განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002359420
საქმე №3ბ/817-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი ნინო პაპინაშვილი
აპელანტი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - ზ----------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - რა---- ც-------–---–ი
მესამე პირი - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - ა-–----------–----
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით რა---- ც-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის №608 ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რა---- ც-------–---–ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2017 წლის 6 ნოემბრის №15/2017 დასკვნის თანახმად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 განკარგულებით დამტკიცებული „ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“ და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 31 მარტის №2-30 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა მოქალაქე - რა---- ც-------–---–ის (დაბ. 26.06.1966წ. პ/ნ: 0---------0) განცხადება (№15. 02.11.2017წ), სადაც ითხოვდა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე დევნილის სტატუსის მინიჭებას და დაასკვნა, რომ: მოქალაქე - რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1966 წ. პ/ნ: 0---------0), ოჯახთან ერთად: მეუღლე - ც---ა ც-------–---–ი (დაბ. 16.05.1972 წ. პ/ნ: 01029002499), შვილები: ლ-–- ც-------–---–ი (დაბ. 01.09.1992 წ, პ/ნ: 01027068523) და ლე--- ც-------–---–ი (დაბ. 19.05.1995 წ. პ/ნ: 01311099684) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში, საკუთრებაში ფლობდნენ საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს, ყოველწლიურად უვლიდნენ ნაკვეთებს, ჰქონდათ მც---ე ფერმერული მეურნეობა. იგი აგრეთვე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში (ქართულ-ოსური კომფლიქტის ზონაში).
ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 5 დეკემბრის ცნობის თანახმად, რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1996 წ. პ/ნ: 0---------0) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ერედვში. მისი ოჯახი შედგებოდა 4 (ოთხი) წევრისაგან. თვითონ - რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1966 წ. პ/ნ: 0---------0), მეუღლე - ც---ა ც-------–---–ი (დაბ. 16.05.1972 წ. პ/ნ: 01029002499), შვილი - ლ-–- ც-------–---–ი (დაბ. 01.09.1992 წ. პ/ნ: 01027068523), შვილი - ლე--- ც-------–---–ი (დაბ. 19.05.1995 წ. პ/ნ: 01311099684).
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 18 მაისის №05/2018 დასკვნის თანახმად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 განკარგულებით დამტკიცებული ,,ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“ საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 31 მარტის №2-30 ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რა---- ც-------–---–ის 2018 წლის 14 მაისის №152 განცხადების პასუხად, რითაც მოთხოვნილი იქნა რა---- ც-------–---–ის სოფელ ერედვში მუდმივ მაცხოვრებლობის ფაქტის ხელახლა შესწავლა და ახალი დასკვნის გაცემა, დადგინდა შემდეგი: ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა სამუშაო ჯგუფმა 2017 წლის 6 ნოემბერს გასცა დასკვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე რა---- ც-------–---–მა (პ/ნ: 0---------0) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან მოითხოვა იძულებითი გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, რის შესახებაც მას სამინისტროსგან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. განმცხადებელი არ დაეთანხმა სამინისტროს უარს და მიიჩნია, რომ უარის საფუძვლად მიჩნეულია ,,ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის“ დასკვნაში მითითებული ტერმინი ,,ცხოვრობდა", რომელიც შესაძლებელია გაგებული იქნეს ორაზროვნად. ამ მიზნით რა---- ც-------–---–მა, 2018 წლის 14 მაისს, №152 განცხადებით განმეორებით მიმართა ერედვის მუნიციპალიტეტს და წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერები, სადაც სოფელ ერედვის 11 (თერთმეტი) მაცხოვრებელი ადასტურებდა, რომ რა---- ც-------–---–ი ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ერედვში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №180537784; თარიღი: 14.05.2018წ.).
ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენმა სამუშაო ჯგუფმა გააუქმა დასკვნა №15/2017 თარიღით: 06/11/2017 წ. და ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით და გარემოებების ხელმეორედ გადამოწმების შემდეგ ხელახალი მოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება: რა---- ც-------–---–ი (დაბ.26.06.1966 წ. პ/ნ: 0---------0), 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში მეუღლესთან - ც---ა ც-------–---–თან (დაბ. 16.05.1972 წ. პ/ნ: 01029002499), შვილებთან - ლ-–- ც-------–---–თან (დაბ. 01.09.1992 წ. პ/ნ: 01027068523) და ლე--- ც-------–---–თან (დაბ. 19.05.1995 წ. პ/ნ: 01311099684) ერთად ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს. ყოველწლიურად ეწეოდა სოფლის (ფერმერულ) მეურნეობას. რა---- ც-------–---–ი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში (ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს). მიუხედავად იმისა, რომ რა---- ც-------–---–ს სამსახურის გამო პერიოდულად უწევდა სოფელ ერედვის დატოვება, სამუშაო ჯგუფი ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენდა სოფელ ერედვის მუდმივ მცხოვრებელ პირს (ს.ფ. 15-17, 82-84);
ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 21 მაისის №253 ცნობის თანახმად, რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1996 წ. პ/ნ: 0---------0) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში. მისი ოჯახი შედგებოდა 4 (ოთხი) წევრისაგან. თვითონ - რა---- ც-------–---–ი (დაბ 26.06.2966 პ/ნ: 0---------0, მეუღლე - ც---ა ც-------–---–ი (დაბ. 16.05.1972 წ. პ/ნ: 01029002499), შვილი - ლ-–- ც-------–---–ი (დაბ. 01.09.1992 წ. პ/ნ: 01027068523) და შვილი - ლე--- ც-------–---–ი (დაბ. 19.05.1995 წ. პ/ნ: 01311099684) (ს.ფ. 81).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის №0111717042228 საინფორმაციო ბარათის თანახმად, რა---- ც-------–---–ის (პ/ნ: 0---------0) რეგისტრაციის ადგილად მითითებულია - ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. №181, ბინა №3. რეგისტრაციის თარიღი: 11.10.1995, გამცემი ორგანო: იუსტიციის სამინისტრო, გაცემის თარიღი: 16.06.2015 წელი.
საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 4 დეკემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, №181 გ. ნაკვეთის მიწის ნომერი: 01.19.35.007.011; ფართობი: 139.00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს - რა---- ც-------–---–ი (ს.ფ. 56-58).
სოფელ ერედვის მაცხოვრებლები - დ--------–----ე, შერვუდი ც-------–---–ი, ბეჟანი ც-------–---–ი, ლე--- ტარიელაშვილი, ჯ----–--–--–---–---–-, ა-–------------–---–-----–------------------–---–-----–--------------–---–-----–--------------–---–----------------------- და ც------ ც-------–---–ი, 2018 წლის 14 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ადასტურებენ, რომ რა---- ც-------–---–ი ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ერედვში 2008 წლის 8 აგვისტომდე, ჰქონდა სახლი, იგი ეწეოდა სოფლის მეურნეობას (ფერმერულ მეურნეობას), ასევე მონაწილეობას იღებდა სოფელ ერედვში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში (ს.ფ. 78-80);
2017 წლის 12 დეკემბერს, რა---- ც-------–---–მა №59885/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა (ს.ფ. 51).
დევნილთა საკითხების დეპარტამენტში, 2017 წლის 12 დეკემბერს გასაუბრება ჩაუტარდა რა---- ც-------–---–ს. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ დაიბადა 1966 წელს ქ. ცხინვალში. საშუალო განათლება მიიღო სოფელ ერედვში. 1991 წელს დაოჯახდა სოფელ ერედვში. 1992 და 1995 წლებში შეეძინა შვილები. მისი განცხადებით სოფელ ერედვში ცხოვრობდა დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად 2008 წლის აგვისტომდე. ქ. თბილისში ფლობს საკუთრებას 1996 წლიდან. 1990 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა ქ. თბილისში 31-ე საავიაციო ქარხანაში დაცვის თანამშრომლად ყოველ მესამე დღეს. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში, ,,დელტაში“ ზეინკლად. მისმა შვილებმა საშუალო განათლება მიიღეს ქ. თბილისში. მისი მეუღლე 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ,,დელტას“ (31-ე საავიაციო ქარხანა) კადრების განყოფილებაში. მის მეუღლეს და შვილებს არ აქვთ დევნილის სტატუსი. როგორც თავად აღნიშნავს ცხოვრობს ქ. თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე თავის საკუთრებაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღემდე არ მიუმართავს სამინისტროსათვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2017 წლის 5 დეკემბრის №608 ცნობით დგინდება, რომ რა---- ც-------–---–ი პ/ნ: 0---------0, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ მეუღლე და ორი შვილი. განცხადებას თან ერთვის ასევე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 06.11.2017 წლის დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე რა---- ც-------–---–ი მეუღლესთან და შვილებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხოვრობდა სოფელ ერედვში. საკუთრებაში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს. ყოველწლიურად უვლიდა ნაკვეთებს, ჰქონდა მც---ე ფერმერული მეურნეობა. იგი აგრეთვე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში (ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში). რა---- ც-------–---–ს საცხოვრებელ მისამართად (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით) 1995 წლიდან უფიქსირდება მისამართი: ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. №181, ბინა№ 3.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტი მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც შესაბამისი კომეპტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი - პირის პიროვნების დამადასტურებელი უმთავრესი დოკუმენტი ადასტურებს, რომ 2008 წლის ომამდე რა---- ც-------–---–ის საცხოვრებელი ადგილი იყო ქალაქი თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ რა---- ც-------–---–ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი შვილები დაიბადნენ ქალაქ თბილისში, სწავლობდნენ თბილისის საჯარო სკოლებში. მისი მეუღლე 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისში. თავად 1996 წლიდან ფლობს საკუთრებას ქალაქ თბილისში და ასევე 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ქალაქ თბილისში. იგი დაოჯახების მერე არ ყოფილა დაკავშირებული სოფელ ერედვთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცილებით უფრო ხშირად უწევდა ცხოვრება, ვიდრე ქალაქ თბილისში (ს.ფ. 43-50);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 13 თებერვლის №608 ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 16 იანვრის №01-02/06-275 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა რა---- ც-------–---–ს (პ/ნ: 0---------0) (ს.ფ. 19, 42).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა გამოცემული დასკვნით მიზანშეუწონლად მიიჩნია რა---- ც-------–---–ისათვის (პ/ნ: 0---------0) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ რა---- ც-------–---–ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი შვილები დაიბადნენ ქ. თბილისში, სწავლობდნენ თბილისის საჯარო სკოლებში. მისი მეუღლე 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში. თავად 1996 წლიდან ფლობს საკუთრებას ქ. თბილისში და ასევე 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში. იგი დაოჯახების შემდეგ არ ყოფილა დაკავშირებული სოფ. ერედვთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობებით, რომლის გამოც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო ხშირად უწევდა ყოფნა, ვიდრე ქ. თბილისში.
მოცემულ შემთხვევაში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მონაცემებს, სადაც რა---- ც-------–---–ი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ მისამართად, 1995 წლიდან უფიქსირდება მისამართი: ქ. თბილისი, ბ. ხმელინცკის ქ. №181, ბინა №3.
სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე მხარის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის გამოყენებას, სადაც რა---- ც-------–---–ის საცხოვრებელ მისამართად 1995 წლიდან დაფიქსირებულია ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. №181, ბინა №3. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 14 მაისის, სოფელ ერედვის მაცხოვრებლების სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1966 წელს ცხინვალში. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა №131M75315, პ/ნ: 0---------0, გაცემული იუსტიციის სამინისტროს მიერ 16.06.2015 წელს. მოქმედების ვადა 16.06.2025 წლამდე) ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ერედვში 2008 წლის 8 აგვისტომდე, ჰქონდა სახლი, იგი ეწეოდა სოფლის მეურნეობას (ფერმერულ მეურნეობას), ასევე მონაწილეობას იღებდა სოფელ ერედვში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების, კერძოდ მეუღლის და შვილების სამუშაო და სწავლების ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვერ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე რა---- ც-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელი ადგილს აუცილებლად წარმოადგენდა ქ. თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 21 მაისის №253 ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1966წ. პ/ნ: 0---------0) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტ სოფელ ერედვში. ასევე, ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 18 მაისის №05/2018 დასკვნის თანახმად, რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1966წ. პ/ნ: 0---------0), 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში მეუღლესთან - ც---ა ც-------–---–თან (დაბ. 16.05.1972 წ. პ/ნ: 01029002499), შვილებთან - ლ-–- ც-------–---–თან (დაბ. 01.09.1992 წ. პ/ნ: 01027068523), და ლე--- ც-------–---–თან (დაბ. 19.05.1995 წ. პ/ნ: 01311099684) ერთად ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს. ყოველწლიურად ეწეოდა სოფლის (ფერმერულ) მეურნეობას. რა---- ც-------–---–ი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში (ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს). მიუხედავად იმისა, რომ რა---- ც-------–---–ს სამსახურის გამო პერიოდულად უწევდა სოფელ ერედვის დატოვება, სამუშაო ჯგუფი ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს სოფელ ერედვის მუდმივ მაცხოვრებელ პირს. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე რა---- ც-------–---–ის ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 13 თებერვლის №608 ბრძანება უკანონოა და იგი ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რა---- ც-------–---–ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით როგორც მოსარჩელის მიერ გადმოცემული ბიოგრაფიული ცნობებით დგინდება, მოარჩელე თავისი ყოფითი ცხოვრებით დაკავშირებული იყო თბილისთან და შესაბამისად, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სოფელი ერედვი ვერ იქნებოდა. მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბიოგრაფიული ცნობების ნამდვილობა დასტურდება გასაუბრების დოკუმენტზე თავად მოსარჩელის მიერ გაკეთებული ხელმოწერით. რაც შეეხება, ერედვის მუნიციპალიტეტის ცნობების და ერედვის მუნიციპალიტეტიდან გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის დასკვნებს, მათი სარწმუნოობა თავად ამ ორგანოების მიერ გაცემული აქტებით ქარწყლდება, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ მოსარჩელე სოფელ ერედვში ცხოვრობდა ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ცალკე კრიტიკული შეფასების ობიექტი გახდეს, რამდენადაც იმ პერიოდისათვის მოსარჩელის შვილები იყვნენ საშუალო სკოლის მოსწავლეები, ხოლო მეუღლე დასაქმებული იყო მუდმივ, სისტემატურ სამუშაოზე ქ. თბილისში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მათ მუდმივად ეცხოვრათ სოფ. ერედვში, სამივეს ყოველდღიურად, სასწავლებლად და სამუშაოდ უნდა ევლოთ სოფ. ერედვიდან ქ. თბილისში და უკან.
აპელანტის მითითებით, ეს გარემოება არადამაჯერებელია განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა ქ. თბილისში. აპელანტის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლე 1990 წლიდან მუშაობს ,,დელტაში“ (31-ე საავიაციო ქარხანა) და ამ ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სამუშაოზე მხოლოდ პერიოდულად და დროამოშვებით გამოცხადება. აღნიშნულის ფონზე, არც მოსარჩელისა და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რა საჭიროების გამო ცხოვრობდა მოსარჩელე საკუთარი ოჯახისაგან განცალკავებით სოფელ ერედვში და რატომ არ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ქ. თბილისში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მუნიციპალიტეტისა და კომისიის მიერ გაცემული დასკვნების შინაარსის არასარწმუნოებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ორგანოებს მრავალ შემთხვევაში ერთსა და იმავე პიროვნებებთან მიმართებით არაერთგზის ურთიერთგამომრიცხავი ცნობები აქვთ გაცემული და მათ მიერ გაცემული ცნობებისა და დასკვნების შინაარსის ნამდვილობის დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ახლობლური, ნათესაური კავშირებით, ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ ურთერთდახმარების სურვილი და ეს გარემოებები კიდევ უფრო არასარწმუნოს ხდის მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციების ნამდვილობას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსს. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა გამოცემული დასკვნით მიზანშეუწონლად მიიჩნია რა---- ც-------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ რა---- ც-------–---–ი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მისი შვილები დაიბადნენ და სწავლობდნენ ქ. თბილისში. მისი მეუღლე 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში. თავად 1996 წლიდან ფლობს საკუთრებას ქ. თბილისში და ასევე 1990 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისში. იგი დაოჯახების შემდეგ არ ყოფილა დაკავშირებული სოფ. ერედვთან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობებით, რომლის გამოც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო ხშირად მოუწევდა ყოფნა, ვიდრე ქ. თბილისში.
დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის ინფორმაციას, სადაც რა---- ც-------–---–ი რეგისტრირებულია 1995 წლიდან და საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება - ქ. თბილისი, ბ. ხმელინცკის ქ. №181, ბინა №3.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არ იზიარებს მოპასუხე მხარის მიერ, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის გადაწყვეტისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის გამოყენებას, სადაც რა---- ც-------–---–ის საცხოვრებელ მისამართად 1995 წლიდან დაფიქსირებულია ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქ. №181, ბინა №3. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 14 მაისის, სოფელ ერედვის მაცხოვრებლების სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1966 წელს ცხინვალში. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა №131M75315, პ/ნ: 0---------0, გაცემული იუსტიციის სამინისტროს მიერ 16.06.2015 წელს. მოქმედების ვადა 16.06.2025 წლამდე) ნამდვილად მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ერედვში 2008 წლის 8 აგვისტომდე, ჰქონდა სახლი, იგი ეწეოდა სოფლის მეურნეობას (ფერმერულ მეურნეობას), ასევე მონაწილეობას იღებდა სოფელ ერედვში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების, კერძოდ მეუღლის და შვილების სამუშაო და სწავლების ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ვერ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე რა---- ც-------–---–ის მუდმივ საცხოვრებელი ადგილს აუცილებლად წარმოადგენდა ქ. თბილისი და არა დღეის მდგომარეობით ოკუპირებული ტერიტორია.
სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 21 მაისის №253 ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ რა---- ც-------–---–ი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ერედვის მუნიციპალიტეტ სოფელ ერედვში. ასევე, ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 18 მაისის №05/2018 დასკვნის თანახმად, რა---- ც-------–---–ი (დაბ. 26.06.1966წ. პ/ნ: 0---------0), 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომამდე, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში მეუღლესთან - ც---ა ც-------–---–თან (დაბ. 16.05.1972 წ. პ/ნ: 01029002499), შვილებთან - ლ-–- ც-------–---–თან (დაბ. 01.09.1992 წ. პ/ნ: 01027068523) და ლე--- ც-------–---–თან (დაბ. 19.05.1995 წ. პ/ნ: 01311099684) ერთად ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთებს. ყოველწლიურად ეწეოდა სოფლის (ფერმერულ) მეურნეობას. რა---- ც-------–---–ი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში (ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს). მიუხედავად იმისა, რომ რა---- ც-------–---–ს სამსახურის გამო პერიოდულად უწევდა სოფელ ერედვის დატოვება, სამუშაო ჯგუფი ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს სოფელ ერედვის მუდმივ მაცხოვრებელ პირს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება 2008 წლის აგვისტოს ომამდე რა---- ც-------–---–ის ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რასთან წინააღმდეგობაში არ მოდის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეს უკანასკნელი თვეში რამოდენიმეჯერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების და ოჯახის მონახულების მიზნით მიემგზავრებოდა და რჩებოდა თბილისში, მის რეგისტრაციის მისამართზე.
სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მართებულობა. ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა მოხდა შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე, რაც ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი