განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700051515
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№42აპ-18 ქ. თბილისი
ბ-–---- ნ--------, 42აპ-18 19 ივნისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ტალიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ნ-------- ბ-–----, – დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა ნ-------- ბ-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2017 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ---–--–-, დ. კ-–----–---–ის ქუჩის N---ის ეზოში, ნ-------- ბ-–---- ფრულად დაეუფლა ნ-----–---- დ-------–---–ის კუთვნილ სამ რკინის ტავრს (ე.წ შველერებს) და რკინის ჭიშკრის ნაწილს, რომელიც ნ-----–---- დ-------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ გაასხვისა ვ------ რ---------–---–ზე. აღნიშნული ქმედებით ნ-------- ბ-–----მ ნ-----–---- დ-------–---–ს მიაყენა 570 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და ნ-------- ბ-–---ის გამტყუნებას. კასატორის მითითებით, დაზარალებულმა ჩვენებაში უტყუარად და დამაჯერებლად დაადასტურა, რომ პოლიციის შენობაში შენახული “შველერები” (რომელთა დათვალიერებაში მიიღო მონაწილოება) არის მისი საკუთრება; ვინაიდან მოწმეებმა მიუთითეს ნ-------- ბ-–---ის აღწერილობა, მისი სახელი, გვარი, მეტსახელი და მობილურის ნომერი ამოცნობა აღარ ჩატარდა; ვ------ რ---------–---–ის ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მას 2017 წლის 22 იანვარს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ნომერთან - 5-----------; აღნიშნული გარემოება ადასტურებს ვ. რ---------–---–ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სარწმუნო ხასიათს; ნ-------- ბ-–---- ცხოვრობს ეზოში, სადაც მოხდა ქურდობა, შესაბამისად, საეჭვო არაა მისი დანაშაულის ადგილზე ყოფნის ფაქტი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ-------- ბ-–---ის მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე პირდაპირი სახის მოწმეებს - ვ------ რ---------–---–სა და ა-----– გ-------–---–ს ნ-------- ბ-–---- ამოსაცნობად არ წარდგენიათ; საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა არ ჩატარებულა ე.წ „შველერებსა“ და რკინის ჭიშკარზეც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არის ირიბი. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ტალიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე