განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002691720
საქმე №3ბ/2166-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - თ--------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჟ--ა შ--–--–-–---–ი
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ჟ--ა შ--–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2329 ბრძანება და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ჟ--ა შ--–--–-–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ჟ--ა შ--–--–-–---–ის 2018 წლის 02 ოქტომბერს N48252/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელშიც მიუთითა, რომ დაიბადა 1963 წლის 06 დეკემბერს ადიგენის რაიონში, შემდეგ ცხოვრობდა ონის რაიონში მშობლებთან ერთად, დაქორწინების შემდეგ მეუღლესთან (აწ გარდაცვილი) რ----ნ შ--–--–-–---–თან ერთად წავიდა საცხოვრებლად ბიჭვინთაში სოფელ ლიძავაში, სადაც ჰქონდათ სახლი და მუშაობდნენ ორივე. 1991 წელს შეეძინათ შვილი. 1992 წლის ოქტომბრის თვეში ომის დაწყების დროს ის და ბავშვი გადაიყვანეს გემით, მეუღლე გადავიდა მოგვიანებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება (ს.ფ. 58);
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 21 სექტემბრის ცნობის თანახმად, ჟ--ა შ--–--–-–---–ი შალვას ასული (პ.ნ 0----------, N0000835) არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან (გაგრა, ბიჭვინთა სოფელი ლიძავა). 1992 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა ქ. გაგრაში ბიჭვინთა სოფელი ლიძავაში (ს.ფ. 19);
სსსრ სახელმწიფო დაზღვევის მთავარი სამმართველოს 1989 წლის 05 აპრილის ცნობის (ფორმა N200) თანახმად, საყოფაცხოვრებო ქონების ნებაყოფლობითი დაზღვევა გაცემულია მოქალაქე რ----ნ სემიონის ძე შ--–--–-–---–ზე, იმის საფუძველზე, რომ 1980 წლის 26 ნოემბრის წესების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო ქონების ნებაყოფლობითი დაზღვევის N196 დადებული ხელშეკრულება, მდებარე მისამართზე: მალოჩნის მეურნეობა დაზღვევის თანხა 4000 (ოთხიათასი) რუბლი, ხელშეკრულება დადებულია მალოჩნი ქონებაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწყება 1989 წლის 06 აგვისტოს და მთავარდება 1990 წლის 05 აპრილს. ქონების მდგომარეობა ასაშენებლ - ს/მ შერეული (ს.ფ. 28-30);
2017 წლის 21 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის რიგგარეშე ცნობა/დასკვნის თანახმად, 1963 წლის 06 დეკემბერს დაბადებული ჟ--ა შალვას ასული შ--–--–-–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად 1986 წლიდან 1992 წლის ოქტომბრამდე მიჩნეულია ქ. გაგრა, ბიჭვინთა, სოფ. ლიძავა.(ს.ფ. 61);
2017 წლის 02 ოქტომბრის ფ---------–--–--ს (დაბ. 16.07.1963წ, დაბადების ადგილი: გაგრა, პირადობის მოწმობის N11IB12606, პირადი N62007003542, გაც. 26.12.2011წ, იუსტიციის სამინისტროს მიერ, რეგისტრირებული: გაგრა, ლაკობას ქ. 7, პირადი განცხადებით ამჟამად მცხ. ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა N7, კორპ. ნ3, ბინა N96) ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, იგი თანხმობას აცხადებს, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–ი (დაბ. 06.12.1963წ., პირ. #0----------) დარეგისტრირდეს დევნილად მისამართზე: ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა N7, კორპ. N3, სართული 10, ბინა N96, (საკადასტრო კოდი 01.16.02.038.077.03.01.096) (ს.ფ. 64-65);
„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად, ჟ--ა შ--–--–-–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. გასაუბრების დროს ჟ--ა შ--–--–-–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1960 წლის 06 დეკემბერს ადიგენში. იქორწინა 1985 წელს რ----ნ შ--–--–-–---–ზე, რომელიც გარდაიცვალა 1994 წელს. 1970-1980 წლებში სწავლობდა ონის N1 საშუალო სკოლაში, 1983-1984 წლებში თბილისის რევიზორთა სკოლაში. 1988-1990 წლებში, იძულებით გადაადგილებამდე მუშაობდა დაბა ბიჭვინთაში მდებარე დაბა ბიჭვნითის ბანკში, მოლარედ. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა დაბა ბიჭვინთა, სოფ. ლიძავა, მეთევზეობის ქ. N68. 1990 წელს ბიჭვინთაში, რძის ქარხნის დასახლებაში შეიძინეს ბარაკი. 1992 წლის ოქტომბერში ომის გამო შვილთან ერთად გადავიდა, მოგვიანებით მეუღლეც გადავიდა. განმცხადებლის ამჟამინდელი დროებითი საცხოვრებელი ადგილია (მისმართი) ქ. თბილისი, დადიანის ქ. N78. 1991 წელს იმშობიარა ონში იმიტომ, რომ იქ ჰყავდა მშობლები. ასევე ბავშვის დაბადებიდან 3 თვეში მოხდა მიწისძვრა ონში და დაენგრათ სახლი მეუღლის მშობლებს, რის გამოც დაბრუნდა ბიჭვინთაში. 1989-1990 წლებში რ----ნ შ--–--–-–---–ი მუშაობდა გაგრა, რკინიგზის სადგურში მდებარე სასურსათო საწყობის გამგედ. შვილებმა განათლება მიიღეს ისრაელში.
აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–ი მხოლოდ გარკვეული პერიოდი, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მისი და მისი მეუღლის მშობლები ცხოვრობდნენ რაჭაში. 1990 წლიდან არც მას და არც მის მეუღლეს აფხაზეთში აღარ უმუშავიათ. 1991 წელს კი შვილი შეეძინათ ონში. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–თან (პ.ნ. 0----------) მიმართებაში არ დასტურდებოდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო (ს.ფ. 67-72);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2329 ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის ოქტომბრის №01-02/06-10975 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა ჟ--ა შ--–--–-–---–ის (პ/ნ: 0----------) (ს.ფ. 27);
2019 წლის 01 აპრილის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის ფ---------–--–--ს ( დ.თ. 1963წ; პ/ნ N62007003542) განმარტების თანახმად, ის დაიბადა 1963 წელს ქ. გაგრაში, სადაც მას ჰქონდა საკვები ობიექტი. ჟ--ა შ--–--–-–---–ის მეუღლე მუშაობდა საწყობში. რკინიგზის საწყობში, სადაც სხვადასხვა პროდუქტები შედიოდა. ჟ--აც იქ გაიცნო და შემდეგ დაახლოვდნენ. ხშირად ნახულობდა მათ, ვინაიდან ის ცხოვრობდა ფრონტის წინა ხაზზე, კოლხიდაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა, მათთან იყო ბატალიონი, რომლებსაც კვებავდა და რკინიგზის საწყობიდან მიჰქონდა საჭირო რაღაცეები. ბიჭვინთასთან იყო პატარა პასილოკი, სადაც ცხოვრობდა ჟ--ა და მისი მეუღლე, როგორც იცის მათ თავისი სახლიც ჰქონდათ. ქალბატონო ჟ--ა მუდმივად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად ბიჭვინთაში, რადგან ბიჭვინთის სალაროში მუშობდა. თვითონ გაგრა დატოვა დაახლოებით 1992 წლის აგვისტოში და მისი ახლობელი ქალები გადაიყვანა გემით ფოთში. ჟ--ას მეუღლე დარჩა გაგრაში, ხოლო ჟ--ა და ბავში წავიდნენ რაჭაში. თვითონ კვლავ დაბრუნდა სოხუმში, თუმცა გაგრა მალე აიღეს და საბოლოოდ აფხაზეთი დატოვა 1993 წელს, ზუსტად თვე და რიცხვი არ ახსოვს. ჟ--ა შ--–--–-–---–ი არის მისი ცოლის და (ს.ფ. 90-95);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა 1960 წლის 06 დეკემბერს ადიგენში. იქორწინა 1985 წელს რ----ნ შ--–--–-–---–ზე, რომელიც გარდაიცვალა 1994 წელს. 1970-1980 წლებში სწავლობდა ონის N1 საშუალო სკოლაში, 1983-1984 წლებში თბილისის რევიზორთა სკოლაში. 1988-1990 წლებში, იძულებით გადაადგილებამდე მუშაობდა დაბა ბიჭვინთაში მდებარე დაბა ბიჭვნითის ბანკში, მოლარედ. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა დაბა ბიჭვინთა, სოფ. ლიძავა, მეთევზეობის ქ. N68. 1990 წელს ბიჭვინთაში, რძის ქარხნის დასახლებაში შეიძინეს ბარაკი. 1992 წლის ოქტომბერში ომის გამო შვილთან ერთად გადავიდა, მოგვიანებით მეუღლეც გადავიდა. განმცხადებლის ამჟამინდელი დროებითი საცხოვრებელი ადგილია (მისმართი) ქ. თბილისი, დადიანის ქ. N78. 1991 წელს იმშობიარა ონში იმიტომ, რომ იქ ჰყავდა მშობლები. ასევე ბავშვის დაბადებიდან 3 თვეში მოხდა მიწის ძვრა ონში და დაენგრათ სახლი მეუღლის მშობლებს, რის გამოც დაბრუნდა ბიჭვინთაში. 1989-1990 წლებში რ----ნ შ--–--–-–---–ი მუშაობდა გაგრა, რკინიგზის სადგურში მდებარე სასურსათო საწყობის გამგედ. შვილებმა განათლება მიიღეს ისრაელში.
დადგენილია, რომ აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–ი მხოლოდ გარკვეული პერიოდი, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მისი და მისი მეუღლის მშობლები ცხოვრობდნენ რაჭაში. 1990 წლიდან არც მას და არც მის მეუღლეს აფხაზეთში აღარ უმუშავიათ. 1991 წელს კი შვილი შეეძინათ ონში. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–თან (პ.ნ. 0----------) მიმართებით არ დასტურდებოდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.
მოცემულ შემთხვევაში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტი აღნიშნული დასკვნის მიღებისას დაეყრდნო თავად განმცხადებლის ახსნა-განმარტებას, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 21 სექტემბრის N0000835 ცნობას, რომლის თანახმად, ჟ--ა შ--–--–-–---–ი შალვას ასული (პ.ნ 0----------) არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან (გაგრა, ბიჭვინთა სოფელი ლიძავა). 1992 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა ქ. გაგრაში ბიჭვინთა სოფელი ლიძავაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ სსსრ სახელმწიფო დაზვევის მთავარი სამმართველოს 1989 წლის 05 აპრილის ცნობაზე, რომლის თანახმად, საყოფაცხოვრებო ქონების ნებაყოფლობითი დაზღვევა გაცემულია მოქალაქე რ----ნ სემიონის ძე შ--–--–-–---–ზე, იმის საფუძველზე, რომ 1980 წლის 26 ნოემბრის წესების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო ქონების ნებაყოფლობითი დაზღვევის N196 დადებული ხელშეკრულება, მდებარე მისამართზე: მალოჩნის მეურნეობა დაზღვევის თანხა 4000 (ოთხიათასი) რუბლი, ხელშეკრულება დადებულია მალოჩნი ქონებაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწყება 1989 წლის 06 აგვისტოს და მთავარდება 1990 წლის 05 აპრილს. ქონების მდგომარეობა ასაშენებლი - ს/მ შერეული.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა 2019 წლის 01 აპრილის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის ფ---------–--–--ს ( დ.თ. 1963წ; პ/ნ N62007003542) განმარტებაზე, რომლის თანახმად, ის დაიბადა 1963 წელს ქ. გაგრაში, სადაც მას ჰქონდა საკვები ობიექტი. ჟ--ა შ--–--–-–---–ის მეუღლე მუშაობდა საწყობში. რკინიგზის საწყობში, სადაც სხვადასხვა პროდუქტები შედიოდა. ჟ--აც იქ გაიცნო და შემდეგ დაახლოვდნენ. ხშირად ნახულობდა მათ, ვინაიდან ის ცხოვრობდა ფრონტის წინა ხაზზე, კოლხიდაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა, მათთან იყო ბატალიონი, რომლებსაც კვებავდა და რკინიგზის საწყობიდან მიჰქონდა საჭირო რაღაცეები. ბიჭვინთასთან იყო პატარა პასილოკი, სადაც ცხოვრობდა ჟ--ა და მისი მეუღლე, როგორც იცის მათ თავისი სახლიც ჰქონდათ. ქალბატონო ჟ--ა მუდმივად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად ბიჭვინთაში, რადგან ბიჭვინთის სალაროში მუშობდა. თვითონ გაგრა დატოვა დაახლოებით 1992 წლის აგვისტოში და მისი ახლობელი ქალები გადაიყვანა გემით ფოთში. ჟ--ას მეუღლე დარჩა გაგრაში, ხოლო ჟ--ა და ბავში წავიდნენ რაჭაში. თვითონ კვლავ დაბრუნდა სოხუმში, თუმცა გაგრა მალე აიღეს და საბოლოოდ აფხაზეთი დატოვა 1993 წელს, ზუსტად თვე და რიცხვი არ ახსოვს. ჟ--ა შ--–--–-–---–ი არის მისი ცოლის და.
ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ჟ--ა შ--–--–-–---–ის ქ. გაგრაში 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლო, არის მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემები (აფხაზეთში ცხოვრებასთან დაკავშირებით), აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ცნობა, ყოფილი სსსრ სახელმწიფო დაზღვევის მთავარი სამამრთველოს ცნობა (გადაწყვეტილების 12-ე გვერდის ბოლოსწინა აბზაცი) და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სახით დაკიხული პირის ფ---------–--–--ს ჩვენება გადაწყვეტილების 12-ე გვერდის ბოლო აბზაცი). აპელანტის მითითებით, აღნიშნული მტკიცებულებები არ არის თანხვდენაში და აღნიშნულით არ დასტურდება მოსარჩელის მუდმივი ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, რაც საფუძვლად დაედო სააგენტოს გადაწყვეტილებას. კერძოდ, 2017 წლის 02 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით მიმართა ჟ--ა შ--–--–-–---–მა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა 1963 წელს ადიგენის რაიონში. მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ონის რაიონში მშობლებთან ერთად. დაოჯახების შემდეგ, 1986 წელს, მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ბიჭვინთაში, სოფ. ლიძავა. აფხაზეთი დატოვა 1992 წლის ოქტომბერში. განმცხაებელმა მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. განცხადებას თან ერთვის აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 21.09.2017წ. N0000835 ცნობა, რომლის მიხედვით ჟ--ა შ--–--–-–---–ი 1992 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა მისამართზე: ბიჭვინთა, სოფ. ლიძავა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჟ--ა შ--–--–-–---–ს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. გასაუბრების დროს ჟ--ა შ--–--–-–---–მა აღნიშნა, რომ დაიბადა 1963 წელს ადიგენში. 1970-80 წლებში სწავლობდა ონის I საშუალო სკოლაში. 1983-84 წლებში სწავლობდა ქ. თბილისში რევიზორთა სკოლაში. 1985 წელს დაოჯახდა ონში. მისი განცხადებით 1986 წლიდან წავიდა მეუღლესთან ერთად აფხაზეთში საცხოვრებლად მშობლების მხრიდან წინააღმდეგობის გამო. გადაწყვიტეს ეცხოვრათ ოჯახებისგან შორს. აღნიშნა, რომ სოფელ ლიძავაში ცხოვრობდა ბიძის საკუთრებაში მეუღლესთან ერთად. 1990 წელს შეიძინეს ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სოფ. ლიძავაში. აღნიშნავს, რომ 1988-90წწ. მუშაობდა დაბა ბიჭვინთის ბანკში მოლარედ. 1989-90წწ. მისი მეუღლე მუშაობდა გაგრის რკინიგზის სადგურში მდებარე სასურსათო ობიექტზე. 1991 წელს შვილი შეეძინა ონში იმის გამო, რომ ონში ცხოვრობდნენ მშობლები. ასევე, ბავშვის დაბადებიდან 3 თვეში რაჭაში მომხდარი მიწისძვრის გამო კვლავ დაბრუნდა აფხაზეთში. აფხაზეთის დატოვებიდან დღემდე ცხოვრობს ისრაელში. მისი და მისი მეუღლის მშობლები ცხოვრობდნენ რაჭაში. 1990 წლიდან არც მას და არც მის მეუღლეს აფხაზეთში აღარ უმუშავიათ.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის და ფაქტების ურთიერთშეჯერებით სამინისტროს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–ი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მხოლოდ გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ის აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულთან არ იყო დაკავშირებული მუდმივი ცხოვრების ფაქტით. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–თან მიმართებით არ დასტურდებოდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირის დევნილად ცნობის, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ”.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსზე. კერძოდ, განსახილვლ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა 1960 წლის 06 დეკემბერს ადიგენში. იქორწინა 1985 წელს რ----ნ შ--–--–-–---–ზე, რომელიც გარდაიცვალა 1994 წელს. 1970-1980 წლებში სწავლობდა ონის N1 საშუალო სკოლაში, 1983-1984 წლებში თბილისის რევიზორთა სკოლაში. 1988-1990 წლებში, იძულებით გადაადგილებამდე მუშაობდა დაბა ბიჭვინთაში მდებარე დაბა ბიჭვნითის ბანკში, მოლარედ. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა დაბა ბიჭვინთა, სოფ. ლიძავა, მეთევზეობის ქ. N68. 1990 წელს ბიჭვინთაში, რძის ქარხნის დასახლებაში შეიძინეს ბარაკი, საიდანაც 1992 წლის ოქტომბერში ომის გამო შვილთან ერთად გადავიდა, მოგვიანებით მეუღლეც გადავიდა. განმცხადებლის ამჟამინდელი დროებითი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, დადიანის ქ. N78. მოსარჩელემ 1991 წელს იმშობიარა ონში იმიტომ, რომ იქ ჰყავდა მშობლები. მოსარჩელის განმარტებით, ბავშვის დაბადებიდან 3 თვეში მოხდა მიწისძვრა ონში და დაენგრათ სახლი მეუღლის მშობლებს, რის გამოც დაბრუნდა ბიჭვინთაში. 1989-1990 წლებში რ----ნ შ--–--–-–---–ი მუშაობდა გაგრაში, რკინიგზის სადგურში მდებარე სასურსათო საწყობის გამგედ. შვილებმა განათლება მიიღეს ისრაელში.
დადგენილია, რომ აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნა, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–ი მხოლოდ გარკვეული პერიოდი, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მისი და მისი მეუღლის მშობლები ცხოვრობდნენ რაჭაში. 1990 წლიდან არც მას და არც მის მეუღლეს აფხაზეთში აღარ უმუშავიათ. 1991 წელს კი შვილი შეეძინათ ონში. შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ ჟ--ა შ--–--–-–---–თან მიმართებით არ დასტურდებოდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნული დასკვნის შინაარსს და ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 21 სექტემბრის ცნობაზე, რომლის თანახმად ჟ--ა შ--–--–-–---–ი შალვას ასული (პ.ნ 0----------, N0000835) წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს აფხაზეთიდან (გაგრა, ბიჭვინთა, სოფელი ლიძავა), რომელიც 1992 წლის ოქტომბრამდე ცხოვრობდა ქ. გაგრაში, ბიჭვინთა, სოფელი ლიძავაში (ს.ფ. 19);
2017 წლის 21 სექტემბრის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის რიგგარეშე ცნობა/დასკვნის თანახმად, 1963 წლის 06 დეკემბერს დაბადებული ჟ--ა შალვას ასული შ--–--–-–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად 1986 წლიდან 1992 წლის ოქტომბრამდე მიჩნეულია ქ. გაგრა, ბიჭვინთა, სოფ. ლიძავა.(ს.ფ. 61);
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსსრ სახელმწიფო დაზვევის მთავარი სამმართველოს 1989 წლის 05 აპრილის ცნობაზე, რომლის თანახმად, საყოფაცხოვრებო ქონების ნებაყოფლობითი დაზღვევა გაცემულია მოქალაქე რ----ნ სემიონის ძე შ--–--–-–---–ზე მასზედ, რომ 1980 წლის 26 ნოემბრის წესების საფუძველზე, საყოფაცხოვრებო ქონების (მდებარე მისამართზე: მალოჩნის მეურნეობა) ნებაყოფლობითი დაზღვევის N196 ხელშეკრულება (დაზღვევის თანხა 4000 (ოთხიათასი) რუბლი) დადებულია მალოჩნი ქონებაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწყება 1989 წლის 06 აგვისტოს და მთავრდება 1990 წლის 05 აპრილს.
სააპელაციო პალატა გარდა ზემოაღნიშნულისა ასევე ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 01 აპრილის პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული პირის ფ---------–--–--ს (დ.თ. 1963წ; პ/ნ N62007003542) განმარტებაზე, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი დაიბადა 1963 წელს ქ. გაგრაში, სადაც მას ჰქონდა საკვები ობიექტი. ჟ--ა შ--–--–-–---–ის მეუღლე მუშაობდა საწყობში. რკინიგზის საწყობში, სადაც სხვადასხვა პროდუქტები შედიოდა. ჟ--აც იქ გაიცნო და შემდეგ დაახლოვდნენ. ხშირად ნახულობდა მათ, ვინაიდან ის ცხოვრობდა ფრონტის წინა ხაზზე, კოლხიდაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიდიოდა, მათთან იყო ბატალიონი, რომლებსაც კვებავდა და რკინიგზის საწყობიდან მიჰქონდა საჭირო პროდუქტები. ფ---------–--–--ს განმარტებით, ბიჭვინთასთან განთავებული იყო პატარა პასილოკი, სადაც ცხოვრობდა ჟ--ა და მისი მეუღლე, როგორც იცის მათ თავისი სახლიც ჰქონდათ. ქალბატონო ჟ--ა მუდმივად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად ბიჭვინთაში, რადგან ბიჭვინთის სალაროში მუშობდა. ფ---------–--–--მ გაგრა დატოვა დაახლოებით 1992 წლის აგვისტოში და მისი ახლობელი ქალები გადაიყვანა გემით ფოთში. ჟ--ას მეუღლე კი დარჩა გაგრაში, ხოლო ჟ--ა და ბავშვი წავიდნენ რაჭაში. ფ---------–--–-- კვლავ დაბრუნდა სოხუმში, თუმცა გაგრა მალე აიღეს და საბოლოოდ აფხაზეთი დატოვა 1993 წელს, ზუსტად თვე და რიცხვი არ ახსოვს. ფ---------–--–--ს განმარტებით, ჟ--ა შ--–--–-–---–ი არის მისი ცოლის და.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ჟ--ა შ--–--–-–---–ის აფხაზეთში 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომელიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მართებულობა. ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა მოხდა შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე, რაც ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი