განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
050100111002289286
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100111002289286

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№56აპ-18 ქ. თბილისი

ჯ-----–---–- გ-------, 56აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდო----ე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. გ------- ჯ-----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 120–ე მუხლით, 2381–ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით და ჯარიმა - 2000 ლარი.

 

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით გ------- ჯ-----–---–- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. მასვე გაუნახევრდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 9 თვით. დანარჩენ ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. გ------- ჯ-----–---–ს განაჩენით მსჯავრი დაედო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; 21 წელს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ლ--------ის რაიონის სოფელ ო------ში მცხოვრებმა, 1--- წლის 5 იანვარს დაბადებულმა გ------- ჯ-----–---–მა, რომელიც იყო 21 წელს მიუღწეველი, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული დანა, რომელსაც ატარებდა 2010 წლის 21 ნოემბრამდე პერიოდში. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 2010 წლის 9 დეკემბრის №----–- დასკვნით, გ------- ჯ-----–---–-ს დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ–მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2010 წლის 21 ნოემბერს გ------- ჯ-----–---–- იმყოფებოდა ლ--------ის რაიონის სოფელ წ---––------ში, ტ------– მ------–-–---–ის ქორწილში. მას ახლდნენ მეუღლე – თ------ დ-------–-–---–- და მეგობრები - შ----- რ------ და ლ-–- ა---–---. სუფრის მსვლელობისას მან მიიღო ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 22 საათზე ნასვამი გ------- ჯ-----–---–- ლ-–- ა---–---სთან ერთად გავიდა საქორწილო სუფრიდან ქუჩაში, სადაც მას შეხვდნენ ქორწილში სტუმრად მყოფი დ----- მ----–---, ი----- ჯ----, ო---- დ-----ის ძე მ----–--- და ო---- ვ-------ის ძე მ----–---. გ------- ჯ-----–---–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დ----- მ----–---სთან, რომელიც ცდილობდა დაეწყნარებინა იგი. მიუხედავად ამისა, გ------- ჯ-----–---–- აგრძელებდა კამათს, მან არც თანმხლებ ლ-–- ა---–---ს დაუჯერა, რომ თავი დაენებებინა დ----- მ----–---სთვის. ამ დროს იქ მოვიდა შ----- რ------. გ------- ჯ-----–---–მა შეაგინა დ----- მ----–---ს უწმაწური სიტყვებით, რაზედაც ამ უკანასკნელმა ხელი გაარტყა, რასაც მოჰყვა ჩხუბი. აღნიშნულზე განაწყენებულმა გ------- ჯ-----–---–მა განიზრახა დ----- მ----–---სა და მისი თანმხლები პირების მკვლელობა: ამოიღო დანა და ჩაარტყა ო---- ვ-------ის ძე მ----–---სა და ი----- ჯ----ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მიღებული დაზიანებების შედეგად ი----- ჯ---- და ო---- მ----–--- იქვე წაიქცნენ, მათ დასახმარებლად მივიდა ო---- დ-----ის ძე მ----–---, რომელსაც გ------- ჯ-----–---–მა განზრახ დანა დაარტყა მარცხენა წინამხრის მიდამოში. გ------- ჯ-----–---–მა ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილად, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. გ------- ჯ-----–---–-ს მიერ დანის არაერთჯერადი დარტყმის შედეგად დ----- მ----–---ს განუვითარდა მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, განივი კოლინჯის სერიოზული გარსის დაზიანებით; მარცხენა მხრის, თეძოს ძვლის ფრთისა და წელის მიდამოს ნაკვეთი ჭრილობები, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სისცოცხლისათვის სახიფათოს. ი----- ჯ----ს განუვითარდა ბასრი იარაღით მიყენებული თორაკობადომინალური ჭრილობა გულმკერდის არეში, მარცხნივ, მერვე–მეცხრე ნეკნთაშუა არეში ელენთის, კუჭ–განივი კოლინჯის იოგისა და დიაფრაგმის დაზიანებით, ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის არეში მარცხნივ, მეხუთე–მეექვსე ნეკნთაშუა არეში; ტრავმულ ჰემორაგიული შოკი მეორე–მესამე ხარისხის, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. ო---- დ-----ის ძე მ----–---ს მიადგა მარცხენა წინამხრის ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ო---- ვ-------ის ძე მ----–--- და ი----- ჯ---- ახლობლებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში და გაწეული კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მათი სიცოცხლის შენარჩუნება, ხოლო ო---- დ-----ის ძე მ----–---ს საავადმყოფოში გაუწიეს პირველადი დახმარება და გაუშვეს სახლში.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი და გ------- ჯ-----–---–- გამართლდა მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მალხაზ სირაძემ და ითხოვა გ------- ჯ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მის მიერ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და 21 წელს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ჩადენის ფაქტები.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მხოლოდ ვარაუდისათვის რომ გ------- ჯ-----–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს - იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდო----ე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე