განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010141318700054848
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054848

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№110აპ-18 ქ. თბილისი

ყ----–------ გ-------, 110აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ყ----–-----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით გ------- ყ----–------, - დ----------–-------–-–------------–ს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მობილური ტელეფონით სარგებლობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით (ალკოჰოლური სასმლის მიღების ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ყ----–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვით. მსჯავრდებულ გ------- ყ----–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2017 წლის 25 ოქტომბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ------- ყ----–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვით;

2015 წლის ივნისიდან იმავე წლის ოქტომბრამდე პერიოდში რუსთავში, მშენებელთა ქუჩის №64–ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №-- დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გ------- ყ----–------ პერიოდულად სარგებლობდა აკრძალული საგნით - მობილური ტელეფონით, რაც გამოიხატა მისი მხრიდან სატელეფონო ზარების განხორციელებაში;

თ---–--–-, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების მ--- სარეჟიმო კორპუსის №----ე საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ნ------ ა-----ემ 2015 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ისარგებლა და თანასაკნელებთან - ლ-------- მ-----თან, გ------- ყ----–------სთან, ვ-–-------- ქ-------სა და გ------- ჯ---------სთან ერთად მოიხმარა აკრძალული საგანი - ალკოჰოლური სასმელი;

2015 წლის 31 დეკემბერს აიღეს გ------- ჯ---------ს, ლ-------- მ-----ის, გ------- ყ----–-----ის, ნ------ ა-----ის სისხლის ნიმუშები, ხოლო ვ-–-------- ქ-------ს - შარდის ნიმუში. ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მათში აღმოჩნდა ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება საშუალო და მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლურ თრობას.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას. კასატორის პოზიციით, სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტურად არ დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები; სამართალწარმოების განმავლობაში არასწორად შეფასდა მტკიცებულებები, რამაც ხელი შუწყო უკანონობასა და გ. ყ----–-----ის უსაფუძვლოდ დამნაშავედ ცნობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში (მათ შორის: მოწმეების - ი. გე--------ას, ი. ზ------–---–ის, დ. ყ----–-----ისა და ა. დ----ის ჩვენებები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ფონოგრამები), გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- ყ----–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 3782–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების სისწორისა და სისხლის ნიმუშის აღების კანონიერების შეფასების ნაწილში არგუმენტირებული პასუხი გასცა, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.

 

9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ყ----–-----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე