განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700050795
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№22აპ-18 ქ. თბილისი
ტ----- ლ----, 22აპ-18 17 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზვიად გუბელაძისა და მსჯავრდებულ ლ---- ტ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–-------- გ--------ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ლ---- ტ-----ს, -დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედო წამებაში, ე.ი. ისეთ მოპყრობაში, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, აგრეთვე პირის დასჯა მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით. მასვე ბრალი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
ლ---- ტ----ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შს მინისტრის 2009 წლის 20 მარტის №2794 ა/შ ბრძანებით ლ---- ტ----- დაინიშნა შს სამინისტროს კ-----------------ის დ-------------ის დ-----------ის მოადგილის თანამდებობაზე, წარმოადგენდა მოხელეს, ევალებოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება, კერძოდ: პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, დაიცვას ფიზიკურ პირთა უფლებები მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მოქალაქესთან ურთიერთობისას მკაცრად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები. ამასთან, პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს“, რაც უხეშად იქნა უგულვებელყოფილი შს სამინისტროს კ-----------------ის დ-------------ის დ-----------ის ყოფილი მოადგილე ლ---- ტ----ის მიერ.
2009 წლის 5 მაისს, ს--------ოს რაიონის სოფელ მ----------ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეულ ჯავშანსატანკო ბატალიონში შექმნილი არეულობის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეინჯერთა ბატალიონში შექმნილი არეულობის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეინჯერთა ბატალიონის მეთაურს, მაიორ ლ---- ა------ეს, თადარიგის პოლკოვნიკ კ---- ო-------სა და გ-- კ-----–-–---–ს ე.წ. „ამბოხის“ ბრალდებით წარედგინათ ბრალდებები და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ 2009 წლის 13 მაისს, გამოცხადდა მათი ძებნა.
შს სამინისტროს კ-----------------ის დ-------------ის დ-----------ის მოადგილე ლ---- ტ-----მ ძებნილი პირების - ლ---- ა------ის, კ---- ო------ისა და გ-- კ-----–-–---–ის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, განიზრახა ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად ძებნილი კ---- ო------ის ნათესავებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება.
ამ მიზნით, 2009 წლის 20 მაისს, დაახლოებით 02.00 საათზე, კ---- ო------ის ნათესავი, სამხედრო მოსამსახურე მ------- ზ------ ძიებით დაუდგენელმა პირებმა მიიყვანეს ა------ის დასახლებაში მდებარე ყოფილი „ტ----------ის“ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც ლ---- ტ----- და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირები მას გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემდნენ ხელებითა და ფეხებით, აყენებდნენ ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, ითხოვდნენ კ---- ო------ის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას, რაც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. ამის შემდეგ, იგი მიიყვანეს ქ. თ---–--–-, ბ-----------------------------------–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში და მისი მეშვეობით, ბინაში მყოფი მძინარე ოჯახის წევრებიდან დედას - რ------- ი-----ეს გააღებინეს კარი და შევიდნენ ბინაში, რა დროსაც იქ იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ნ----- თ-------, ერთი წლის შვილი – მ------ ზ------, მშობლები ა---------– ზ------ და რ------- ი-----ე, დები – ნ----- და თ----- ზ------ები.
მ------- ზ-----ის საცხოვრებელ სახლში შესვლის შემდეგ ლ---- ტ-----მ, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, დაიწყო სახლში მყოფი მ------- ზ-----ისა და მისი ოჯახის წევრების უმოწყალო ცემა ხელებით, ფეხებით, სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. კერძოდ, ლ---- ტ----- მივიდა ლოგინში მწოლიარე მ------- ზ-----ის მეუღლესთან ნ----- თ------თან, რომელსაც სახეში რამდენიმეჯერ გაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ გადაინაცვლა დასთან – ნ----- ზ------სთან, რომელიც გადმოაგდო ლოგინიდან და ძირს დაგდებულს დაუწყო ფეხებით ცემა, რის შემდეგაც გადაინაცვლა სამზარეულო ოთახში, სადაც ამ ყველაფრის შემსწრე მ------- ზ-----ის დედა რ------- ი-----ეს, რომელიც ხმამაღლა ითხოვდა შველას, თავში ძლიერად ჩაარტყა მუშტი, დააგდო ძირს და კვლავ განაგრძო მისთვის თავში მუშტების დარტყმა, რა დროსაც ლ---- ტ----- მ------- ზ-----ის ოჯახის წევრებისგან დაჟინებით მოითხოვდა ძებნილი კ---- ო------ის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.
ლ---- ტ-----მ გამოიყენა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, მ------- ზ-----ის მეზობლების სახლის შესასვლელ კართან დააყენა სპეცრაზმელები, რათა ზ------ების საცხოვრებელი ბინიდან გამოსული წივილ–კივილის ხმაზე მეზობლები არ გამოსულიყვნენ გარეთ და არ დაეფიქსირებინათ მათი უკანონო მოქმედებები. რამდენიმე მეზობელმა დააპირა სახლიდან გამოსვლა და საშველად ზ------ებთან მისვლა, თუმცა კარებში მდგომმა სპეცრაზმელებმა ამის საშუალება არ მისცეს.
მ------- ზ-----ისა და მისი ოჯახის წევრების ცემა–წამება გრძელდებოდა დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში.
იმის გამო, რომ ლ---- ტ-----მ და მასთან დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირებმა, ძებნილი კ---- ო------ის ადგილსამყოფელის დადგენის კუთხით შედეგს ვერ მიაღწიეს, მიიღეს გადაწყვეტილება, მ------- ზ------ და მისი ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, გადაეყვანათ ე.წ. „მოდულის“ შენობაში.
პარალელურად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს მ------- ზ-----ის მეგობარ ვ-–- ც-------ეს და მათი ოჯახის მეჯვარე ნ-----–-- ბ-------ს, რომლებიც ცემის თანხლებით მიიყვანეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში, სადაც შს სამინისტროს კ-----------------ის დ-------------ის ერთ–ერთ სამუშაო ოთახში, ძებნილი კ---- ო------ის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით გაგრძელდა მათი ცემა–წამება, კერძოდ, ნ-----–-- ბ-------ს სცემდნენ 15–20 წუთის განმავლობაში სახისა და თავის არეში, ხოლო ვ-–- ც-------ეს წებოვანი ლენტით აუკრეს პირი, შეუკრეს ფეხები, ხელებზე დაადეს ბორკილი და დაუწყეს ცემა ფეხებითა და ხელებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რაც გაგრძელდა დაახლოებით 15–20 წუთი.
დაახლოებით 04.00 საათზე, ყოველგვარი საშვების გარეშე, მ------- ზ------ და მისი ოჯახის წევრები მიიყვანეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში, სადაც მოხდა მათი ცალ–ცალკე იზოლირება და ისინი რიგრიგობით შეჰყავდათ ლ---- ტ----ის სამუშაო კაბინეტში, სადაც გრძელდებოდა მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა იმავე მიზნით. ლ---- ტ-----მ შეიყვანა ნ----- თ------- იმავე დ-------------ის ერთ–ერთ სამუშაო ოთახში და ჩააბარა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომელმაც კ---- ო------ის ადგილსამყოფელის ინფორმაციის მიღების მიზნით, ამ უკანასკნელს დაუწყო თავისა და სახის არეში მუშტებით ცემა, ამ დროს ოთახში სპეცრაზმელმა შეიყვანა მისი 1 წლის ძმისშვილი - მ------ ზ------. სპეცრაზმელმა ბავშვი ამოაყირავა, დაიჭირა ფეხებით, გაწელა და დაემუქრა ნ----- ზ------ს, თუ იგი არ მიაწოდებდა ინფორმაციას, ბავშვს შუაზე გახლეჩდა. ბავშვი ტკივილისაგან ტიროდა და მთელი სახე ჰქონდა გაწითლებული. ნ----- ზ------მ ვერ გაუძლო ამ წამებას და მიაწოდა მათ მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია კ---- ო------ის ადგილსამყოფელის თაობაზე. ცემა–წამებას ასევე ვერ გაუძლო მ------- ზ-----ის მეუღლემ - ნ----- თ------მა, რომელმაც ლ---- ტ-----ს მიაწოდა ინფორმაცია კ---- ო------ის ადგილსამყოფელის შესახებ.
წამებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2009 წლის 20 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე თ---–--–-, თ-----------------–--–------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც გ-- კ-----–-–---–ი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ხოლო კ---- ო------- და ლ---- ა------ე კი მძიმედ დაიჭრნენ.
ძებნილი პირების მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ 2009 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01.00 საათზე, უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი პირები - მ------- ზ------, ნ----- თ-------, ნ----- ზ------, ა---------– ზ------, რ------- ი-----ე, თ----- ზ------, ნ-----–-- ბ-------ი, მ-----– ბ-------ი, ვ------- ქ-----–ია და ვ-–- ც-------ე გაათავისუფლეს.
ლ---- ტ----ისა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, კერძოდ, ნ----- ზ------ს შეუწყდა ფეხმძიმობა და დაუზიანდა ცხვირის ძგიდე, მ------- ზ------ს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ვ-–- ც-------ემ მიიღო ტვინის შერყევა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყველამ განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით ლ---- ტ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- ტ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. დანიშნული სასჯელები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
ლ---- ტ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2014 წლის 8 მაისიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
ლ---- ტ-----ს საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე 1 წლითა და 4 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. დანიშნული სასჯელები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
ლ---- ტ-----ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2014 წლის 8 მაისიდან. ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ლ---- ტ-----ს თავისუფლების აღკვეთა შეცვლილი აქვს თავისუფლების შეზღუდვით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ტ-----მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის 20 მაისს ლ---- ტ-----ს, მუშაობდა რა საქართველოს შს სამინისტროს კ-----------------ის დ-------------ის დ-----------ის მოადგილის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქარველოს კანონის მე–6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, ევალებოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება, კერძოდ: პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, დაიცვას ფიზიკურ პირთა უფლებები მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მოქალაქესთან ურთიერთობისას მკაცრად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები. ამასთან, პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს. აღნიშნული რეგულაციებიდან გამომდინარე, მოხელე (პოლიციელი) ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც მას და მის თანამდებობას შეეხება, იგი თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად, თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულებისა და ზოგადად საჯარო სამსახურის რეპუტაციას.
ზ------ების ოჯახის წევრები, აგრეთვე, ვ-–- ც-------ე, ნ-----–-- ბ-------ი, მ-----– ბ-------ი და ვ------- ქ------–-ა, ე.წ. ,,მ----------ის ამბოხის“ საქმეზე ძებნილ კ---- ო-------ზე ინფორმაციის მისაღებად წარმოდგენილ იქნენ რა მოდულის შენობაში, საქართველოს შს სამინისტროს კ-----------------ის დ-------------ის დ-----------ის მოადგილე ლ---- ტ----ის და ამავე სამინისტროს გამოძიებით დაუდგენელი სხვა თანამშრომლების მხრიდან დაექვემდებარნენ ძალადობრივ და პირადი ღირსების შეურაცხმყოფელ ქმედებებს. კერძოდ, ლ---- ტ----- და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, საერთო მიზნითა და პირდაპირი განზრახვით მოცული კონკლუდენტური მოქმედებით, რაც გამოიხატა დაზარალებულთა მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შეეცადნენ დაზარალებულებისგან მიეღოთ ინფორმაცია ძებნილი კ---- ო------ის ადგილსამყოფელის შესახებ, რამაც არა მარტო დაზარალებულთა უფლების, არამედ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ლ---- ტ----ისა და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების მიერ მ------- ზ-----ის, ნ----- ზ-----ის, ნ-----–-- ბ-------ის, ვ-–- ც-------ის, ვ------- ქ------–-ასა და სხვა დაზარალებულთა მიმართ ადამიანის უფლებების პატივისცემის შეუსაბამო ქმედებებით, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანებისადმი მოპყრობის მორალურ და ზნეობრივ წესს, დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიადგათ მორალური ზიანი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე - დაცვის მხარემ. სახელმწიფო ბრალმდებლების საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ ლ---- ტ----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 1441–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მსჯავრდებულ ლ---- ტ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–-------- გ--------ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა ლ---- ტ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა (ვრცლად. იხ. საკასაციო საჩივრები).
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მსჯავრდებულ ლ---- ტ----ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 333–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე №12აპ-14,), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
10. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ---- ტ----ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც უტყუარად მიუთითებენ ლ---- ტ----ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
11. უსაფუძვლოა ასევე ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ლ---- ტ----ის ქმედების გადაკვალიფიცირების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე ამომწურავად აქვს ნამსჯელი სააპელაციო სასამართლოს, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზვიად გუბელაძისა და მსჯავრდებულ ლ---- ტ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–-------- გ--------ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე