განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2018
საქმის ნომერი
010141318700051362
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700051362

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №2აგ-18 16 აპრილი, 2018 წელი

ბ-------–---–- ვ-----–-, 2აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ-----–- ბ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განაჩენით ვ-----–- ბ-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.

 

2. 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ვ-----–- ბ-------–---–--, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განაჩენის გადასინჯვა.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით ვ-----–- ბ-------–---–-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

4. კასატორი - ვ-----–- ბ-------–---–- ითხოვს შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას და სსკ-ის 2381–ე მუხლით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

 

3. ვ-----–- ბ-------–---–-ს მიერ შუამდგომლობის წარდგენის მომენტისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განაჩენით დაკისრებული სასჯელი მოხდილი და ნასამართლობაც გაქარწყლებული იყო. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ-----–- ბ-------–---–-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ-----–- ბ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ვ-----–- ბ-------–---–-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე