განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058922
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №258აპ-18 ქ. თბილისი
ფ-–---ი ნ----, 258აპ-18 11 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ---- ფ-–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- თ---------ა და მსჯავრდებულ ნ---- ფ-–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-–----- გ---–--ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ---- ფ-–---ს ბრა-–- დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობაში მათი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად, ხოლო რ---- ფ-–---ს - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობაში მათი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად; ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის განაჩენით:
ნ---- ფ-–---ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ფ-–---ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 11 აგვისტოდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) საწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და საქმიანობის უფლება.
რ---- ფ-–---ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
რ---- ფ-–---ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ფ-–--ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 7 სექტემბრიდან.
რ---- ფ-–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) საწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და საქმიანობის უფლება.
განაჩენით ნ---- ფ-–---ს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობაში მათი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე. ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა იძლეოდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ძმებს - რ---- და ნ---- ფ-–---ებს პირადად ან ავტომანქანაში ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშრომლები შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადნენ ქ.თ---–--–ი, სოფ. ფ-------–-–ი, რ--------ს გზატკეცილის №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იქ არსებულ სუპერმარკეტ ,,ბ---ს” მოპირდაპირე მხარეს რ---- ფ-–---ს გაჩერებული ჰყავდა თავისი ,,TOYOTA”-ს მარკის ავტომანქანა, ხოლო მის გვერდით იჯდა ნ---- ფ-–---ი. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე რ---- ფ-–---ი გაქცევის მიზნით თავისი მანქანით რამდენჯერმე დაეჯახა პოლიციელთა ავტომანქანას. პოლიციის თანამშრომლების მიერ არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეთიშა ავტომანქანის ძრავა, რ---- ფ-–---ი არ დაემორჩილა. ძმებმა - რ---- და ნ---- ფ-–---ებმა ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, რაც მიმართული იყო პოლიციელთა საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, კერძოდ, ნ---- ფ-–---მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელ ვ--–------ ი-------ს და ჩამოახია სამსახურებრივი უნიფორმა, ხოლო მისმა ძმამ - რ---- ფ-–---მა დანით ჭრილობები მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს - მ--–---- ქ-----------ა და ბ--- ბ--------, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ნ---- ფ-–---მა და რ---- ფ-–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება -,,ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდნენ.
2015 წლის 11 აგვისტოს, 10 საათსა და 40 წუთზე, ნ---- ფ-–---ი და რ---- ფ-–---ი ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, რომელსაც რ---- ფ-–---ი მართავდა, იმყოფებოდნენ ქ. თ---–--–ი, ფ-------–-–ი, რ--------ს გზატკეცილის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ნ---- ფ-–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“, წონით 0,0961 გრამი, ხოლო რ---- ფ-–---ის ,,TOYOTA”-ს მარკის ავტომანქანიდან ამოიღეს ნ---- და რ---- ფ-–---ების მიერ უკანონოდ შეძენილი 25 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი, წონით 3,0687 გრამი.
რ---- ფ-–--ს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობაში მათი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად; სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში: რ---- ფ-–---მა თანამზრახველ ნ---- ფ-–---თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 3.1648 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც 0,0961 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ნ---- ფ-–---მა შეინახა შარვლის ჯიბეში, ხოლო 25 წონად დაფასოებული 3,0687 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ნ---- ფ-–---მა და რ---- ფ-–---მა შეინახეს ამ უკანასკნელის ,,TOYOTA”-ს მარკის ავტომანქანაში, სახ.#---------.
2015 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე. ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა იძლეოდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ძმებს - რ---- და ნ---- ფ-–---ებს პირადად ან ავტომანქანაში ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშრომლები შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადნენ ქ. თ---–--–ი, სოფ. ფ-------–-–ი, რ--------ს გზატკეცილის №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იქ არსებულ სუპერმარკეტ ,,ბ---ს” მოპირდაპირე მხარეს რ---- ფ-–---ს გაჩერებული ჰყავდა თავისი ,,TOYOTA”-ს მარკის ავტომანქანა, ხოლო მის გვერდით იჯდა ნ---- ფ-–---ი. პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე რ---- ფ-–---ი გაქცევის მიზნით ავტომანქანით, რომელსაც თვითონ მართავდა, რამდენჯერმე დაეჯახა და დააზიანა შსს სამინისტროს ბალანსზე რიცხული “VOLKSWAGEN PASSAT CC” მარკის ავტომანქანა, სახ.#-------, რის შედეგადაც საქართველოს შს სამინისტროს მიაყენა 700 ლარის მატერიალური ზიანი. პოლიციის თანამშრომლების მიერ არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეთიშა ავტომანქანის ძრავა, რ---- ფ-–---ი არ დაემორჩილა. ძმებმა - რ---- და ნ---- ფ-–---ებმა ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, პოლიციელთა საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, კერძოდ, ნ---- ფ-–---მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელ ვ--–------ ი-------ს და ჩამოახია სამსახურებრივი უნიფორმა; ხოლო რ---- ფ-–---მა წინააღმდეგობის გაწევისას, რა დროსაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლები - მ--–---- ქ---------- და ბ--- ბ-------ი ცდილობდნენ მისი წინააღმდეგობის აღკვეთას და დაკავებას, პოლიციის თანამშრომლებისგან გაქცევის მიზნით, მ--–---- ქ----------- დანა დაარტყა მუცლის არეში და მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო შემდეგ იგივე დანა - გულმკერდის არეში ჩარტყმის მიზნით, მოუქნია ბ--- ბ--------, რომელმაც მოასწრო შემობრუნება, რის გამოც მოქნეული დანა მოხვდა ზურგში. რ---- ფ-–---მა შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.
2015 წლის 11 აგვისტოს ქ. თ---–--–ი, ფ-------–-–ი, რ--------ს გზატკეცილის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ,,TOYOTA”-ს მარკის ავტომანქანიდან, რომელსაც რ---- ფ-–---ი მართავდა, ამოიღეს ნ---- და რ---- ფ-–---ების მიერ უკანონოდ შეძენილი, 25 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“, წონით 3,0687 გრამი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ რ---- ფ-–---ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ვ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირებას, ასევე მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ რ---- ფ-–---ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ----- თ-------ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც უკანონოსა და დაუსაბუთებლის, გაუქმებასა და რ. ფ-–---ის გამართლებას.
მსჯავრდებულ ნ---- ფ-–---ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე-–----- გ---–-- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ნ. ფ-–---ის გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი უკანონოა, საქმის განხილვისას დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და საპროცესო კოდექსის მთელი რიგი მოთხოვნები.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №185აპ-11, 494აპ-15) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
9. საკასაციო პალატა კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების - ნ---- და რ---- ფ-–---ების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - ბ--- ბ-------ის, მ--–---- ქ----------ს, ვ--–------ ი-------ს, მოწმეების - ა-–- რ-----------ს, ლ-–- გ-----------–---–-ს, დ----- ა---–---ს, გ-------– კ------–---–-ს, გ--–- ჩ--------ს, რ----- გ--------ს, გ------- კ---–-–---–-ს, ს-----ო ც--------ს, თ----- უ---–---ს, ქ------- ფ---–----ა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების, ფოტოსურათით ამოცნობის, პირის ამოცნობის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზების დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზების, ქიმიური, სასაქონლო, ბიოლოგიური (გენეტიკურ-სეროლოგიური) ექსპერტიზების, შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტ ა-–---------- ბ----–--–---–-ს ჩვენებითა და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით.
10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ:ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).
11.ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ნ---- ფ-–---ის მიერ: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობას მათი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად, ხოლო რ---- ფ-–---ის მიერ: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას; პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობას მათი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად; სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.
12.საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, რის საფუძველზეც მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რასაც პალატაც ეთანხმება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ რ---- ფ-–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ----- თ---------ა და მსჯავრდებულ ნ---- ფ-–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-–----- გ---–--ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე