დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
010100117001823768
თარიღი
26.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001823768

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №150აპ-18 ქ. თბილისი

ზ---–----- მ--------, 150აპ-18 23 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების - მ-------- ზ---–-----ს, მ-------- ე-–----------სა და ა---- ჯ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- მ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენით:

მ-------- ზ---–-----, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 9 თებერვლიდან.

 

ა----- ჯ-------, - დაბადებული 1984 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 9 თებერვლიდან.

 

მ-------- ე-–----------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 9 თებერვლიდან.

 

განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულების - მ-------- ზ---–-----ს, მ-------- ე-–----------სა და ა---- ჯ-------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 9 თებერვალს მ--------ს ს-------ს მოქალაქეები - მ-------- ჰ-------ს ძე ზ---–-----, მ-------- ელ ფ------- და ა----- ჯ------- ჯგუფურად, თ---------ს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მივიდნენ ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------ში მდებარე N--- სასაზღვრო ნიშნის რაიონში, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არალეგალურად შემოვიდნენ საქართველოში.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულების - მ-------- ზ---–-----ს, მ-------- ე-–----------სა და ა---- ჯ-------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ----- მ--------ემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელების პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებით, ისე - მსჯავრდებულების - მ-------- ზ---–-----ს, მ-------- ე-–----------სა და ა---- ჯ-------ს ინდივიდუალური მახასიათებლებით და ისე განუსაზღვრა მათ სამართლიანი სასჯელები.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების - მ-------- ზ---–-----ს, მ-------- ე-–----------სა და ა---- ჯ-------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ----- მ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი