დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700051509
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №20აპ-18 ქ. თბილისი
დ---------–---–- ჯ----–, 20აპ-18 21 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნ---- გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის, მსჯავრდებულ ჯ----– დ---------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ-------- ს-----–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ----– დ---------–---–ს ბრალი დაედო არასრულწლოვანთან სექსუალურ კონტაქტში გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან; ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 6 მაისს, შუადღის საათებში, ს----------ში, ლ-------ს ქ. N1-ში მდებარე მე-3 საჯარო სკოლის ეზოში არსებულ საპირფარეშოში, ჯ----– დ---------–---–მა გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კონტაქტი დაამყარა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 2002 წლის 4 აგვისტოს დაბადებულ ნ--–- რ-------–---–თან.
2015 წლის 5 მაისს, შუადღის საათებში, ს----------ში, ა----–-----–-ს ქ. N7-ში მდებარე მუსიკალური სკოლის სიახლოვეს არსებულ მიტოვებული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ----– დ---------–---–მა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 2002 წლის 04 აგვისტოს დაბადებულ ნ--–- რ-------–---–თან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით:
ჯ----– დ---------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ჯ----– დ---------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2017 წლის 6 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 7 მაისიდან 2016 წლის 3 თებერვლის ჩათვლით.
განაჩენით მსჯავრდებულ ჯ----– დ---------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის მაისის დასაწყისში, ქალაქ ს----------ში ჯ----– დ---------–---–მა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 2002 წლის 4 აგვისტოს დაბადებულ ნ--–- რ-------–---–თან.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ჯ----– დ---------–---–-ს ასევე დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას; ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ჯ----– დ---------–---–-ს უდანაშაულოდ ცნობას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე გამოკვლეული დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ნ--–- რ-------–---–ის უკანა ტანში დაზიანებებისა და მამაკაცის ბიოლოგური მასალის არარსებობა სწორედ იმით აიხსნება, რომ ჯ----– დ---------–---–ს არ დაუმთავრებია სქესობრივი აქტი და არ ჰქონია ეაკულაცია, რის გამოც სპერმის კვალი ვერ დარჩებოდა, ვინაიდან სწორედ ბრალდების მხარემ, ამ ქმედების ჩადენის ნაწილში წარადგინა დაზარალებულ ნ--–- რ-------–---–ის ჩვენება, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ასევე დათვალიერების შედეგად ამოღებული მიმოწერის შინაარსი და სხვა მტკიცებულებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მარტო დაზარალებულის ჩვენებით შეუძლებელია დადგინდეს სექსუალური კონტაქტის ჩადენის ფაქტი. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს სხვა უტყუარი მტკიცებულებებითაც, როგორიც არის ექსპერტიზის დასკვნა, თვითმხილველი მოწმე და ა.შ. პირიქით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით გამოირიცხა სექსუალური კონტაქტის ჩადენის ფაქტი, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით, დაზარალებულ ნ--–- რ-------–---–ს სქესობრივი კავშირის არსი და მისი შედეგები გაცნობიერებული არ ჰქონდა.
სააპელაციო პალატა აგრეთვე არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს, არც დაზარალებულის, არც მოწმეთა მიერ, არც ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, ასევე საქმეში არსებული არც სხვა მტკიცებულებებით არ დადასტურდა ჯ. დ---------–---–-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის მსჯელობა და აღნიშნა, რომ ყოველ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით მტკიცებულებათა ერთობლიობის საკითხი განისაზღვრება თითოეული სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკით, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ამასთან, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ არსებობს რაიმე კონკრეტული სტანდარტი და დადგენილი ფარგლები, რომელიც ყოველი საქმისათვის იდენტური უნდა იყოს. სწორედ განსახილველი საქმის ინდივიდუალურად მახასიათებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულ ნ--- რ-------–---–ის ჩვენების გაანალიზება, აღნიშნული ჩვენების ნ---- რ-------–---–ის ჩვენებებთან და ჯ----– დ---------–---–სა და ნ--–- რ-------–---–ს შორის არსებული მიმოწერის ერთობლივად შეჯერება, წარმოადგენს მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. გარყვნილი ქმედების განხორციელება საჯარო ხასიათს არ ატარებს მისი ინტიმურობიდან გამომდინარე და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია შესაძლებელი, არსებობდეს ან ფაქტის შემსწრე მოწმე ან/და რჩებოდეს მატერიალური - ხელშესახები და ამოსაცნობი კვალი ასეთი ქმედების ჩადენისა. თუმცა, არ არის გამორიცხული დაზარალებულმა, მის მიმართ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, პირდაპირ ან ქვეცნობიერად შეიცნოს ამ ქმედების არსი, შეიცნოს ასევე მათი ინტიმური დატვირთვა და ამავდროულად, ჩამოუყალიბდეს შეხედულება, თუ რას წარმოადგენს ადამიანთა შორის ინტიმური სიახლოვე და რა ფორმით ხორციელდება იგი. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ გარყვნილი ქმედება არ გულისხმობს და არ მოიცავს პირდაპირი და დასრულებული ფორმით სექსუალური კონტაქტისა და კავშირის დამყარებას. სწორედ მითითებული გარემოებიდან გამომდინარეობს აღნიშნული ქმედების ობიექტური მხარე, რაც გულისხმობს 16 წელს მიუღწეველი პირის /ანუ პირის, რომლის სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება და შემეცნება არ არის ჩამოყალიბებული/ მიმართ ამ სახის ქმედების განხორციელებას. ამასთან, თავად გარყვნილი ქმედება თავისი გარეგანი გამოხატულების ხასიათით, შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული ფიზიკური ზემოქმედების განხორციელებით ჩადენილი, ასევე შეიძლება ატარებდეს ინტელექტუალური გარყვნილების სახესაც. აღნიშნულთან მიმართებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაზარალებულმა კონკრეტულად აღწერა 2015 წლის მაისის დასაწყისში განვითარებული მოვლენა, რა დროსაც, ჯ----– დ---------–---–მა მის მიმართ ჩაიდინა იმ სახის ქმედებანი, რამაც გამოხატულება ჰპოვა სხეულის გაშიშვლებასა და სასქესო ორგანოს დემონსტრირებაში, სხეულის სხვადასხვა ადგილზე და მათ შორის სასქესო ორგანოებზე შეხებაში. აღნიშნული არ შეიძლებოდა დაზარალებულს აღექვა როგორც მისდამი უკვე სხვა პირთა მიერ გამოხატული ჩვეულებრივი სითბო და ალერსი, ვინაიდან ეს იყო მასთან ამ ფორმით კონტაქტის პირველი შემთხვევა, უჩვეულო და შიშის მომგვრელიც კი. ეს გარემოება კი ცხადყოფს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში ჯ----– დ---------–---–მა ჩაიდინა აქტიური ფიზიკური ქმედება, რა დროსაც განხორციელდა სექსუალური ხასიათის ზემოქმედება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჯ----– დ---------–---–-ს აღნიშნულ ქმედებას წინ უსწრებდა გარკვეული ინტელექტუალური ანუ შემეცნებითი ფორმით განხორციელებული გარყვნილება, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჯ----– დ---------–---–- დაზარალებულ ნ--–- რ-------–---–ს უგზავნიდა სექსუალური ხასიათის, გარყვნილი შინაარსის შეტყობინებებს სოციალური ქსელისა და მობილური ტელეფონის მეშვეობით. აღნიშნული დადასტურდა ჯ----–ი დ---------–---–-ს სოციალური გვერდის „ფეისბუქის“ დათვალიერების შედეგად ამოღებული მიმოწერით, ნ--- რ-------–---–ის ჩვენებით. ჯ----–ი დ---------–---–მა ვირტუალური მიმოწერის გზით მოიპოვა დაზარალებულის ნდობა და მეგობრობა. მას შეგნებული ჰქონდა, რომ ის უარყოფით, ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდა არასრულწლოვანზე. როდესაც ის გარყვნილად მოქმედებდა, ცდილობდა დაემშვიდებინა დაზარალებული და ანუგეშებდა იმით, რომ სექსუალური სახის სიახლოვე, იქნება ეს ფიზიკური თუ ინტელექტუალური, სირცხვილს არ წარმოადგენს. ჯ----– დ---------–---–- სარგებლობდა დაზარალებულის ასაკით (დანაშაულის ჩადენის დროს ნ--–- რ-------–---–ი იყო 12 წლის), მისი გამოუცდელობით, რაც ასაკიდან გამომდინარეობს. მას ამოძრავებდა სურვილი, მიეღო სიამოვნება და ამავდროულად შეგნებული ჰქონდა, რომ გარყვნილებისკენ, სექსუალური ურთიერთობისკენ უბიძგებდა არასრულწლოვანს.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ჯ----– დ---------–---–-ს ასევე დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
მსჯავრდებული ჯ----– დ---------–---–- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ფ-------- ს-----–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ჯ----– დ---------–---–-ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №590აპ-09; 77აპ-17; 90აპ-17) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად ჩანს ჯ----– დ---------–---–-ს უდანაშაულობა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ჯ----– დ---------–---–-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
11. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ----– დ---------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. მოცემულ შემთხვევაში მარტო დაზარალებულის ჩვენებით შეუძლებელია დადგინდეს სექსუალური კონტაქტის ჩადენის ფაქტი. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს სხვა უტყუარი მტკიცებულებებითაც, როგორიც არის ექსპერტიზის დასკვნა, თვითმხილველი მოწმე და ა.შ. პირიქით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით გამოირიცხა სექსუალური კონტაქტის ჩადენის ფაქტი, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა; ამასთან, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით დაზარალებულ ნ--–- რ-------–---–ს სქესობრივი კავშირის არსი და მისი შედეგები გაცნობიერებული არ ჰქონდა. შესაბამისად, საქმის გარემოებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ დასტურდება ჯ----– დ---------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
13. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის, მსჯავრდებულ ჯ----– დ---------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ-------- ს-----–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი