განჩინება/გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018002606172
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2/ბ-1273-19 01 აპრილი 2020 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე): ი-----–- ქ-----–---, ბ------ ქ-----–---, გ------ ქ-----–---
წარმომადგენელი: მ--–------ გ-----------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): სს ,,ს----------–--- ბ----“
წარმომადგენელი: გ------- ც------
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა: პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 10 ივნისს, სს ,,ს----------–--- ბ-----” და ი-----–- ქ-----–---ს შორის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 2016 GCLCA000158580-4242840 (სესხის №3590855), რომლის საფუძველზე მოპასუხე ი-----–- ქ-----–---ზე გაიცა კრედიტი - 15 000 აშშ დოლარის ოდენობით 60 (სამოცი) თვის ვადით, წლიური 13,5%-ი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობაზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. 2016 წლის 06 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №GCL000157872-5791691 უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბ----- და ბ------ ქ-----–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №CAH000157876, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ბ------ ქ-----–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე აბაშის რაიონი სოფელი ზ------, საკადასტრო კოდით - 4-----------. ი-----–- ქ-----–---სთან გაფორმებული 2016 წლის 10 ივნისის საკრედიტო №GCLCA000158580-4242840 (სესხის №3590855) ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ”ს----------–--- ბ----” თავდებობის თაობაზე, განცხადებით მიმართა გ------ ქ-----–---მ. იმავე დღეს, მასთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გ------ ქ-----–---მ, იკისრა სოლიდარული ვალდებულება ი-----–- ქ-----–---სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სრული მოცულობით. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ი-----–- ქ-----–---სთვის და გ------ ქ-----–---სთვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 27 773,20 აშშ დოლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა - 13943,82 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 176,47 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 10 652,91 აშშ დოლარი) სოლიდარულად დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე ი-----–- ქ-----–---ს და გ------ ქ-----–---ს კუთვნილი მთელი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა მოითხოვა. მოპასუხეების პოზიცია: მოპასუხე ი-----–- ქ-----–---ს, გ------ ქ-----–---ს და ბ------ ქ-----–---ს წარმომადგენელმა მ--–------ გ-----------მ სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით, ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული განმარტებით ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის - 13 943,82 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტის - 3 176,47 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 10 652,91 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მოსარჩელე, სს ,,ს----------–--- ბ----ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხეებს, ი-----–- ქ-----–---ს (პ/ნ 0----------) და გ------ ქ-----–---ს (პ/ნ 0----------), სს ,,ს----------–--- ბ----ს“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 2016 წლის 10 ივნისის GCLCA000158580-4242840 (სესხის №3590855) ხელშეკრულებიდან გამომდინარე 18514,67 აშშ დოლარის გადახდა (47882,63 ლარი, ეროვნული ბ----ს კურსი 1 აშშ=2,5862 ლარი. 24.08.2018 წ,) საიდანაც, 13943,82 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 3176,47 აშშ დოლარი არის სარგებელი %, ხოლო 1394,38 აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო. 3. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული ბ------ ქ-----–---ს (პ/ნ 0----------) შემდეგი უძრავი ქონება: ა) აბაშის რაიონი სოფელი ზ------, საკადასტრო კოდით - 4-----------; 4. იმ შემთხვევაში, თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოს მიექცეს ი-----–- ქ-----–---ს (პ/ნ 0----------) და გ------ ქ-----–---ს (პ/ნ 0----------) კუთვნილი მთელი ქონება; 5. მოსარჩელე, სს ,,ს----------–--- ბ----“ (ს/კ 2--------), სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ, ს----------–--- ბ----ს მეშვეობით, 2018 წლის 24 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2381,75 ლარიდან-1307,94 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300373150, საგადასახადო დავალება №870; 6. მოპასუხეებს, ი-----–- ქ-----–---ს (პ/ნ 0----------) და ბ------ ქ-----–---ს (პ/ნ 0----------) სს ,,ს----------–--- ბ----ს“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 354,63 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 06 ივნისს, სს ”ს----------–--- ბ-----” და ი-----–- ქ-----–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №GCL000157872-5791691, რომლის საფუძველზე მოპასუხე ი-----–- ქ-----–---ზე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ლიმიტი 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, 24 (ოცდაოთხი) თვის ვადით. 2.2. სს ”ს----------–--- ბ-----” და ი-----–- ქ-----–---ს შორის, 2016 წლის 10 ივნისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 2016 GCLCA000158580-4242840 (სესხის №3590855), რომლის საფუძველზე, მოპასუხე ი-----–- ქ-----–---ზე გაიცა კრედიტი - 15 000 აშშ დოლარის ოდენობით 60 (სამოცი) თვის ვადით, წლიური 13,5%-ი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0,5 %-ის ოდენობით. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. 2.3. 2016 წლის 06 ივნისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №GCL000157872-5791691 უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ბ----- და ბ------ ქ-----–---ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №CAH000157876, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ბ------ ქ-----–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, აბაშის რაიონი სოფელი ზ------, საკადასტრო კოდით - 4-----------. 2.4. 2016 წლის 10 ივნისის ი-----–- ქ-----–---ს საკრედიტო №GCLCA000158580-4242840 (სესხის №3590855) ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ”ს----------–--- ბ----” თავდებობის თაობაზე, განცხადებით მიმართა გ------ ქ-----–---მ. იმავე დღეს, მასთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც გ------ ქ-----–---მ, იკისრა სოლიდარული ვალდებულება ი-----–- ქ-----–---სთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სრული მოცულობით. 2.5. 2018 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით GCLCA000158580-4242840 (სესხის №3590855) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი-----–- ქ-----–---ს და გ------ ქ-----–---ს სოლიდარულმა საკრედიტო დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 27 773,20 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 13943,82 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 176,47 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 10 652,91 აშშ დოლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო წერილობით იქნა მხარეთა შორის შეთანხმებული და ეს გარემოება დავას არ იწვევდა. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა დავალიანების 0.5 %. მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის გამო უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, თუმცა გონივრული ოდენობით. 2.7. მოსარჩელე, 2016 წლის 10 ივნისის საბანკო კრედიტის №GCLCA000158580-4242840 (სესხის №3590855) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვდა 2018 წლის 27 აგვისტომდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 10652,91 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო და განსაზღვრულიყო 1 394,38 აშშ დოლარით, ნაცვლად მოთხოვნილი 10 652,91 აშშ დოლარისა.
3. დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დააკისრა პირგასამტეხლო 1394,38 აშშ დოლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ისინი კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ძირითად თანხასთან ერთად დაეკისრა პროცენტის 3176 აშშ დოლარის გადახდა, გამომდინარე აქედან პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვა უარი. უკიდურეს შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა მინიმუმამდე, კერძოდ 106,5 აშშ დოლარამდე, რაც სასამართლომ არ გააკეთა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ არსებობს სს ,,ს----------–--- ბ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.5 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 10.06.2016წ. სესხის ხელშეკრულებიდან. სააპელაციო საჩივრების ფარგლებში სადავოა პირგასამტეხლოს დაკისრება, მისი ოდენობის გონივრული შესაბამისობა. კერძოდ, აპელანტების პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ ვალდებულების დარღვევის გამო გამართლებულია პირგასამტეხლოს დაკისრება, ამასთან პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად ნაცვლად 10 652,91 აშშ დოლარისა ჩაითვალა 1 394,38 აშშ დოლარი. 4.4. პალატა არ იზიარებს აპელანტების მოსაზრებას პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნავს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა. იგი წარმოადგენს ძირითადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. 4.5. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა, არ გადაიხადა ძირითადი თანხა და მასზედ დარიცხული პროცენტი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დაეკისრა კიდეც მოპასუხე მხარეს (აპელანტს). ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანად ჩაითვალა დასაბუთებულია. 4.6. აპელანტის მოთხოვნიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობით პირგასამტეხლო გონივრულია თუ არა, პალატა განმარტავს: მოპასუხის მიერ სადავო არ გამხდარა შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობა და არც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, ამასთან, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო დაანგარიშებული იყო ძირითადი თანხის 13943,82 აშშ დოლარის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მთელ ვადაგადაცილებულ პერიოდზე შეადგინა 10 652,91 აშშ დოლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 1394,38 აშშ დოლარი, რეალურად წარმოადგენს, მთელ ვადაგადაცილებულ პერიოდზე, ძირითადი თანხის 13943,82 აშშ დოლარის 0,06%-ზე გაანგარიშებით მიღებულ თანხას, რაც პალატის აზრით გონივრულია და გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სს ,,ს----------–--- ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ი-----–- ქ-----–---ს, ბ------ ქ-----–---ს და გ------ ქ-----–---ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, ი-----–- ქ-----–---ს, ბ------ ქ-----–---ს, გ------ ქ-----–---ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი-----–- ქ-----–---ს, ბ------ ქ-----–---ს, გ------ ქ-----–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: ირმა პერანიძე