განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001915070
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№54აპ-18 ქ. თბილისი
გ-------- ი-----, 54აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პ----- სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი----- გ--------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ი----- გ--------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილისა და 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის გამოყენებით, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 28 მარტიდან.
2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:
ი----- გ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული თანაბარი სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი----- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 28 მარტიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----- გ-------მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ი----- გ-------- ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2017 წლის 15 მარტს, საღამოს საათებში, მივიდა ქალაქ ბ------–-, ი--------ის ქუჩის №--–ში მდებარე სილამაზის სალონში, სადაც თავის ნაცნობს, თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ------ ა-–------ს მოტყუებით გამოართვა „SAMSUNG GALAX S–7 EDGE–ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რის შემდეგაც 2017 წლის 18 მარტს დააგირავა 770 ლარის სანაცვლოდ თ---–--–-, პ----ის ქუჩის №-–ში მდებარე ლომბარდში - შპს „ნ--–------–ში“, რითაც ჰ------ ა-–------ს მიადგა 1900 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და ითხოვა აღნიშნული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ობიექტური განაჩენის დადგენა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
8. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მათ შორის - ჰ------ ა-–------ის, უ-–--- გ---------ის, ე------ ხ------–--ასა და პ----- დ------ის გამოკითხვის ოქმებით, ნივთის ამოღების ოქმითა და სალომბარდო ხელშეკრულებით, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ი----- გ--------ს ბრალეულობა.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი----- გ--------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე