განჩინება

სისხლის სამართლის 26.06.2018
საქმის ნომერი
010100218700052046
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700052046

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№40აპ-18 ქ. თბილისი

ს-----–---–- შ--–--, 40აპ-18 26 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ--–-- ს-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------ მ------–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით შ--–-- ს-----–---–-, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან მ------ ჯ----–---–ის ეპიზოდი) - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ლ---- შ----–---ის ეპიზოდი) - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ნ--- შ----–---ის ეპიზოდი) - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - (არასრულწლოვან ს--–---- შ----–---ის ეპიზოდი) 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, შ--–-- ს-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ შ--–-- ს-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 17 თებერვლიდან.

 

2. შ--–-- ს-----–---–ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ე.ი. სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით და იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2012 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრის პერიოდში, ქ. თ---–--–-, ნ-----–--------------–---------–------------- სახლში შ--–-- ს-----–---–- ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ტანსაცმელს ხდიდა არასრულწლოვან მ------ ჯ----–---–ს, კოცნიდა ტუჩებსა და სასქესო ორგანოზე, ასევე აიძულებდა თავის სასქესო ორგანოზე ხელის მოკიდებას და მასტურბირებას, რითაც ამყარებდა სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით.

 

2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლის პერიოდში, თ---–--–-, ნ-----–--------------–---------–------------- სახლში შ--–-- ს-----–---–- უმწეობის გამოყენებით, ტანსაცმელს ხდიდა არასრულწლოვან ლ---- შ----–---ს, ენით ლოკავდა სასქესო ორგანოზე, ასევე სასქესო ორგანოზე ადებდა თავის ასოს და აყურებინებდა პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებს, რითაც ამყარებდა სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით.

 

2016 წლის იანვრიდან 2016 წლის თებერვლის პერიოდში, თ---–--–-, ნ-----–--------------–---------–------------- სახლში შ--–-- ს-----–---–- ძალადობითა და უმწეობის გამოყენებით ტანსაცმელს ხდიდა არასრულწლოვან ნ--- შ----–---ს, ეფერებოდა სასქესო ორგანოსა და ტანზე, ხელს აკიდებინებდა თავის სასქესო ორგანოზე და აიძულებდა მასზე კოცნას, ასევე თავის ასოს ადებდა უკანა ტანის არეში რითაც ამყარებდა სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით.

 

2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლის პერიოდში, ქ. თ---–--–-, ნ-----–--------------–---------–------------- სახლში შ--–-- ს-----–---–- უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვან ს--–---- შ----–---ს კოცნიდა ტანზე, ეფერებოდა სასქესო ორგანოზე, ასევე თავის სასქესო ორგანოზე აკიდებინებდა ხელს, რითაც ამყარებდა სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება სრულად შეესაბამებოდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი რედაქციით მსჯავრდებულს უმსუბუქდებოდა სანქცია, შ--–-- ს-----–---–-ს ქმედება მოიყვანა შესაბამისობაში სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ რედაქციასთან, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება შემდეგი ცვლილება:

 

შ--–-- ს-----–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია);

 

შ--–-- ს-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან მ------ ჯ----–---–ის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ლ---- შ----–---ის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ნ--- შ----–---ის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 138–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ს--–---- შ----–---ის ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ შ--–-- ს-----–---–ს სასჯელის სახით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2016 წლის 17 თებერვლიდან.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ------ მ------–---–მა და ითხოვეს შ--–-- ს-----–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა შ--–-- ს-----–---–-ს ბრალეულობას; ამასთან, დაზარალებულების ასაკისა და გასული დროის გათვალისწინებით, საეჭვოა თუ რამდენად რეალურად აღიქვეს და გადმოსცეს მათ მომხდარი ფაქტის შესახებ; შ--–-- ს-----–---–ს დანაშაულს აბრალებენ ანგარების მოტივით, კერძოდ, ე.წ. დაზარალებულის ოჯახებს სურთ დაეუფლონ მის საცხოვრებელ სახლს; მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 141–ე მუხლზე, ვინაიდან არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთანაც შეუსაბამოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას შ--–-- ს-----–---–-ს უდანაშაულობისა და მისთვის დანაშაულის ანგარების მოტივით დაბრალების შესახებ, ვინაიდან დაზარალებულების - მ------ ჯ----–---–ის, ლ---- შ----–---ის, ნ--- შ----–---ისა და ს--–---- შ----–---ის ჩვენებები, მოწმეების - რ--- ხ----------სა და გ---- პ---–--–---–ის ჩვენებები, ბიოლოგიური, ჰაბიტოსკოპიური და გრაფიკული ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ შ--–-- ს-----–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.

 

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, დაზარალებულების ჩვენებათა არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ დაზარალებულების ჩვენებები თანმიმდევრულია და შესაბამისია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც პალატას არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას შ--–-- ს-----–---–-ს ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილშიც და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ვინაიდან კასატორის მიერ საჩივარში მითითებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ შ--–-- ს-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ------ მ------–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე