დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700051516
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №27აპ-18 ქ. თბილისი
კ----–-–---–- შ-----, 27აპ-18 15 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ----- კ----–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ ბ---------–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენით შ----- კ----–-–---–-, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
შ----- კ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2017 წლის 4 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენით შ----- კ----–-–---–ს მსჯავრი დაედო პოლიციელზე თავდასხმაში, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 4 მაისს, დაახლოებით 1925 საათზე, შ----- კ----–-–---–- მივიდა თ---–--–------------------------------------------–-----–-----------------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ითხოვა გამომძიებელთან შეხვედრა. მასთან შესახვედრად გაემართა იმავე განყოფილების გამომძიებელი თ------ ჟ-----. შ----- კ----–-–---–-, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ თ------ ჟ----- იყო გამომძიებელი, თავს დაესხა პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახესა და კისერში, რის შედეგადაც თ------ ჟ-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა შ----- კ----–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა------ ბ---------–მა. აპელანტებმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმისათვის. მოცემული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებითი ობიექტია პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, საკუთრება. დანაშაული დამთავრებულია ჯანმრთელობის ხელყოფის, ანუ ჯანმრთელობის დაზიანების მომენტიდან. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა და შემოწმება, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე, ოჯახის წევრსა, ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის.
სააპელაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ----- კ----–-–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ:
დაზარალებულ თ------ ჟ-----ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 მაისს ი----------------------------–--------–-–-------------------–------------------–----–-–------–- შ----- კ----–-–---–მა შეაგინა, ძლიერად მოიქნია ხელი და დაარტყა სახესა და კისრის არეში თ------ ჟ----- ჩაიმუხლა, შ. კ----–-–---–- კი თავის არეში ურტყამდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შ----- კ----–-–---–-ს აგრესიის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ თ------ ჟ----- იყო პოლიციის თანამშრომელი. ამასთან, მან თავდამსხმელი ინციდენტის დღეს პირველად ნახა და მანამდე არც შეხება და არც ნაცნობობა არ ჰქონია.
მოწმე გ------- შ---–---ს განმარტებით, 2017 წლის 4 მაისს ი----------------------------–--------–-–-------------------–---–- შესულ შ----- კ----–-–---–ს მიუთითა თ------ ჟ-----ზე და კითხვაზე უპასუხა, რომ ის იყო გამომძიებელი. თ------ ჟ-----სთან მისვლისას შ----- კ----–-–---–მა ჰკითხა, ნამდვილად იყო თუ არა გამომძიებელი. თანხმობის მიღების შემდეგ კი შეაგინა და დაარტყა ხელი სახესა და სხეულის სხვა ნაწილებში. მოწმეებმა - შ--–-- ფ------მ და მ------- ზ-------მ მისცეს ანალოგიური შინაარსის ჩვენებები და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ შ----- კ----–-–---–მა სიტყიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 16 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ------ ჟ-----ს კისრის არეში, მარცხნივ აღენიშნება ჰიპერემიული უბანი, მცირე ექსკორიაცია. დაზიანება ექსკორიაციის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად. სასწრაფო დახმარების ექიმის, მოწმე ბ--–- რ---------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გამოძახებაზე მივიდა პოლიციის მე-5 განყოფილებაში. პაციენტს ეცვა პოლიციის ფორმა და აღენიშნებოდა თვალით ხილული დაზიანებები, ჰიპერემიული უბნები კისერთან, მარცხნივ და ექსკორაციები - ნაფხაჭნები, გრძნობდა ტკივილს.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ შ----- კ----–-–---–-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მათი პოზიცია ეწინააღმდეგება რეალურად განვითარებულ მოვლენებს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების - თ------ ჟ-----ს, გ------- შ---–---ს, მ------- ზ-------ს, შ--–-- ფ------ს ჩვენებებთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებები მოცემულია სრულად და ობიექტურად, ამ ჩვენებებს შორის არ არის არსებითი წინააღმდეგობები, სრულად თანხვდენილია ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რაც სავსებით სარწმუნოს ხდის შ----- კ----–-–---–-ს მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას.
საქმეზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებათა სანდოობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია კონკრეტული გარემოება. სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. პოლიციის თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს და ახასიათებთ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით, საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერებით არის განპირობებული. ამასთან, პროფესიულ საქმიანობას ისინი ასრულებენ გარკვეულ გარემოებებზე, მოქმედებებზე, ობიექტებზე, ადამიანებზე გაცნობიერებულად მიზანმიმართული ყურადღების მეშვეობით და ასეთი თვითმხილველის აღქმის მაღალი ხარისხი, ჩვენების სისრულე დაკავშირებულია აღსაქმელი სიტუაციის ან მოვლენის ზოგად ცოდნასა და ადეკვატურ შეფასებასთან. პოლიციელის ჩვენება ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტის ხილვით, თანდასწრებით არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყაროც არის შეუცვლელი. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას და მის აღსაკვეთად განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ყოველთვის აქვს უშუალო კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, გააჩნია სანდოობის მაღალი ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის. მოცემულ საქმეზე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მსჯავრდებულის უკანონო ქმედებას, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და დაცვის მხარის არგუმენტაცია მათი ჩვენებების არასანდოდ მიჩნევასთან დაკავშირებით ყოვლად უსაფუძვლოა. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ დასააბუთა, თუ რა პირადი ინტერესი უნდა ჰქონოდათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შ----- კ----–-–---–-ს მიმართ.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შ----- კ----–-–---–-ს მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მათ ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ წარმოუდგენია. შ----- კ----–-–---–ს მოეპყრნენ თუ არა უკანონოდ (სცემეს), აღნიშნულთან მიმართებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა გამოძიების შედეგებს მის ამ ბრალდებასთან დაკავშირებით რაიმე გავლენა ვერ ექნება, ვინაიდან საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეყრდნობა ცემის ან წამების შედეგად მიღებულ მტკიცებულებას. ამასთან, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დადგენილია, რომ შ----- კ----–-–---–ს მანამდე არ იცნობდნენ და, შესაბამისად, მის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნდათ, ხოლო დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ სამართალდამცველებს და რატომ უნდა ჩაედინათ მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ შ----- კ----–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ ბ---------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განაჩენი შ----- კ----–-–---–-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ----- კ----–-–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა------ ბ---------–მა. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული და მითითებული ყველა იმ მტკიცებულებასა და ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ----- კ----–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა------ ბ---------–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი