განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141318002590798
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№261-18 28 სექტემბერი, 2018 წელი
კ-------- პ------, 261-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ------ კ-------ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით პ------ კ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ------ კ--------ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებზე და პ------ კ--------ს სასჯელის საბოლოო ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული პ------ კ-------- გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
9. საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით შეიწყალა მსჯავრდებული პ------ კ-------- და მას განესაზღვრა სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი - 2032 წლის 24 ივნისი.
10. 2018 წლის 20 აგვისტოს პენიტენციური დეპარტამენტის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ პ------ კ-------ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინება დარჩა უცვლელად.
13. 2018 წლის 15 აგვისტოს მსჯავრდებულმა პ------ კ--------მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასმართლოს და ითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ------ კ-------ის მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ------ კ--------მ.
16. 2018 წლის 27 სექტემბერს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული პ------ კ-------- შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ პ------ კ-------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
18. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ პ------ კ-------ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე