განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001416182
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№144აპ-18 ქ. თბილისი
დ------–---–ი ბ------, 144აპ-18 27 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბერის განაჩენით ბ------ დ------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი)- ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 26 აგვისტოს ,,T-----ს” პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 26 აგვისტოს ,,T-----ს” მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 27 აგვისტოს ,,T----”-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 27 აგვისტოს ,,ქ---------------------ს” ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 7 სექტემბრის ,,ქ---------------------ს” ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 სექტემბრის ,,T-----ს” ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარის.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 19 სექტემბრის ,,ს-----–-------ს” პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 19 სექტემბრის ,,ს-----–-------ს” მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბ------ დ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბერის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ დ------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის აგვისტოში, ბ------ დ------–---–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ბ------ დ------–---–მა ო---- ფ---------–---–ს სთხოვა, რომ მისთვის გამოეტანა სწრაფი სესხი შპს ,,4---------დან“, რომელსაც შემდგომში თვითონ დაფარავდა. ო---- ფ---------–---–მა შპს ,,4---------დან“ ინტერნეტის მეშვეობით მოითხოვა სწრაფი სესხი 650 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ჩაირიცხა ო---- ფ---------–---–ის სახელზე არსებულ ,,ს----------–--------ის“ ანგარიშზე. მათ, იმავე დღეს, ო---- ფ---------–---–ის სახელზე არსებულ ,,ს----------–--------ის“ ანგარიშზე გააქტიურეს ინტერნეტ-ბანკის მომსახურების სერვისი, სადაც ბ------ დ------–---–მა საკონტაქტო ტელეფონის ნომრად მიუთითა თავისი სიმ-ბარათის ნომერი - 5----------, რის შემდეგაც თანხა, პლასტიკური ბარათი და სხვა რეკვიზიტები წაიღო ბ------ დ------–---–მა იმ მოტივით, რომ თითქოს აღნიშნული საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით დაფარავდა შპს ,,4---------დან” ო---- ფ---------–---–ის სახელით აღებულ სწრაფ სესხს. ამის შემდეგ ბ------ დ------–---–ი 2015 წლის 14 აგვისტოს ო---- ფ---------–---–ის სახელით დარეგისტრირდა შპს ,,T-----ს” ელექტრონულ ვებგვერდზე და გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ, რომელშიც მიუთითა ო---- ფ---------–---–ის პირადი მონაცემები, საკონტაქტოდ კი საკუთარი სიმ-ბარათის ნომერი. ხსენებული განცხადების საფუძველზე 2015 წლის 14აგვისტოს ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,T-----ს“ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს, ქ. თ---–--–-, ჭ------ის ქუჩა №---ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,T-----ს” მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–ი 2015 წლის 21 აგვისტოს, ო---- ფ---------–---–ის სახელით დარეგისტრირდა შპს ,,ს-----–------ის’’ ელექტრონულ ვებგვერდზე და გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ, რომელშიც მიუთითა ო---- ფ---------–---–ის პირადი მონაცემები. საკონტაქტოდ კი საკუთარი სიმ-ბარათის ნომერი. ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 21 აგვისტოს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,ს-----–------ის’’ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ.თ---–--–- ჯ-------ის ქუჩა N----ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწიააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,ს-----–-----ს’’ მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 26 აგვისტოს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ..T-----ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ. ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 26 აგვისტოს ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,T-----ს” მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელსაც 2016 წლის 26 აგვისტოს ქ.თ---–--–- მეტრო ვ---------–ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,T-----ს’’ მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 26 აგვისტოს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ,,T-----ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ. ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 26 აგვისტოს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,T-----ს” მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე 2016 წლის 26 აგვისტოს ქ. თ---–--–- მეტრო ვ---------–ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,T-----ს’’ მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 27 აგვისტოს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ..T-----ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ. ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 27 აგვისტოს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,T-----ს” მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ. თ---–--–- კ--–-----ის ქუჩა №---ში
მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,T-----ს’’ მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 27 აგვისტოს ო---- ფ---------–---–ის სახელით დარეგისტრირდა შპს ..ქ---------------------ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე და გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ, რომელშიც მიუთითა ო---- ფ---------–---–ის პირადი მონაცემები, საკონტაქტოდ კი საკუთარი სიმ-ბარათის ნომერი. ხსენებული განცხადების საფუძველზე 2015 წლის 27 აგვისტოს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,ქ---------------------ს’’ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 150 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ. თ---–--–- კ--–-----ის ქუჩა №---ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,ქ---------------------ს” მიადგა 150 ლარის მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 7 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ,,ქ---------------------ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ, ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 7 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,ქ---------------------ს’’ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 225 ლარის ოდენობით, რომელსაც ქ.თ---–--–- ჯ-------ის ქუჩა №---ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,ქ---------------------ს“ მიადგა 225 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 7 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ..T-----ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ. ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 7 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,T-----ს” მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ.თ---–--–- კ--–-----ის ქუჩა №--ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,T-----ს’’ მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 16 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ..ქ---------------------ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ, ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 16 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,ქ---------------------ს’’ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ.თ---–--–- კ--–-----ის №--ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,ქ---------------------ს“ მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 17 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ..T-----ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ. ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 17 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,T-----ს” მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ. თ---–--–- კ--–-----ის ქუჩა №--ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,T-----ს’’ მიადგა 100 ლარის მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 18 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ..ქ---------------------ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ, ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 18 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,ქ---------------------ს’’ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 375 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ. თ---–--–- კ--–-----ის N--ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,ქ---------------------ს“ მიადგა 375 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 19 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ,,ს-----–------ის’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ. ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 19 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,ს-----–------ის’’ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ. თ---–--–- მეტრო ვ---------–ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,ს-----–------ს’’ მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა 2015 წლის 19 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ,,ს-----–------ის’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ. ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 19 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე შპს ,,ს-----–------ის’’ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ. თ---–--–- მეტრო ვ---------–ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,ს-----–-----ს’’ მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ------ დ------–---–მა კვლავ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაუფლებოდა რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ფულად თანხას. ამ მიზნით, ინტერნეტის გამოყენებით, ბ------ დ------–---–მა, 2015 წლის 28 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის სახელით შპს ..ქ---------------------ს’’ ელექტრონულ ვებგვერდზე გააგზავნა მოთხოვნა სესხის დამტკიცების შესახებ, ხსენებული განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 28 სექტემბერს, ო---- ფ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხა 450 ლარის ოდენობით, რომელსაც იმავე დღეს ქ.თ---–--–- მეტრო ვ---------–ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ბანკომატიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ------–---–ი. ბ------ დ------–---–ის ქმედებით შპს ,,ქ---------------------ს“ მიადგა 450 ლარის მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ კერესელიძემ და ითხოვა, ბ------ დ------–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ არის სამართლიანი.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას ბ------ დ------–---–ისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, მოცემულ შემთხვევამდე არ ჰქონია კანონთან კონფლიქტი და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მიზანშეუწონლად მიაჩნია ბ------ დ------–---–ისთვის სასჯელის დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდო----ე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე