განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054655
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №37აგ-18 ქ. თბილისი
ა-------ი ჩ------, 37აგ-18 10 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებაზე;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენით:
ჩ------ ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ჩ------ ა-------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2013 წლის 17 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 აგვისტოს განაჩენი ჩ------ ა-------ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ზ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის შუამდომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
6. 2018 წლის 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ჩ------ ა-------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. კასატორი - მსჯავრდებული ჩ------ ა-------ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ მის მოთხოვნაზე ფორმალურად იმსჯელა და მოთხოვნის ფაქტობრივი არსი არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან (სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნა) დაკავშირებით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ს არ მიუთითებია არცერთ ფაქტზე ან მტკიცებულებაზე, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ჩ------ ა-------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე