განჩინება

სისხლის სამართლის 06.07.2018
საქმის ნომერი
330802218002505755
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802218002505755

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N 19I-18 ქ. თბილისი

უ---- ი-------, 19I-18 6 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - გ------- მ----------ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი------- უ----ს

თარჯიმან - ნ---- გ--–---ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი------- უ----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- მ----------ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ი------- უ----ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად:

2014 წლის 10 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ადანას რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა საბრალდებო აქტი, რომლის თანახმად, ი------- უ----ს ბრალი დაედო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შვილის მიმართ), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

2015 წლის 4 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ადანას საქალაქო მე-5 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ, ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით, გამოსცა ი. უ----ს დაკავების შესახებ ბრძანება.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი------- უ----ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ადანაში, საკუთარი სასადილოს ,,ქ------- ი-------ი-ს" მიმდებარე ტერიტორიაზე, შვილთან - ბ------ უ----სთან და ამ უკანასკნელის მეგობარ - ვ-----– ა---–თან ერთად მყოფმა ი------- უ----მ, მის ხელთ არსებული უნებართვო ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმეჯერ გაისროლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბ. უ----მ მას მოუწოდა სროლა შეეწყვიტა, რა დროსაც წარსულში მათ შორის არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით, გაიმართა კამათი, რაც მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. დაპირისპირების დროს, ი. უ----მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოკვლის მიზნით, ბ. უ----ს ახლო მანძილიდან რამდენიმეჯერ ესროლა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი ვ. ა---–ი ი. უ----ს გადაუდგა წინ და მოუწოდა შეჩერებულიყო, თუმცა გაბრაზებულმა ი. უ----მ, მასაც ესროლა და დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბ. უ---- საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

3. 2015 წლის 30 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განაჩენით ი------- უ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა), 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენება; 2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან და ამოიწურა 2018 წლის 2 თებერვალს.

 

4. 2015 წლის 30 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ი. უ----ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები, ხოლო დედნები - 2015 წლის 3 აპრილს.

 

5. 2015 წლის 8 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2015 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით ი. უ----ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

 

6. 2018 წლის 2 თებერვალს ი. უ----, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

 

7. 2018 წლის 4 თებერვლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ი. უ----ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.

 

8. 2018 წლის 23 თებერვლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით, ი. უ----სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 4 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

9, 2018 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ი. უ----ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 2 აგვისტომდე.

 

10. 2018 წლის 7 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ი. უ----ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2018 წლის 30 აპრილის განჩინების შეცვლის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

11. 2018 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ი------- უ----ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2014 წლის 10 ოქტომბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შვილის მიმართ), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება).

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

 

დასაშვებად იქნა ცნობილი ი. უ----ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2014 წლის 10 ოქტომბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შვილის მიმართ), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება).

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი------- უ----ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- მ----------, საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმებას, ვინაიდან ი. უ----ს სიცოცხლეს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაზარალებულის ახლობლების მხრიდან დაემუქრება საფრთხე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი------- უ----, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 2 თებერვალს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ი------- უ----ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

 

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ი------- უ----ს სიცოცხლეს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაემუქრება საფრთხე დაზარალებულის ახლობლების მხრიდან, ვინაიდან მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“ („სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Soering v. the United Kingdom), # 14038/88, § 88-91, 07.07.1989; „ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vilvarajah and others v. United Kingdom), # 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, 30.10.1991). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება („ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (J.K. and others v. Sweden) # 59166/12; § 91,96, 23.08.2016, „საადი იტალიის წინააღმდეგ“ (Saadi v. Italy) # 37201/06 , § 129, 28.02.2008).

 

6. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, ხოლო ბრალდების მხარემ ვერ მოიძია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე. მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ზოგადი განცხადება, მისი სიცოცხლის შესაძლო მოსპობის თაობაზე, როდესაც იგი არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

 

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. უ----ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2014 წლის 10 ოქტომბრის საბრალდებო აქტში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შვილის მიმართ), 86-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით), 170-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განზრახ საფრთხის შექმნა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) და თურქეთის რესპუბლიკის N6136 კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი------- უ----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- მ----------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი