განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
080100116002338527
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100116002338527

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№114აპ-18 ქ. თბილისი

დ--–---–---–ი თ----------, 114აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- კ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ს-----–-–---–-სა და მსჯავრდებულ თ---------- დ--–---–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით:

 

თ---------- დ--–---–---–ი, - დ----------–-------–-–------------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით თ---------- დ--–---–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 2000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, თ---------- დ--–---–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. თ---------- დ--–---–--–ის მიმართ შეფ---დებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თ---------- დ--–---–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 19 აგვისტოდან.

 

გ------- კ------ე, - დ----------–-------–-–----------------ს, - ცნობილ იქნა დამაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- კ------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. გ------- კ------ის მიმართ შეფ---დებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, გ------- კ------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2016 წლის 19 აგვისტოდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული.

 

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2015 წლის ოქტომბერში თ---------- დ--–---–---–მა, გ------- კ------ემ და სხვებმა გადაწყვიტეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის კუთვნილ ქონებას. მათ ა------- ო-----–---–ის დახმარებით გაიცნეს ი----ის მოქალაქე ს---- ჰ-–---- ნ-–---ი, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული ჰქონდა შპს „ფ---სა“ და დაინტერესებული იყო საქართველოში ბიტუმის იმპორტით. ამ მიზნით 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს თ---------- დ--–---–---–ი ა------- ო-----–---–სა და სხვა პირთან ერთად შეხვდა ს---- ჰ-–---- ნ-–---ს, შპს „ფ---სას“ ოფისში, მდებარე თ---–--–-, ც--------------------------–ში. თ---------- დ--–---–---–ი მას გაეცნო შპს „ჯ----–ის“ დირექტორ მ-----– ბ---------დ, რაც ასევე დაუდასტურა ა------- ო-----–---–მაც. მ-----– ბ---------მ ს---- ჰ-–---- ნ-–---ი დაარწმუნა, რომ სურდა ბიტუმის შეძენა. ხსენებულ დღეს მხარეები ვერ შეთანხმდნენ ბიტუმის ფასზე, თუმცა სატელეფონო კომუნიკაციით მოლაპარაკების შედეგად, მოგვიანებით შეთანხმდნენ ბიტუმის ყიდვა–გაყიდვის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. 2015 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში, ქ-------–- ზ. გ----------------------------------–--–--------------–ში მდებარე შპს „გ-------ის“ ოფისში, ერთი მხრივ შპს „ფ---სას“ დირექტორის - ს---- ჰ-–---- ნ-–---ის, ხოლო მეორე მხრივ თითქოსდა, შპს „ჯ----–ის“ დირექტორის - მ-----– ბ--------ის სახელით დაიდო ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება №---, რაზეც მ-----– ბ--------ის სახელით ხელი მოაწერა თ---------- დ--–---–---–მა და ოფიციალურ დოკუმენტს დაუსვა ყალბი, ვითომდა, შპს „ჯ-----ის“ ბეჭედი. ერთი ტონის ფასი შეადგენდა 485 აშშ დოლარს;

 

ამ გზით ს---- ჰ-–---- ნ-–---ი დარწმუნდა დადებული შეთანხმების ნამდვილობაში. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, ი----ის რესპუბლიკაში, კომპანია „G---- სგან“ 390 აშშ დოლარად შეიძინა და 2015 წლის 26 ნოემბერს საქართველოში 6 სატვირთო ავტომანქანით შემოიტანა 146.15 ტონა ბიტუმის პოლიბეკი. შემოტანილი საქონელი კანონით დადგენილი წესით განაბაჟა, რაშიც გადაიხადა 26603 ლარი. მომდევნო დღეს „მ-----– ბ--------ის“ სახელით მოსარგებლე თეიურაზ დ--–---–---–ს შეატყობინა, რომ წყალტუბოს რაიონში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასაწყობების ადგილზე, მისავე ქარხანაში, გაუგზავნა მის მიერ შეძენილი ბიტუმი. შემდგომ ამისა, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, გ------- კ------ემ, რომელიც თ---------- დ--–---–---–თან დააკავშირა ა------- ო-----–---–მა, თავისი ფირმის - შპს „გ-------–ის“ მონაცემებით, სხვა პირის, სავარაუდოდ, ა. ო-----–---–ის დახმარებით, ელექტრონულად გამოწერა ნავთობპროდუქტების ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები – N---------------------------------------------------------------------, რაშიც ტრანსპორტირების დაწყების მისამართად ყალბად მიუთითა: თ---–---- ს-----------------------------------------------–---------------------------------------------------- 0--1--3-.0---0--- რითაც გაყალბდა საქონლის წარმომავლობის რეალური მონაცემები. ხსენებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოყენებით გ------- კ------ემ, თ---------- დ--–---–---–მა და მათმა თანამზრახველებმა შპს „ფ---სას“ კუთვნილი 146.15 ტონა ბიტუმი 130 000 ლარად მიჰყიდეს ორ კომპანიას: შპს „წ---–--------------------სა“ და შპს „დ----–ს.“ რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხა, რაც ჩაირიცხა „თ-----“ ბანკში შპს „გ-------–ის“ ანგარიშზე, 2015 წლის 30 ნოემბერს ორჯერ, ასევე 14 დეკემბერსა და 18 დეკემბერს ბანკის სალაროდან უშუალოდ გაიტანა მისმა დირექტორმა - გ------- კ------ემ;

 

ამდენად, ყალბი ხელშეკრულებისა და ყალბი სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადება/გამოყენებით, ერთიანი მიზნითა და ერთიანი განზრახვით მოქმედი თ---------- დ--–---–---–ი, გ------- კ------ე და მათი თანამზრახველები მოტყუებით დაეუფლნენ „ფ---სას“ კუთვნილ დიდი ოდენობით ქონებას, რითაც შპს „ფ---სას“ და მის დირექტორ ს---- ჰ-–---- ნ-–---ს მიადგა დიდი ოდენობით - 147 797 ლარის მატერიალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი - მსჯავრდებულ გ------- კ------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ს-----–-–---–- ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, გ. კ------ემ მოწმედ დაკითხვის დროს განაცხადა, რომ არ იცნობს არც დაზარალებულს და არც თ. დ--–---–---–ს; ა. ოთანაშვილი კი რამდენჯერმე ნახა მისი ახლობლის ოფისში, სადაც იყო კომპიუტერი, რომელზეც თავისუფალი იყო წვდომა; გ. კ------ემ ა. ო-----–---–ს უთხრა, რომ ბიტუმი იყო შემოსული, რის გამოც საჭირო იყო მისი კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერა ხელშეკრულებაზე; გ. კ------ემ სუფთა ფურცელზე დაარტყა თავისი კომპანიის ბეჭედი და ხელი მოაწერა; ანგარიშფაქტურები არ უნახავს, მაგრამ ა. ოთანაშვილს მისი ფირმის საიდენტიფიკაციო კოდი უთხრა; გ. კ------ეს ანდროს დავალებით გამოჰქონდა თანხები, თვითონ კი შორიახლო ელოდებოდა; დაცვის მხარისათის გაუგებარია, თუ რომელი მტკიცებულება ადასტურებს სსკ-ის 210-ე მუხლის ჯგუფურად ჩადენას, მითუმეტეს, რომ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გ------- კ------ეს პირადად არც გაევლო რეგისტრაცია rs.ge-ზე და, შესაბამისად, არც სცოდნოდა სისტემაში შესვლისათვის საჭირო მომხმარებელი და პაროლი; გაუგებარია აგრეთვე, ვის ეკუთვნოდა ბიტუმი და ვინ დაზარალდა.

 

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი - მსჯავრდებულ თ---------- დ--–---–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- დ---–-–---–ი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, თ. დ--–---–---–მა განმარტა, რომ ხელშეკრულება ნახა, მაგრამ მისი შეცდომა გამოიწვია უყურადღებობამ; იგი არ იცნობს გ. კ------ეს და სამართალდამცავ ორგანოში ნახა პირველად; ა. ო-----–---–მა თ. დ--–---–---–ი სავაჭრო ცენტრ „ქარვასვლაში“ ი----ელთან შეხვედრაზე დაიყოლია. შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან ი----ელმა ბიტუმის მაღალი ფასი დაასახელა. აღნიშნულის შემდეგ თ. დ--–---–---–ს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია ს. ნ-–---თან; მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ა. ოთანიშვილმა დაურეკა მას და უთხრა, რომ ს. ნ-–---ი მიჰყავდა ქ-------–- მასთან შესახვედრად და ქარხნის სანახავად. დაზარალებულმა ხელშეკრულება გადასცა თ. დ--–---–---–ს, რასაც თ----------მა თვალი გადაავლო და ამის შემდეგ დაუშვა შეცდომა. მსჯავრდებულმა დაზარალებული და მისი თანმხლები წაიყვანა პ------ გ-----–--ს ქარხანაში და აუხსნა, რომ თუ იქ მიიტანდნენ ბიტუმს, ამ შემთხვევაში იქნებოდა პასუხისმგებელი. სხვა დროს მსჯავრდებული არ შეხვედრია დაზარალებულს და არც ვინმესთან ჰქონია სატელეფონო კომუნიკაცია. გ. კ------ემ განმარტა, რომ ბეჭედს ცარიელ დოკუმენტებზე ურტყამდა ოთანაშვილს, ხოლო მოგვიანებით ბეჭედი სრულად მის ხელში იყო, რომელიც „პატრონს“ დეკემბერში დაუბრუნა; ბუღალტერი მ. შ-----–---–ი აცხადებს, რომ 6-7-ჯერ ესაუბრა ტელეფონით მ. ბ---------ს, მაგრამ არ იცის, ეს პიროვნება ვინ იყო, რადგან არ უნახავს.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №610აპ-09, №83აპ-13 და №511აპ-17 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მტკიცებულებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ---------- დ--–---–---–ის მიერ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ------- კ------ის მიერ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა,“ მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 210–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, თ. დ--–---–---–ისა და გ. კ------ის ქმედებების კვალიფიკაცია არის სწორი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სრულყოფილად არის შეფასებული. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მსჯელობას გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის, ხელწერის ექსპერტიზის, ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საგადასახახადო ანგარიშფაქტურების შეფასების ნაწილში. ასევე, დაზარალებულმა ს---- ჰ-–---- ნ-–---მა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ორივე შეხვედრის დროს თ---------- დ--–---–---–ს თან ახლდა გ------- კ------ე.

 

12. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- კ------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ს-----–-–---–-სა და მსჯავრდებულ თ---------- დ--–---–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე