განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
060100119003330718
ინსტანცია
თარიღი
10.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-180-2020 წელი

№060100119003330718

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

3 აპრილი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ს----- ც-------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ს----- ც-------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ხ------------------------–-------------–ში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარ-დგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

ს----- ც-------–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 177-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპი-ზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ს----- ც-------–---–მა, 2019 წლის 14 ნოემბერს, დაახ-ლოებით 23:00 საათზე, ხ-----------------------–-------------–ში მდებარე თავის საცხოვრე-ბელ სახლში, უმოტივოდ ხელის სახის არეში ორჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე ნ----- გ-------ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკი-ვილი.

მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ს----- ც-------–---–მა, 2019 წლის 15 ნოემბერს, დაახ-ლოებით 18:00 საათზე, ხ-----------------------–-------------–ში მდებარე თავის საცხოვრე-ბელ სახლში, ფიზიკურად იძალადა დედაზე დ--–- ნ-–--–-–---–ზე, ვინაიდან ამ უკანას-კნელმა უარი უთხრა ფულის მიცემაზე. კერძოდ ს----- ც-------–---–მა დ--–- ნ-–--–-–----–ს ზურგისა და სახის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა მუჭი, რის შედეგადაც დაზარა-ლებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით ს----- ც--------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელიც ითხოვს ს----- ც--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ორივე ეპიზოდის ჩადენაში და მისთვის აღნიშნული მუხ-ლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ მოწმეებმა ფ-------- გ------მ და გ--- შ---------ემ ჩვენებების მიცემისას განაცხადეს, რომ დაზარალებულებმა დ--–- ნ-–--–-–---–მა და ნ----- გ--------მ მათ უთხრეს, რომ ისინი ს----- ც-------–---–მა სცემა სხვადასხვა დღეს.

დაზარალებულმა დ--–- ნ-–--–-–---–მა ექსპერტს განუმარტა, რომ 2019 წლის 15 ნოემ-ბერს მას დაზიანებები მიაყენა მისმა შვილმა, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენი-ლია, რომ ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე დ--–- ნ-–--–-–---–ის სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლ-ნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგ-ნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთ-ვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. ხანდაზ-მულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ს----- ც-------–---–ის მიერ დ--–- ნ-–--–-–---–ის ცემის ფაქტი ასევე დასტურდება თ----- ნ-–--–-–---–ის მიერ გაკეთებული შეტყობინებით.

დ--–- ნ-–--–-–---–მა და ნ----- გ-------მ მათ მიმართ ს----- ც-------–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტზე ერთი და იგივე ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა პირებს – ექსპერ-ტებს, გამომძიებლებს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს და შემთხვევის ადგილზე გა-სულ სამართალდამცავებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფა-სება-გაანალიზებით და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით უტყუა-რადაა დადგენილი, რომ დაზარალებულების მიმართ მოცემულ დღეს განხორციელდა ძალადობა ს----- ც-------–---–ის მხრიდან.

სააპელაციო საჩივარზე გამართლებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულებმა დ--–- ნ-–--–-–---–მა და ნ----- გ-------მ პირველი ინსტანციის სასა-მართლოში ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ს----- ც-------–---–ის მიმართ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, ხონის შს რაიონული სამმართველოს დეტქტივ-გამომძიებელმა ფ-------- გ------მ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2019 წლის 15 ნოემბერს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება დ--–- ნ-–--–-–---–ის ცემის ფაქტზე. დაზარალებულმა პოლიციაში გამოკითხვისას განუმარტა, რომ მისმა შვილმა ს----- ც-------–---–მა სცემა მუშტებით მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ვინაიდან ვერ მიცსა ფული. ეს ფაქტი გამოკითხ-ვისას დაუდასტურა ს. ც-------–---–ის მეუღლემ ნ----- გ-------მ, რომელმაც ასევე განუ-მარტა, რომ წინა დღით ს. ც-------–---–მა მასაც სცემა. გამოძიების ფარგლებში მან დაა-თვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და დააკავა ს. ც--------–---–ი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, ხონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა კ---- მ--------მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2019 წლის 15 ნოემბერს სამმართველოში შევიდა შეტყობინება ს----- ც-------–---–ის მიერ დედის მიმართ ძალადობის განხორ-ციელების ფაქტზე. ს. ც-------–---–ის დედა და მეუღლე მიიყვანეს სამმართველოში. მათ განმარტეს, რომ ს. ც-------–---–მა იძალადა მათზე. თვითონ პოლიციის თანამშრომელ გ. ბ----ესთან ერთად მივიდა ს. ც-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნე-ლი დააკავეს სახლის ეზოში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, ხონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- შ---------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, 2019 წლის 15 ნოემბერს ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ხ---–----------–-------------–ში დ--–- ნ-–--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ დ. ნ-–--–-–---–ი და ნ----- გ-------. დ. ნ-–--–-–---–მა განაცხადა, რომ მისმა შვილმა ს----- ც-------–---–მა მიაყენა დაზიანება. ნ. გ-------მ განაცხადა, რომ ს. ც-------–---–მა მას სცემა 14 ნოემბერს. მიღე-ბული განმარტებების შემდეგ, მან გამოსცა შემაკავებელი ორდერები ს. ც-------–---–ის მიმართ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ფსიქოლოგმა ე---------- ა------ემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ც. ც-------–---–ის ქმედებების გამო, დ--–- ნ-–--–-–---–ი ფსიქოლოგიურ ტანჯვას არ განიცდიდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმემ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ფსიქოლოგმა გ------- გ-------–-–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცე-მული 2019 წლის 22 ნოემბრის №---------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

არასრულწლოვანმა მოწმემ შ----- ც-------–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ს----- ც-------–---–ი არის მისი მამა და ის და დედამისი ნ----- გ------- არ ჩხუბობენ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს 2019 წლის 02 დეკემბრის №--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ს----- ც-------–---–ის ქმედებები შე-იცავს შურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბოლატორიული სასამართ-ლო ფსიქოლოგიური კვლევისას მოპოვებული მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა დ--–- ნ-–--–-–---–ის ტანჯვას.

(ს.ფ. 120-125)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს 2019 წლის 22 ნოემბრის №---------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 15.11.19წ. 23:03-23:15სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე დ--–- ნ-–--–--–---–ის სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა და-ზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღე-ბულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშ-ლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თა-რიღს.

(ს.ფ. 09–12)

საქმეში არსებული, 2019 წლის 15 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქ-მის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ-----------------------–-------------–ში დ--–- ნ-–--–-–---–ისა და ნ----- გ-------ს კუთვნილ ორსართულიან საცხოვრებელი სახ-ლის პირველ სართულზე მდებარე სამზარეულოს ტიპის ოთახში, სადაც შევდივართ ხის ორფრთიანი კარით. სამზარეულოს ოთახში დგას შეშის ღუმელი, ორი საწოლი და ორი ხის მაგიდა. დათვალიერებისას რაიმე სახის კვალი ან ნივთმტკიცება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ნ----- გ-------მ სამზარეულოს ტიპის მეორე სამზარეულოსა ოთახის დასავლეთ მხარეს ხელით მიუთითა ფანჯარაზე მინაზე და დასავლეთ კუთხეში გატეხილ ორ ცალ კერამიკულ თეფშზე, რაც ნ----- გ-------ს განმარტებით ჩაამსხვრია მისმა მეუღლემ ს----- ც-------–---–მა დედამისთან დ--–- ნ-–--–-–---–თან ფიზიკური დაპირისპირების დროს. აღნიშნულით დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიე-რება.

(ს.ფ. 27–35)

საქმეში არსებული, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ს----- ც-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავი-სუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდე-ლი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატე-ბითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართ-ვის უფლება, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწი-ფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებ-ში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფ-ლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

(ს.ფ. 85–91)

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ს----- ც-------–---–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ. საქმეში არ არის პირდაპირი მოწმე, რომელიც მიუ-თითებდა ს----- ც-------–---–ის მიერ დედის – დ--–- ნ-–--–-–---–ისა და მეუღლის – ნ----- გ-------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტზე.

ს----- ც-------–---–ის მიერ დ--–- ნ-–--–-–---–ისა და ნ----- გ-------ს მიმართ ძალა-დობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – ფ-------- გ------სა და გ--- შ---------ის ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და გადმოსცემენ დ--–- ნ-–--–-–---–ისა და ნ----- გ-------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ რამდენად უტყუარია მათთვის დ--–- ნ-–--–-–---–ისა და ნ----- გ-------ს მიერ მიწოდე-ბული ინფორმაცია.

თავად დ--–- ნ-–--–-–---–მა და ნ----- გ-------მ ისარგებლეს მათთვის კანონით მინი-ჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენებები ს----- ც-------–---–ის წინა-აღმდეგ.

ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარ-წმუნებდა, ს----- ც-------–---–ის ბრალეულობაში.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მასში მითითებულია, რომ სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში დ--–- ნ-–--–-–----–ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარე-ბულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, თუმცა თუ რა ვითარებაში მიიღო დ--–- ნ-–--–-–---–მა აღნიშნული დაზიანებები, ს----- ც--------–---–ის ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ს----- ც-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერე-ბელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ს----- ც-------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელ-მწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შესაბამისად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი ს----- ც-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი ს----- ც-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

ს----- ც-------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 ნოემბ-რის და 2019 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

ს----- ც-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.

განემარტოს ს----- ც-------–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili