დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010141318700053907
თარიღი
11.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053907

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №85აპ-18 ქ. თბილისი

მ-–--–--- მ--------, 85აპ-18 10 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ-------- მ-–--–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ---- ხ---------სა და დ------- მ---------- საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ივლისის განაჩენით:

მ-------- მ-–--–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

 

ნ-----–---- ბ------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 7 აპრილიდან.

 

განაჩენით მ-------- მ-–--–---სა და ნ-----–---- ბ------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის თებერვალში მ------ მ-–--–--- დაუკავშირდა თავის მეგობარ ს------ ღ------–---–ს, რომელსაც სთხოვა დახმარება თავის ძმას - მ-------- მ-–--–---სა და მათ საერთო ნაცნობ ვ--–------ ბ------–---–ს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მოეწესრიგებინა დაძაბული ურთიერთობა. 2011 წლის 6 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ------ მ-–--–--- და ვ--–------ ბ------–---–-, ურთიერთობის გარკვევის მიზნით, შეხვდნენ ქ.თ---–--–-, გ-------ს ქუჩა N10-ში მდებარე, ს------ ღ------–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში. მათ საუბარს ასევე ესწრებოდნენ ვ--–------ ბ-----–----–-ს ძმა - ნ-----–---- ბ------–---–- და მათი მეგობრები: კ--- ა--–-------, ლ---- წ---–--- და დ----- ბ-–---–---–-. მ------ მ-–--–---სა და ვ--–------ ბ------–---–ს შორის საუბარი თავდაპირველად წარიმართა მშვიდ ვითარებაში, რომელიც შემდგომ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. როდესაც მ------ მ-–--–---ს ძმამ - მ-------- მ-–--–---მ, რომელიც იმყოფებოდა ს------ ღ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გაიგონა ჩხუბის ხმა, გააღო ოთახის კარი და შურისძიების მოტივით, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, ერთი გასროლით თავის არეში ვ--–------ ბ------–---–ს მიაყენა ჭრილობა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა, მ-------- მ-–--–--- კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეესწრო რა აღნიშნულს ოთახში მყოფი ვ--–------ ბ------–---–-ს ძმა - ნ-----–---- ბ------–---–- და მიხვდა, რომ მისი ძმა გარდაცვლილი იყო, მ------ მ-–--–---ს მიმართ განიმსჭვალა შურისძიების მოტივით, მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, მ------ მ-–--–---ს სახის არეში მიაყენა სიცოხლისათვის შეუთავსებელი ერთი ჭრილობა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ნ-----–---- ბ------–---–- კი თავისივე იარაღით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მოგვიანებით იგი ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში და მის მიერ მითითებული ადგილიდან ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომლის მჭიდში მოთავსებული იყო ხუთი ცალი საბრძოლო ვაზნა.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ-------- მ-–--–---მ, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მ-------- მ-–--–---მ ქმედება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და შესაბამისად, ის მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა. დაცვის მხარემ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ივლისის განაჩენში მ-------- მ-–--–---ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

მ-------- მ-–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 108-ე მუხლით და მიესაჯა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რისი მოხდისგანაც გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რისი მოხდისგანაც გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე, 108-ე მუხლით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. მ-–--–---ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 29 ოქტომბრიდან.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა სასამართლოში გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებები და მიიჩნია, რომ არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომელიც შეესაბამება მსჯავრდებულ მ-------- მ-–--–---ს ჩვენებას და რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებული გასროლის მომენტში იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ანუ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მასზე ან მესამე პირზე, ამ შემთხვევაში მის ძმაზე - მ------ მ-–--–---ზე განხორციელდა ისეთი ხარისხის ან საშიშროების თავდასხმა, რამაც განაპირობა მსჯავრდებულის ქმედება - დაეცვა მისი ან სხვისი სიკეთე. სასამართლოში დაკითხული ფაქტის შემსწრე მოწმეები არსებითად განსხვავებულად აღწერენ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, არცერთი მათგანი არ მიუთითებს, რომ მ-------- მ-–--–---ს მიერ იარაღიდან გასროლის მომენტში მ------ მ-–--–--- დასისხლიანებული პირქვე იყო წაქცეული იატაკზე, როგორც ამას მსჯავრდებული უჩვენებს. უფრო მეტიც, მოწმეებმა: კ--- ა--–----რმა და კ------- შ----–-----მ განაცხადეს, რომ გასროლის შემდეგ მ------ მ-–--–---მ დაიყვირა „ეს რა გააკეთა’’, ,,ვ--–---- მოკლაო“, რაც სრულიად აბათილებს მსჯავრდებულის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ ვ--–---- ბ------–---–სა და მ------ მ-–--–---ს ჩხუბის დროს აშველებდნენ, რა დროსაც არცერთი მათგანი ერთმანეთის მიმართ რაიმე უპირატეს მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. სწორედ გაშველების დროს ესროლა მ-------- მ-–--–---მ ვ--–---- ბ------–---–ს და მხოლოდ ამის შემდეგ ნ-----–---- ბ------–---–მა ესროლა მ------ მ-–--–---ს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მსჯავრდებული გასროლის მომენტში აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

გარდა ამისა, მოწმეების: ს------ ღ------–---–ისა და კ--- ა--–-------ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მ------ და მ-------- მ-–--–---ებს კონფლიქტი ჰქონდათ ვ--–---- ბ------–---–თან და სწორედ ამ მიზნით, შესარიგებლად შეხვდნენ მ------ მ-–--–--- და ვ--–---- ბ------–---–- ერთმანეთს ს------ ღ------–---–ის სახლში. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ-------- მ-–--–---ს ჩვენება, რომ მისი ძმა თავის საქმეებში არ ახედებდა და მისთვის უცნობი იყო, რატომ დაეძაბა მას ვ--–---- ბ------–---–თან ურთიერთობა, დამაჯერებლობასაა მოკლებული. შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცება, რომ მ-------- მ-–--–---ს არ შეიძლება რაიმე მოტივი ჰქონოდა ვ--–---- ბ------–---–-ს მიმართ, უსაფუძვლოა, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა ჩადენილია ჩხუბის დროს, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ზრდის შურისძიების მოტივის საფუძველს.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2011 წლის 15 აპრილის დასკვნით დადგენილია, რომ ვ--–---- ბ------–---–-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის დაზიანება, სტრუქტურის უხეში დარღვევით გამოწვეული ქალა-ტვინის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად. სროლა მოხდა მიბჯენით, ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ, ოდნავ ქვემოდან ზემოთ. გვამს კეფის მიდამოში, მარცხნივ აღენიშნება გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი კეფის ძვლის, თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროსა და შუბლის ძვლის დაზიანებით, რომლის გამოსავალიცაა შუბლის მიდამოში მარცხნივ. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად სიკვდილამდის უახლოეს პერიოდში და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. ასევე მარჯვენა მტევნის 1-2 თითების ხელზურგის ზედაპირზე, ფუძის არეში არსებობს ნაჭდევები, მარჯვენა მხრის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე - სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად აქვს მსუბუქი ხასიათის დაზიანებათა ნიშანი. სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ვაჟა ფურცხვანიძემ.

 

სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ როგორც ვ--–---- ბ------–---–ს, ისე მ------ მ-–--–---ს, გარდა ცეცხლნასროლი დაზიანებებისა, აღენიშნებოდათ სხვა სახის დაზიანებებიც ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. სააპელაციო სასამართლოში გამოიკვლიეს ბიოლოგიური, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც, ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელთა სისწორეც დაადასტურეს ექსპერტებმა: დ------ ე-–------მ, ლ--- ხ--------მ, კ--- რ----------მ და ლ------ ლ-----მ. სასამართლოში დაკითხულმა გამომძიებელმა თ----- ზ---------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ განხორციელებული ქმედების სიმძიმე, ხარისხი, მომეტებული საშიშროება და დამდგარი შედეგი, ასევე - ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი.

 

გარდა ამისა, სასჯელის შეფარდებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მ-------- მ-–--–---ს დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. ამასთან, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს შეფარდებულ სასჯელზე.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ-------- მ-–--–---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ---- ხ---------მ და დ------- მ---------მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მ. მ-–--–---ს გამართლებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,გადაწყვეტილება საქმეზე ,,გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

 

9. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ-------- მ-–--–---ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ---- ხ---------სა და დ------- მ---------- საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი