დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117001922140
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №80აპ-18 ქ. თბილისი
ი----–---–- თ------, 80აპ-18 10 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ------ ი----–---–-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით თ------ ი----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მას დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ------ ი----–---–-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თ------ ი----–---–-ს მიმართ მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ ი----–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 9 აპრილიდან.
მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენით მსჯავრდებულ თ------ ი----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 04:40 საათზე, ქურდობისთვის ორჯერ ნასამართლევი თ------ ი----–---–-, ქ. ლ--------ში, უ----–---ს ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, ჯ---–----- მ---–---ს სავაჭრო ჯიხურიდან, რომელშიც შეაღწია უკანონოდ, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ამ უკანასკნელის კუთვნილ, 133 ლარის ღირებულების ნივთებს, კერძოდ, ოთხ ხელჩანთას, ქურთუკს, სვიტერს, კაბას, კაშნეს, ორ თავსაფარს, პირსახოცს, ოთხ ხელჩანთას, ოთხ ქოლგასა და სათვალეს, თუმცა მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს პოლიციის თანამშრომლებმა.
ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის დადგენილებით, ნარკოტიკის მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განაჩენითა და 2011 წლის 23 ივლისის განაჩენით განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი თ------ ი----–---–- 2017 წლის 9 აპრილს, ქ. ლ--------ში, ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც მისგან იმავე დღეს ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა პირადი ჩხრეკის დროს.
ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ თ------ ი----–---–ს, 2017 წლის 9 აპრილს, ქ. ო----------ში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის (მორფინი) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ------ ი----–---–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, მსჯავრდებულ თ------ ი----–---–-სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა თ------ ი----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. მისი ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულ ჯ---–----- მ---–---სა და მოწმეების - მ--–---- ჩ-----ს, გ-- ზ-----------ს, გ------- კუ----–---ს, გ------ ე------ს, ზ----- ი-------ს, გ--–- წ--–------სა და სხვათა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, განაჩენებით, სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს უფროსის 2017 წლის 10 აპრილის წერილით, ლანჩხუთის მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 28 თებერვლის დადგენილებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №366აპ-15; №444აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ------ ი----–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი