განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054822
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №26აგ-18 30 ივლისი, 2018 წელი
ნ-–--–-–---–ი ა-–----, 26აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა-–---- ნ-–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ბ--–-------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ა-–---- ნ-–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლითა და 111- 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათით.
საქართველოს სსკ–ის 111-1261–ე მუხლის პირველი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---- ნ-–--–-–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათით.
ა-–---- ნ-–--–-–---–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ა-–---- ნ-–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ა-–---- ნ-–--–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. ა-–---- ნ-–--–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 20 ივნისიდან.
ა-–---- ნ-–--–-–---–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განაჩენით ა-–---- ნ-–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 273–ე მუხლით (2016 წლის 11 იანვრისა და 2015 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
სსკ–ის 273–ე მუხლით (2016 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი.
სსკ–ის 273–ე მუხლით (2015 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) – ჯარიმა 1000 ლარი.
სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა-–---- ნ-–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ა-–---- ნ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება მსჯავრდებულ ა-–---- ნ-–--–-–---–ის მიმართ არ გავრცელდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ა-–---- ნ-–--–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
7. 2017 წლის 8 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა-–---- ნ-–--–-–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ა-–---- ნ-–--–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენებში შევიდა ცვლილება:
ა-–---- ნ-–--–-–---–ი საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.
ა-–---- ნ-–--–-–---–ი საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენი) გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.
ა-–---- ნ-–--–-–---–ი საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენი, 2016 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.
ა-–---- ნ-–--–-–---–ი საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენი, 2015 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.
ა-–---- ნ-–--–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის სახით მისი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 25 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 13 აგვისტოდან იმავე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის - უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) დარჩა უცვლელად.
9. კასატორი - მსჯავრდებულ ა-–---- ნ-–--–-–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ-------- ბ--–--------- საკასაციო საჩივრით ითხოვს ა-–---- ნ-–--–-–---–ის თავისუფლების აღკვეთისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ქმედების გადაკვალიფიცირების შემდეგ დანიშნული სასჯელი მეტად მკაცრია. მსჯავრდებულის მიერ მოხმარებული და მოპოვებული ყველა ნივთიერება იყო „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (მარიხუანა).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ა-–---- ნ-–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ბ--–-------ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-–---- ნ-–--–-–---–ის გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონიერია.
4. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5. კასატორის მითითება სასჯელის სიმკაცრესა და მსჯავრდებულის საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებაზე არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა, ა-–---- ნ-–--–-–---–ს ამ ნაწილში (სსკ-ის 260-ე მუხლი) მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ (საერთო წონა - 14.84 გრამი) და კანაფის ფისის (საერთო წონა - 0.3006 გრამი) უკანონოდ შეძენა, შენახვასა და დამზადებისათვის (და არა - „მარიხუანის“ მოხმარებაში). ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელი განსაზღვრული აქვს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა-–---- ნ-–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ბ--–-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე