განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №010222217900011614
№ა-4775-შ-121-2017 1 თებერვალი, 2018 წელი,ა-4775-შ-121-2017-ი---------- ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი,ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – უ-–-------------- ასული ი----------
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – შვილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უ-–-------------- ასული ი----------ს (შემდეგში: განმცხადებლის ან შუამდგომლობის ავტორის) განცხადება დაკმაყოფილდა:
1.1. 2001 წლის 21 მარტს საქართველოში, ქ.მ--------––- დაბადებული რ------–---------- ძე ი---------- შვილად აიყვანა 1985 წლის 19 ივლისს ყ------- რაიონის სოფელ დაშსალაჰლიში დაბადებულმა და ა---------- რაიონის ს--–-----–--- დასახლებაში მცხოვრებმა შუამდგომლობის ავტორმა;
1.2. 2001 წლის 21 მარტს საქართველოში, ქალაქ მ--------––- დაბადებული რ------–---------- ძე ი----------ს გვარი განისაზღვრა, როგორც „ი----------“, სახელი - „--------–-, მამის სახელი - „--------, მამის გრაფაში მიეთითა - „ბ------------------ ძე ი----------“, ხოლო დედის გრაფაში - „უ-–-------------- ასული ი----------“.
2. განმცხადებელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორის) განცხადება დაკმაყოფილდა:
4.1. 2001 წლის 21 მარტს საქართველოში, ქ.მ--------––- დაბადებული რ------–---------- ძე ი---------- შვილად აიყვანა 1985 წლის 19 ივლისს ყ------- რაიონის სოფელ დაშსალაჰლიში დაბადებულმა და ა---------- რაიონის ს--–-----–--- დასახლებაში მცხოვრებმა შუამდგომლობის ავტორმა;
4.2. 2001 წლის 21 მარტს საქართველოში, ქალაქ მ--------––- დაბადებული რ------–---------- ძე ი----------ს გვარი განისაზღვრა, როგორც „ი----------“, სახელი - „--------–-, მამის სახელი - „--------, მამის გრაფაში მიეთითა - „ბ------------------ ძე ი----------“, ხოლო დედის გრაფაში - „უ-–-------------- ასული ი----------“.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
6. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უ-–-------------- ასული ი----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ა---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უ-–-------------- ასული ი----------ს განცხადება დაკმაყოფილდა: 2001 წლის 21 მარტს საქართველოში, ქ.მ--------––- დაბადებული რ------–---------- ძე ი---------- შვილად აიყვანა 1985 წლის 19 ივლისს ყ------- რაიონის სოფელ დაშსალაჰლიში დაბადებულმა და ა---------- რაიონის ს--–-----–--- დასახლებაში მცხოვრებმა უ-–-------------- ასულმა ი----------მ; 2001 წლის 21 მარტს საქართველოში, ქალაქ მ--------––- დაბადებული რ------–---------- ძე ი----------ს გვარი განისაზღვრა, როგორც „ი----------“, სახელი - „--------–-, მამის სახელი - „--------, მამის გრაფაში მიეთითა - „ბ------------------ ძე ი----------“, ხოლო დედის გრაფაში - „უ-–-------------- ასული ი----------“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ.ალავიძე