განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210019002909147
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1211-19 23 მარტი, 2020 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----- - მ------- ვ-–-----ე - - შპს ,,დ---------“ - - გ--–- მ--–-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს ,,დ---------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- შპს ,,დ---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხე ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----ს მოსარჩელე შპს ,,დ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 14413,22 ლარის გადახდა.
- შპს ,,დ---------ს“ სარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში დაკმაყოფილდა და 2018 წლის 19 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო განისაზღვრა 262,18 ლარით.
- ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----ს მოსარჩელე შპს ,,დ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 432.40 ლარის გადახდა.
- მოპასუხე ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----ს მოსარჩელე შპს ,,დ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 500 ლარის გადახდა.
- მოსარჩელე ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- შპს ,,დ--------ს“ ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისრა მათ შორის 2018 წლის 19 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 262,18 ლარის გადახდა.
2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2018 წლის 19 სექტემბერს ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----სა და შ.პ.ს
„დ---------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #---, რომლითაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხ--–--------ის რაიონის სოფელ შ----------------ში 1--–-----------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 37998 ლარს. ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
2.2. 2019 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც 2018 წლის 19 სექტემბრის #--- ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
2.3. 2018 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულების 4.3.ბ. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდებოდა სსიპ ლ----------------–-- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 8.3.ბ პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებდა შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით.
2.4. 2019 წლის 30 იანვარს, შპს ,,დ--------მა“ წერილით მიმართა მ----–----–------ის მ-----ს, წარუდგინა ფორმა #2 და მოითხოვა სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შესაბამისად, თანხის 14413.22 ლარის ანაზღაურება. 2019 წლის 01 თებერვალს შპს ,,დ--------მა“ მ----–----–------ის მ-----ს წარუდგინა აკრედიტებული პირის შპს ,,-----–-----------“ ანგარიში. 2019 წლის 13 თებერვალს მხარეებს შორის შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ფაქტობრივად შემსყიდველმა მიიღო 14413,22 ლარის სამუშაო. ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----ს მითითებული თანხა არ აუნაზღაურებია.
2.5. მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის და შპს ,,დ---------“-ს შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულების სამუშაოების მე-2 ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, თუმცა შპს ,,დ--------მა’’ დაარღვია 2018 წლის 19 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს მოწოდების ვადები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პირობები, კერძოდ: შპს ,,დ--------მა’’ სამუშაოები დაასრულა 46 დღის დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3. ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ეტაპის ღირებულების 0.3%-ი (18999 X O3% = 56.99 X 46 დღე) = 2621.86 ლარი, ხოლო ხელშეკრულების 8-ე პუნქტის 8.3 ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკისრებოდა არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% (37998X5%) - 1899.90 ლარი. სულ ხ--–--------ის მ----–----–------ის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა (2621.86+1899.90)=4521.76 ლარი, რის გამოც ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის 2019 წლის 22 თებერვლის წერილით ეცნობათ, რომ ვინაიდან სახელშეკრულებო ვადები ამოწურული იყო ამ ეტაპზე მ----–----–------ი მოკლებული იყო შესაძლებლობას შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე.
2.6. მოსარჩელე შპს ,,დ---------ს“ წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მათ მართალია ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეულწილად დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, რაც წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა, მიაჩნდათ, რომ მისი ოდენობა ძალიან დიდი იყო და უნდა შემცირებულიყო მინიმუმამდე, მათ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ფაქტობრივად შემსყიდველმა მიიღო სამუშაოები, მათი მხრიდან სამუშაოების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, მ-----მ უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე.
2.7. ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაო და დაარღვია ხელშეკრულების ვადა, რის გამოც დაეკისრათ პირგასამტეხლო. თუმცა, იმის გამო, რომ ამოწურული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ვერ ჩაურიცხეს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანხა.
2.8. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----მ გარდა ახსნა-განმარტებისა სხვა რაიმე მტკიცებულება თუ რაში გამოიხატა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება ვერ წარმოადგინა.
2.9. ამდენად, მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,დ---------“-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა 2018 წლის 19 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების 8.3.ბ პუნქტის პირობების შეუსრულებლობას, რაც იყო პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი (დაკისრებულია ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 2621.86 ლარი), თუმცა ადგილი არ ჰქონია ამავე ხელშეკრულების 8.3.ა. პუნქტის მოთხოვნების დარღვევას (არაჯეროვანი შესრულება), რის გამოც აღნიშნული პუნქტით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუსაბუთებელი იყო. ხელშეკრულების 8.3.ბ პუნქტის პირობების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რაც უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.10. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 648-ე მუხლით, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
2.11. დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი იყო 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული N--- ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე: ხ--–--------ის რაიონის სოფელ შ----------------ში 1--–-----------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე, ხელშეკრულების ღირებულებაზე, სამუშაოთა შესრულების ვადაზე და ანაზღაურების წესზე. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი. 2019 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლებით მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები მითითებულ ვადაში, საპროექტო დოკუმენტაციის და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. გაწეული სამუშაოები უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, საპროექტო დოკუმენტაციას და ხარჯთაღრიცხვას.
2.12. დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ვადაში 2019 წლის 30 იანვარს შპს ,,დ--------მა“ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო და მიმართა წერილით მ-----ს, წარუდგინა ფორმა #2 და მოითხოვა სამუშაოების მიღება-ჩაბარება და შესაბამისად თანხის ანაზღაურება. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი იქნა 2019 წლის 01 თებერვალს.
2.13. 2019 წლის 13 თებერვალს ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----მ ჩაიბარა შესრულებული 14413,22 ლარის სამუშაო. ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----მ იმ მოტივით, რომ სახელშეკრულებო ვადები ამოწურული იყო და ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი იყო ერთი დღის დაგვიანებით უარი განაცხადა მიღებული სამუშაოს ანაზღაურებაზე.
2.14. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებდა, მიმწოდებლის ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში უნდა ყოფილიყო წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების მე-4.3.ბ პუნქტით მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდებოდა სსიპ ლ----------------–-- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის არგუმენტი, რომ 2019 წლის 30 იანვარს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოიწურა და ამის გამო ვერ მოახერხეს ანაზღაურება უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი იყო და არ გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა, ხოლო მოპასუხის მხრიდან მისი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, რის გამოც შპს ,,დ---------"-ს სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი იყო, რის გამოც ის დაკმაყოფილდა და ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----ს დაეკისრა ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის მიღებული სამუშაოს ღირებულება 14413,22 ლარის ოდენობით.
2.15. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2.16. განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენდა პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით სამუშაოების მე-2 ეტაპის დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი. შპს ,,დ--------მა’’ დაარღვია 2018 წლის 19 სექტემბრის N--- ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს მოწოდების ვადები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პირობები, კერძოდ: შპს ,,დ--------მა’’ სამუშაოები დაასრულა 46 დღის დაგვიანებით.
2.17. 2018 წლის 19 სექტემბრის N--- ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3. ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებდა შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 2621.86 ლარი.
2.18. სასამართლოს განმარტებით, დასახელებული გარემოებები წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის საფუძველს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (სსკ-ის 420-ე მუხლი). ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
2.19. პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები სრულად შეასრულა და ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----მ ჩაიბარა შესრულებული 14413,22 ლარის სამუშაო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა - 2621.86 ლარი უნდა შემცირებულიყო ათჯერ, რაც 262,18 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, შპს ,,დ--------ს“-ს, ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 262,18 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის და შპს ,,დ---------"-ს შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული #--- ხელშეკრულებით სამუშაოების II ეტაპის დასრულების ვადა განსაზღრული იყო 2018 წლის 15 დეკემბერი. შპს ,,დ--------“-მა დაარღვია 2018 წლის 19 სექტემბრის #--- ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოს მიწოდების ვადები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების პირობები, კერძოდ: შპს ,,დ--------“-მა სამუშაოები დაასრულა 46 დღის დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულეის მე-8 პუნქტის 8.3."ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ეტაპის ღირებულების 0.3%-ი (18999X0.3%=56.99X46 დღე) = 2621.86 ლარი. ხოლო ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3."გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკისრება არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5% პროცენტი (37998X5%)=1899.90 ლარი. სულ ხ--–--------ის მ----–----–------ის ბიუჯეტის მიმართ გადასახდელი აქვს (2621.86+1899.90)=4521.76 ლარი. ამდენად, ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს მიერ შპს "დ---------"-ს პირველი სასარჩელო მოთხოვნის გაზიარება არის დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული;
3.2. 2019 წლის 13 თებერვალს მართალია ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----მ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო, მაგრამ მ-----მ უარი უთხრა მიღებული სამუშაოს ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სახელშეკრულებო ვადები ამოწურული იყო და ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი იყო ერთი დღის დაგვიანებით;
3.3. ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის მიერ შპს "დ---------"-სათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გამომდინარეობს ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის და შპს "დ---------"-ს შორის 2018 წლის 19 სექტემბრის გაფორმებული №--- ხელშეკრულების მე-8 პუნქტის 8.3."ბ"და"გ" ქვეპუნქტების შინაარსიდან, რაც სრულად თანაზომიერი, სამართლიანი და გონივრულია და არ არსებობს და არც სასამართლოში წარდგენილი იქნა მისი შემცირების უტყუარი და გასაზიარებელი კანონიერი ან/და ფაქტობრივი საფუძვლები. ამდენად, ამ ნაწილშიც უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება და სრული მოცულობით დაკმაყოფილდეს ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის სასარჩელო მოთხოვნა;
3.4. შ.პ.ს. ,,დ---------“-ს დირექტორმა გ------- ვ---–----ემ 2019 წლის 30 იანვარს ხელშეკრულების მოქმედების ბოლო დღეს, №------- წერილით აცნობა ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----ს, რომ ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----სა და შ.პ.ს. ,,დ---------“-ს შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული №--- ხელშეკრულების საფუძველზე სოფელ შ----------------ში 1--–-----------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დასრულებული იყო, რაზედაც წარმოადგინა ფორმა №2 და მოითხოვა კომისიის მივლინება შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის. 2018 წლის 19 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული №--- ხელშეკრულების მე-5 მუხლის, 5.3 პუნქტის შესაბამისად - საბოლოო მიღება-ჩაბარება მოხდებოდა ა) სსიპ - ლ----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის, ბ) მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების, გ) შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის წარმოდგენის შემდგომ (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რაც მოცემულ შემთხვევაში შ.პ.ს. ,,დ---------“-ს მიერ დარღვეულ იქნა, რადგან ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი იქნა მხოლოდ 2019 წლის 01 თებერვალს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ;
3.5. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----- განთავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატო მომსახეურების ხარჯების ანაზღაურება, ანუ ანაზღაურება იმისა რაც მხარემ განახორციელა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არ წარმოუშობს მ-----ს ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
4.5. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, კერძოდ, 2018 წლის 19 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #--- ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ხ--–--------ის რაიონის სოფელ შ----------------ში 1--–-----------ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 37998 ლარს. ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით პერიოდი;
4.6. დადგენილია, რომ 2019 წლის 18 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც 2018 წლის 19 სექტემბრის #--- ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი;
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
4.8. ნარდობა განეკუთვნება ხელშეკრულებათა რიგს, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017);
4.9. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ხელშეკრულეით დადგენილ ვადებში შპს ,,დ--------მა“ პირველ ეტაპზე შეასრულა 19527.68 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც ხ--–--------ის მ----–----–------ის მ-----მ მიიღო და აღნიშნული თანხა აუნაზღაურა კიდეც შემსრულებელს;
4.10. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ დარჩენილი 14413,22 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს ,,დ--------მა“ შეასრულა 46 დღის დაგვიანებით, რის გამოც მ----- უარს აცხადებდა მოცემული თანხის ანაზღაურებაზე;
4.11. აღნიშნული სადავო საკითხის გადაწყვეტისას აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2019 წლის 01 თებერვალს შპს ,,დ--------მა“ მ----–----–------ის მ-----ს წარუდგინა აკრედიტებული პირის შპს ,,-----–-----------“ ანგარიში. 2019 წლის 13 თებერვალს კი მხარეებს შორის შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ფაქტობრივად შემსყიდველმა მიიღო 14413,22 ლარის ღირებულების სამუშაო. ამდენად, შემსყიდველმა მიიღო შესრულებული სამუშაო ისე, რომ რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე დღემდე არ გამოუთქვამს, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო შესრულებული სამუშაოების ამ ოდენობით ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობა. ხოლო ის გარემოება, რომ შპს ,,დ--------მა“ ვადაგადაცილებით შეასრულა აღნიშნული მოცულობის სამუშაო არ წარმოადგენს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, ამ ნაწილში არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
4.12. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;
4.13. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს... ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;
4.14. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავოა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი სახის პირგასამტეხლო, კერძოდ: 1) 8.3.ბ. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებდა შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით (რაც ვადაგადაცილებულ 46 დღის გათვალისწინებით შეადგენდა 2621,86 ლარს); 2) 8.3.გ. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით (რაც შეადგენდა 1899,90 ლარს);
4.15. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და მიაჩნია, რომ არ არსებობს ნარდობის ხელშეკრულების 8.3.გ. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არა გვაქვს სამუშაოების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან, დადგენილია, რომ სამუშოები შესრულდა, რაც მ-----მ მიიღო და სამუშაოების ხარისხზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს;
4.16. რაც შეეხება ნარდობის ხელშეკრულების 8.3.ბ. პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
4.17. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
4.18. მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც შპს ,,დ--------მა“ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ამასთან, არ დგინდება ვალდებულების ნაწილის დაგვიანებით შესრულების გამო, რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ათჯერ შემცირებული პირგასატეხლო - 262,18 ლარი სრულად უზრუნველყოფს მ----ის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ შპს ,,დ--------ს“ დაეკისროს ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია. ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,3%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს შემკვეთის გამდიდრებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ძირითადი სარჩელით/შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემცირდა 262,18 ლარამდე დასაბუთებულია;
4.19. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას ადვოკატის ხარჯების დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები... სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები... სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 46-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, მ----- გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნული კი არ გამორიცხავს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას;
4.20. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული;
4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.22. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებით, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ხელვაჩარის მ----–----–------ის მ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქრის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ--–--------ის მ----–----–------ის მ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლაურა მიქავა