განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700050793
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
#5აპ-18 ქ. თბილისი
დ--------–- გ--, 5აპ.-18 10 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ ლევან ჯალაღანიას
მსჯავრდებულების _ გ-- დ--------–-ს, დ----- ქ---------–-–---–ის, მ------ ტ-------ას
ადვოკატების - გ------- ს-----–-–---–ის, შ----- გ----–---–ის, თ---------- ნ-------ას,ვ-–-------- ს------ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ------ ტ-------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ს-----–-–---–ისა და მსჯავრდებულების - გ-- დ--------–-სა და დ----- ქ---------–-–---–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ------ ტ-------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ს-----–-–---–ისა და მსჯავრდებულების - გ-- დ--------–-სა და დ----- ქ---------–-–---–ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
2. გ-- დ--------–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. დ----- ქ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
4. მ------ ტ-------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25, 180–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
5. გამართლებულებს - გ-- დ--------–ს, დ----- ქ---------–-–---–სა და მ------ ტ-------ას განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი გირაოსა და ყადაღის გაუქმების, ასევე -ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე