განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010141318700053850
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053850

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№90აპ-18 ქ. თბილისი

თ----------ა თ-----, 90აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განაჩენით თ----- თ----------ა, – დ----------–-------–-–----------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში; თ----- თ----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2012 წლიდან ა-- გ----- არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----- თ----------ასთან, რომელთანაც ჰყავს ორი შვილი - 2013 წელს დაბადებული თ----–- თ----------ა და 2014 წელს დაბადებული ვ---- თ----------ა. ქორწინებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თ----- თ----------ა ა-- გ-----ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უშვერი სიტყვებით, ლანძღავდა და სხვების თანდასწრებით ამცირებდა. თ----- თ----------ა ასევე სისტემატურად ემუქრებოდა მეუღლეს ცემით და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბოლო ერთი თვის მანძილზე თ----- თ----------ა ა-- გ-----ს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. იგი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არ ერიდებოდა მეუღლისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რის გამოც ა-- გ----- განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

 

2016 წლის 19 სექტემბერს, ოჯახში მორიგი კონფლიქტის დროს, მათ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თ---–--–-, ბ-----, ს---------–--ი, კ----------------------- „გ“-ში, თ----- თ----------ამ, თავისი არასრულწლოვანი შვილების - თ----–- და ვ---- თ----------ების თანდასწრებით, ძალადობა განახორციელა მეუღლის - ა-- გ-----ს მიმართ: ლანძღავდა და აგინებდა უშვერი სიტყვებით; ამავდროულად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში, შემდეგ ხელი ააფარა პირზე (რათა არ ეყვირა), მეორე ხელი კი თმაში ჩასჭიდა და სახლში შეათრია, სადაც იატაკზე მთელი ძალით დააგდო. აღნიშნულით ა-- გ-----მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის 19 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–--–-, ბ-----, ს---------–--ი, კ----------------------- „გ“-ში, თ----- თ----------ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს - მეუღლე ა-- გ-----ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და თ----- თ----------ას დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში; აგრეთვე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოწმე ა-- გ-----ს დაკითხვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით; პროკურორის მითითებით, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავში არ იგულისხმება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე; ამდენად, ა. გ-----ს ჩვენება უნდა მიეცა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან იგი თ. თ----------ას მეუღლე არ არის. თ. თ----------ა პატრულ-ინსპექტორ ი-–-- მ---------ის თანდასწრებითაც დაემუქრა დაზარალებულს. ა-- გ----- ტელეფონით უკავშირდებოდა სამართალდამცველებს, და ამ დროს იგი იყო შეშინებული და აღელვებული; ციალა გოგატიშვილმა დაადასტურა, რომ ა-- გ----- მასთან დახმარების სათხოვნელად შევარდა, რაც ადასტურებს დაზარალებულში შიშის გაჩენის საფუძვლიანობას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა თ----- თ----------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (მათ შორის - ი. მ---------ისა და კ. ჩ------ის ჩვენებები) არის ირიბი. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ა-- გ-----ს თ----- თ----------ა ემუქრებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა. გ-----ს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.

 

9. საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას დაზარალებულ ა-- გ-----ს სააპელაციო სასამართლოში გამოძახებისა და მოწმის სახით დაკითხვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

 

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე