განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
060100119003002208
ინსტანცია
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-178-2020 წელი

№060100119003002208

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

3 აპრილი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------ ხ----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------ ხ----–--ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, რეგისტრირებული ქ----------–---------------–----------------ში, ფაქ-ტობრივად მცხოვრები ვ----------------------–-----–---ში, მსჯავრდებულია სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

aRwerilobiTi nawili:

გ------ ხ----–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სახერხ საამქროში მრგვა-ლი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟისათ-ვის რეგისტრაციის გარეშე.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ვ----------–----–----------------–-----–----ში (ძ---–---ი) მცხოვრებმა გ------ ხ----–--ემ, თავის საკარმიდამო ნაკვეთში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია სახერხი საამქრო ელექტრონულ სისტე-მაში შესაბამის ვებპორტალზე. გ------ ხ----–--ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქ-რო გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავ-ლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მუშაკების მიერ 2019 წლის 18 მარტს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს გ------ ხ----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას და მის-თვის სახერხი დანადგარის უსასყიდლოდ ჩამორთმევას სახელმწიფოს სასარგებლოდ. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------ ხ----–--ემ ჩაიდინა განზრახი და-ნაშაული – იგი სახერხ საამქროს ფლობდა სათანადო ნებართვისა და რეგისტრაციის გარეშე, რაც მისგან არ მოითხოვდა რაიმე სახის მატერიალურ სახსრებს ან რაიმე სხვა სახის ძალისხმევას. საკმარისი იყო მხოლოდ ელეტრონულ სისტემაში ელექტრონული რეგისტრაცია, რაც გ------ ხ----–--ემ არ გაითვალისწინა. მოცემულ შემთხვევაში სახერ-ხი დანადგარი წარმოადგენს დანაშაულის იარაღს, რაც სასამართლომ არ გაითვალის-წინა და გ------ ხ----–--ეს განუსაზღვრა მხოლოდ ჯარიმა, ხოლო სახერხი დანადგარი დაუბრუნა მსჯავრდებულს. გ------ ხ----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსა-ბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. აღნიშნული სასჯელი ვერ უზრუნ-ველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------ ხ----–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------ ხ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ გ------ ხ----–--ემ დაადასტურა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არის ხანდაზმული ასაკის და გ------ ხ----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით სასჯე-ლად დაუნიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხ-მება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ გ------ ხ----–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძ-ველი.

რაც შეეძება გ------ ხ----–--ისათვის სახერხი დანადგარის ჩამორთმევას, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას აღნიშნულის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწი-ლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს პირველი ინსტანციის სა-სამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია შუამდგომლობა სახერხი დანადგარის უსასყიდლოდ ჩამორთმევის თაობაზე სახელმწიფოს სასარგებ-ლოდ, რის გამოც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი გ------ ხ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------ ხ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------ ხ----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ გ------ ხ----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გა-უქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება – სახერხი დანადგარი და ხის მორები, რომლებიც ინახება ვ----------–----–----------------–-----–---ში, დაუბრუნდეს გ------ ხ----–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – საქმეზე დართული ერთი დისკი (ფოტოსურათები) დარჩეს საქმეში, მისი შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili