,ფ-------------–-------–-----– სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფის”, 2016 წლის 18 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ოდენობად მიიჩნევს 246646,16 ლარს, ამასთანავე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯამურად დაკავებული პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 28-22,95 ლარს, ასევე დაუკავდა ექსპერტიზის ბიუროზე გადარიცხული თანხა - 9107,03 ლარი და საგარანტიო თანხის გამოკლებით საბოლოოდ დაკავებული თანხა შეადგენს 10446.01 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ ანაზღაურებულია პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 848-5,20 ლარის ოდენობით, ჯამურად ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 151384,95 ლარი. აღნიშნული თანხა შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ის ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის მიერ სს ,,ბ--------------–---"-ს მეშვეობით ჩაერიცხა 2016 წლის 01 სექტემბერს საგადასახადო მოთხოვნა N0----;

 

2.14. 2016 წლის 08 სექტემბრის ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის ს------------ კომისიის სხდომის ოქმი N2-----ის თანახმად, კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციიის სამუშაოების ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ნ----------"-ი, რომელთანაც ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2-- ხელშეკრულება სადაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუსაოების შეყიდვა, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 369999,88 ლარს;

 

2.15. მხარეთა შორის სადავო საკითხი იყო ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას და შპს „ლ---------–--------------–----------------–ოში“-სა 2016 წლის 21 აპრილის, №8-, ხელშეკრულების 2016 წლის 27 ივლისის N5-- ბრძანებით ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერებაზე და შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაზე; მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოების დაგვიანებით შესრულება გამოწვეული იყო მეტერეოლოგიური და კლიმატური პირობებით, რაც ფაქტობრივად წარმოადგენდა დაუძლეველ ძალას და შესრულების 15 დღით დაგვიანება მიჩნეული უნდა ყოფილიყო საპატიოდ, არ უნდა შეწყვეტილიყო ხელშეკრულება, გ-------ას არ უნდა გამოეთხოვა საბანკო გარანტიის თანხა და არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო;

 

2.16. მოპასუხე მხარე განმარტავდა, რომ მოსარჩელე შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში”-ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N8- ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 23 ივნისს უნდა წარმოედგინა მეორე ეტაპზე სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის სამუშაოს სათანადო დოკუმენტაციით, რაც მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა, მას ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის მიერ რამდენჯერმე ეცნობა წერილობით, რომ მის მიმართ ამოქმედდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარომო სანქციები, ასევე თუ კონკრეტული ეტაპის დასრულებიდან 10 დღის ვადაში არ იქნებოდა ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების 90% პროცენტი, შეუწყდებოდა ხელშეკრულება. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე წარადგინა შესრულებული სამუშაოების კორექტირებული ფორმა 2, მის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაც დადაგენილი იქნა გ-------ის კომისიების მიერ და მიღებული იქნა შესაბამისი კანონიერი ბრძანება;

 

2.17. მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა იმ საკითხში, რომ ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას და შპს „ლ---------–--------------–----------------–ოში“ -სა 2016 წლის 21 აპრილის, №8-, ხელშეკრულების 2016 წლის 27 ივლისის N5-- ბრძანებით ცალმხრივად შეწყვეტა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა უკანონოდ. სარჩელში აღნიშნული არგუმენტები, რთული მეტერეოლოგიური და კლიმატური პირობები დაუძლეველ ძალად ვერ ჩაითვლებოდა. ხელშეკრულება შეწყდა სამუშოს შესრულების ვადის გასვლიდან თითქმის ერთ თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, რისი უფლებაც გააჩნდა მოპასუხეს;

 

2.18. მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოთა ღირებულობის ოდენობა;

 

2.19. მოსარჩელე მხარე განმარტადა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები შესრულდა გაცილებით მეტი ღირებულების, რაც იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული. შესრულების რამდენიმე დღით დაგვიანება გამოწვეული იყო რთული მეტეროლოგიური პირობებით, მაგრამ სამუშაოები შესრულდა სრულყოფილად და 2016 წლის 01 ივლისს ხ---–--- მ----–----–------ის გამგებელს გაეგზავნა მიმართვა და შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2, გადახდის სერთიფიკატი N2 და ფარულ სამუშაოების აქტები დამოწმებული ტექ. ზედამხედველის მიერ, მაგრამ გ-------ა და მის მიერ შექმნილი კომისიები არ ღებულობდნენ შესრულებას და არ რიცხავდნენ თანხას, რამდენიმე დღის შემდგომ კი, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა გადარეცხა გზის ვაკისზე მოსწორებული ღორღის საფუძველი, ასევე ჩარეცხა ცემენტი სანიაღვრე არხების ჩასხმის პროცესში, რამაც აუცილებელი გახადა ჩამოსხმული არხების მონგრევა და მათი ხელახალი მოწყობა, რაც განმეორებით იქნა შესრულებული და გ-------ას წარედგინა კორექტირებული შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2 და სხვა სათანადო დოკუმენტაცია. მოსარჩელე განმარტავდა, რომ გ-------ის მიდგომა იყო ტენედენციური, საქმისთვის ხელის შემშლელი და მიმართული არ გადაეხადა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება. მოსარჩელის მტკიცებით, გამგებლის მიერ შექმნილი კომისია, რომელმაც ექსპერტიზის შემდგომ შეამოწმა და დაიანგარიშა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება არ იყო კომპეტენტური, არ გააჩნდა სათანადო აკრედიტაცია, იყო მიკერძოებული და შეასრულა გამგებლის მითითება. გ-------ამ შეგნებულად არ გადასცა ექსპერტიზას ფარულ სამუშაოთა აქტები და კომისია ვერანაირად ვერ შეძლებდა შესრულებულ ფარულ სამუშაოთა აზომვას და დაანგარიშებას;

 

2.20. მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებეზე: ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2016 წლის 02 აგვისტოს ჩატარებული მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების მოცულობებისა და ხარისხის შემოწმების საინჟინრო ექსპერტიზაზე, რომლის №5--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ის მიერ ხ---–--- მ----–----–------ში კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენდა სულ 267854.14 ლარს. მოსარჩელემ ასვე მიუთითა შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2, გადახდის სერთიფიკატი N2 და ფარულ სამუშაოების აქტებზე, შპს ,,ა------------------ი"-ს წერილებზე, მოპასუხის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ფოტო მასალაზე და განმარტა, რომ ამ ფოტო მასალითაც დგინდებოდა, რომ სამუშაოები შესრულებული იყო და შესაძლებელი იყო ასფალტის დაგების სამუშაოების დაწყება, რომლის შესყიდვაზე ბეს სახით გადახდილი ჰქონდა 60 000 ლარი;

 

2.21. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის ზემო დასახელებულ განმარტებასა და მტკიცებას და განმარტადა, რომ მოსარჩელემ დასაწყისშივე დარღვევით დაიწყო ხელშეკრულების პირობების შესრულება, დაგვიანებით შეასრულა პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულებაზე წარადგინა ფაქტიურად შეუსრულებელ სამუშაოთა აქტები და ფორმა 2. იმის გამო, რომ გ-------ა აღარ ენდობოდა და შემდგომში ხელშეკრულებაც შეუწყვიტა ზედამხედველ შპს ,,ა-------–---------ს“, შესრულებულ სამუშაოებზე მონიტორინგს ახორციელებდა გ-------ის კომისიები. მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ მართალია მათი ინიციატივით ჩატარდა ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2016 წლის 02 აგვისტოს ჩატარებული მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების მოცულობებისა და ხარისხის შემოწმების საინჟინრო ექსპერტიზა, მაგრამ დასკვნაში მითითებული იყო, რომ ფარულ სამუშაოთა მოცულობების ჩათვლა არ ჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივა იყო. სწორედ ამ მიზნით გამგებლის მიერ შეიქმნა კომისია, რომელმაც დაადგინა რომ მთლიანად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 246646,16 ლარს, რასაც გამოაკლდა გადახდილი თანხები და დარჩენილი თანხა 151384,95 ლარი ჩაერიცხა მოსარჩელეს, რაზეც პრეტენზია არ განუცხადებია;

 

2.22. მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე: ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის წერილებზე, მოსარჩელის წერილზე ვადის გაგრძელების შესახებ, გ-------ის მიერ შპს ,,ა-------–---------ი’’-ს დირექტორის სახელზე გაგზავნილ წერილებზე, რომლითაც ადასტურებდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული სამუშაოები არ იყო შესრულებული. 14.07.2016 გ-------ის მინიტორინგის დასკვნაზე და შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო ტექნიკური ჯგუფის 2016 წლის 18 აგვისტოს დასკვნაზე;

 

2.23. მოპასუხე მხარის ინიციატივით მოწვეულმა მოწმეებმა ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 17 აგვისტოს N6-- ბრძანებით შექმნილი ,,ფ-------------–-------–-----– სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფის წევრებმა რ---- ძ-------ემ, ე------ დ------ემ და მ--–---- ა----–--ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენეს, რომ მათ მიერ ვიზუალურად განხორციელდა სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა, ასევე შემოწმებული იქნა გზის სავალ ნაწილზე განხორცილებული ფარული სამუშაოები და დადგინდა რომ ქვიშა ღორღოვანი ფენა 15 სანტიმეტრით ნაკლები იყო დადგენილ შესრულებასთან მიმართებაში. არ იყო დასრულებული ბეტონის კიუვეტები და სანიაღვრე არხების კედლები არ იყო სათანადო სიმაღლის, რაზეც მოხდა შესაბამისი დაანგარიშება და გამგებელს წარედგინა დასკვნა. აღნიშნულის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა ფოტო მასალა, ასევე მ--–---- ა----–--ისა და ე------ დ------ის დიპლომის ასლები;

 

2.24. ზემო დასახელებულ მტკიცებულებათა და გარემოებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტები არ იყო დასაბუთებული და არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსარჩელეზე ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო, ხოლო მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოებათა დადასტურება, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.25. დადგენილი იქნა და სადაო არ იყო ის გარემოება, რომ 2016 წლის 21 აპრილს, მოსარჩელე შპს „ლ---------–--------------–----------------–ოში“-სა და მოპასუხე - ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება №8-, ხ---–--- მ----–----–------ის კურორტ ბ-–---ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 892791,58 (რვაას ოთხმოცდა თორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდა თერთმეტი ლარი და 58 თეთრი) ლარს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2016 წლის 10 მაისს და უნდა დამთავრებულიყო 80 (ოთხმოცი) კალენდარულ დღეში, 2016 წლის 28 ივლისის ჩათვლით. მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 23 ივნისს და მისი ღირებულება შეადგენდა 267854,14 ლარს; ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს ეტაპის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს მიღება ჩაბარების აქტი, (ფორმა N2) ფარული სამუშაოების აქტი, და გადახდის სერთიფიკატი დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ.

 

2.26. ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ამ სამუშაოების ზედამხედველობის საკითხი ხელშეკრულების საფუძველზე დააკისრა შპს ,,ა-------–---------ს“. მას უნდა შეემოწმებინა შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-ს მიერ განხორციელებული სამუშაოები და მიღება-ჩაბარების აქტით დაედასტურებინა სამუშაოთა მიღება.

 

2.27. სახელმწიფო შესყიდვების შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ა იყო შემსყიდველი (დამკვეთი). შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“ მიმწოდებელი (შემსრულებელი). ანუ შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-ს უნდა განეხორციელებინა კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები. აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა რეგულირდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. აღნიშნული კოდექსის 636-ე მუხლით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი;

 

2.28. დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ პირველი ეტაპის სამუშაოები შესრულებულია და განხორციელებულია შესაბამისი ანაზღაურება. მეორე ეტაპისათვის განსაზღვრულია 30 კალენდარული დღე და შესასრულებელია სახელშეკრულებო ღირებულების 30% სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება (საბოლოო ანგარიშსწორება) მიმწოდებელთან განხორციელდებოდა შესაბამისად გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის (ფორმა N2) სსიპ -ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, გადახდის სერტიფიკატის და საგადასახდო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისის) წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის განმავლობაში;

 

2.29. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 01 ივლისს შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ს დირექტორის მიერ ხ---–--- მ----–----–------ის გამგებელს გაეგზავნა მიმართვა და შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2, გადახდის სერთიფიკატი N2 და ფარულ სამუშაოების აქტები დამოწმებული ტექ.ზედამხედველის მიერ, დანართით 59 ფურცელზე, მიმწოდებელმა მოითხოვა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების 267854,14 ლარის გადახდა; ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა შესრულებული სამუშაოები და ჩათვალა, რომ მიღება-ჩაბარტების აქტში (ფორმა N2) დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობები არ შეესაბამებოდა ობიექტზე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, არ იქნა ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო. 2016 წლის 11 ივლისს მიმწოდებელმა წარადგინა კორექტირებული შესრულებული სამუშაოს ფორმა N2 დამოწმებული ტექნიკური ზედამხედველის შპს ,,ა------------------ი"-ს მიერ და მიეთითა მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება;

 

2.30. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელობის საფუძვლად მოპასუხე მიუთითებდა ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის მიერ შექმნილი სხვდასხვა კომისიების დასკვნებზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავდა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესყიდვის შესახებ 2016 წლის 21 აპრილის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი განსაზღვრავდა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესს. სამუშაოს ეტაპის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს მიღება-ჩაბარების აქტი, (ფორმა N2) ფარული სამუშაოების აქტი და გადახდის სერთიფიკატი დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ, რაც განხორციელდა მიმწოდებლის მიერ; აღნიშნული მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე, ტექნიკურ ზედამხედველობაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს შემსყიდველის ბრძანებით დანიშნული ან შესაბამისი ტენდერით გამოვლენილი პირი/პირები ტექნიკური ზედამხედველები. მოცემულ შემთხვევაში ტექნიკურ ზედამხედველობას ახორცილებდა შპს ,,ა-------–---------ი“, რომელმაც 2016 წლის 01 ივლისის ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის მოადგილეზე გაგზავნილი წერილით დაადასტურა, რომ, შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ს მიერ კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაობი შესრულებულია 07 დღიანი დაგვიანებით, პირგასამტეხლო შეადგენდა 945 ლარს და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს დაფინასება;

 

2.31. სასამართლომ განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების დაცვით კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაობის თაობაზე. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა კურორტ ბ-–---ის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები განეხორცილებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას ჰქონდა უფლება მოეთხოვა სამუშაოთა დროული და ხარისხიანი შესრულება. ასევე ჰქონდა უფლება პირობების დარღვევის შემთხვევაში შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა პირგასამტეხლო, რაც იქნა რეალიზებული. ამასთანავე, ხ---–--- მუნიციპლაიტეტის გ-------ას ევალებოდა სრულყოფილად გადაეხადა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება;

 

2.32. ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2016 წლის 02 აგვისტოს №5--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ს მიერ ხ---–--- მ----–----–------ში კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენდა სულ 267854.14 ლარს (მიმდინარე მიღება-ჩაბარების აქტით ფორმა N2-ით). ექსპერტი აღნიშნავდა, რომ 2016 წლის 30 ივლისს მის მიერ მოხდა გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე შესწავლა. ხილულ სამუშაოებზე ჩატარდა აზომვები. იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ფარულ სამუშაოთა კატეგორიას (ხარჯთაღრიცხვა N1-ში საავტომობილო გზა N1 პუნქტების 1;2;3;9 და ხარჯთაღრიცხვა N3-ში სასავტომობილო გზა N4 პუნქტები 1;2;3;4;5), რომელთა გაზომვაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში შეუძლებელი იყო და მათთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი ფარულ სამუშაოთა აქტები, ექსპერტიზის მიერ გაზიარებული იქნა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული მოცულობები, რომელთა ჩათვლა არ ჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივა იყო.

 

2.33. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ან სხვა აკრედიტირებული პირის დასკვნით დადგენილი შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურებას. მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ისე, როგორც ამას მოითხოვდა საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი.

 

2.34. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ დაიწყო ვალდებულების შესრულება და შესრულებისათვის დახარჯა გარკვეული თანხები. შესრულებას ღებულობდა შპს ,,ა-------–---------ი“. შესრულების მიღებასთან დაკავშირებით ადგენდა მიღება-ჩაბარების აქტს, რასაც ანგარიშ-ფაქტურისა და ერთად წარუდგენდა ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას. შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-მ დაასრულა პირველი ეტაპის სამუშაო და აინაზღაურა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება. მოსარჩელემ გათვალისწინებულ ვადაში ვერ დაასრულა მეორე ეტაპის სამუშაოები თუმცა ვადის გასვლის შემდგომ აგრძელებდა სამუშაოთა შესრულებას და საბოლოოდ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებული იქნა 267854.14 ლარის ღირებულების სამუშაო;

 

2.35. მოპასუხემ დასახელებული თანხის გადახდაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 17 აგვისტოს N6-- ბრძანებით შექმნილი ,,ფ-------------–-------–-----– სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფის, 2016 წლის 18 აგვისტოს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ვიზუალური დათვალიერებისა და აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ვადგენთ, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 246646,16 ლარს. ექსპერტი დასკვნაში მიუთითედა, რომ იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, (ხარჯთაღრიცხვა N1-ში საავტომობილო გზა N1 პუნქტების 1;2;3;9 და ხარჯთაღრიცხვა N3-ში სასავტომობილო გზა N4 პუნქტები 1;2;3;4;5), ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში გაზომვა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი რა აზომვითი სამუშაობი ჩატარდა ზემო დასახელებული კომისიის მიერ და როგორ მოხდა ერთ დღეში მეორე ეტაპის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრა;

 

2.36. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას, რომლესაც წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ტექნიკური ზედამხედველის მიერ დამტკიცებული ფარულ სამუშაოთა აქტები, რომლებიც არ წარუდგინა ლ----------------–ის ექსპერტიზის ბიუროს, არ ჰქონდა საფუძველი არ გაეზირებინა ექსპერტიზის დასკვნა და უარი ეთქვა მოსარჩელისათვის შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურებაზე. უარის თქმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ასევე ეწინააღმდეგება მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობებს. მოპასუხე მოვალეა ვალდებულება შეასრულოს ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ა ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება დარჩენილი გადაუხდელი თანხა 116469,19 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელი ნაწილის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო;

 

2.37. რაც შეეხება სარჩელის სხვა მოთხოვნებს სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ;

 

2.38. უდავოა, რომ ხელშეკრულების თანახმად, შპს „ლ---------–--------------–----------------–ოში“ -ს მერე ეტაპის სამუშაო უნდა დაესრულებინა 2016 წლის 25 ივნისს. მოსარჩელემ 2016 წლის 01 ივლისს წარადგინა შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2, გადახდის სერთიფიკატი N2 და ფარულ სამუშაოების აქტები დამოწმებული ტექ. ზედამხედველის მიერ, რაც არ იქნა გაზიარებული ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის მიერ და შემდგომში 11 ივლისს წარადგინა კორექტირებული შესრულებული სამუშაოს ფორმა და მოითხოვა დაფინანსება. გარდა იმისა, რომ მოპასუხემ არ ჩათვალა სამუშაოები შესრულებულად, რასაც მოსარჩელე ხდიდა სადაოდ, თვითონ მოსარჩელის წერილები და მოთხოვნა, რომ გაცდენილი პერიოდი ჩათვლილიყო ფორს მაჟორულად, ადასტურებდა, რომ მეორე ეტაპის სამუშაოები არ იქნა დროულად შესრულებული. მოპასუხემ ხელშეკრულება მოუშალა 2016 წლის 27 ივლისს, ე.ი. სამუშოს შესრულების ვადის გასვლიდან, თითქმის, ერთ თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, რისი უფლებაც მას გააჩნდა. შესაბამისად, ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 27 ივლისის N5-- ბრძანება შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-სთან ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, კანონიერი იყო.

 

2.39. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ამ კანონიერად მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 14.1 მუხლით განისაზღვრა, რომ მიწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებას იტოვებდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მოეთხოვა გარანტორისაგან. დადგენილი იყო, რომ შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-მ სახელშეკრულებო ვალდებულება - მეორე ეტაპის სამუშაოთა 2016 წლის 25 ივნისამდე დასრულებაზე, ვერ შეასრულა. სს ,,ბ--------------–---"-ს მიერ 2016 წლის 21 აპრილს გაცემული იყო ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია თანხით 26783,97 ლარი. საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლისა და 880-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ა უფლებამოსილი იყო გარანტისაგან თანხის გადახდა მოეთხოვა;

 

2.40. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ამ მოსარჩელე შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-საგან კანონონიერად მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა და თანხა მართებულად იქნა გაქვითული საბანკო გარანტიის თანხიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. მხარეებმა ხელშეკრულების მეცხრე მუხლით განსაზღვრეს პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის. ხელშეკრულებით გაითვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო. დადაგენილი იყო, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები, დროულად ვერ იქნა დასრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი;

 

2.41. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში აღნიშნული გარემოება, რომ სამუშაოთა დაგვიანებით შესრულება გამოწვეული იყო უმძიმესი მეტერეოლოგიური და კლიმატური პირობებით. შესრულებულ სამუშაოებს მოვარდნილი ღვარცოფები პირწმინდად ანადგურებდა და თავიდან სრულდებოდა ბეტონისა თუ მიწის სამუშაოები, იმის მიუხედავად, რომ სარჩელს თან ახლავს მტკიცებულები ამინდის შესახებ, არ შეიძლება მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების შემაფერხებელ გარემოებად ჩათვლილიყო, რადგან მთის რეგიონში წვიმისა და ღვარცოფის არსებობა მოსარჩელეს უნდა გაეთვალისწინებინა ხელშეკრულების გაფორმებისას და მას შემდეგ, რაც იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების შესრულებაზე, რთული მეტერეოლოგიური და კლიმატური პირობები დაუძლეველ ძალად ვერ ჩაითვლებოდა და ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ვერ გაამართლებდა;

 

2.42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის მოთხოვნები: მოპასუხე ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ასა და შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში -ს შორის გაფორმებული 2016 წლის 21 აპრილს N8--ე ხელშეკრულების მოპასუხის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა და ამ მოტივით ხელეკრულების შესრულების გარანტიის (სს ,,ბ--------------–---“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტია-6----------) თანხის 26 783,97 ლარის გამოთხოვა ხ---–--- განმგეობის მიერ ცნობილი იქნეს უკანონოდ და მოპასუხეს დაეკისროს უკანონოდ მითვისებული თანხის 26 783,97 ლარის დაბრუნება მოსარჩელეზე, ასევე მოთხოვნები: შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-ს დაკისრებული პირგასამტეხლო 28 122, 95 ლარის ოდენობით შემცირდეს 5000 ლარამდე და ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას დაეკისროს შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოშო“-ს სასარგებლოდ უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს 23122,95 ლარის გადახდა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.11 პუნქტში (16, 17 გვერდი) სასამართლო აღწერს, რომ გ-------ა აღარ ენდობოდა შპს ,,ა-------–---------ი’’-ს მიერ შესრულებულ დოკუმენტაციას, მაგრამ რატომღაც არ ჰქობდა აღწერილი ის მნიშვნელოვანი საფუძველი, რის გამოც ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას შეექმნა საფუძვლიანი ეჭვი, კერძოდ, მეწარმე შპს ,,ა-------–---------ი" წინმსწრებად ადგენდა ფარულ სამუშაოთა დოკუმენტაციას იმ დროს, როცა რეალურად ობიექტზე სამუშაოები არ იყო შესრულებული, აღნიშნული ფაქტი წერილობით აღიარებული იქნა ისევ ზედამხედველი ორგანიზაციის მიერ. უფრო მეტი სიცხადისათვის მეწარმის - შპს ,,ა-------–---------ი’’-ს 2016 წლის 21 ივლისის N67 წერილიდან ციტირება: ,,რაც შეეხება ჩემს მიერ აქტებისა და ფორმა N2-ის ნაადრევად დამოწმებას, მიმაჩნია, რომ დაუმოწმებლობა გამოიწვევდა ხელშეკრულების შეწყვეტას, რაც საერთოდ ჩაშლიდა პროექტის ამ სეზონზე დასრულებას” აქვე ამატებს - ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა ახალი დაფინანსებისთ სახელდახელოდ ამ სეზონისატვის დროებით გზების მოწესრიგება და ვინ იცის როდის მოიძებნებოდა ბიუჯეტში ხელახალი სახსრები, რათა იგივე ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში შესაძლებელი ყოფილიყო ობიექტის დასრულება”. აქვე ყურადღება გასამახვილებელია ისიც, რომ შპს ,,ა-------–---------ი" და შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში’’ ერთობლივად შედგენილი მათი ხელწერითა და ბეჭდებით დადასტურების შემდგომ დასაფინანსებლად შემოჰქონდათ ვითომდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია იმ დროს როცა ობიექტზე რეალურად არ იყო სამუშაოები შესრულებული და რომ არა ხ---–--- მ----–----–------ის ძალისხმევა ადგილი ექნებოდა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებას;

 

3.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.11 პუნქტში (მე-17 გვერდი) სასამართლო აღწერს მოწმეთა ჩვენებებს, მაგრამ არ აქვს მითითებული მოწმეთა ყველაზე მნიშვნელოვანი განმარტებები, კერძოდ, ის ნაწილი, სადაც მოწმეები სასამართლოს დეტალურად მარტივი გასაგები ენით უმარტავს თუ, როგორ იქნა დათვლილი გ-------ის ტექნიკური ზედამხედველობის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები, კონკრეტულად კი მოწმეებმა განმარტეს, რომ ობიექტზე შემოწმებისას ხელშეკრულებით (N8-) გათვალისწინებული ფარული სამუშაოები, რომელთა მოცულობების დადგენა წესით შეუძლებელი უნდა ყოფილიყო შემოწმების დროისთვის იყო ხილული, შესაბამისად ხილული შეუსრულებელი, ფარულ სამუშაოთა მოცულობის ერთეულის ფასზე გადამრავლებით ტექნიკურმა ზედამხდველებმა მიიღეს ის თანხა, რომელიც რეალურად ჰქონდა მეწარმეს შესრულებული, გარდა ამისა, მოწმეებმა მიუთითეს ხელშეკრულების (N8-) 4.4 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც არ იქნა გარკვეული სამუშაოები ჩათვლილი;

 

3.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.11 პუნქტში (მე-18 გვერდი) სასამართლოს მითითებული აქვს მტკიცებულებების ჩამონათვალში - ფარულ სამუშაოთა ატები, გაუგებარია რომელ ფარულ სამუშაოთა აქტებს გულისხმობს სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციას თან არ ახლავს ფარულ სამუშაოთა აქტები შესაბამისად აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივ უსწორობას;

 

3.4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.5 პუნქტში (მე-23 გვერდი) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მეწარმემ ისევ და ისეც პატიოსნად ადგენდა შესაბამის საანგარიშსწორებო დოკუმენტაციას იმ ფონზე როცა ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ამ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტაციებით დაამტკიცა, რომ მეწარმების მხრიდან ადგილი ჰქონდა დოკუმენტაციის წინმსწრებად დამოწმების ფაქტს, რაზეც ფიქრობს, რომ აღნშნული ფაქტი დიდი ალბათობით შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს;

 

3.5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 6.5 პუნქტში (მე-24 გვერდი) სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას არ ჰქონდა საფუძველი არ წარედგინა ლ----------------–ის ექსპერტიზის ბიუროსათვის ფარულ სამუშაოთა აქტები, რის საწინააღმდეგოდაც ისევ და ისევ მეტყველებს საქმეში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის კორექტირებისა და ფარულ სამუშაოთა აქტების წინმსწრებად დადასტურების ამსახველი წერილობითი მტკიცებულებები;

 

3.6. სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყეყნებინა, მაგრამ არასწორად განმარტა ის კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნული მუხლი გულისხმობს ვალდებულების ჯეროვან, კეთილსინდისიერ, დათქულ დროსა და ადგილას შესრულებას, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად მეწარმე შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში’’ არ განუხორციელებია. ამასთან, მართალია ასევე გამოყენებულია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი, მაგრამ ასევე არასწორად არის განმარტებული ვინაიდან გ-------ას ზუსტად ის თანხა აქვს გადახდილი მეწარმისათვის რაც რეალურად იყო მის მიერ შესრულებული, გარდა ამისა გაუგებარია სასამართლო როგორ ადგენს იმ ფარულ სამუშაოებს, რომელზეც სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ნათლად გააკეთა ჩანაწერი რომ შემოწმების დროისთვის შეუძლებელი იყო მოცულობების განსაზღვრა ასეთ მომენტში სასამართლოს მტკიცების ტვირთი ფარულ სამუშაოთა მიმართებით მეწარმისათვის უნდა გადაენაწილებინა, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე ხ---–--- მ----–----–------ის ტექნიკური ჯგუფის მიერ დადებული დასკვნის საპირწონე დოკუმენტი მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში”-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში”-ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: სამოქალაქო კოდექსის მუხლები;

 

4.5. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილ იქნა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მათ ხელახლა გამეორებას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.6. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ამ;

 

4.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინებით, ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. უზენაესი სასამართლოს მითითებით: სააპელაციო სასამართლომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არ გამოიკვლია და არ შეაფასა სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე აპელანტის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში (116 469.19 ლარის დაკისრების ნაწილში) უნდა შეფასდეს გ-------ის (შემკვეთის) მიერ წარდგენილი მტკიცებულება - 2017 წლის 17 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტით (ფორმა N 2-ით) წარდგენილი შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ღირებულებების შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვით (ხელშეკრულების დანართი N 1) გათვალისწინებულ შესაბამის სამუშაოთა მოცულობებსა და ღირებულებასთან მიმართებით. დასკვნა, ასევე, შეეხება შესრულებულ სამუშაოთა ხარისხს. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ დავა სწორედ იმ საკითხებს შეეხება, რომლებიც ექსპერტიზის ზემოხსენებულ დასკვნაშია ასახული, ხოლო დასკვნა, როგორც ერთ- ერთი მტკიცებულება დასაშვებად იქნა მიჩნეული სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, უნდა მოხდეს მისი შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რადგან შეუძლებელია ამ მტკიცებულების გვერდის ავლით დავის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით გადაწყვეტა;

 

4.8. ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 სექტემბრის N0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტების (შპს ,,ნ----------ი“-ს მიერ შესრულებული ფარულ სამუშაოებზე), ლაბორატორიული დასკვნების გათვალისწინებით, ხილული სამუშაოების მოცულობების აზომვის შედეგად დადგენილ მოცულობათა და წარმოდგენილ ფორმა N 2-ის 2016 წლის 22 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 2-- ხელშეკრულებასა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების დანართ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში - გათვალისწინებულ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებებთან შედარების საფუძველზე მოცემული შედეგით - კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის შპს ,,ნ----------ის“ მიერ შესრულებული (მოწყობილი ასფალტის საფარი რამდენიმე უბანზე დაზიანებულია, რომლის ჩათვლა/არ ჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივაა). სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 366653,23 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რაც წარმოდგენილ ფორმა N 2-ზე 369934,92 ლარის ღირებულებაზე (დღგ-ს ჩათვლით) – 328-,69 ლარით ნაკლებია (იხ. ტომი 2, ს/ფ 283-302);

 

4.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.03.2020წ. სასამართლო სხდომაზე გამოკითხული 2017 წლის 17 სექტემბრის N0-------- ექსპერტიზის გამცემი ექსპერტის სოსო ბერაიას განმარტების თანახმად, მოცემულ ექსპერტიზის დასკვნაში მას არ შეუფასებია შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები, მან შეაფასა მხოლოდ შპს ,,ნ----------ი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ამ ტავლსაზრისით ის ვერ იქნება კომპეტენტური, რადგან მას არ შეუფასებია შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები და შესაბამისი დოკუმენტაცია (ფორმა ორები, მიღება-ჩაბარების აქტები) (იხ. ექსპერტის განმარტება, 02.03.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი));

 

4.10. დადგენილია, რომ ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის 2016 წლის 28 ივლისის N0------- მომართვის საფუძველზე ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნა მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების მოცულობებისა და ხარისხის შემოწმების საინჟინრო ექსპერტიზა. აღნიშნული ექსპერტიზის 2016 წლის 02 აგვისტოს №5--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ის მიერ ხ---–--- მ----–----–------ში კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს სულ 267854.14 ლარს (მიმდინარე მიღება ჩაბარების აქტით ფორმა N2-ით); 2016 წლის 30 ივლისს მოხდა გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე შესწავლა. ხილულ სამუშაოებზე ჩატარდა აზომვები. იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, (ხარჯთაღრიცხვა N1-ში საავტომობილო გზა N1 პუნქტების 1;2;3;9; და ხარჯთაღრიცხვა N3-ში სასავტომობილო გზა N4 პუნქტები 1;2;3;4;5;), რომელთა გაზომვაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში შეუძლებელი იყო და მათთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი ფარულ სამუშაოთა აქტები. ექსპერტიზის მიერ გაზიარებული იქნა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული მოცულობები, რომელთა ჩათვლა არ ჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივა იყო’’;

 

4.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.03.2020წ. სასამართლო სხდომაზე გამოკითხული 2016 წლის 02 აგვისტოს №5--------- ექსპერტიზის გამცემი ექსპერტის გ------ი ო-------–--ის განმარტების თანახმად, მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დაკვნაში მითითებული სამუშაოების ღირებულება მოიცავდა შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-ს მიერ შესრულებულ მხოლოდ ხილულ სამუშაოებს, მან დაიანგარიშა მხოლოდ ხილული სამუშაოების მოცულობა. მას რაიმე სახის ფარული სამუშაოები არ შეუფასებია (იხ. ექსპერტის განმარტება, 02.03.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.12. ხ---–--- მ----–----–------ის გამგებლის 2016 წლის 17 აგვისტოს N6-- ბრძანებით შეიქმნა ,,ფ-------------–-------–-----– სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფი’’, რომელმაც განახორციელა კურორტ ბ-–---ში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაობზე ფაქტიურად შესრულებულ სამუშაო მოცულობათა განსაზღვრა და 2016 წლის 18 აგვისტოს შეადგინა დასკვნა, სადაც აღნიშნულია რომ ,,ვიზუალური დათვალიერებისა და აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ვადგენთ, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 246646,16 ლარს. დასკვნას ერთვის კომისიის მიერ კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციაზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დანართი’’;

 

4.13. ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა შეფასება და მათი ვარგისიანობა ამათუ იმ სადაო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად უნდა მოხდეს განსახილველ შემთხვევაში სადაო გარემოებათა გადაწყვეტისათვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება (საბოლოო ანგარიშსწორება) მიმწოდებელთან განხორციელდება შესაბამისად გაფორმებული საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის (ფორმა N2) სსიპ - ლ-----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, გადახდის სერტიფიკატის და საგადასახდო დოკუმენტაციის (ანგარიშ ფაქტურა ინვოისის) წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის განმავლობაში;

 

4.14. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლ----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 02 აგვისტოს №5--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში"-ის მიერ ხ---–--- მ----–----–------ში კურორტ ბ-–---ის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მოცულობა და ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს სულ 267854.14 ლარს (მიმდინარე მიღება ჩაბარების აქტით ფორმა N2-ით). ექსპერტი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 30 ივლისს მის მიერ მოხდა გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე შესწავლა. ხილულ სამუშაოებზე ჩატარდა აზომვები. იმ სამუშაოებზე, რომლებიც განეკუთვნებიან ფარულ სამუშაოთა კატეგორიას, (ხარჯთაღრიცხვა N1-ში საავტომობილო გზა N1 პუნქტების 1;2;3;9; და ხარჯთაღრიცხვა N3-ში სასავტომობილო გზა N4 პუნქტები 1;2;3;4;5;), რომელთა გაზომვაც ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში შეუძლებელი იყო და მათთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი ფარულ სამუშაოთა აქტები, ექსპერტიზის მიერ გაზიარებული იქნა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული მოცულობები, რომელთა ჩათვლა არ ჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივა იყო. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ექსპერტის განმარტების თანახმად, მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დაკვნაში მითითებული სამუშაოების ღირებულება მოიცავდა შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში“-ს მიერ შესრულებულ მხოლოდ ხილულ სამუშაოებს, მან დაიანგარიშა მხოლოდ ხილული სამუშაოების მოცულობა. მას რაიმე სახის ფარული სამუშაოები არ შეუფასებია;

 

4.15. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა აღნიშნავს, რომ ლ-----------------–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მოყვანილი გარემოების საწინააღმდეგო პოზიციის დასადასტურებლად მისი საპირწონე ვარგისი და სათანადო მტკიცებულება ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ამ ვერ წარმოადგინა. მოპასუხის/აპელანტის მიერ მისი პოზიციის გასამყარებლად წარმოდგენილი მტკიცებულება: (,,ფ-------------–-------–-----– სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფი’’-ს დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები არ შეიძლება გახდეს მოსარჩელეზე ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, მაშინ როდესაც ის ძირითადი მტკიცებულება - ,,ფარულ სამუშაოთა აქტები’’, რომელიც სჭირო იყო მხარეთა შორის გათვალისწინებული შეთანხმების თანახმად შესრულებულ სამუშაოთა დასაანგარიშებლად და რომელიც ხელთ ჰქონდა მოპასუხეს/აპელანტს, არ იქნა წარდგენილი ექსპერტისათვის. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სპეციფიური სახის მტკიცებულებას ,,ფარულ სამუშაოთა აქტებს’’ ვერ შეცვლის ,,ფ-------------–-------–-----– სამუშაოთა მოცულობების დამდგენი სამუშაო (ტექნიკური) ჯგუფი’’-ს დასკვნა, რადგან ის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ობიექტურ მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სამუშაოთა მოცულობაის დაანგარიშება. ამიტომ სწორედ ასეთი ობიეტური მტკიცებულების - ,,ფარულ სამუშაოთა აქტების’’ არქონის (რომლის წარმოდგენა ხელეწიფებოდა მოპასუხეს/აპელანტს) გამო ექსპერტმა სრულიად სამართიანად გაიზიარა ხარჯთაღრიცხვით და ფორმა N2-ით გათვალისწინებული სამუშაოთა მოცულობები, რომლის დაანგარიშებაც უნდა მივიჩნიოთ სწორად;

 

4.16. ზემოაღნიშნულ პირობებში, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ას, რომლესაც წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ტექნიკური ზედამხედველის მიერ დამტკიცებული ფარულ სამუშაოთა აქტები, რომლებიც არ წარუდგინა ლ----------------–ის ექსპერტიზის ბიუროს, არ ჰქონდა საფუძველი არ გაეზირებინა ექსპერტიზის დასკვნა და უარი ეთქვა მოსარჩელისათვის შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურებაზე. შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. მოპასუხის უარი თანხის ანაზღაურებაზე ასევე ეწინააღმდეგება მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობებს;

 

4.17. ამდენად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ა ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება დარჩენილი გადაუხდელი თანხა 116469,19 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელი ნაწილის დაკისრების შესახებ სწორად მიიჩნია სასამართლომ საფუძვლიანად და სწორად დააკმაყოფილა იგი;

 

4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ;

 

4.19. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის დასაბუთება და ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის საფუძვლიანობის წარმოჩენა შესაბამისი მტკიცებულებით;

 

4.20. ზემოაღნიშნული მსჯელობების გაზიარებით პალატა თვლის, რომ ხ---–----------–----–-----------------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში როგორც სამართლებრივად სწორი უნდა დარჩეს უცვლელად;

 

4.21 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.22. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, შპს ,,ლ---------–--------------–----------------–ოში’’-ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით (შესრულებული სამუშაობის ღირებულების ანაზღაურების) ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ხ---–--- მ----–----–------ის გ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დარჩეს უცვლელად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ინდირა მაშანეიშვილი

 

თეიმურაზ სიხარულიძე