განჩინება

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
050100117002219411
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117002219411

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№250აპ-18 ქ. თბილისი

ა---–--ე ტ------–, 250აპ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე სალუქვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ტ------– ა---–--ე, – დ----------–-------–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათით. 2017 წლის 23 ნოემბრიდან 2018 წლის 23 იანვრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ტ------– ა---–--ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. ტ. ა---–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ------– ა---–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 28 აგვისტოს მთვრალმა ტ------– ა---–--ემ ჩ-----------ის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე საკუთარ სახლში არასრულწლოვანი შვილების – 2----–--–--------------–- ქ--------- ა---–--ის, 2----–--–--------------–------- ა---–--ისა და 2----–--–--------------–-------- ა---–--ის თანდასწრებით, ყოველგვარი საბაბის გარეშე, სრულიად უმიზეზოდ იძალადა თავის მეუღლეზე – მ-------- ა----------ზე, კერძოდ, წელის არეში ფეხი ჩაარტყა, რითიც მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

· 2017 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათზე, მთვრალმა ტ------– ა---–--ემ ჩ-----------ის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე საკუთარ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე იძალადა თავის მეუღლეზე – მ-------- ა----------ზე, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და თავში ჩაარტყა მუშტი, რამაც მ. ა---------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი პეტრე სალუქვაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას და მჯავრდებულ ტ------– ა---–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით იმ მოტივით, რომ მისი მხრიდან არსებობს მეუღლეზე ძალადობის განმეორების საშიშროება.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინეს შემდეგი: მეუღლეები შერიგდნენ, დაზარალებულ მ-------- ა----------ს არ აქვს ტ------– ა---–--ის მხრიდან ქმედების განმეორების საფრთხის განცდა და სწორედ ამ მოტივების საფუძველზე განუსაზღვრეს მსჯავრდებულს სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე სალუქვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე