განჩინება

სისხლის სამართლის 25.07.2018
საქმის ნომერი
010141318700055459
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055459

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№128აპ-18 ქ. თბილისი

ლ------- ა------, 128აპ-18 25 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ტალიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მარტის განაჩენით ა------ ლ-------, – დ----------–-------–-–----------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა ა------ ლ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 2014 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ლ------- 2016 წლის 23 ივლისს თ---–--–-, წ-----------–---–ის ქუჩის N---ში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა გ------ი გ------–--ის კუთვნილ ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენის გაუქმებას, ა------ ლ-------ს ბრალად წარდგენილ ქმედებაში გამტყუნებასა და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, ბრალების მხარემ სასამართლოში წარადგინა ვიდეოჩანაწერი, რომლის გამოკვლევისას დადგინდა, რომ ა------ ლ-------მ ჩაუარა შპს „ღ---------–----ის“ სათვალთვალო კამერას და სვლა გააგრძელა წ-----------–---–ის ქუჩაზე, ხოლო რამდენიმე წუთში იმავე გზით დაბრუნდა ველოსიპედით ხელში. შესაბამისად, საეჭვოდ მიჩნევა იმისა, რომ ჩანაწერს კავშირი არ აქვს წ-----------–---–ის ქუჩის №--–ში მომხდარ ქურდობასთან, უსაფუძვლოა. აქვე აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებულმა არ უარყო 2016 წლის 23 ივლისს წ-----------–---–ის ქუჩის №--–ის ეზოს შესასვლელთან ყოფნის ფაქტი და არც ის უარუყვია, რომ ვიდეოზე გამოსახული პირი არის თვითონ; მან მხოლოდ განავითარა ვერსია, რომ ველოსიპედი ქურდობის ჩადენის ადგილას ღამის 02:30 საათზე დაუდგენელი პირისგან შეიძინა.

 

6. კასატორი უთითებს, რომ ვინაიდან ქურდობის ადგილი იყო ე.წ. სათავსი, რომელიც არის ღია და არ აქვს კარი და ასევე, ქურდობა მოხდა ღამის 02:30 საათზე, ხოლო შემთხვევის ადგილი დილით დათვალიერდა, სუნის ნიმუშის აღება აზრს მოკლებული იყო. ბრალდებულმა სასამართლოს მიაწოდა არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. თავისთავად არასარწმუნოა ბრალდებულის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მან გვიან ღამით შეიძინა ველოსიპედი, მითუფრო, რომ, მისივე თქმით, ველოსიპედს ყიდდა ვინმე „ი-----–-,“ რომელიც იდგა იმ ეზოს წინ, სადაც დაზარალებული ცხოვრობს.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №№510აპ-14 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და კასატორმა ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

 

10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მხოლოდ ნივთის ბრალდებულისგან ამოღება, სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას პირის მსჯავრდებისათის. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დაკითხული მოწმეები აღწერენ მხოლოდ შემთხვევის შემდეგ

განვითარებულ მოვლენებს, ხოლო ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული პირის ზუსტი იდენტიფიცირებისა და გადაადგილების მიმართულების დადგენის მიზნით ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ა. ლ-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებული არ არის.

 

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ტალიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე