განჩინება

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
020100117002040748
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002040748

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №268აპ-18 ქ. თბილისი

ჩ-------- მ------, 268აპ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ------ ჩ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- გ--------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით მ------ ჩ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ------ ჩ--------ს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ------ ჩ--------ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ივლისიდან.

 

უნდა მოხდეს ნივთმტკიცების: „STALKER 2918“ მოდელის პისტოლეტის, ნომრით, 1---------- ერთი მჭიდით საპროცესო კონფისკაცია.

 

2. აღნიშნული განაჩენით მ------ ჩ--------ს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და ტარებაში, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

მ------ ჩ--------ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

• მ------ ჩ--------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი - „STALKER 2918“ მოდელის, 9 მმ ნომინალურ - კალიბრიანი გლუვლულიანი პისტოლეტი N1----------, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონარული მზღუდავი;

 

• 2017 წლის 13 ივლისს ქ------------–--------------–---- ქუჩაზე, მ------ ჩ-------- მართლსაწინააღმდეგოდ პირადად ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, სროლისათვის ვარგის ,,STALKER 2918’’ მოდელის, 9 მმ ნომინალურ - კალიბრიან, გლუვლულიან პისტოლეტს N1----------, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონალური მზღუდავი.

 

• ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ მ------ ჩ--------ს 2017 წლის 14 ივლისს ქ. ზ--------–- დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის" უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ, მსჯავრდებულმა მ------ ჩ--------მ და მისმა ინტერესების დაცველმა, ადვოკატმა ვ------- გ--------მ.

 

ბრალდების მხარემ საჩივრით ითხოვა, რომ მ------ ჩ--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამორთმეოდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

დაცვის მხარემ საჩივრით ითხოვა მ------ ჩ--------ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით შერაცხულ ბრალდებაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა არონიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ მ------ ჩ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- გ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

 

მ------ ჩ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ------ ჩ--------ს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ------ ჩ--------ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ივლისიდან.

 

მ------ ჩ--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წამომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

უნდა მოხდეს ნივთმტკიცების: „STALKER 2918“ მოდელის პისტოლეტის, ნომრით 1----------, ერთი მჭიდით საპროცესო კონფისკაცია.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ------ ჩ--------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ------- გ--------მ, რომლებიც საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ------ ჩ--------ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით შერაცხულ ბრალდებაში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორი არ უთითებს.

 

9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ------ ჩ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- გ--------ს საკასაციო საჩივრების მთხოვნას მ------ ჩ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ------ ჩ--------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ მ------ ჩ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- გ--------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე