განაჩენი

სისხლის სამართლის 06.07.2018
საქმის ნომერი
010100117001990370
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001990370

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე № 50აპ-18 ქ. თბილისი

ჯ------ მ--------, 50აპ-18 6 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მ-------- ჯ------, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა სრულად შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ-------- ჯ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ-------- ჯ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

თ------ ს----------, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

 

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------- ჯ------მ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თ------ ს----------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მ-------- ჯ------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 12 მაისს, დღის საათებში, ქ. ბ------–-, ა---–--ს მე-3 ჩიხის N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ-------- ჯ------მ ჯოხის რამდენიმე დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დედამთილს - ჰ----- ს----------ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

· 2017 წლის 12 მაისს, დღის საათებში, ქ. ბ------–-, ა---–--ს მე-3 ჩიხის N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ-------- ჯ------მ თმის მოქაჩვით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ანა ს----------ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თ------ ს----------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 12 მაისს, დღის საათებში, ქ.ბ------–-, ა---–--ს მე-3 ჩიხის N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, თ------ ს----------მ ჯოხის რამდენიმე დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დედას - ჰ----- ს----------ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ. აპელანტმა საჩივრით ითხოვა, გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულების თ------ ს----------სა და მ-------- ჯ------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელები არის ზედმეტად მსუბუქი.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან მურვანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულების - თ------ ს----------სა და მ-------- ჯ------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მათ მიმართ შეფარდებული სასჯელები არის ზედმეტად მსუბუქი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მ-------- ჯ------ს, სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 საათით, ხოლო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------- ჯ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, რაც უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლით გათვალისწინებული სასჯელები დალაგებულია სასჯელთა სიმძიმის ზრდადობის მიხედვით, რომლის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს უფრო მძიმე სახის სასჯელს, ვიდრე ჯარიმა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს“. ამდენად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მ-------- ჯ------სათვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას შთაენთქა 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

3. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს. მ-------- ჯ------ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით (უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, მ-------- ჯ------ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი - ლ---- ს----------, დაბადებული 2----–-–------------ და ნ---- ს----------, დაბადებული 2----–-–-----------------. შესაბამისად, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მ-------- ჯ------ს ჰყავდა შვიდ წლამდე შვილი (ნ---- ს----------) და მას სასჯელის სახით არ უნდა შეფარდებოდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

4. ამდენად, ვინაიდან მ-------- ჯ------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ჰყავდა 7 წლამდე შვილი, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით გამოყენებული ვერ იქნება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და მსჯავრდების ამ ნაწილში მას ასევე უნდა შეეფარდოს ჯარიმა - 1000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. აღნიშნულისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულების - თ------ ს----------სა და მ-------- ჯ------ს ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მათ მიმართ შეფარდებული სასჯელების დამძიმების საფუძველი.

 

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მ-------- ჯ------ ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, ხოლო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად უნდა შთანთქოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------- ჯ------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

3. მ-------- ჯ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, ხოლო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა სრულად შთანთქას სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------- ჯ------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენი თ------ ს----------ს მსჯავრდებისა და ასევე დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი