განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002380368
საქმე №3ბ/1911-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - თ--------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე--ა ც---------ი
მესამე პირი - მთაწმინდის რაიონის გამგეობა
მესამე პირები - ა--------------–---–-, მ-------------–---–-------–- ტ-----–---–ი, გ-- ტ-----–---–ი, მ---- ტ-----–---–ი, ლ-- ტ-----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ე--ა ც---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 2 მარტის №05-01/06/6904 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 08 იანვრის №03-01/03/231 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარში მცხოვრები ე--ა ც---------ის საცხოვრებელ სახლს 2010 წლის 11 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად (ღვარცოფი) დაზიანების I კატეგორია მიენიჭა (ს.ფ. 83).
ე--ა ც---------მა 2017 წლის 02 ოქტომბერს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ №05-106994 განაცხადი. განაცხადში მითითებულ იქნა ოჯახის შემადგენლობა: ა--------------–---–- (შვილიშვილი), მათე ღარიბაშვილი (შვილიშვილი), პავლე ტ-----–---–ი (შვილი), გ-- ტ-----–---–ი (შვილი), მ---- ტ-----–---–ი (შვილი) და ლ-- ტ-----–---–ი (შვილი). ოჯახის ფაქტობრივ მისამართად მითითებულ--: თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქუჩა №28, ხოლო დაზარალების მისამართად: დუშეთი, ს. მაღაროსკარი (ს.ფ. 84-85).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, 2017 წლის 02 ნოემბერს ოჯახს მიენიჭა 17 ქულა (ს.ფ. 63-64, 80-81);
2017 წლის 24 ნოემბრის გადამოწმების ოქმის თანახმად, დუშეთში, სოფ. მაღაროსკარში მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი ფაქტიურად აღარ არსებობს, დარჩენილ-- წინა კედელი, რომლის დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას. ამავე ოქმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, გრიბოედოვის შესახვევი №3-ში, 10-12 წლის წინ მიწისძვრის შედეგად დაინგრა სახლის გარკვეული ნაწილი და ოჯახი დარჩა უბინაოდ, რის გამოც მერიამ გაიყვანა ოჯახი ქირით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 25 იანვრის ცნობით დგინდება, რომ ე--ა ც---------ს 2014 წლის 27 იანვრიდან ეძლევა საცხოვრებელი ფართის ქირის საკომპენსაციო თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ე--ა ც---------ს ნინო ყიფიანისგან დაქირავებული აქვს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩა №28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 200 ლარად (ს.ფ. 22-27, 86-89, 103-107);
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 08 იანვრის №03-01/03/231 გადაწყვეტილებით „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ გადაწყვეტილებით ე--ა ც---------ის ოჯახს უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ოჯახი არ იყო ეკომიგრანტი.
სამინისტრომ განმარტა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სახლი არ წარმოადგენდა ოჯახის მუდმივ საცხოვრებელს. შესაბამისად, ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო არ გამხდარა მათი ოჯახი გადაადგილებას დაქვემდებარებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის ოჯახი არ ითვლებოდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი) ოჯახად (ს.ფ. 78-79).
2018 წლის 05 თებერვალს ე--ა ც---------მა №6209/01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის 2018 წლის 08 იანვრის №03-01/03/231 გადაწყვეტილების გაუქმება და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის სხდომაზე ე--ა ც---------მა განაცხადა, რომ სოფელ მაღაროსკარში სტიქიური მოვლენის შედეგად დაენგრა სახლი, საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში, მაგრამ გრიბოედოვის ქუჩა N3-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ბინაც მიწისძვრის გამო დაზიანდა. დღემდე ცხოვრობს მეზობლის ბინაში ქირით. ის და მისი მეუღლე 1978 წლიდან მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ თბილისში, პერიოდულად იმყოფებოდნენ ასევე სოფ. მაღაროსკარშიც. ამავე სხდომაზე გ-- ტუქსაშვილმა განმარტა, რომ 1988 წელს თბილისში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ის და მისი და ლ-- ტ-----–---–ი, მშობლებმა სასწავლებლად გადაიყვანეს დუშეთში, სოფელ მაღაროსკარში. ბოლო ორი დამამთავრებელი კლასი იქ დაასრულეს. ცხოვრობდნენ მშობლების გარეშე, ვინაიდან მათი სახლის გვერდით ცხოვრობდა მამიდის ოჯახი, რომელიც ზრუნავდა მათზე. სკოლის დამთავრების შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ მშობლებთან და მას შემდეგ მუდმივად ცხოვრობდნენ თბილისში (ს.ფ. 18-20, 68-69).
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 თებერვლის №05/3663 წერილით დგინდება, რომ ე--ა ც---------ის ოჯახი სოფელ მაღაროსკარში ცხოვრობდა მუდმივად 1988-1991 წლებში, როცა მისი შვილები გ-- და ლ-- ტ-----–---–ები სწავლობდნენ მაღაროსკარის საჯარო სკოლაში. 1992 წლიდან 2010 წლის 11 ივნისამდე ე--ა ც---------ის ოჯახი მხოლოდ ზაფხულის თვეებს ატარებდა სოფელ მაღაროსკარში. 2010 წლის 11 ივნისს სტიქიური მოვლენის შედეგად გამოწვეულმა ღვარცოფმა ე--ა ც---------ის სახლი მთლ--ნად დაანგრია (ს.ფ. 108).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 2 მარტის №05-01/06/6904 გადაწყვეტილებით სამინისტრომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან ე--ა ც---------ის ოჯახი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში მუდმივად არ ცხოვრობდა და შესაბამისად, 2010 წლის სტიქიურ მოვლენასა და სახლის დაზიანებას ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხე არ შეუქმნია, სამინისტროს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი დაეკმაყოფილებინა საჩივრის მოთხოვნა.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტრომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოარკვია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მაღაროსკარში მდებარე ე--ა ც---------ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას, თუმცა 1978 წლიდან განმცხადებლის ოჯახი მუდმივად ცხოვრობს თბილისში და 2010 წლის 11 ივნისის სტიქიურ მოვლენამდეც მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით სარგებლობდა სოფელ მაღაროსკარში მდებარე სახლით. აღნიშნული დასტურდება როგორც ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენისას მიწოდებული ინფორმაციით, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის №05/3663 წერილით (ს.ფ. 61-62).
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.
ზემოაღნიშნული დებულების შესაბამისად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულ--, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულ-- ან დაზიანებულ-- (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულ--ნი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
მითითებული პროცედურის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ-- ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულ-- ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - განსაზღვროს დაზარალებული ოჯახის განსახლების საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულ-- ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელ--, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარში მცხოვრები ე--ა ც---------ის საცხოვრებელ სახლს 2010 წლის 11 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად (ღვარცოფი) დაზიანების I კატეგორია მიენიჭა. სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დაზიანებულ--, თუმცა 1978 წლიდან განმცხადებლის ოჯახი მუდმივად ცხოვრობს თბილისში და 2010 წლის 11 ივნისის სტიქიურ მოვლენამდეც, მოსარჩელის ოჯახი მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით სარგებლობდა სოფელ მაღაროსკარში მდებარე სახლით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ იქნა ჩატარებული; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელის, მისი შვილის განმარტებების და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 თებერვლის №05/3663 წერილის გათვალისწინების პირობებშიც, სასამართლოს შეფასებით, დაზუსტებით არ იქნა მოპოვებული ინფორმაცია ე--ა ც---------ის ოჯახის ყველა წევრის მუდმივი (2010 წლის მდგომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარი წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს) საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით, ასევე შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე, არ დგინდება რა პერიოდიდან ცხოვრობდა ე--ა ც---------ი თბილისში, გრიბოედოვის ქუჩა N3-ში და აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე მოსარჩელის ოჯახის გადმოსვლა ხომ არ იყო განპირობებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარში 2010 წლის 11 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ცნობილიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 08 იანვრის №03-01/03/231 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 08 იანვრის №03-01/03/231 გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე ბათილად უნდა ცნობილიყო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 2 მარტის №05-01/06/6904 გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული გამოსაკვლევი გარემოება - მოსარჩელის ოჯახის თბილისში მუდმივად ცხოვრების პერიოდი, სრულყოფილად არის გამოკვლეული როგორც სამინისტროს (სააგენტოს), ასევე თავად სასამართლოს მიერ. ამასთან, ცალსახად არის დადგენილი, რომ ოჯახი სოფელ მაღაროსკარში არსებული საცხოვრებლის დაზიანების დროს უკვე თბილისის მუდმივი მაცხოვრებელი იყო და ამ გარემოებასთან მიმართებით სასამართლოს და სააგენტოს (სამინისტროს) პოზიციები სრულად ემთხვევა ერთმანეთს. ასე მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების 3.1.6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია სააგენტოში (სამინისტროში) ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში თავად მოსარჩელისევე მიერ მიცემული განმარტება, რომ 1978 წლიდან ის და მისი მეუღლე მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ თბილისში, ხოლო სოფელ მაღაროსკარში პერიოდულად იმყოფებოდნენ. იმავე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელის შვილის მიერ მიცემული განმარტების თანახმად, ის და მისი და მშობელმა (მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ) 1988 წელს სასწავლებლად თბილისიდან გადაიყვანეს დუშეთში სოფელ მაღაროსკარში, სადაც დამამთავრებელ კლასებში ორი წელი ისწავლეს და სკოლის დამთავრების შემდეგ (ანუ 1990 წლიდან) ისევ თბილისში დაბრუნდნენ საცხოვრებლად მშობლებთან. სკოლაში სწავლის დროს კი (იგულისხმევა დუშეთში სწავლა 1988-1990 წლების განმავლობაში) დუშეთში ცხოვრობდნენ მშობლების გარეშე - ანუ, ადასტურებს, რომ ამ პერიოდში მისი მშობლები უკვე თბილისის მაცხოვრებლები იყვნენ და თავიანთი ყოფით და ყოველდღიური ცხორებით იმდენად მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები თბილისთან, რომ შვილებს სწავლის პერიოდში მშობლების გარეშე მოუწიათ დუშეთში ცხოვრება.
აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.7 პუნქტის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 22 თებერვლის N5/3663 წერილის საფუძველზე სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფელ მაღაროსკარში, ხოლო მას შემდეგ როდესაც მოსარჩელის შვილებმა საშუალო სკოლა დაამთავრეს (სოფელ მაღაროსკარში), მოსარჩელის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და სოფლის სახლს მხოლოდ ზაფხულობით, სააგარაკედ იყენებდა.
სასამართლოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (გადაწყვეტილების მე-9 გვერდის მე-2 აბზაცი), საქმის მასალებით თავადაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მართალ-- დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარში არსებული, ე--ა ც---------ას საცხოვრებელი სახლი 2010 წლის 11 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის (ღვარცოფის) შემდეგ დაზიანდა, მაგრამ სამინისტროს (სააგენტოს) მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელე 1978 წლიდან უკვე აღარ იყო დუშეთის რაიონის მუდმივი მაცხოვრებელი და ის ამ პერიოდიდან თბილისში ცხოვრობდა მუდმივად. მაღაროსკარში არსებულ საცხოვრებელს კი პერიოდულად იყენებდა, ანუ საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული და შესწავლილი მტკიცებულებების შედეგად სასამართლომაც იგივე გარემოება დაადგინა ცალსახად და სარწმუნოდ რაც სამინისტრომ - მოსარჩელის ოჯახი, სოფელ მაღაროსკარში არსებული ქონების სტიქიური მოვლენის შედეგად განადგურების დროისათვის, უკვე მინიმუმ 20 წელი აღარ იყო ამ სოფლის მუდმივი მაცხოვრებელი, ის ამ პერიოდისათვის თბილისის მუდმივი მაცხოვრებელი იყო და შესაბამისად, ეკომიგრანტად მისი არმიჩნევა არის კანონიერი და დასაბუთებული.
აღნიშნულის ფონზე სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ხელახლა განხილვისათვის სააგენტოსათვის დაბრუნება, აპელანტის მოსაზრებით, არ არის კანონიერი და დასაბუთებული. აპელანტის მითითებით, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობების ფონზე, როცა მან საქმის განხილვის შემდეგ დაადგინა საქმის გარემოებები, მოცემულ საქმეთან მიმართებით სამინისტროს (სააგენტოს) პოზიცია არის მართებული, კანონიერი და დასაბუთებული როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
აპელანტის მითითებით, საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ ცალსახად დადასტურდა სამინისტროს (სააგენტოს) მიერ გამოკვლეული გარემოებები და პოზიცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. კერძოდ, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 31 ოქტომბერს, როგორ 2010 წელს დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა ოჯახმა, შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი. მის განაცხადს პირველადი შეფასებით მიენიჭა 17 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია -10 ქ, ოჯახის შემადგენლობა არის 7 და მეტი სული -1, სხვა საცხოვრებელი არ ააქვს არ აქვს საკუთრებაში -6 ქ. ასევე მოსარჩელის მიერ მოწმოდებული ინფორმაციის დაზუსტება - გადამოწმების მიზნით მონიტორინგის მიერ მოკვეულულ და დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები, კერძოდ მოსარჩელეს ოჯახი 1978 წლიდან მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ ქ. თბილისში მისამართზე: გრიბოედოვის ქუჩა N3-ში. ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის No5-3663 წერილით გვეცნობა, რომ ე--ა ც---------ის ოჯახი სოფელ მაღაროსკარში მუდმივად ცხოვრობდა 1988-1991 წლებში, როცა მისი შვილები გ-- და ლ-- ტ-----–---–ები სწავლობდნენ მაღაროსკარის საჯარო სკოლაში. 1992 წლიდან 2010 ივნისამდე მათი ოჯახი მხოლოდ ზაფხულის თვეებს ატარებდა მითითებულ სოფელში. კომისიამ წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და შეფასების შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი 1987 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში და დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სახლი არ წარმოადგენდა ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მოსარჩელის ოჯახი ზემოხსენებული სახლის დაზიანების გამო არ გამხდარა გადაადგილებას დაქვემდებარებულები. აღნიშნულ გარემოებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ოჯახის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაბადების და საცხოვრებელი ადგილის მისამართად დაფიქისრებული აქვს, ქ. თბილისი, ხოლო ქ. თბილისში 2002 წელს მათ საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანების გამო ქ. თბილისის მერიამ, უზრუნველყო მათი ოჯახი ბინის ქირით, რომელსაც დღემდე იხდის. ამდენად კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოვაზე, რომლის თაობაზე ეცნობათ სამინისტროს 2018 წლის 8 იანვრის N3663 წერილით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის პროცესში, ე--ა ც---------მა ჩამოაყალიბა მოთხოვნა და განმარტა, რომ სოფელ მარაროსკარში, 2010 წლის სტიქიური მოვლენების შედეგად, დაენგრა სახლი. საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში, მაგრამ გრიბოედოვის ქუჩა N3-ში მდებარე მისი საკუთრებაც მიწისძვრის გამო დაზიანდა. დღემდე ცხოვრობს მეზობლის ბინაში ქირით, რომლის თანხასაც წლების განმავლობაში ანაზღაურებს ქალაქის მერია (200 ლარი). მამუკა კიკალეიშვილი დაინტერესდა, თუ კონკრეტულად რომელ წლებში, მუდმივად სად ცხოვრობდა და მუშაობდა მომჩივანი და მისი ოჯახი. პასუხად, ე. ც---------მა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე 1978 წლიდან მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ თბილისში, პერიოდულად იმყოფებოდნენ ასევე სოფ. მაღაროსკარშიც. მოწმემ - გ-- ტ-----–---–მა განაცხადა, რომ 1988 წელს, თბილისში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ის და მისი და, ლ-- ტ-----–---–ი, მშობლებმა სასწავლებლად გადაიყვანეს აღნიშნულ სოფელში. ბოლო ორი დამამთავრებელი კლასი იქ დაასრულეს. ცხოვრობდნენ მშობლების გარეშე, ვინაიდან მათი სახლის გვერდით ცხოვრობდა მამიდის ოჯახი, რომელიც ზრუნავდა მათზე. სკოლის დამთავრების შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ მშობლებთან და მას მერე მუდმივად ცხოვრობენ თბილისში. 2002 წელს, მიწისძვრის გამო დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლი გრიბოედოვის ქუჩაზე. მერიამ უზრუნველყო მათი ოჯახი ბინის ქირით და წლებია უხდის თვეში 200 ლარს. ამჟამად მათი ოჯახი ცხოვრობს ნათესავებთან, ვინაიდან ნაქირავები ბინის პატრონი არემონტებს საცხოვრებელ ფართს. ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე იყო შემოთავაზება ქალაქის ხელმძღვანელობისგან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, მაგრამ, მათი აზრით, შემოთავაზებული ვარიანტები არ იყო საცხოვრებლად ვარგისი და შესაბამისად, განაცხადეს უარი. ამჟამად, ე--ა ც---------ის ორივე ქალიშვილი დაოჯახებულ-- და ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებში, ერთი - რუსთავში, მეორე კი - ოქროყანაში, ხოლო ორი ვაჟი მასთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ერთ-ერთი ვაჟი, ოჯახური უპრობლემების გამო იმყოფება რაიონში - ახლობლებთან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ე--ა ც---------ის ოჯახს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას, თუმცა 1978 წლიდან მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ქ. თბილისში და 2010 წლის 11 ივნისის სტიქიურ მოვლენებამდეც, მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით სარგებლობდნენ სოფელ მაღაროსკარში მდებარე სახლით. ზემოაღნიშნული გარემოება უდაოდ დასტურდება, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენისას მოწოდებული ინფორმაციით, ასევე მითითებული დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 თებერვლის N5/3663 წერილით. ყოველივე ზემოაღნიშნულის ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის გათვალიწინებით, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახიდუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში მუდმივად არ ცხოვრობდა და შესაბამისად, 2010 წლის სტიქიურ მოვლენასა და სახლის დაზიანებას ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხე არ შეუქმნია, სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი დააკმაყოფილოს მოთხოვნა.
აპელანტის მითითებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზი ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ სამინისტროს (სააგენტოს) აქტები, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, არის კანონიერი და დასაბუთებული და მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დარღვეულ-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველ--.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლ-- თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის სამართლებრივი საფუძველ-- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანება, რომლითაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“, ამასთან, დადგინდა, რომ მითითებული კატეგორიის პირების განსახლების საკითხების რეგულირება უნდა უზრუნველეყოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ.
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი N1) 1.2 მუხლის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულ-- ან დაზიანებულ-- (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი განმარტებულ--, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულ--ნი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
მითითებული „პროცედურის“ 2.1 მუხლის თანახმად, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს, ამ ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სამინისტროს მიერ შესყიდვის გზით, ხოლო 2.2 მუხლის შესაბამისად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდული საცხოვრებელი სახლების შეთავაზებაზე. დეპარტამენტი/სააგენტოს ტერიტორიული ორგანო ახდენს საცხოვრებელი სახლების მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის შესაბამისად (2.8 მუხლი). დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით (2.11 მუხლი). დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას (2.12 მუხლი). დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით (2.13 მუხლი).
მითითებული „პროცედურის“ მე-3 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლ-- გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულ-- კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილ--, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარში მცხოვრები ე--ა ც---------ის საცხოვრებელ სახლს 2010 წლის 11 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად (ღვარცოფი) დაზიანების I კატეგორია მიენიჭა (ს.ფ. 83).
ე--ა ც---------მა 2017 წლის 02 ოქტომბერს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შეავსო „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ №05-106994 განაცხადი. განაცხადში მითითებულ იქნა ოჯახის შემადგენლობა: ა--------------–---–- (შვილიშვილი), მათე ღარიბაშვილი (შვილიშვილი), პავლე ტ-----–---–ი (შვილი), გ-- ტ-----–---–ი (შვილი), მ---- ტ-----–---–ი (შვილი) და ლ-- ტ-----–---–ი (შვილი). ოჯახის ფაქტობრივ მისამართად მითითებულ--: თბილისი, ალ. გრიბოედოვის ქუჩა №28, ხოლო დაზარალების მისამართად: დუშეთი, ს. მაღაროსკარი (ს.ფ. 84-85).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დადგენილი განსახლების კრიტერიუმების საფუძველზე, 2017 წლის 02 ნოემბერს ოჯახს მიენიჭა 17 ქულა (ს.ფ. 63-64, 80-81);
2017 წლის 24 ნოემბრის გადამოწმების ოქმის თანახმად, დუშეთში, სოფ. მაღაროსკარში მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი ფაქტიურად აღარ არსებობს, დარჩენილ-- წინა კედელი, რომლის დაზიანების ხარისხი შეესაბამება I კატეგორიას. ამავე ოქმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, გრიბოედოვის შესახვევი №3-ში, 10-12 წლის წინ მიწისძვრის შედეგად დაინგრა სახლის გარკვეული ნაწილი და ოჯახი დარჩა უბინაოდ, რის გამოც მერიამ გაიყვანა ოჯახი ქირით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2018 წლის 25 იანვრის ცნობით დგინდება, რომ ე--ა ც---------ს 2014 წლის 27 იანვრიდან ეძლევა საცხოვრებელი ფართის ქირის საკომპენსაციო თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ე--ა ც---------ს ნინო ყიფიანისგან დაქირავებული აქვს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩა №28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 200 ლარად (ს.ფ. 22-27, 86-89, 103-107);
სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მასალებით და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენილ--, რომ დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარში სტიქიური მოვლენების შედეგად, დაზიანდა ე--ა ც---------ის საცხოვრებელი სახლი და თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 08 იანვრის №03-01/03/231 გადაწყვეტილებით „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ გადაწყვეტილებით ე--ა ც---------ის ოჯახს უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ ოჯახი არ იყო ეკომიგრანტი, რამეთუ არ განეკუთვნებოდა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებულ ლოკაციაზე მუდმივად მცხოვრებ ოჯახს
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილ-- თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულ-- შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულ--, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულ-- დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულ-- წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს, სადავო საკითხის შეფასებისას, წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, განსახლების ყოველ კონკრეტულ ეტაპზე ეკომიგრანტი ოჯახების იდენტიფიცირება, რომელთაც სტიქიური უბედურების შედეგად დაკარგეს საცხოვრისი, არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ და ხელი არ მიუწვდებათ არც სხვა რაიმე დროებით თავშესაფარზე. მოცემულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის ოჯახი არ წარმოადგენს გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტ) ოჯახს.
სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხვევაში იზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ე--ა ც---------ის და მისი შვილის გ-- ტ-----–---–ის მიერ სააპელაციო პალატაში გამართულ სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით დადასტურებულ-- ის ფაქტი, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული სახლი არ წარმოადგენდა მათი ოჯახის მუდმივ საცხოვრებელს. შესაბამისად, ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ გამხდარა მიზეზი, რამაც განაპირობა მათი გადაადგილება სხვა საცხოვრისის მოძიების მიზნით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილ-- ისიც, რომ ისინი თბილისში საცხოვრებლად გადავიდნენ ხსენებულ სტიქიურ მოვლენამდე ორი ათეული წლით ადრეც კი.
საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა ე--ა ც---------მა და გ-- ტ-----–---–მა ცალსახად დაადასტურეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 14 თებერვლის სხდომაზე გაკეთებული განმარტებების სისწორე. კერძოდ განმარტეს, რომ სოფელ მაღაროსკარში სტიქიური მოვლენის შედეგად დაენგრათ სახლი, ხოლო თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდნენ 90-იან წლებში, სადაც გრიბოედოვის ქუჩა N3-ში მდებარე ბინაც დაზიანდა მიწისძვრის შედეგად. ე.ც---------ი კი დღემდე ცხოვრობს მეზობლის ბინაში ქირით. ის და მისი მეუღლე 1978 წლიდან მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ თბილისში, პერიოდულად მიდის ასევე სოფ. მაღაროსკარშიც.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 თებერვლის №05/3663 წერილით დგინდება, რომ ე--ა ც---------ის ოჯახი სოფელ მაღაროსკარში ცხოვრობდა მუდმივად 1988-1991 წლებში, როცა მისი შვილები გ-- და ლ-- ტ-----–---–ები სწავლობდნენ მაღაროსკარის საჯარო სკოლაში. 1992 წლიდან 2010 წლის 11 ივნისამდე ე--ა ც---------ის ოჯახი მხოლოდ ზაფხულის თვეებს ატარებდა სოფელ მაღაროსკარში. 2010 წლის 11 ივნისს სტიქიური მოვლენის შედეგად გამოწვეულმა ღვარცოფმა ე--ა ც---------ის სახლი მთლ--ნად დაანგრია (ს.ფ. 108).
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან ე--ა ც---------ის ოჯახი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში მუდმივად არ ცხოვრობდა და 2010 წლის სტიქიურ მოვლენასა და სახლის დაზიანებას ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხე არ შეუქმნია, სამინისტროს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი დაეკმაყოფილებინა საჩივრის მოთხოვნა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ-- საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილ-- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, მითითებული მუხლის გამოყენების შესაძლებლობა არსებობს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა და შეფასება, სასამართლოს არ შეუძლ-- შეაფასოს აქტის მატერიალური კანონიერება.
ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, არ არსებობს ფაქტობრივი საფუძველი გაზიარებული იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანომ - ა) არ მოიპოვა საკმარისი ინფორმაცია ე--ა ც---------ის ოჯახის ყველა წევრის მუდმივი (2010 წლის მდგომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარი წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს) საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ბ) არ დაადგინა რა პერიოდიდან ცხოვრობს ე--ა ც---------ი თბილისში, გრიბოედოვის ქუჩა N3-ში; გ) აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე(თბილისი) მოსარჩელის ოჯახის გადასვლა ხომ არ განაპირობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღაროსკარში 2010 წლის 11 ივნისს მომხდარმა სტიქიურმა მოვლენამ.
მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნული მუხლი სადავო საკითხთან მიმართებაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულ-- კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ე--ა ც---------ის ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ე--ა ც---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი