განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010141318700054424
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054424

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

№109აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

მ-----–---–ი ი-----–-, 109აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

3. ი-----–- მ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი-----–- მ-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ი-----–- მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 20 ივნისიდან იმავე წლის 22 ივნისის ჩათვლით.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე