განჩინება

სისხლის სამართლის 25.09.2018
საქმის ნომერი
330100117002200881
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002200881

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№177აპ-18 ქ. თბილისი

მ--–---ა ბ----, 177აპ-18 25 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ---- მ--–---ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–- ჩ--------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ბ---- მ--–---ა, – დ----------–-------–-–----------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.

 

2. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ თეონა გვაზავასა და ბრალდებულ რ----- ლ------ს შორის, რომლის თანახმად, რ----- ლ------, – დ----------–-------–-–-----------–ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ რ. ლ------ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 27 ოქტომბრიდან.

 

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---- მ--–---ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, რ----- ლ------მ და ბ---- მ--–---ამ წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს რ---- ჭ---------ას კუთვნილ ბინაში, მდებარე თ---–--–ი, ვ-–----–----–ას გამზ. №----ე კორპუსი, ბინა №--, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადნენ, ფარულად დაუფლებოდნენ ბინაში არსებულ, რ---- ჭ---------ას კუთვნილ ძვირფასეულობას, სხვადასხვა დასახელების სამკაულს, მედალიონს, ჭურჭელსა და ორ ფერწერულ ნახატს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ-----–- ჩ--------ამ.

 

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ბ---- მ--–---ასათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის მცდელობას; მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; ნასამართლობის არმქონეა; არის დევნილი აფხაზეთიდან და მისი ოჯახი განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ბ---- მ--–---ასათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც, გარდა თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით: მოწმეების – ირაკლი მელიქიძის, დათო მაჭარაშვილის, რ---- ჭ---------ასა და გ------- გ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და სხვ..

 

9. რაც შეეხება სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ---- მ--–---ასათვის დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა – მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №103აპ-14).

 

10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ბ---- მ--–---ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ-----–- ჩ--------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე