განჩინება

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
020100117001915578
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117001915578

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №212აპ-18 ქ. თბილისი

ს-------- ნ------, 212აპ-18 10 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ------ ს--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--------- ბ------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ნ------ ს--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 31 მარტიდან იმავე წლის 19 აპრილის ჩათვლით.

 

ნ------ ს--------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით 20000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ლ-–- ს----–--ს, ლ---- ს----–--ს, მ-------- ს----–--ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს წ--–-------ს მუნიციპალიტეტის ლ--- თემში (საკადასტრო კოდი 47.02.35.1--) უნდა მოეხნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ ნ------ ს--------ს ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 28 მარტს ნ------ ს--------მ უკანონოდ შეაღწია ქ------------–--------------–------------–- მცხოვრებ თ------ ძ------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ნივთებს, კერძოდ: კომპიუტერს, სანადირო თოფს, ღვთისმშობლის ხატს, დანა-ჩანგლის ნაკრებს, ველოსიპედსა და სხვა, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ------ ს--------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--------- ბ------მ. აპელანტმა ითხოვა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და ბრმად გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების, პოლიციელთა მიერ მიცემული არასარწმუნო ჩვენებები. ასევე, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საეჭვო მტკიცებულებებს და უდანაშაულო ნ------ ს-------- ცნო დამნაშავედ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული პოზიცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ დასტურდება და არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ, ურთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მიერ მითითებული არგუმენტები, რომ ნ------ ს--------ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა დაუშვებელ, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, ვინაიდან პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს და მსჯავრდებულის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან საჩივარში მოყვანილი ამონარიდები არ წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რაც მოცემულ შემთხვევაში გავლენას იქონიებდა ნ------ ს--------ს დანაშაულობა/უდანაშაულობაზე. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ნათელია და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია მიმართულია ნ------ ს--------სათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად.

 

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან, ურთიერთთავსებადია და ადასტურებენ, რომ ნ------ ს--------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ------ ს--------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--------- ბ------მ. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ნ------ ს--------ს უდანაშაულოდ ცნობას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ ნ------ ს--------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ნ------ ს--------ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ------ ს--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--------- ბ------ს საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე