განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002020551
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№223აპ-18 ქ. თბილისი
შ---–--- ა----, 223აპ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა---- შ---–---სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჩ--------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა---- შ---–---, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა,საქართველოს სსკ-ის 19,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა---- შ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ა---- შ---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 15 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
4. ა---- შ---–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა გ---–----- ქ----–----ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს: ზუ------–----–--------------------------–-- საკადასტრო კოდით 43.31.69.2--.
5. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---- შ---–---მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მცდელობა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულების მცდელობა, შეასრულოს მოქმედება, რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს და ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რაც გამოიხატა შემდეგში:
7. 2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე, ა---- შ---–--- მფლობელის - ლ--- ნ-------ს ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა მის საცხოვრებელ ბინაში, ზ--------–-----------–--------------–-- რითაც დაარღვია ლ--- ნ-------ს ბინის ხელშეუხებლობის უფლება. ამასთან, ხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ა---- შ---–---მ ნ---- გ---–--ს მუცლის არეში ერთხელ დაარტყა ფეხი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის მაისში ა---- შ---–--- ნ---- გ---–--სთან შეხვედრის მიზნით ურეკავდა მის დედას - მ--- ხ--------ს და დაჟინებული თხოვნითა და მუქარით ცდილობდა მის იძულებას, შეეხვედრებინა ნ---- გ---–--, თუმცა ა---- შ---–---მ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მიზანს ვერ მიაღწია.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---- შ---–---მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----- ჩ--------მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში ა---- შ---–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რისთვისაც უთითებენ შემდეგ მოტივებზე: ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა---- შ---–---ს მიერ დანაშაულის ჩადენას; კერძოდ, მოწმეთა უმრავლესობა კონფლიქტის მონაწილე მხარეა, რომლებიც დაზარალებულის სტატუსით სარგებლობენ, შესაბამისად, მათი ჩვენების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. შესაბამისად, მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჩ--------ს საკასაციო საჩივარს ა---- შ---–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ა---- შ----–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 19,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ, გარდა მოწმეების: ლ--- ნ-------ს, ნ---- გ---–--სა და მ--- ხ--------ს ჩვენებებისა, ა---- შ---–---ს ბრალეულობა დადასტურებულია მ--- ხ--------ს მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხის ამონაწერით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა---- შ---–---სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჩ--------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე