განჩინება

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
010141318700052666
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700052666

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №8აგ-18 27 ივლისი, 2018 წელი

ტ--------–---–ი თ--------, 8აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ-------- ტ--------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით თ-------- ტ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 თვით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ათასი ლარი.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. 2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ-------- ტ--------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით თ-------- ტ--------–---–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

4. კასატორი - თ-------- ტ--------–---–ი ითხოვს შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას და სსკ-ის 273-ე მუხლით დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

 

3. თ-------- ტ--------–---–ის მიერ შუამდგომლობის წარდგენის მომენტისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დაკისრებული სასჯელი (ძირითადიც და დამატებითიც) - მოხდილი, უფლებების ჩამორთმევის ვადა - გასული და ნასამართლობაც გაქარწყლებული იყო. ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს თ-------- ტ--------–---–ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ-------- ტ--------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თ-------- ტ--------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის განჩინება თ-------- ტ--------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე